“ლივერპული” – FA თასის ყველა ფინალი
დღეს ლივერპული უემბლიზე ჩავა და შეეცდება სეზონში მეორე თასი აღმართოს. მოგების შემთხვევაში კი ეს თასი მე-8 იქნება. გადავხედოთ FA თასის ყველა ფინალს, რომელშიც “ლივერპულს” მონაწილეობა მიუღია.
FA თასი პირველად 1871 წელს ჩატარდა. ეს ტურნირი ყველაზე ძველია საკლუბო ტურნირებს შორის, თუმცა “ლივერპულს” მაინც ძალაინ დიდ ხანს მოუწია ლოდინი ამ თასის ასაწევად.
პირველი ფინალი “ლივერპულმა” 1914 წლის 25 აპრილს ითამაშა “ბარნლისთან”. მატჩი ლონდონში გაიმართა, კრისტალ პალასზე, თუმცა ლეგანდარული მწვრთნელის ტომ ვოთსონის შეგირდებმა “ბარნლისთან” მარცხი განიცადეს. მატჩი “ლივერპულმა” მინიმალური ანგარიშით 0-1 წააგო – ერთადერთი გოლი 57-ე წუთზე ბერტ ფრიმენმა გაიტანა.
მეორე ფინალამდე კი “ლივერპულს” დიდ ხანს მოუწია მოცდა. “წითლებმა” მხოლოდ 1950 წელს მოახერხეს ფინალში გასვლა, ჯორჯ კეის მეთაურობით. მატჩი ლონდონში, უემბლიზე გაიმართა 29 აპრილს. “ლივერპულმა” მაშინ მეორე ფინალიც წააგო. ”წითლები” “არსენალთან” დამარცხდნენ – 2-0. მატჩში დუბლი ლიუსმა გაიფორმა.
1965 წელს FA თასის დარსებიდან 93 წელი გადიოდა და 84-ე ფინალი იმართებოდა. 1 მაისს ერთმანეთს “ლივერპული” და “ლიდსი” ხვდებოდნენ. “ლივერპულს” უდიდესი ლეგენდა ბილ შენკლი წვრთნიდა. რამდენიმე წლის წინ შენკლიმ მოახერხა და “ლივერპული” II დივიზიონის ჩემპიონი გახადა და გუნდი I დივიზიონში აიყვანა. 1964-1965 წლებში “ლიდსი” შესანიშნავ სეზონს ატარებდა და დივიზიონი მეორე ადგილზეც დაასრულა. “ლივერპული” კი მხოლოდ მეშვიდეს დასჯერდა.
მატჩში “ლიდსი” ძალიან კარგად გამოიყურებოდა, თუმცა მაინც “ლიდსის” ნახევარდაცვის დუეტმა, კოლინსი-ბრემნერმა მატჩი ჩააგდო. თავისმხრივ კი შესანიშნავად გამოიყურებოდა “წითლების” ნახევარდაცვის დუეტი იეტსი-სმიტი. “ლივერპულის” თავდამსხმელები კი ალბათ ერთ-ერთი საუკეთესოები იყვნენ სეზონში. სენტ ჯონი – ჰანტის წყვილი მოწინააღმდეგის დაცვას ატერორებდა.
მატჩის ძირითადი დრო ნულოვანი ფრით დასრულდა. დამატებით დროში კი თავი “წითლების” თავდამსხმელმა, როჯერ ჰანტმა გამოიჩინა. 93-ე წუთზე “ლივერპული” წინ გავიდა, თუმცა “ლიდსმა” მეორე ტაიმში მოახერხა და ანგარიში გაათანაბრა, ბრემნერის გოლით. გათანარებოდან სამ წუთში “ლივერპულმა” კვლავ დაიბრუნა უპირატესობა. 113-წუთზე იან სენტ ჯონმა გოლი გიტანა “ლიდსის” კარში და ლივერპულს პირველი FA თასი მოუპოვა.
1971 წელს ბილ შენკლის გუნდი FA თასის ფინალში მეორედ გავიდა და “არსენალს” დაუპირისპირდა. 1971 წლის 8 მაისს უემბლიზე FA თასის ფინალი გაიმართა. “არსენალმა” ლივერპულის დმარცხება მოახერხა, თუმცა პირველი გოლი “წითლებმა” გაიტანეს. 90 წუთი ფრედ 0-0 დასრულდა ხოლო დამატებით დროში, 92-ე წუთზე სტივი ჰაივეიმ გოლი გაიტანა და “ლივერპული” დააწინაურა. ამას კი კელის გოლი მოჰყვა და მატჩის 101-ე წუთზე წონასწორობა აღსდგა ხოლო 10 წუთში “არსენალი” წინაც გავიდა და თასიც დაისაკუთრა. მეორე გოლის ავტორი ჩარლი ჯორჯი გახდა.
