ბელამი ოლიმპიადაზე ითამაშებს

ლივერპულის 32 წლის შემტევი, კრეიგ ბელამი, 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ითამაშებს.

მიუხედავად იმისა, რომ დიდი ბრიტანეთის საფეხბურთო ოლიმპიური ნაკრების განაცხადი ჯერ კიდევ უცნობია, გამოქვეყნდა იმ სამი ფეხბურთელის სია, რომლებიც 23 წელს გადაცილებულნი არიან, მაგრამ უფლება აქვთ ოლიმპიურ ნაკრებში თამაშის.

ესენი არიან მანჩესტერ იუნაიტედის ლეგენდა, 38 წლის რაიან გიგზი, მანჩესტერ სიტის განაპირა მცველი 24 წლის მიკ რიჩარდსი, რომელიც ევროპის ჩემპიონატზე განაცხადში ვერ მოხვდა და ლივერპულის 32 წლის შემტევი კრეიგ ბელამი, რომელსაც ოლიმპიურ თამაშებზე გამოსვლის დიდი სურვილი ჰქონდა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სანაკრებო კარიერა დაამთავრა.

კრეიგ ბელამი გათამაშებაში 26 ივლისს ჩაერთვება, როდესაც ბრიტანელები სენეგალის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა თბილისის დროით 23:00 სთ_ზე დაიწყება.

თავიდან ითვლებოდა, რომ იმ სამ ფეხბურთელში, რომლებიც ბრიტანეთის სახელით ითამაშებდნენ, დევიდ ბექჰემი და ჯო კოული მოხვდებოდნენ, თუმცა გადაწყვეტილება სხვანაირი გამოდგა.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანელებს A ჯგუფიდან გასასვლელად მოუწევთ ურუგვაის, არბეთის გაერთიანებული ემირატების და სენეგალის გუნდებს გაუმკლავდნენ.

აქვე გეტყვით, რომ ბრიტანელთა საფეხბურთო ოლიმპიურ ნაკრებს გათამაშება 1912 წლის შემდეგ არ მოუგია.

5 კომენტარი სტატიაზე - "ბელამი ოლიმპიადაზე ითამაშებს"

  1. თქვენი არ ვიცი და მე მაგრა გამისწორდება ამ ტურნირის ნახვა(საფეხბურთო თვალსაზრისით)…ქეროლი, ჰენდერსონი, კელი, ფლანაგანი, შელვი, სპირინგი..5 კაცი მაინც თუ გვეყოლა ოლიმპიადაზე მაგრა გაასწორებს

       5 likes

  2. ქეროლს და ჰენდერსონ ვინ წაიყვანს ოლიმპიადაზეე:)))))მითუემეტს კელის

       2 likes

  3. სრული განაცხადი დადეთ ბრიტანეთის ნაკრების

       0 likes

  4. ბელამი კარგია, მარა მაგრად შემეცოდა ბექჰემი, როგორ უნდოდა და რატო არ მიყავთ ვერ გავიგე. თან ლონდონში ტარდება და ბექზი ბოლო წლების ინგლისის საფეხბურთო სიმბოლოდ ითვლება. ჩემი აზრით, ეკუთვნოდა მისთვის ამ ბოლო ტურნირზე თამაში. მაგრად გამისწორდება თუ შეცვლიან გადაწყვეტილებას და მიკა რიჩარდსის მაგივრად, დევიდს წაიყვანენ…

       1 likes

  5. nikaliverpool:
    სრული განაცხადი დადეთ ბრიტანეთის ნაკრების

    საბოლოო განაცხადი 6 ივლისს იქნება

       1 likes

კომენტარeების სანახავად და დასაწერად გაიარეთ ავტორიზაცია