ბელამი: „ალენს „ლივერპული“ ვურჩიე“
„წითლების“ ყოფილმა ფეხბურთელმა კრეიგ ბელამიმ პრესასთან საუბრისას გაამხილა, რომ დიდი წვლილი მიუძღვის ჯო ალენის „ლივერპულში“ გადმოსვლაში, რადგან ის კარგად იცნობს თავის თანამემამულეს და ბრენდან როჯერსის გუნდში გადასვლა მისთვის საუკეთესო არჩევანი იქნებოდა.
ბელამი ალენთან ერთად ლონდონის ოლიმპიურ თამაშებზე გამოდიოდა.
„მე ბოლო სამი კვირა გავატარე ალენთან და ხშირად ვესაუბრებოდი „ლივერპულში“ გადასვლასთან დაკავშირებით.
ბრენდანი, ალენი და „ლივერპული“ – სამივე მოგებული დარჩებოდნენ ამით. დიდი სიამოვნება იყო მასთან გატარებული ის სამი კვირა. ალენი შესანიშნავი ფეხბურთელია.“
როდესაც ალენი მერსისაიდში ჩავიდა, ბელამი მელვუდიდან მიემგზავრებოდა თავის მშობლიურ გუნდში დასაბრუნებლად. 2010-11 წლის სეზონში ბელამიმ 36 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და 11 გოლი გაიტანა. კლუბის დატოვებისას ის ძალიან ემოციური იყო, მადლობა გადაუხადა ფანებს მხარდაჭერისათვის.
„ჩემთვის ყველაზე ძნელი იყო „ლივერპულის“ დატოვება. მე ამ კლუბის ფანი ვარ.“ – განაცხადა 33 წლის ფეხბურთელმა.
„მე ასევე დიდი ფანი ვარ ბრენდან როჯერსის და დარწმუნებული ვარ, მისი ხელმძღვანელობით ეს კლუბი უდიდეს წარმატებებს მიაღწევს. მაგრამ ეს ჩემს გარეშე მოხდება, რადგან მიმაჩნია, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე და დარწმუნებული ვარ რომ მართებულად ვიქცევი, როდესაც ჩემს მშობლიურ კლუბში დაბრუნების გადაწყვეტილება მივიღე.“
წყარო: Liverpoolfc.com
13 კომენტარი სტატიაზე - "ბელამი: „ალენს „ლივერპული“ ვურჩიე“"
კომენტარeების სანახავად და დასაწერად გაიარეთ ავტორიზაცია




აგვისტო 13, 2012 - 2:30 pm
ბელამი მაგარიი კაციაა ))))
აგვისტო 13, 2012 - 3:03 pm
გილოცავთ ბიჟებო . ტვიტერზე ვნახე ეხლა გასტონ რამირესი ხვალ სამედიცინო შემოწმებას გაივლისო ,,, 18 მილიონზე დათანხმდა ორივე მხარე
აგვისტო 13, 2012 - 3:04 pm
შემდეგი სავარაუდო ტრანსფერებიაო დემპსი , ტელო და შაჰინი
აგვისტო 13, 2012 - 3:27 pm
gio-torres,
უოლკოტი?
აგვისტო 13, 2012 - 3:55 pm
არა მარტო ეს ეწერა და უოლკოტი მგონი ჭორებია … Gaston Ramirez is no longer even an LFC target. LFC are pursuing Dempsey, Sahin and Tello.
აგვისტო 13, 2012 - 4:04 pm
ფეხბურთელის მენეჯერი ინგლისის პრემიერლიგის ერთ-ერთ კლუბს თავისი კლიენტის იჯარაზე მოელაპარაკება. შაჰინის საკუთარ რიგებში ხილვის მთავარი პრეტენდენტები “მანჩესტერ იუნაიტედი”, “არსენალი”, “ლივერპული” და “ტოტენჰემი” არიან.
აგვისტო 13, 2012 - 4:05 pm
admin es simartlea?
აგვისტო 13, 2012 - 9:30 pm
ბელერი ყოველთვის იქნება სკაუზერების გულებში
YNWA Craig !!!
და ეს შაჰინი საერთოდ ვინაა ? ვინმემ მითხარით, წარმოდგენა არ მაქვს
აგვისტო 13, 2012 - 9:51 pm
ამჟამად მადრიდის რეალში თამაშობს და სანამ რეალში გადავიდოდა 2010-2011 წლის სეზონში ბუნდესლლიგის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა , დორტმუნდში თამაშობდა, 23 წლისაა და ჩამშლელია და ძალიან გავს თამაშის სტილით ხაბი ალონსოს , მარა მემარცხენეა
აგვისტო 13, 2012 - 9:59 pm
კაი უქნია ბელერს:)) რამირესს თუ არა საჰინს და ტელოს გავიფორმებთ ვგონებ
აგვისტო 13, 2012 - 10:33 pm
ვინ და მადრიდის რეალის ნახევარმცველი
აგვისტო 14, 2012 - 11:57 am
შაჰინი რაღა საჭიროა ხალხნო გამაგებინეთ?ჩვენ ეხ გვჭრიდება მარტო რამირესი და ადამ ჯონსონი
აგვისტო 14, 2012 - 2:32 pm
კაცური კაცი ხარ კრეიგ. შენისთანა ფეხბურთელები სჭირდება ლივერპულს! .. მართალია ვერ წაიკითხავს ამას მაგრამ ახლა რომ შემეძლოს ამას პირისპირ ვეტყოდი.. დიდი ადამიანია და დიდი ფეხბურთელი… ცოტა თუ მოიქცეოდა მისნაირად..