დაუნინგი: როჯერსის რჩევები დამეხმარა
სტიუარტ დაუნინგმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ ბრენდან როჯერსის რჩევების წყალობით გაიტანა ერთადერთი გოლი „გომელთან“ დაპირისპირებისას. მატჩის 68-ე წუთზე დაუნინგი მარჯვენა ფლანგიდან ცენტრში შეიჭრა და მარცხენა ფეხით გადამწყვეტი გოლი გაიტანა. „წითლებმა“ სასურველი შედეგით დაასრულეს შეხვედრა და ახლა „ენფილდზე“ ელიან განმეორებით შეხვედრას, სადაც უპირატესობა რა თქმა უნდა „ლივერპულის“ მხარეს იქნება.
დაუნინგმა მატჩის შემდეგ ინტერვიუში აღნიშნა, რომ როჯერსის რჩევები ძალიან დაეხმარა მას.
„ბურთი ჩემთან აღმოჩნდა და გამახსენდა, რა მირჩია ამ დროს მწვრთნელმა, რომ ასეთ მომენტებში ცენტრისაკენ უნდა მემოძრავა და დამერტყა. ასეც გავაკეთე. საბედნიეროდ, გავიტანე და ამით ძალიან ბედნიერი ვარ,“ – განაცხადა დაუნინგმა.
„მატჩი ძალიან რთული აღმოჩნდა, რასაც ჩვენც მოველოდით. ისინი ძლიერ წინააღმდეგობას გვიწევდნენ, თუმცა ჩვენი მოთმინება დაფასდა. ჩვენ ბურთს ვაკონტროლებდით, ვცდილობდით აქტიურად გვემოძრავა. გულახდილად, რომ ვთქვა, ზოგიერთ მომენტებში ძალიან გაგვიმართლა კიდეც. ჩვენი მცველებიც კარგად ირჯებოდნენ.“
„მოწინააღმდეგემ ნადვილი გამოცდა მოუწყო ჩვენს ფიზიკურ ფორმას. ზოგიერთი თანაგუნდელისათვის ეს პირველი მატჩი იყო სეზონში. ჩვენც ზუსტად ეს გვჭირდებოდა, რადგან ორ კვირაში უკვე პრემიერ-ლიგა იწყება.“
ბელორუსიის გუნდთან შეხვედრისას დაუნინგი ორივე ფლანგზე თამაშობდა. მან განაცხადა, რომ ყველა პოზიციაზე მზადაა ითამაშოს, სადაც მას ბრენდან როჯერსი გაამწესებს და ჩათვლის, რომ საჭიროა მისი იქ თამაში.
„სანამ მე გუნდში ვარ, მზად ვარ ყველა პოზიციაზე ვითამაშო სადაც მწვრთნელი დამაყენებს. ეს არის მთავარი, რადგან ძალიან მაღალია კონკურენცია,“ – აღნიშნა ინლისელმა.
დაუნინგმა ასევე დიდი მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს, რომლებიც ბელორუსიაში ახლდნენ კლუბს.
„შესანიშნავი იყო მათი ხილვა. დაუჯერებელია, ყოველ ქვეყანაში, სადაც ჩვენ ვთამაშობთ, გულშემატკივართა ასეთი დიდი რაოდენობა რომ გვხვდება და გვამხნევებს.“
„მადლიერები ვართ მათი, რომ ყველგან თან დაგვყვებიან და მატჩის მსვლელობისას გვესმის მათი ხმა. მიხარია, რომ მოვიგეთ და ამ მოგებას ჩვენ მათ ვუძღვნით.“
მომზადებულია ინგლისური პრესის მიხედვით.
5 კომენტარი სტატიაზე - "დაუნინგი: როჯერსის რჩევები დამეხმარა"
კომენტარeების სანახავად და დასაწერად გაიარეთ ავტორიზაცია



აგვისტო 3, 2012 - 9:52 pm
rafa benitez შემო სკაიპში
აგვისტო 3, 2012 - 10:00 pm
ამის იმედი მაქვს ამ სეზონში ყველაზე ძალიან !!
აგვისტო 3, 2012 - 10:11 pm
saitis mtavar gverdze surati sheasworet ra.vin aris mowinaagmdege da rodis minda vicode blin.ra iko xeli aiget saitis mixedvaze? wina matchma ise chaiara arc gamigia rom iko.
აგვისტო 3, 2012 - 10:50 pm
როდესაც გავიგე რო ბრენდოან ინიშენბოდა პრიველ რგიში სწროედ დაუნინგი გაამხსენდა თუ როგორ მაგრად გამოიყეენბდა მას ბრენდონა.წელს ბევრად უკეთ ითამაშებს მჯერა. უფრო თამამი ინება და შორიდანაც ხშირად დაარტყამს
აგვისტო 4, 2012 - 9:26 am
magari rcheva miucia.. 27 wlis fexburtelistvis .. da esec magaria axla ro gaigo eg ambavi