მიკ მარშმა სამწვრთნელო შტაბის წევრი გახდა
ლივერპულის ყოფილმა ფეხბურთელმა, მიკ მარშმა გადაწვიტა ბედი სამწვრთნელო კარიერაში სცადოს. ამ მიზნით ის ლივერპულის სამწვრთნელო შტაბში მოხვდა.
43 წლის მიკ მარში გუნდის მესამე მწვრთნელი იქნება, ის აქცენტს გუნდის ფიზიკურ მომზადებაზე გააკეთებს და აქტიურად იმუშავებს იმ ფეხბურთელებზე, რომელთაც პირველ გუნდში ადგილის დამკვიდრება სურთ.
მიკ მარში ლივერპულის ღირსებას 1987-1993 წლებში იცავდა. შესაძლოა ის გუნდის წამყვან ფეხბურთელთა შორის არ შედიოდა, მაგრამ იმ ძლიერი ლივერპულისთვის საჭირო ფეხბურთელი გახლდათ. ის ლივერპულში დაბადებულ-გაზრდილია და საფეხბურთო კარიერაც სწორედ ლივერპულში დაიწყო.
ერთი კომენტარი სტატიაზე - "მიკ მარშმა სამწვრთნელო შტაბის წევრი გახდა"
კომენტარeების სანახავად და დასაწერად გაიარეთ ავტორიზაცია



აგვისტო 11, 2012 - 1:20 pm
კარგია მწვრთნელებში მერსისაიდელი თუ გვეყოლება :)