1974 წელს “ლივერპული” კვლავ გავიდა ფინალში. მატჩი უემბლიზე იმართებოდა, 4 მაისს. მაშინ “ლივერპული” უკვე ძალაინ ძლიერი გუნდი იყო და იმ მატჩშიც რათქმაუნდა ფავორიტად მიიჩნეოდა. თანაც “ლივერპულის” მეტოქე “ნიუკასლი” იყო, რომელიც იმ სეზონში კარგად ნამდვილად არ გამოიყურებოდა. მატჩი ისე წარიმართა როგორც ყველა ვარაუდობდა, თუმცა მოცდა კი მოუწიათ – “ლივერპულმა” წინ გასვლა მხოლოდ 57-ე წუთზე შეძლო. გოლი კიგანმა გაიტანა. ამას სტივ ჰაივეის გოლი მოჰყვა 74-ე წუთზე. მატჩის მიწურულს კი 88-ე წუთზე კიგანმა დუბლი გაიფორმა.
ეს მატჩი ბოლო აღმოჩნდა სადაც “ლივერპულის” ლეგენდა ბილ შენკლი “წითლებს” მეთაურობდა ამის შემდეგ მან წასვლის თაობაზე გააკეთა განცხადება და პოსტი დატოვა. შენკლის შემდეგ ბობ პეისლი მიიყვანეს მწვრთნელად. იმ დღიდან “ლივერპულში” ახალი ხანა დაიწყო…
დაჯილდოვების ცერემონაილი:
თუმცა რაცარუნდა სამწუხარო იყოს იმ ხანაში “ლივერპულმა” ვერცერთი FA თასი ვერ მოიგო, მიუხედავად იმისა, რომ პეისლის სამწვრთნელო კარიერა “ლივერპულში” დახუნძლული იყო ტიტულებით. პეისლის გუნდი FA თასის ფინალში მხოლოდ ერთხელ, 1977 წელს გავიდა და დამარცხდა “მანჩესტერ იუნაიტედთან”. მატჩი ლონდონში გაიმართა, უემბლიზე 21 მაისს. გოლები მეორე ტაიმის დებიუტში გავიდა. ჯერ სტიუარტ პირსონმა გაიტანა და მანჩესტერი დააწინაურა 51-ე წუთზე, ხოლო ორ წუთში ჯიმი კეისმა ანგარიში გაათანაბრა. სამ წუთში კი “მანჩეტსერი” გრინჰოფის გოლით კვლავ წინ გავიდა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 2-0.
პეისლის გარდაცვალებამდე ორი თვით ადრე კითხეს თუ რა იყო მის სამწვრთნელო კარიერაში ყველაზე ცუდი მომენტი. მან უპასუხა: “ჯერაც ვერ მომინელებია, რომ “მანჩესტერთან” 1977 წელს FA თასის ფინალი წავაგე.”
“ლივერპულმა” 1986 წელსღა მოახერხა მომდევნო FA თასის აწევა. უკვე კენი დალგლიშის მეთაურობით. “წითლებს” 12 წელი ეს თასი არ ქონდათ მოგებული, 9 წელი კი ფინალში ვერ გადიოდნენ.
მატჩი უმებლიზე გაიმართა 10 მაისს. უემბლიზე მერსისაიდული დერბი შედგა. მატჩი “ლივერპულმა” 3-1 მოიგო. იან რაშმა დუბლი შეასრულა ერთი კრეიგ ჯონსტონმა გაიტანა მას შემდეგ რაც “ევერტონი” გერი ლინიკერმა წინ გაიყავანა პირველ ტაიმში.
საინტერესოა ის ფაქტი, რომ “ლივერპულს” სასტარტოში არცერთი ინგლისელი არ ყოლია. თუმცა სათადარიგოთა სკამზე იმყოფებოდა ინგლისელი სტივ მაკმაჰონი, რომელსაც მოედანზე შესვლა არ მოუწია.
იმ წელს “ლივერპულმა” დუბლი შეასრულა და ინგლისის პირველი დივიზიონიც მოიგო. “ევერტონი” კი I დივიზიონშიც მეორე ადგილს დასჯერდა.
