“ლივერპულის” სატრანსფერო გეგმები
“ლივერპულის” ახალმა თავკაცმა ბრენდან როჯერსმა სპეციალურად მოწვეულ პრესკონფერენციაზე გუნდის შესახებ, მის სატრანსფერო გეგმებზე ვრცლად ისაუბრა.
როჯერსმა თქვა:
- “პოტენციური ახალწვეულების თემას ძალიან დიდი ყურადღებით ვეკიდები. რამდენიმე ისეთ ფეხბურთელზე უკვე ვფიქრობ, რომელთაც სამომავლოდ შეუძლიათ პროგრესი და გუნდისთვის დახმარების გაწევა. ასეთები ცოტანი არ არიან. მე და კლუბის მესაკუთრეებს არჩევანის საშუალება ნამდვილად გვექნება.
ისეთი დიდი კლუბების შემთხვევაში, როგორიც “ლივერპულია”, ყოველი სატრანსფერო ფანჯრის დროს მათ უამრავი ფეხბურთელისადმი მიაწერენ ხოლმე ინტერესს. ასეთია დღეს საფეხბურთო სამყარო. დარწმუნებული ვარ, რომ “ენფილდზე” თამაშზე ბევრი ფეხბურთელი ოცნებობს.
ჩვენი გუნდის ისტორია, მასშტაბი და სიდიადე, კლუბის დღევანდელი შემადგენლობა უკვე ნიშნავს იმას, რომ ფეხბურთელებს უხარიათ ჩვენთან ყოფნა. თუმცა მარტო ფეხბურთელის ნება-სურვილი არაფერს წყვეტს.
ჩვენ გვესმის, რა პოტენციალს ვფლობთ ახლა და ვფიქრობ, რამდენიმე ძლიერი ფეხბურთელის გადაბირება კიდევ უფრო გაგვაძლიერებს. იმდენი საქმე დაგროვდა, რომ ყველაფრის მოგვარებას მთელი ზაფხული მოვუნდებით, თუმცა იმედი მაქვს, რომ 2-3 კარგ ფეხბურთელს აუცილებლად შევწვდებით.
პოტენციური ახალწვეულების გარდა, არის ფეხბურთელი, ვინც კარიერა “ენფილდზე” ხელახლა უნდა დაიწყოს, ესაა ჯო კოული. მე მას ესპანეთში შევხვდი და ვიცი, რომ დაბრუნება სურს.
ის ძალიან ნიჭიერია, რაც მან “ლილში” გატარებული სეზონის განმავლობაში დაამტკიცა. ახლა მას აქვს შანსი, დაბრუნდეს “ლივერპულში” და თავისი ღირსებები ჩვენთანაც აჩვენოს. ის მოხარულიც კი იქნება, რომ თავისი შესაძლებლობები ყველას დაუმტკიცოს.
ჩვენ ბევრი ფეხბურთელი გვყავს. მგონია, რომ ისინი აქ არ იქნებოდნენ “ლივერპულის” დონესა და კლასს რომ არ შეესაბამებოდნენ. სეზონისწინა მოსამზადებელ შეკრებაზე მე ყველასგან შევეცდები მაქსიმალურის მიღებას, რათა საბოლოოდ გავერკვე, თუ რა პოზიციებზე მოვიწვიო ფეხბურთელები. ვინც უნდა იყოს ის, პირველ რიგში ჩვენს გუნდურ ფილოსოფიას უნდა შეესაბამებოდეს.
ახალ მწვრთნელს გუნდში ახალი იდეები მოაქვს. კენი დალგლიშის ხელმძღვანელობით პირველი ეტაპი არაჩვეულებრივი იყო. უნდა აღვნიშნო, რომ ტაქტიკური მიდგომით მე მისგან სერიოზულად განვსხვავდები. იმედია, ჩემი ახალი სტილი და ახალი იდეები ბიჭებს მეტ სტიმულს გაუჩენს.”
11 კომენტარი სტატიაზე - "“ლივერპულის” სატრანსფერო გეგმები"
კომენტარeების სანახავად და დასაწერად გაიარეთ ავტორიზაცია




ივნისი 16, 2012 - 6:34 pm
უნდა აღვნიშნო, რომ ტაქტიკური მიდგომით მე მისგან სერიოზულად განვსხვავდები. იმედია, ჩემი ახალი სტილი და ახალი იდეები ბიჭებს მეტ სტიმულს გაუჩენს.” 100% ით ბრენდანნ
ივნისი 16, 2012 - 6:58 pm
შენი იმედი გვაქვს ნეტა რამე გვეშველოს
ივნისი 16, 2012 - 7:26 pm
არვიცი რა. ვაის გავეყარე და ვუის შევეყარე არ გამოვიდეს. ეს კაცი არქაფერს ამბობს. მხოლოდ ცჰორები ვრცელდება ტრანსფერებზე. მაგალითად ეხლა ხომ შეეძლო ეთქვა ყიდვაზე ფიქრობს ან ვის მიცემს შანს და ვის გაუშვებს(ან თუნდაც სათადარიგოზე დასვამს). როჯერსი არ ამბობს რა არ მოწონდა კენ ის სტილშიი არც იმას რა შედის მის გეგმებში(პროგრამა მინიმუმი და მაქსიმუმი). ერა ვიცი.ერვიცი…
ივნისი 16, 2012 - 8:14 pm
cmn Brendan < 3
ივნისი 16, 2012 - 8:48 pm
კაროჩე მარტო ვერაფერს ვერ იზამს ეს კაცი.მე პირადად ვაღიარებ რო სხვა მწვრთნელები უფრო მინდოდა ,მაგრამ მე არ ვწყვეტ არაფერს ლივერში.ვნახოთ რას იზამს.მთავარია ერთმანეთის მხარდაჭერა
ივნისი 16, 2012 - 9:23 pm
აბა შენ იცი, ჩვენ გვჯერა შენი და ბიჭების :D :D
ივნისი 16, 2012 - 9:35 pm
მთავარაი ეხლა ყველანი გვერდით დავუდგეთ დ ამგონია რო თავის სიტყვას იტყვის
ივნისი 16, 2012 - 9:36 pm
xalxo ar sheizleba sul ukmayofiloebi iyot kennys aginet aq mainc gacherdit jer ar dauwyia kacs oficialuri ki ara amxanaguric ar utamashia nutu ase znelia naxevari sezoni mainc vnaxot ras izams da mere vilaparakot
ივნისი 17, 2012 - 9:42 am
მეიმედება ძალიან როჯერსის <3
ივნისი 17, 2012 - 11:20 am
bolo imedia es chveni kide erti chagdebuli sezoni da davighupet mteli gundi gaiqceva
ივნისი 17, 2012 - 12:40 pm
ეხლა ვარსკვლავებს ნაღდად ვერ ვიყიდით და ჯობია ესეთი ხალხი დავითრიოთ, მარა შარშანდელივით არ გამოვიდეს მეშინია ამდენი ცენტრალური ნახევარმცველი როგორღა უნდა დაიტიოს გუნდმა. ეს თუ მოვა უნდა წავიდეს ადამი, ჰენდერსონი შელვი და სპირინგი კიდე უნდა გავანათხოვროთ. დაგვრჩება ჯერარდი ლუკასი აკუილანი და ეს რაც საკმარისია იმისთვის რო ძლიერი ნახევარდაცვის ცენტრი გვყავდეს. კიდე კაი იქნება ადამ ჯონსონს და ერთ პერსპექტიულ ახალგაზრდა ფორვარდს თუ დავითრევთ.