ახალი ამბები უიქჰემის ტრანსფერზე

როგორც იცით “ლივერპული” აქტიურად ცდილობს შეიძინოს “იფსვიჩის” 18 წლის ვუნდერკინდი ქონორ უიქჰემი. “ლივერპულს” ახალი კონკურენტები უჩნდება.
მერსისაიდელებმა “იფსვიჩს” პირველად £7მლნ. შესთავაზეს, “იფსვიჩმა” კი ამ შეთავაზებაზე უარი თქვა და წიტლებს £14მლნ. მოსთხოვა. საბოლოოდ გუნდები £12მლნ–ზე შეთანხმდნენ და ახლა მისი გადმოსვლა მხოლოდ დროის საკითხია, მაგრამ სხვა გუნდები ცდილობენ ამ დროში ეს შეთანხმება ჩაშალონ და ფეხბურთელი გადაიბირონ.
“არსენალს” სურს ფეხბურთელი ჯერ ერთ წლიანი არენდით წაიყვანოს და შემდეგ იზრუნოს მის გადაბირებაზე, თუმცა არსენ ვენგერი აცხადებს, რომ ის ჯერ მზად არ არის პირველ ძირიტად შემადგენლობაში სათამაშოდ. მას ბენდტერის შემცვლელად მოიაზრებენ, რომელიც “მეთოფეებს” ამ ზაფხულში დატოვებს.
უიქჰემით აგრეთვე დაინტერესებულია “ტოტენჰემი”. “მამლებს” სურთ ჯელტმენობა გამოიჩინონ და “იფსვიჩს” შეთავაზება მაშინ გაუკეთონ, როდესაც გუნდის მწვრთნელი როი კინი გახდება. “ტოტენჰემი” ეძებს მაღალი დონის ახალგაზრდა ფორვარდს. ისინი თვლიან, რომ 18 წლის უქჰემი კარგი ვარიანტია.
ამჟამად მომავალ შირერად წოდებული უიქჰემი ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე იმყოფება, თუმცა მას მწვრთნელი თავის გამოჩენის საშუალებას არ აძლევს. მისი ტრანსფერი უფრო აქტუალური გახდება, როდესაც ის დანიიდან ჩამოვა.
9 კომენტარი სტატიაზე - "ახალი ამბები უიქჰემის ტრანსფერზე"
კომენტარeების სანახავად და დასაწერად გაიარეთ ავტორიზაცია



ივნისი 18, 2011 - 1:56 pm
აუ ერთი 28 წლის ფორვარდი ნაღდად გვჭირდება, ნამეტანი ვაკეთებთ ახალგაზრდებზე აქცენტს, მაგრამ ინგლისის მომავალს და მომავალ ალან შირერს ტყუილად არ უწოდებდნენ იქნება
ივნისი 18, 2011 - 2:34 pm
აუ რა 12 მილიონიი შეეშვან რა 18 წლის ბავშვებს და ერთი მაგარი ფორვარდი იყიდონნ ამს მე ის ჩუ იანგი მირჩევნია
ივნისი 18, 2011 - 3:11 pm
რავი გარემარბები და მარცხენა მცველი უნდა იყიდონ უსათუოდ და დაცვის ცენტრში ნახევარდაცვის ცენტრში და თავდასხმაში უსაშველო პრობლემა არ გვაქვს, სუარესი კეროლი კუიტი პაჩეკო :)
ივნისი 18, 2011 - 3:26 pm
giga-gerrard
მართალი ხარ ძმა, პარკ ჩუ-იუნგი მართლა ძაან კაი ფეხბურთელია.
ივნისი 18, 2011 - 3:33 pm
12 მილიონის ესე თვალდახუჭულად გადახდა არ შეილება, ჩემი აზრით !
მაგრამ რეავიცი კენის არა მგონია ეგეთი რამეები ეშლებოდეს!
ივნისი 18, 2011 - 5:24 pm
Liver ხო ძმა მაგარია თან მაგარი პასები აქ ძაან
ივნისი 18, 2011 - 5:45 pm
პაპაზე უფრო კათოლიკეები ნუ ვიქნებით რა!!!კენი ჩვენზე უკეთ იცის ვინ ჭრიდება და ვინ არაა
ივნისი 18, 2011 - 6:36 pm
es dzaan magari igrokia, magram 12 milioni memgoni ro bevria
ივნისი 18, 2011 - 7:16 pm
არა ზამენაზე გვინდა უეჭველად ვინმე კარგი ცენტრალური თავდამსხმელი.ჩემი აზრით ეს კაი ვარიანტია მარა 14 მილიონიც არა ცოტა ფული