ორ წელში “წითლები” კვლავ გავიდნენ FA თასის ფინალში, თუმცა I დივიზიონის ჩემპიონები დამარცხდნენ მეშვიდე ადგილოსან “უიმბლდონთან”. ლივერპულმა მატჩი 0-1 წააგო, რამაც მთელი ინგლისი შოკში ჩააგდო – “უიმბლდონმა” პირველად ასწია FA თასი, მთელი თავისი არსებობის მანძილზე. მატჩის ერთადერთი გოლი 37-ე წუთზე სანჩესმა გაიტანა.
ეს ფინალი პირველი იყო სადაც მეკარემ პენალტი აიღო. ჯონ ოლდრიჯის დარტყმული “უიმბლდონის” მეკარემ ბისტინმა მოიგერია. პენალტის გარდა “ლივერპულელებს” უამრავი მომენტი ქონდათ, თუმცა ლონდონელთა მეკარემ ყველას აჯობა.
“ლივერპული” სენსაციურად დამარცხდა 1988 წელს, თუმცა შემდეგ წელს დაამარცხა “ევერტონი”. ფინალი უემბლიზე 20 მაისს გამიართა. მატჩის დებიუტში, მე-4 წუთზე ოლდირჯმა “ლივერპული” წინ გაიყვანა, თუმცა უკვე მატჩის მიწურულს 89-ე წუთზე “ევერტონმა” ანგარიში გაათანაბრა და დაინიშნა დამატებითი დრო. დამატებით დროში “ლივერპული” კვლავ წინ გავიდა იან რაშის გოლით, თუმცა 102-ე წუთზე “ევერტონმა” კვლავ გაათანბრა ანგარიში. ორ წუთში კი იან რაშმა დუბლი გაიფორმა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 3-2.
ფინალი ჰილსბოროს ტრაგედიიდან მხოლოდ 5 კვირის შემდეგ გაიმართა და “ლივერპული” ალბათ ვალდებულიც იყო მოეგო თასი 96 დაღუპულისთვის. ამ სეზონის შემდეგ უეფამ “ლივერპულს” ნება დართო 5 წლიანი შესვენების შემდეგ კვლავ მიეღო მონაწილეობა ევროთასებზე.
1992 წლის 9 მაისს “ლივერპულმა” მე-5-ედ ასწია FA თასი. “ლივერპულის” მთავარი მწვრთნელი უკვე გრემ სუონესი იყო. მატჩი “სანდერენდთან” იმართებოდა, რომელიც II დივიზიონის მეორე გუნდი გახდა “ქუინს პარკის” შემდეგ, რომელიც FA თასის ფინალში მონაწილეობას იღებდა. მას შემდეგ კი 2004 წელს “მილოულმა” მოახერხა ეს.
მატჩის პირველ ტაიმში “სანდერლენდი” კარგად გამოიყურებოდა და იან რაშისა და სონდერსის შეტევების იგერიებდა, თუმცა უკვე 47-ე წუთზე ტომასმა “ლივერპული” წინ გაიყვანა, რასაც რაშმა 68-ე წუთზე მეორე გოლიც მიაყოლა და “ლივერპული” ჩემპიონი გახადა.
ეს იყო გრემ სუონესის ერთადერთი ტიტული “ლივერპულის” მწვრთნელობის დროს. ამ თასის შემდეგ “ლივერპულს” კდიევ 9 წლის მანძილზე მოუწია ლოდინი სანამ კიდევ ერთხელ ასწევდა FA თასს.
მანდამდე კი, 1996 წელს “ლივერპული” “მანჩესტერ იუნაიტედთან” დამარცხდა. ინგლისური ფეხბურთის ორი ყველაზე დიდი მეტოქე FA თასის ფინალში დაუპირსპიდა ერთმანეთს.
“მანჩეტსერს” შესანიშავი ხანა ედგა სამ სეზონში მესამე FA თასის ფინალი იყო, მანამდე “ჩელსი” დაამრცხა და “ევერტონთან” დამარცხდა.
“ლივერპულს” 1990 წლის შემდეგ ინგლისის I დივიზიონი ვერ მოეგო და ვერც პრემეირლიგაში ვეღარ ახერხებდა ვერაფერს. FA თასი კი 1992 წლის შემდეგ აღარ აეწია. თუმცა 1995 წელს კიდევ ერთხელ გაუსინჯა გამარჯვებას გემო და ლიგის თასი აიღო.
