ბორინი: ” რატომ შევწყვიტე დასვენება? ”
”ლივერპულის” ახალწვეულმა ფაბიო ბორინიმ ვადაზე ადრე შეწყვიტა თავისი დასვენება და ახალ გუნდთან, ჩრდილოეთ ამერიკაში გამგზავრება გადაწყვიტა. ინტერვიუში მან ისაუბრა მიზეზებზე, თუ რატომ გააკეთა ეს.
ბორინი ბრენდან როჯერსის პირველი შენაძენი გახდა ”ლივერპულის” მწვრთნელის პოსტზე, მას შემდეგ რაც მათ ერთად იმუშავეს ჯერ ”ჩელსიში”, შემდეგ კი ”სუონსში”.
ის იტალიის ეროვნული ნაკრების განაცხადში იყო ევრო2012-ზე.მხოლოდ ფინალურ ეტაპზე დამარცხების შემდეგ მიეცა ფაბიოს დასვენების საშვალება.
”მე გადავწყვიტე რომ მოვსულიყავი ადრე, რადგან მე ვფიქრობ აუცილებელია იყო გუნდთან ერთად, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ახალი ფეხბურთელი ხარ”. – ბორინი lfctour.com-ს ესაუბრა.
”მე ვარჩიე დაბრუნება ადრე, რადგან უკეთესად გამეარა ადაპტაცია.”
ბორინი არ მალავს იმ ფაქტს, რომ მის ”ლივერპულში” გადმოსვლაში დიდი როლი ბრენდან როჯერსმა ითამაშა.
”პირველ რიგში ის ძალიან კარგი ადამიანია ფეხბურთის გარეთ და ასევე ძალიან კარგად მუშაობს ფეხბურთელებთანაც”.
”როგორც მწვრთნელი, ის საუკეთესოა. მან იცის რა უნდა გააკეთოს ყოველ დღე, ის საოცრად ორგანიზებულია. თქვენ შეგიძლიათ ნახოთ ვარჯიშებზე, ის ყოველთვის ადრე მოდის. მას მართლა უნდა მუშაობა და წინსვლა”.
”მე ვფიქერობ, ის ისეთი სტილის მწვრთნელია, რომლისთვის თამაში უყვართ ფეხბურთელებს. მე მიყვარს მისთვის თამაში”.
“ჩვენ ძალიან ახლო ვართ. როდესაც ის მუშაობდა “სუონსში”, მან მომილოცა მე ორჯერ გოლის გატანა. ასევე მე მივულოცე წარმატება “სუონსის” მწვრთნელის რანგში, როდესაც მან დიდი გუნდები დაამარცხა”.
“ძალიან კარგია როდესაც მეგობრული ურთიერთობა გაქვს მწვრთნელთან, ეს მუშაობის დროსაც გეხმარება”.
ბორინისათვის უცხო არ არის ინგლისური გარემო, რადგან მან 16 წლის ასაკში მიატოვა ოჯახი და ლონდონი გადაბარგდა. ფაბიოს კარგი დამოკიდებულება აქვს ინგლისთან და ინგლისელ ხალხთან.
“ძალიან კარგია ინგლისელი ხალხის ხედვა, ისინი ფეხბურთს უყურებენ როგორც თამაშს და არა, როგორც სამსახურს. მე ყოველთვის მინდა ფეხბურთის თამაში, რადგან ვერთომი ამით. ეს არ არის ჩემი სამსახური რათქმაუნდა, მე ამის გაკეთება სიამოვნებას მანიჭებს.”
“ფეხბურთი ჩემი ცხოვრებაა. მე 16 წლის ასაკში დავტოვე ჩემი ოჯახი ფეხბურთისთვის, ეს იყო ჩემი ყველაზე დიდი გადაწყვეტილება. თუმცა მე ვფიქრობ, რომ სწორი გზა ავირჩიე, რადგან ახლა მე აქ ვარ”.
“თავიდან ძალიან გამიჭირდა და ძნელი იყო ჩემთვის გაძლება. სამი თვის შემდეგ მე დაბრუნებაც კი დავაპირე, მენატრებოდა ყველაფერი, ოჯახი, მეგობრები.”
“მე დავურეკე ჩემს ოჯახს, მათ კი მე მითხრეს თუ რა უნდა გამეკეთებინა. უნდა დავრჩენილიყავი, მესწავლა და გავძლიერებულიყავი. 6 თვის შემდეგ მე ვისწავლე ინგლისური და აქედან დაიწყო ჩემი წარმატება”.
“ახლა მე არავინ არ მითითებს რა გავაკეთო. ვარ მარტო და ყველაფერს ვაკეთებ დამოუკიდებლად. ეს ძალიან კარგია და საერთოდ არ მიქმნის პრობლემებს”.
ბორინის თქმით იგი მოულოდნელად ელის თავის დებიუტს, მისთვის ეს ამაღელვებელი იქნება.
“მე არ ვიცი ბევრი რამ ისტორიის შესახებ, რადგან ჯერ ახალგაზრდა ვარ. თუმცა, როდესაც მე სავარჯიშო ბაზაზე ვნახე ჩემპიონთა ლიგის თასი, ამ მომენტმა ჩემზე დიდი გავლენა მოახდინა”.
მომზადებულია lfctour.com-ის მიხედვით.
ერთი კომენტარი სტატიაზე - "ბორინი: ” რატომ შევწყვიტე დასვენება? ”"
კომენტარeების სანახავად და დასაწერად გაიარეთ ავტორიზაცია



ივლისი 26, 2012 - 1:43 am
bravoo Elberr :** <3 ganumeorebeli xar :DD