მაგიური „წითელი“ ბადე

ფაბიო ბორინი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ენფილდზე „წითელ“ ბადეში ბურთი მოათავსა „გომელთან“ შეხვედრაში.

უკანასკნელად „წითელი“ ბადე 90-იანი წლების შუაში ამშვენებდა „ენფილდის“ კარებს. ბრენდან როჯერსის მოთხოვნის შემდეგ კი ისევ თავის ადგილს დაუბრუნდა, როგორც 1974 წლის „This Is Anfield”-ის ცნობილი ბანერი.

კლუბის მუზეუმის დირექტორი სტივენ დანი აცხადებს – „როდესაც ბრენდან როჯერსი „ლივერპულის“ მწრთვნელად დაინიშნა, მან და მისმა ოჯახმა პირველად მთლიანი ენფილდი დაათვალიერა.“

„ექსკურსიის დასასრულს ჩვენ ერთად დავდეგით „კოპ“-ის ტრიბუნაზე, ამ დროს ბრენდანმა მითხრა – „ძალიან კარგად მახსოვს, თუ როგორ ამშვენებდა ოდესღაც ენფილდის კარებს წითელი ბადე.“

„80-იან წლები, ეს ის დრო იყო მისთვის, როდესაც მან პირველად დაიწყო ფეხბურთის ყურება და თამაში, ამიტომაც მას ძალიან კარგად დაამახსოვრდა ეს ბადე. მან შემოგვთავაზა მისი სტადიონზე დაბრუნება.“

„კევინ ო’ში (მუზეუმის თანამშრომელი) და მე დავეთანხმეთ როჯერსის აზრს. რა თქმა უნდა ამით თამაშს ვერ მოიგებ, მაგრამ გარკვეული უპირატესობა შეგვემატება, რითაც გაიზრდება ფეხბურთელთა და გულშემატკივართა სულისკვეთება. და რატომ არ უნდა გვეცადა?“

ჯონ ბროუდიმ, ინჟინერ-მშენებელმა, 1889 წელს შესთავაზა ეს ბადე კლუბს, მაგრამ თამაშის რეგლამენტის მიხედვით, კარების ბადე მუქი ფერის უნდა ყოფილიყო და 1960 წლამდე ასეთადაც რჩებოდა, ვიდრე საბოლოოდ არ იქნა წითლად შეღებილი.

 ეს ფოტო დათარიღებულია 1968 წლით. მასზე ასახულია „ლივერპულისა“ და „მანჩესტერ სიტის“ შეხვედრა, რა დროსაც ენფილდის კარებებს წითელი ბადე ამშვენებს.

უკანასკნელად ენფილდზე წითელი ბადე გამოიყენეს 1994/95 წლის სეზონისას, მაგრამ ახლა ის კვლავ დაუბრუნდა თავის ადგილს.  

მაშ რატომ შეუცვალეს ბადეს ფერი?

სტივენ დანმა ახსნა: „წითელი ბადეები იმის გამო მოხსნეს, რადგან როი ევანსის რამდენიმე ფეხბურთელი ამტკიცებდა, რომ ვერ ხედავდნენ კარებს „კოპის“ ფონზე. ამგვარად კარის ბადე სხვა ფერით შეცვალეს.“

„თუმცა, ისეთი დიდი ფეხბურთელებისათვის, როგორებიც არიან იან რაში, ჯონ ბარნსი, ჯონ ოლდრიჯი და როჯერ ჰანტი, ეს არასოდეს წარმოადგენდა პრობლემას.“

17 კომენტარი სტატიაზე - "მაგიური „წითელი“ ბადე"

  1. ბარნსი გლენ ჯონსონს არა გავს? :D
    YNWA!!!!!