მატჩის ერთადერთი გოლი “მანჩეტსერის” ლეგენდამ ერიკ კანტონამ გაიტანა 85-ე წუთზე და გუნდს FA თასი მოუპოვა.
ამ სეზონის შემდეგ “ლივერპულის” ლეგენდამ იან რაშმა გუნდი დატოვა და “ლიდსს” შეურთდა. რაში “ლივერპულში” 1980 წლის შემდეგ იმყოფებოდა.
“ლივერპულმა” მეექვსე თასის აღება 2001 წელსღა შეძლო. ეს წელი უდავოდ ერთ-ერთი საუკეთესო იყო “ლივერპულისთვის”. გუნდმა დუბლი შესარულა, ლიგის და FA თასები მოიგო რასაც უეფას თასი დაუმატა. ჟერარ ულიემ ნამდვილად გამოაცოცხლა გუნდი, თუმცა ფრანგს საქმის ბოლომდე მიყვანა არ დასცალდა.
მატჩი კარდიფში მილენიუმზე იმართებოდა. 12 მაისს ერთამნეთს “ლივერპული”და “არსენალი” დაუპირისპირდნენ. “ლივერპული” მთელი მატჩი კონტრ-შეტევებზე თამაშობდა, რადგან “არსენალს” მაშინ ძალიან ძლიერეი გუნდი ყავდა. მატჩის სამივე გოლი მეორე ტაიმში გავიდა. 73-ე წუთზე ლიუნბერგმა “ასენალი” დააწინაურა, თუმცა 83-ზე ოუენმა წონასწორობა აღადგინა, 5 წუთში კი დუბლიც შეასრულა და თასიც “ლივერპულს” დარჩა.
2006 წელს “ლივერპულმა” მეშვიდედ მოიგო FA თასი. “ლივერპულს” უკვე რაფა ბენიტესი წვრთნიდა. მის გუნდს ერთი წლის წინ სტამბოლში დიდი სასწაული მოეხდინა და ახლისთვის ემზადებოდა. გამოუვიდა კიდეც “ლივერპულს” ეს სასწაული. მხოლოდ ახლა მეტოქე “ვესტ ჰემი” იყო.
მატჩში პირველი გოლი ჯეიმი კარაგერმა გაიტანა საკუთარ კარში, 21-ე წუთზე. ამას ეშტონმა 28-ე წუთზე მეორე გოლიც მიაყოლა და ვესტ ჰემის უპირატესობა გაზარდა. ოთხ წუთში სისემ ანგარიში მინუმამდე დაიყვანა. მეორე ტაიმში კი კაპიტანმა, სტივენ ჯერარდმა ანგარიში გაათანაბრა. ჯერარდმა გოლი 54-ე წუთზე გაიტანა. “ვესტ ჰემმა” შეძლო და მესამე გოლიც გაუტანა “ლივერპულს”. თავი 63-ე წუთზე კონჩესკიმ გამოიჩინა. მატჩი ალბათ უკვე ყველას დასრულებული ეგონა, როცა მსაჯის მიერ დამატებულ დროში სტივენ ჯერარდმა უძლიერესი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა – 3-3. დამატებითმა დრომ უგოლოდ ჩაიარა და პენალტები დაინიშნა სადაც უკვე “ლივერპულმა” იმარჯვა 3-1.
გამოყენებულია wikipedia.org-ის მასალები.
6 კომენტარი სტატიაზე - "“ლივერპული” – FA თასის ყველა ფინალი"
კომენტარeების სანახავად და დასაწერად გაიარეთ ავტორიზაცია




მაისი 5, 2012 - 1:13 pm
საგოლ, ბევრი გიშრომია….
და თამაშს არ აჩვენებენ ხოო :(
მაისი 5, 2012 - 1:13 pm
კაი სტატიაა :)
მაისი 5, 2012 - 1:29 pm
2006ის ფინალის მიმოხილვაზე მეორე კომენტეტორი ნერვებს მიშლის რანაირი ხმა აქ
მაისი 5, 2012 - 1:33 pm
gmg ar achveneebs ????????????????
მაისი 5, 2012 - 2:01 pm
vakho_vakho,
არა
მაისი 5, 2012 - 6:40 pm
ჯერარდი რა მაგარია ასეთი ფეხბურთელით უნდა ვიამაყოთ მაგარი გოლები გაიატანა ლომია.ეხლა ცუდად კი თამაშOბს მეტი მოეთხოვება