კოატესი და სუარესი ურუგვაის ოლიმპიურ ნაკრებში ითამაშებენ

ლივერპულის ორი ურუგვაელი, სებასტიან კოატესი და ლუის სუარესი, 2012 წლის ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე ითამაშებს.

21 წლის სებასტიან კოატესს ისედაც ჰქონდა ოლიმპიურ ნაკრებში თამაშის უფლება, 25 წლის ლუის სუარესი კი იმ სამ, 23 წელს გადაცილებულ ფეხბურთელთა შორის მოხვდა, რომელთა დამატებაც ყველა გუნდს შეუძლია.

ურუგვაელ გულშემატკივართა სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც გაიგეს, რომ ლუის სუარესთან ერთად მისი თანატოლი ედისონ კავანი და 26 წლის ფერნანდო მუსლერაც ითამაშებდა. ალბათ, ყველა ვხვდებით, რომ ურუგვაის ნაკრები არ ხუმრობს.

აქვე გეტვით, რომ ოლიმპიურ თამაშებში ითამაშებს ბოლონიას 21 წლის ნახევარმცველი, გასტონ რამირესი, რომელსაც ენფილდს დიდი ხანია უკავშირებენ და ბოლო დღეებშიც აქტიურად იწერება, რომ ის ლივერპულის ფეხბურთელი გახდება.

ურუგვაელები ჯგუფში ბრიტანელებთა, გაერთიანებული ემირატების არაბებთან და სენეგალელებთან არიან.

ურუგვაელთა საფეხბურთო გუნდს ოლიმპიადაზე ოქროს მედალი ორჯერ 1924 წელს და 1928 წელს აქვს მოპოვებული. ურუგვაი ოლიმპიადაზე მედლებს საკმაოდ იშვიათად იღებს. მათ ისტორიაში მხოლოდ ორი ოქროს მედალი აქვთ მოპოვებული, ისიც ფეხბურთში. ურუგვაელი მოცურავი, მილტონ უოტსი 2000 წელს, სიდნეის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა. ის ქვეყანაში ლამის გმირად შერაცხეს, რადგან ურუგვაის 36 წელი არ ჰქონდა მედალი მოპოვებული. ვნახოთ დაარღვევს თუ არა ურუგვაის ოლიმპირი საფეხბურთო ნაკრები 12 წლიან წარუმატებლობას.

11 კომენტარი სტატიაზე - "კოატესი და სუარესი ურუგვაის ოლიმპიურ ნაკრებში ითამაშებენ"

  1. საღოლ სუარეს, ნამდვილი პატრიოტია…კიდევ ერთხელ დაამტკიცა როგორ უყვარს თავისი ქვეყანა…

    ყველაფერს გააკეთებენ, რომ საკუთარ ქვეყანას მედალი მოუტანონ, ინგლისთან ერთად ამათი გულშემატკივარი ვიქნები

       7 likes

  2. ეს ლივერპულისთვის კარგი ნამდვილად არაა. საწყისს თამაშებს სუარესი გამოტოვებს,კოატესთან ერთად და გუნდისთვის კარგი არ იქნება. მარტო კეროლის იმედზე ვრჩებით გამოდის რა

       4 likes

  3. ცუდიააა,ტრავმა არ აიკიდოს :@ :@ :@

       0 likes

  4. ეეეეეე ცუდია ძაან გამოტოვება მოუწევს რამდენიმე ტურის და იქიდან კიდე ტრამვააკიდებული თუ არა დაღლილი მაინც დაბრუნდება და მერე ელოდე ამის ფორმაში ჩადგომას :@ არადა სეზონის სტარტი ძალიან მნიშვნელოვანია თან რთული კალენდარი გვაქ თავიდანვე :@

       1 likes

  5. A.K.A.K.I.,

    ერთი ვ ერ გავიიგე.რა ნაკრებები მიდიან ამ ოლიმპიადაზე.როგორც ვზხედავ ყველა არა .და რა კრიტერიუმებით არჩევენ

       0 likes

  6. dzaan magari kacia magrad ukvars tavis qvekana.tips dasveneba ar ukvars su tamashi unda :D magari kacia dzaaan :)

       2 likes

  7. S8G:
    A.K.A.K.I.,

    ერთი ვ ერ გავიიგე.რა ნაკრებები მიდიან ამ ოლიმპიადაზე.როგორც ვზხედავ ყველა არა .და რა კრიტერიუმებით არჩევენ

    ინგლისი – როგორც მასპინძელი
    კორეა, იაპონია, აგს – აზიის ახალგაზრდული ჩემპიონატი
    ესპანეთი, შვეიცარია, ბელარუსი – ევროპის ახალგაზრდული(21წ.) ჩემპიონატი
    გაბონი, მაროკო, ეგვიპტე – აფრიკის ახალგაზრდული ჩემპიონატი
    მექსიკა, ჰონდურასი – ჩრ. ამერიკის ახალგაზრდული ჩემპიონატი
    ბრაზილია, ურუგვაი – სამხრ. ამერიკის ახალგაზრდული ჩემპიონატი
    ახ. ზელანდია – ავსტრალიის ახალგაზრდული ჩემპიონატი
    სენეგალი – ფლეი-ოფი

       2 likes

  8. წარმატებები ჩვენებს.

       2 likes

  9. ისე თუ იცით ურუგვაელებს ლივერპულში ექნებათ ბანაკი ეწერა რო ყველა ინგლისურმა შტაბმა უარი უთხეს მოსამზადებელ ბანაკზე ურუგვაელებს ლივერპულელების გარაო

       2 likes

  10. სუარესი არ დაისვენებს აგერ ანხეთ როოგრც შარშან:)))

       0 likes

  11. კარგი სანახაობა იქნება

       0 likes

კომენტარeების სანახავად და დასაწერად გაიარეთ ავტორიზაცია