       12 likes

  2. Shalva Japaridze:
    ბარნსი გლენ ჯონსონს არა გავს? :D
    YNWA!!!!!

    ბაზარი არაა :D:D

       4 likes

  3. magiuria tu ra ari ar vici maraa tetri vidze nagdad jobia witel bades )))

       2 likes

  4. კაიაა მევასება ესეთი ისტორიული წვრილმანები)))

       8 likes

  5. CRaSH,

    მეც მაგრად

       3 likes

  6. მაგიური ძალა არ ექნება, მაგრამ ლივერპული ყველანაირად განსაკუთრებულია და მომწონს, რომ ბრენდონა ასეთ წვრილმანებსაც ყურადგებას აქცევს კლუბში.

       6 likes

  7. ისე როჯერსი ძალიან მოწადინებულია, რომ ლივერმა წარმატებას მიაღწიოს და ძველი სიძლიერე დაიბრუნოს. რაგაც ისტორიულ ნივთებს, ტრადიცებს ყურადღებას უთმობს რაც სასიამოვნოა ძალიან. ოღონდ თამაშიც და შედეგიც ასეთივე კარგი უნდა იყოს.

    მანიუს 1986 ფერგუნსონი მივიდა და გუნდმა ყველაფერი გააკეთა რომ ლივერითვის ეჯობნა. იმედია როჯერსი ფერგის ანალოგი იქნება ოღონდ ლივერში )))

       3 likes

  8. ჯერჯერობით კარგად ათამაშებს გუნდს და იმედია ბოლომდე აათამაშებს : ))) მთავარია ეხლა ბრენდონამ ლიდერები არ გააშვებინოს მფლობელებს და მჯერა რო წარმატებებს მივაგწევთ …

       2 likes

  9. კაია წითელი ბადე ესეთიწ ვრილამნიეთ იქმნება ისტორია:))ბრენდონასი მჯერა რა

       2 likes

  10. Shalva Japaridze:
    ბარნსი გლენ ჯონსონს არა გავს? :D
    YNWA!!!!!

    მამა ხო არააა? :D:D::D:D:D:D:D:D::D:D:D:D::DD::D:E:;’

       1 likes

  11. ზმებო ნური შაჰინი ცჰვენი ფეGბურტელიაიეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეეესსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსსს

       0 likes

  12. ლივერპულის წარმომადგენლები უკვე ესპანეთში იმყოფებიან, მათ ნური შაჰინის იჯარით წაყვანა გადაწყვიტეს. წითლების აღმასრულებელი დირექტორი მადრიდის რეალის ხელმძღვანელობასთან აწარმოებს მოლაპარაკებებს.
    თურქი ფეხბურთელის გადაბირებით არსენალიც არის დაინტერესებული, თუმცა ლივერპულის მწვრთნელი როჯერსი, შაჰინს გარანტიას აძლევს, რომ ექნება სათამაშო დრო. აგრეთვე ამ ტრანსფერის განხორციელებას ხელს უწყობს ის ფაქტიც, რომ მერსისაიდელთა თავკაცი და ჟოზე მოურინიო ახლო მეგობრები არიან. სავარაუდოდ კვირის ბოლოს ნური, ლივერპულის საკუთრება.

       1 likes

  13. maillvp,

    თუ მართლა ეგრეა რატო არავინ წერს სტატიებს : |

       0 likes

  14. b.udz.a,

    არვი ბრატ

       0 likes

  15. halamadrid.ge

       0 likes

  16. დალტონიკებიც ყოფილან გუნდში :D ამხელა კარში ამხელა ჩამობმული ბადე რომ ვერ შენიშნო მაშინ ბრამა უნდა იყო და არა დალტონიკი მაგრამ თეთრს თუ ხედავ შე ჩემისა წითელი როგორ ვერ უნდა დაინახო :D კოპის ფონზე :D .. მოკლედ მე მომწონს ყველასგან განსხვავებულები ვიქნებით და ჩვენი გუნდის ნამდვილი წითლების შესაფერისი ბადე რომ გვექნება..

       0 likes

  17. ბარსა მე მგონი აგერი უნდააააა:S

       0 likes

კომენტარeების სანახავად და დასაწერად გაიარეთ ავტორიზაცია