აგერი: საიდუმლო არაა, რომ “ლივერპულში” ბედნიერი ვარ

სულ მალე, დანიის ნაკრების კაპიტანი და “ლივერპულის” ცენტრალური მცველი დანიელ აგერი მწვრთნელ ბრენდან როჯერსს შეხვდება და ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკებებს წამოიწყებენ.

დანიელ აგერის ღირსეულმა დანიამ ევრო 2012 თავაწეულმა დატოვა! დანი უკვე მერსისპირეთშია და სულ მალე ბრენდან როჯერსთან მოლაპარაკების მაგიდას მიუჯდება, რომლის შემდეგაც ის “ლივერპულთან” ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს:

- “საიდუმლო არავისთვისაა, რომ “ლივერპულში” ბედნიერი ვარ. წინააღმდეგ შემთხვევაში, აქ ექვს წელს არ გავატარებდი. ახალი კონტრაქტი არ განმიხილავს, მაგრამ თუ ისინი შემომათავაზებენ, ამაზე არც დავფიქრდები ისე მოვაწერ ხელს.

ახალი კონტრაქტი არც თუ ისე აქტუალურია, რადგან ის “ლივერპულთან”  2014 წლამდე მაკავშირებს, მაგრამ თუ მთხოვენ, მათ აუცილებლად მოვუსმენ. როჯერსთან შეხვედრას მოუთმენლად ველი. მე ვნახე, თუ როგორ საქმიანობდა ის “სუონსში”, ეს შთამბეჭდავი იყო” – განაცხადა დიდმა დანიმ.

 

9 კომენტარი სტატიაზე - "აგერი: საიდუმლო არაა, რომ “ლივერპულში” ბედნიერი ვარ"

  1. მთელი არსებით სკაუზერია!!!

       11 likes

  2. ჩემი უსაყვარლესი ფეხბურთელია(რათქმაუნდა ჯეროს შემდეგ)

       11 likes

  3. მაგარი კაცი )

       4 likes

  4. მოურინიოს პირველი უარი :)

       7 likes

  5. ამ კაცს მე სამუდამო კონტრაქტს შევთავაზებდი. აზრზე ხართ რა გადავრჩით თავის დროზე ბენიტესმა მილანში რომ არ გაუშვა? თორემ ხომ დავკარგავდით ზე კლასის მცველს.

       4 likes

  6. ჩემი უსაყავრლესი მცველი:)) 4 წლიანი კიდე შესათავაზონ უეჭველი,ამის გაშვება არ იქნება,მინდა რო კარიერია ლივპერულში დაამთავროს

       4 likes

  7. AGGERI MAGAIR MCVELIA DA RAC MASHI MOMWONS ES ARIS MEBRDZOLI XASIATI AQVS DA ES UMTAVRESIA FEXBURTSHI.
    LIVERPOOLS KARGI DACVA YAVS SKTELI DA AGGERI FKLANGEBZE JONSONI DA XOSE,ENRIKES SHEUDZLIA MOUMATOS TAMASHS.

       1 likes

  8. იდეალია იმენა

       0 likes

  9. ბიჭო ესეც ძაააან მაგარი კაცია. ისეთი როჟაა ვინმეს ზედმეტი რო მოუვიდეს გალახავს

       0 likes

კომენტარeების სანახავად და დასაწერად გაიარეთ ავტორიზაცია