კლოპის ვერდიქტი » LIVERPOOL FC ქართული ფან კლუბი!

კლოპის ვერდიქტი

ავტორი: achi_liverpool, 14-07-2016, 10:45, კატეგორია - ---, 305, 9


ლივერპულმა მეორე წინასასეზონო მატჩიც წარმატებით დაასრულა, ოღონდ ამჯერად გუნდმა დიდი ანგარიშით მოიგო. ჰაიბერიზე გამართულ მატჩში ფლიტვუდმა 5 უპასუხო გოლი გაუშვა გრუიჩისგან, ვუდბერნისგან, ლუკასისგან და ორჯერ ფირმინოსგან. მატჩის შემდეგ იურგენ კლოპმა დებიუტანტ გრუიჩზე, 16 წლის ვუდბერნზე და მთლიანად მატჩზე ისაუბრა.

 

თამაშის პოზიტივებზე...

 

სასიამოვნო იყო, მაგრამ აშკარაა, რომ ჩვენ კიდევ გვაქვს სამუშაო. მე დავინახე პოზიტივები. ის თუ რამდენი საგოლე შანსი შევქმენით, რამდენად კარგად ვმოქმედებდით დაცვაში და ინდივიდუალურადაც ბევრი ფეხბურთელი უფრო დაიხვეწა. პირველ ტაიმში გუნდის თამაშით კმაყოფილი არ ვიყავი, რადგან მსურდა უფრო მეტი და უფრო უკეთ უნდა გვეთამაშა. ასეთ მატჩებში მთავარია ინდივიდუალიზმი, რომელიც თუ ვერ გამოაჩინე საქმე ცუდად წავა. მეორე ტაიმში ასეთი რამ ნაკლებად იყო. ჩვენ ვნახეთ ლამაზი პასები, კარგი გაქცევები და კომბინაცია, რომელსაც მოჰყვა გოლი. სწორედ ასე უნდა ვიმუშავოთ. მეორე ტაიმში გუნდი უკეთესი იყო, თუმცა პირველ ტაიმშიც გვქონდა საკმარისი შანსები, მაგრამ მეკარემ რამდენიმე კარგი ბურთის მოგერიება შეძლო. ვფიქრობ, რომ უკეთესად თამაში ნამდვილად შეგვიძლია. პრემიერლიგაში იოლი მატჩები არ გველის და ფეხბურთელებმა უნდა იცოდნენ, რომ ასე მარტივად საქმეები აღარ იქნება. ფლიტვუდის მსგავს გუნდებთან იმ მატჩშივე უნდა იპოვო გამოსავალი და პრობლემის გადაჭრის გზები. დღეს 5:0 მორჩა - ყველაფერი კარგადაა.

 

გრუიჩის დებიუტზე...

 

ის ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდაა. მხოლოდ 20 წლის არის და აუცილებლად მოუმატებს თამაშსაც და ფიზიკურ კონდიციებსაც. დღეს კი ვნახეთ, რომ დაცვით მოქმედებებში მან და სტიუარტმა მშვენიერი ტანდემი შექმნეს - ეს ძალიან კარგი იყო, მაგრამ აუცილებელია უფრო გაუმჯობესება თამაშის ხარისხის. კარგი სანახავია, როდესაც გუნდში ყველა ფეხბურთელს შეუძლია თამაში. მარკომ თავის პირველივე მატჩში გაიტანა გოლი - ეს ოცნებაა. იშვიათად ხდება, როდესაც ამხანაგურ მატჩში გატანილ გოლს ფეხბურთელი ასე ემოციურად აღნიშნავდეს, თუმცა აქაც გამოჩნდა, რომ მისთვის ეს გოლი ძალიან მნიშვნელოვანი  იყო. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას ბიჭებთან. ისინი გააუმჯობესებენ თამაშს, ისინი უბრალოდ ვალდებულნი არიან ეს გააკეთონ. 

 

16 წლის ვუდბარნზე...

 

ის არის სუფთა შემტევი სტილის ფეხბურთელი და მიხარია მისი გუნდში ყოფნა. მე გრძელი საუბარი მქონდა ალექს ინგლთორპთან და ის ამ ახალგაზრდა ფეხბურთელებზე 'დიდ სიმღერებს მღეროდა.' ოვიე ეჯარია - ძალიან კარგი იყო პირველ მატჩშიც და დღესაც. ყველა ხედავს, რომ ისინი არიან ჭკვიანი და კარგად აღზრდილი ფეხბურთელები. მე მათთან ერთად მუშაობით ძალიან ბედნიერი ვარ.

 

სამუშაოებზე, რომელიც დარჩენილ მატჩებში უნდა შესრულდეს...

