“ლივერპული” ინგლისის U21 პრემიერ ლიგაში იასპარეზებს
როგორც ცნობილი გახდა, ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის და ზეგადად ახალგაზრდული ფეხბურთის განვითარების მიზნით, ინგლისში U21 პრემიერ ლიგა ჩატარდება.
ამ ლიგაში იასპარეზებენ ფეხბურთელები, რომლებიც აკადემიისა და პირველი გუნდის ზღვარზე არიან.
თავდაპირველი გადაწყვეტილებით ლიგაში იასპარეზებს სულ 23 კლუბი, აქედან 17 პრემიერ ლიგიდან იქნება, ხოლო 6 ჩემპიონშიფიდან.
უკვე გაფორმებულია მატჩები და მათი ჩატარების ზუსტი თარიგები. U21 ლიგა გახსნილად გამოცხადდება 17 აგვისტოს და პირველი მატჩებიც სწორედ მაშინ ჩატარდება.
კენჭისყრამ გუნდები გადაანაწილა 3 ნაციონალურ ჯგუფში. პირველ, მეორე და მესამე ჯგუფში, შესაბამისად 8, 8 და 7 გუნდი ითამაშებს.
საბოლოოდ ჯგუფები კი ასე გამოიყურება:
პირველი ნაციონალური ჯგუფი: “არსენალი”, “ბლექბერნ როვერსი”, “ბოლტონ ვანდერერსი”, “ევერტონი”, “ნორვიჩ სიტი”, “რედინგი”, “ვესტ ბრომვიჩ ალბიონი”, “ვესტ ჰემ იუნაიტედი”.
მეორე ნაციონალური ჯგუფი: “ასტონ ვილა”, “მანჩესტერ იუნაიტედი”, “ნიუკასლ იუნაიტედი”, “საუთჰემპტონი”, “სტოკ სიტი”, “საუნდერლენდი”, “ტოტენჰემი”, “უოტფორდი”.
მესამე ნაციონალური ჯგუფი: “ჩელსი”, “კრისტალ პალასი”, “ფულჰემი”, “ლივერპული”, “მანჩესტერ სიტი”, “მიდლსბრო”, “ვოლვერჰამპტონ ვანდერერსი”.
პირველი ჯგუფური ეტაპიტან შეირჩევა 8 საუკეთესო გუნდი. პირველი და მეორე ჯგფებიდან სამ-სამი საუკეთესო გუნდი გადავა შემდეგ ეტაპზე, ხოლო მესამე ჯგუფიდან 2 საუკეთესო.
შემდეგი ეტაპი იქნება საკვალიფიკაციო ჯგუფები, რომელშიც გუნდები თავის საბოლოო პოზიციას დაიკავებენ. ამ ეტაპზე გუნდები 2 ჯგუფად დაიყოფიან, კენჭისყრის საშვალებით.
მეორე ჯგუფური ეტაპის შემდეგ, გუნდები ერთმანეთს ნახევარ ფინალში და შემდეგ, შესაბამისად ფინალში დაუპირისპირდებიან საუკეთესოს გასარკვევად.
ჯგუფური ეტაპის მატჩებს გუნდები გამართავენ როგორც სახლში, ასევე გასვლით.
ინგლისის U21 პრემიერ ლიგაში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ 21 წლამდე ახაგაზრდებს. თუმცა თითო გუნდში დასაშვებია 3 უფროსი ფეხბურთელი და ასევე 1 უფროსი მეკარეც.
მატჩები აუცილებლად უნდა გამართონ გუნდებმა სახლშიც და გასვლაზეც. თუმცა, ნახევარფინალებს და ფინალს ის გუნდი უმასპინძლებს, რომელსაც მასპინძლის სტატუსი ექნება.
“ლივერპული” პირველ მატჩს სახლში გამართავს 20 აგვისტოს, პირველი მეტოქე კი “ვულვზი” იქნება.
მომზადებულია PremierLeague.com-ის მიხედვით.
4 კომენტარი სტატიაზე - "“ლივერპული” ინგლისის U21 პრემიერ ლიგაში იასპარეზებს"
კომენტარeების სანახავად და დასაწერად გაიარეთ ავტორიზაცია




აგვისტო 5, 2012 - 11:32 am
ძალიან კარგი, რადგან ბევრი ფეხბურთელია ისეთი, რომელიც პირველი გუნდისა და აკადემიის ზღვარზე დგას.
აგვისტო 5, 2012 - 11:46 am
გიორგი ელბაქიძე (Elber),
მართალი ხარ
აგვისტო 5, 2012 - 12:59 pm
yvelaze advili jgufi gvaqvs chventan sami chempionshipis gundia pirvelshi ori meoreshi erti citis akademia zalian sustia chelsi piriqit zalian zlieri fexburtelebi yavt
აგვისტო 5, 2012 - 8:57 pm
ჩემი კა რგ ი მო ვ ტ ყ ან ან ვაფშე ყველას შემდეგ რაის თქმა გინდოდა კარიმ ზაზა