როჯერსი ალენზე
ბრენდან როჯერსი აღფრთოვანებულია ჯო ალენის შესაძლებლობებით და „წითლების“ გულშემატკივრებს პირდება, რომ ისინი აუცილებლად შეიყვარებენ მას, როდესაც „ლივერპულის“ მაისურში იხილავენ მოედანზე.
უელსელი ფეხბურთელი „ლივერპულის“ მეორე შენაძენია. როჯერსი ნახევარმცველის უნარებით არის აღფრთოვანებული, ის კარგად ფლობს ბურთს, კარგად შეუძლია ბურთის დაჭერა და პრესინგი. უდავოდ ნიჭიერი ფეხბურთელია.
„როდესაც ამ ბიჭს თამაშისას ნახავთ, თქვენ იფიქრებთ, რომ ევროპული დონის ფეხბურთელია,“ – განაცხადა როჯერსმა Liverpool Echo-სთან ინტერვიუსას. – „იგი გამორჩეულად ნიჭიერი ფეხბუთელია. არაჩვეულებრივად ფლობს ბურთს. მას საუკეთესო სპორტული მონაცემები და საფეხბურთო ინტელექტი აქვს.“
„როდესაც ის „ლივერპულთან“ ერთად ითამაშებს, თქვენ ნახავთ, რაოდენ დიდ ცვლილებას შეიტანს გუნდში. მას ძალიან კარგად ესმის ფეხბურთი და უყვარს კიდეც თავისი საქმე.“
„მას სურს, რომ ყოველწუთს აკონტროლოს თამაში და დიდი სიმამაცით ართმევს მეტოქეს ბურთს. ვფიქრობ, რომ ალენი კარგად შეეწყობა კლუბის ყველა დანარჩენ ჭკვიან ფეხბურთელებს.“
3 კომენტარი სტატიაზე - "როჯერსი ალენზე"
კომენტარeების სანახავად და დასაწერად გაიარეთ ავტორიზაცია



აგვისტო 11, 2012 - 6:48 pm
გაამართლებს
აგვისტო 11, 2012 - 8:01 pm
+
აგვისტო 11, 2012 - 9:35 pm
ლუკასი და ეს ცენტრში არ გაახარებენ არავის