 

სამუშაო ბევრია. არ მინდა ისე გამომივიდეს, თითქოს ეს წარმოუდგენლად რთულია, მაგრამ ამის გაკეთება აუცილებელია, რადგან მთელი სეზონის მანძილზე არ გრჩება დრო ასეთი ვარჯიშებისთვის. სამწუხაროა, რომ გუნდი მთლიანად ერთად არ არის. მეორე ჯგუფი ცოტა ხანში დაგვემატება, მაგრამ კარგი იქნებოდა თავიდანვე ერთად ვყოფილიყავით. ის ფეხბურთელები, რომლებიც ახლა ჩვენთან ერთად არ არიან, გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვან ბირთვს წარმოადგენენ. ასე, რომ როდესაც ისინი დაგვიბრუნდებიან, ეს ორი ჯგუფი უნდა შევაერთოთ და ერთად მოვძებნოთ გამოსავალი შემდეგი მატჩებისთვის. გასაკეთებელი კიდევ ბევრია. ბევრს ჰგონია, რომ მე ამ ამხანაგურ მატჩებზე უბრალოდ ვზივარ და თამაშს ვუყურებ, იმიტომ, რომ ეს არ არის ოფიციალური მატჩი. არა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანი ტესტია.

скачать dle 10.5фильмы бесплатно

კომენტარები



ReDFieLD.
სტუმარი

ეს მგონი ისევ მორენოს უპირებს მარცხენა მცველად დაყენებას.. ერთი ცენტრალური მცველი მოსაყვანია აუცილებლად ლოვრენი ძალიან კარგია, მაგრამ რომ დაიტრამვოს რა გვეშველება, მატიპი არ ტოვებს კარგი მცველის შთაბეჭდილებას.. ცენტრში თითქოს ყველაფერი რიგზეა ბევრი კარგი ფეხბურთელი გვყავს, მაგრამ ძალიან გაძლიერდნენ დანარჩენი ლიდერები, ამიტომ მაინც საჭიროა გამოცდილი და კარგი ცენტრი. გრუიჩი, ჩანი კარგები არიან მარა არ აქვტ იმდენი გამოცდილება, ჰენდო ალბათ სკამზე გადავა მილნერიც. მოკლედ გასაშვებია ბევრი რა ამის შემდეგ შეხედავს კლოპო . მაინც ალბათ ერთი-ორი ტრანსფერი იქნება იმედია


bati_gol
სტუმარი

Moreno ar aris cudi mcveli prosta xistia da uazro adgilebshi icis uxeshi tamashi.iseti mcvelebi dzslian cotas romlebsav dscvs ds shrteva ertad advilad gamosdis amitom tyioli imedebi nu gvrqneba...gruichi dzalian momwons yvelaferi aqvs imistvis rom ganvitardes ufro da ufro.matipi ar vici ramdenad gaamartlebs.hendersons leivad da stiuarts gaajmevinet da xurdashi bogdani da rendslic miayolet


knife06yarn
მომხმარებელი

ერთი გამაგებინა კიდე ვის ყიდვას აპირებს რა


marbleflax9
მომხმარებელი

ასეთი გუნდით შორს მაინც ვერ წავალთ , მაგრამ თუ მომავალზეა გათვლილი მაშინ შეიძლება რამე გამოვიდეს. ჩვენი გუნდი ახლა კარგ პოზიციაშია . არანაირი სხვა ტურნირი არ აწევთ ზურგზე და იმედი მაქვს რომ ამ შანსს გამოიყენებენ და 4ეულში მოხვდებიან . წეკს ეპლს ფავორიტი ჩელსი ეყოლება რადგანაც ჩვენ გუნდის მსგავსად ისინიც არ მონაწილეობენ სხვა თასზე . ყავთ კარჰი მწვდთნელი და ასევე ძლიერი გუნდი რომლის შემადგენლობაც ეპლში საუკეთესოა


gerrarda_8
სტუმარი

Me nagalitad morenosi kvelafris miuxedavad mainc mjera, taktikurad unda miutiton kvela tavis shecdomaze da bevri amushaon magaze da mjera ro dzaan gamosadegi ikneba, shetevashi magra momwons dzaan bevr moments kmnis dzalian swrafia da me mainc mjera mo*ცენზურა*d


MandyFreitag9
მომხმარებელი

კარგი ახალგაზრდები მოდიან ნამდვილად


stephen_gerrard
სტუმარი

midi klopp mjera sheni love


juve-liverpool
სტუმარი

ამ სასტავით 4 ეულის ილუზიაც არ მაქ და ჯობია 2 ჩამოყალიბებული იგროკი დაიმატონ


Karius
სტუმარი


ციტატა: juve-liverpool
ამ სასტავით 4 ეულის ილუზიაც არ მაქ და ჯობია 2 ჩამოყალიბებული იგროკი დაიმატონ

რატო ? სრულიად შესაძლებელია 4 ეულში მოხვედრა ამ სასტავით, უბრალოდ ერთი კარგი მცველი გვინდა. მატიპზე ბევრად კარგი )) მაგალითად პორტუგალიელი ხოსე ფონტე ბებერია მარა ვოლკიააა.

კომენტარის დამატება
ქართული/ინგლისური (~)

სახელი:*
E-Mail:
შეიყვანე კოდი: *
კოდის განახლება


კვირა, 20:30 სთ


  • ლივერპული
  • VS

    31.03.18


  • ტოტენჰემი

მიმოხილვა


  • ფულჰემი
  • 1:2

    17.03.2019


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
პირდაპირი ტრანსლაცია
ონლაინ-ჩატი



მატჩის საუკეთესო

სადიო მანე

მეტოქე - ფულჰემი


Liverpoolfc.Ge - 2008. "ლივერპულის" ქართული ფან-კლუბი. Designed by Vakho Gogaladze