როჯერსი უკმაყოფილოა მაღალი ფასებით
ბრენდან როჯერსმა განაცხადა, რომ ცდილობდა რა გუნდის გაძლიერებას, იმედგაცრუებული დარჩა „ლივერპულის“ მიმართ სატრანსფერო ბაზრის ფასების აწევის გამო.
გასულ პარასკევს „წითლებმა“ ხანგრძლივი კონტრაქტი გააფორმეს უელსელ ნახევარმცველ ჯო ალენთან, რომელიც იმ შემთხვევაში დატოვებდა „სუონსის“ კლუბის ხელმძღვანელობის ნებართვის გარეშე, თუ მასში „ლივერპული“ 15 მილიონს გადაიხდიდა.
ივლისის შუა რიცხვებში ბრენდან როჯერსმა განახორციელა თავისი პირველი ტრანსფერი „ლივერპულის“ მთავარი მწრთვნელის რანგში. მან „რომას“ 11 მილიონი გადაუხადა თავდამსხმელ ფაბიო ბორინის შესაძენად.
მწრთვნელის შემდგომ გეგმებში შედის „ფულემის“ ნახევარმცველის კლინტ დემპსის შეძენა, მაგრამ „წითლების“ ბოსი აცხადებს, რომ მას შემდეგ რაც იგი სატრანსფერო ბაზარზე გავიდა თავისი გუნდისთვის საჭირო ფეხბურთელების შესაძენად, შეეჯახა უკიდურესად გაზრდილ ფასებს.
Daily Mail - თან ინტერვიუსას მან განაცხადა: – „ეს რაღაც წარმოუდგენელია. ეს ყოველთვის წარმოადგენდა პრობლემას დიდი კლუბებისათვის და მე ძალიან სწრაფად მივხვდი ამას, როდესაც „ლივერპულში“ მოვედი. როგორც კი იგებენ, რომ ამა თუ იმ ფეხბურთელით ინტერესდება „ლივერპული“, მაშინვე მის ფასს რამდენიმე ნულს უმატებენ.“
„ჩვენ ვერ მოვახერხეთ, გაგვეფორმებინა რამდენიმე ფეხბურთელი დაგეგმილ დროში და ამან აშკარად იმედგაცრუებული დატოვა ბევრი, მათ შორის მეც. მაგრამ მე ვფიქრობ, ყველა ხედავს, რომ ჩვენ არ გვყავს ცუდი შემადგენლობა, რომლის გაძლიერებასაც მე ვცდილობ.“
„მე არ ვიცი, რამდენად სწრაფად მოვახერხებთ კიდევ ვინმეს დამატებას ჯო ალენის შეძენის შემდეგ, მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ჩვენს მუშაობას და ვიმედოვნებთ, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე გუნდში გვეყოლება ახალი ფეხბურთელები.“
გარდა კლინტ დემპსისა, ბრენდან როჯერსის ყურადღება მიმართული იყო „რეალის“ ფეხბურთელის ნური შაჰინის მიმართ, „არსენალის“ თეო უოლკოტის, „ბარსელონას“ თავდამსხმელის კრისტიან ტელოს და „ვულვზის“ მეკარის დე ვრიეს მიმართ, რომელსაც როჯერსი „სუონსიდან“ იცნობს.
მწვრთნელმა დაამატა: „როდესაც მე აქ პირველად მოვედი, ავღნიშნე, რომ ჩემს მთავარ მიზანს წარმოადგენს კონკურენტუნარიანი გუნდის შექმნა.“
„ვიმედოვნებ, რომ აგვისტოს დასასრულამდე ჩვენ შევძლებთ რამდენიმე ფეხბურთელის შეძენას, რომლებიც არსებითად გააძლიერებენ ჩვენს გუნდს. ეს იქნებოდა შესანიშნავი.“
8 კომენტარი სტატიაზე - "როჯერსი უკმაყოფილოა მაღალი ფასებით"
კომენტარeების სანახავად და დასაწერად გაიარეთ ავტორიზაცია



აგვისტო 12, 2012 - 1:38 pm
მემგონი მოურინიო არ გაგვწირავს და შაჰინს გამოუშვებს ის კი არა ჩორები გავრცელდა კაკაზე მე მაინც არამგონია
აგვისტო 12, 2012 - 1:39 pm
ვფიქრობ რომ ერთ ფეხბურთელს ვიყიდით და მეტს ვერა. მეგონა რომ მარცხენა მცველს იყიდიდა როჯერსი. გასაგებია რომ ენრიკე ნორმალური მცველია, მაგრამ შემცვლელი არ გვყავს. ისევ აგერს მოუწევს ფლანგზე თამაში ალბათ.
ოღონდ ცენტრალ.ნახევარმცველი არ იყიდოს და თუ გინდ აახლა ბალახის მკრეჭავი მოიყვანოს. გარემარბი გვინდა, თანაც 2.
აგვისტო 12, 2012 - 1:52 pm
როდის იწყება პრემიერლიგქა დაწერეთ რაა
აგვისტო 12, 2012 - 2:00 pm
ამასთან არაფერ შუაშია მარა მომდევნო მატჩს და წინა მატჩს შეცვლა არ უნდაა?? სუონს როდისს ეთამაშა აღარც მახსოვს და თუ მიხედავთ კარგი იქნება ))))
აგვისტო 12, 2012 - 2:23 pm
martalia ukve kai axnia masea da elementarulad gundi tamashobs dges amxanagurs 6vsze da ro ar icode saitze ro shemoxvide verc gaigeb raari too
აგვისტო 12, 2012 - 2:24 pm
ტელომ თქვაო რო ლივერპულისთვის გირსოო ბარსას დატოვებაოოოოოოოოოო
აგვისტო 12, 2012 - 2:45 pm
merseyside red, 17,18-ში
აგვისტო 14, 2012 - 3:02 pm
რამდენიმე დღეა გასტონ რამირესზე მიდის ლაპარაკი, და ზოგ საიტზე ისიც იწერებოდა უკვე სამედიცინო შემოწმებას გაივლისო, და ეხლა ამ სტატიაში საერთოდ ნახსენებიც არ არის,
სამაგიეროდ ნახსენებია უოლკოტი და ტელიო, მათზე კიდე პირიქით, დიდი ხანია არაფერი არარ თქმულა, მიდი და დაუჯერე ამის მერე პრესას, სისულელეა რა, ხალხის გასულელების მეტს არაფერს არ აკეთებენ, ოფიციალურის გარდა არცერთი წყარო არაა სანდო !!!!