“ენფილდის” თემა კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება
როგორც ლივერპულის მერი ჯო ანდერსონი აცხადებს “ლივერპულსა” და ქალაქის კონსულს შორის კვლავ გრძელდება დისკუსია სტადიონის სამომავლო გემებზე.
“ლივერპული” კვლავ არჩევანის წინაშე დგას – დახარჯოს £300-ით მეტი და ააშენოს ახალი მოედანი სტენლი პარკზე, თუ რეკონსტუქცია ჩაუტაროს “ენფილდს”.
სტენლი პარკზე გადასვლა დამოკიდებულია მულტი-მილიოანიანი ფონდის შექმნაზე. ამ გეგმის შესრულებას კი წინ დაბრკოლებები უდგას.
ივლისი უკვე ბოლო თვედაა მიჩნეული და ერთხელ და საბოლოოდ “ლივერპულმა” უნდა გადაჭრას ეს პრობლემა. ყველა მოუთმენლად ელის გადაწყვეტილების მიღებას, ქალაქის მერი კი მაინც ოპტიმისტურადაა განწყობილი და სჯერა, რომ “ლივერპულში” გადაწყევტილებას მალე მიიღებენ.
“ჩვენ რეგულარულად ვხვდებით “ლივერპულს” და კლუბთან ერთად ვმუშაობთ.”-საუბრობს ანდერსონი Liverpool Echo-სთან.
“ეს ხელს უშლის ადგილობრივ მცხოვრებლებს და ჩემთვის ეს პირველი საზრუნავია.”
“”ლივერპულს” უნდა ვურჩიოთ, რომ იჩქაროს და სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება, დარჩება ენფილდზე – თუ ააშენებს ახალ მოედანს სტენლი პარკზე. ამდენი დისკუსია ჩვენ ხელს გვიშლის.”
მომზადებულია Sky Sports-ის მხიედვით.
11 კომენტარი სტატიაზე - "“ენფილდის” თემა კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება"
კომენტარeების სანახავად და დასაწერად გაიარეთ ავტორიზაცია



ივლისი 3, 2012 - 6:45 pm
მე ვფიქრობ რომ ჯობია ახალი სტადიონის აშენება
ივლისი 3, 2012 - 6:57 pm
მეც მგონია რომ ახალი სტადიონის აშენება გაცილებით უკეთესია. სამომავლოდ ფინანსური მდგომარეობაც გაუმჯობესდება,კლუბის ფასიც აიწევს. სჯობს რომ სტენლი პარკი აშენდეს,კაი მაგარი სტადიონი.
ივლისი 3, 2012 - 7:21 pm
ახალი სტადიონი ლივერს ჭირდება ! ეს წინ სვლაში ძალიან ეხმარება გუნებს. ახალი სტადიონი ოგონდ იგივე სახელი !!!!
ივლისი 3, 2012 - 7:27 pm
რა საჭიროა არ მესმის ან რას წაწევს წინ არ მესმის …
ივლისი 3, 2012 - 8:05 pm
ენფილდის გარეშე ლივერპული წარმოუდგენელია.
ივლისი 3, 2012 - 9:02 pm
ენფილდს ვერაფერი შეცვლის ჯობია გაარემონტონ და დაეტიონ ენფილდზე. რაც ენფილდს ნანახი აქვს იმდენი არავის არ აქვს! ჩემი აზრით ეხლა ყველაზე ნაკლებად გვჭირდება სტადიონის შეცვლა ისედაც არ გვილხინს და ფანებისთვის ამხელა დარტყმა არ ივარგებს!
ივლისი 3, 2012 - 9:17 pm
იმ მხრივ იქნება კარგი ახალი სტადიონი რო ფინანსურად მოვძლიერდებით,მარა ენფილდს ვერც ერთი სტადიონი ვერ შეცვლის.თან ფსიქოლოგიურად მაგარი რთულია სტადიონის გამოცვლა თუნდაც არსებალი ავიღოთ.ჯობია ენფილდი გარემონტდეს და უფრო გაიზარდოს
ივლისი 3, 2012 - 9:28 pm
რავი რა კაროჩე ლივერპული მაინც ლივერპული იქნება ჩემთან მერცხალის სტადიონზე რო გადმოვიდნენ მარა
ივლისი 4, 2012 - 10:44 am
მე არ ვარ ლივერპულის ფანი მარა გავგიჟდი რო წავიკითხე რა ფინანსურად წაწევს ახალი სტადიონი? სტადიონის აშენება მილიარდები ჯდება თან თუ აშენებენ ენფილდზე უკეთესი უნდა იყოს და უდიდეს დროს წაიღებს.ისედაც ვის ყიდულობენ და ეხლა მილანზე უარეს ხალხს იყიდიან, აბა ნახეთ ბაიერნი აიშენეს ალიანს არენა და ეხლა 7 წელი დარჩათ საბოლოო დაფარვამდე, დანტე,სტარკე,ლალა და ვინებს ყიდულობე, ფინანსურად ძალიან დიდი დარტყმაა ახალი სტადიონი, იუვენტუსიც ეგეთ დღეშია ვან პერსიში 10 მილიონზე მეტს არ გადავიხდითო და ეხლა ახალგაზრდებზე გადავიდნენ ასამოა,პოგბა და ისლა იყიდეს
ივლისი 4, 2012 - 2:11 pm
თუ ექვემდებარება გარემონტებას და ადგილების რაოდენობა საკმარისი იქნებ, მაშინ სჯობს გარემონტდეს..
ახალი სტადიონი ძალიან კარგია, მარა ჯერ სახელის შენარჩუნების პრობლემა იქნება, მერე ფული შოვნის და მერე ფსიქოლოგიური….
ივლისი 6, 2012 - 1:38 pm
რა ჯანდაბად გვინდა ახალი სტადიონი.ენფილდს რომელი სჰეგვიცვლის ვერცერთი