ასაიდი: “ჩემთვის ოცნებაა ასეთ დიდ ფეხბურთელებთან თამაში”
“ლივერპულმა” დღეს ოფიციალურად გაიფორმა “ჰერენვენის” 24 წლის ვინგერი, ოსამა ასაიდი.
მაროკოელმა Liverpoolfc.com-ს უთხრა: “ძალიან მიხარია, რადგან მე ამ დიდ კლუბში ვითამაშებ. მწვრთნელთან პირველივე საუბრისას კარგი გრძნობა დამეუფლა. სხვა კლუბებისგანაც მქონდა შემოთავაზებები, თუმცა მე ამ მომენტს ველოდებოდი.”
“მწვრთნელმა ჩემზე კარგი შთაბეჭდილება მოახდინა. ჩემთვის ოცნებაა ასეთ დიდ ფეხბურთელებთან თამაში და იმედი მაქვს, რომ აქ ვარჯიში დამეხმარება დიდ ფეხბურთელად ჩამოყალიბებაში.”
“როცა “ლივერპულს” ვუყურებ ყოველთვის კარგი ატმოსფეროა მოედანზე, ფანები ფანტასტიურები არიან. აქ ყოფნით ძალიან მოხარული ვარ.”
ასაიდი როჯერსის მესამე შენაძენი გახდა, მანამდე “წითლების” ბოსმა ფაბიო ბორინი და ჯო ალენი შეიძინა.
“ტრანსფერით მოხარულები ვართ. ერედივიზიონში, ბოლო ორი სეზონია ის შესანიშნავად გამოიყურება.”-თქვა როჯერსმა.
“ის ჩვენს სტილს საოცრად კარგად ერგება და ძალიან საინტერესო ფეხბურთელია. როდესაც ასაიდი ერთი-ერთზეა ის ძალიან კარგად ერკვევა სიტუაციაში.”
“ჩვენ მას ძალიან კარგად თამაშს ადრეულ ხანებშივე არ მოვთხვთ, მას დრო სჭირდება, თუმცა მოხარულები ვართ რადგან სხვა დანარჩენ კლუბებს ჩვენ გვარჩია.”
“მე მას განვითარებაში დავეხმარები და იმედი მაქვს, რომ ის კლუბის ძალიან კარგი წევრი იქნება.”
აქვე გეტყვით, რომ ოსამა ასაიდი “ლივერპულში” 11 ნომრით ითამაშებს. მანამდე ეს ნომერი მაქსი როდრიგესს ჰქონდა.
მომზადებულია Liverpoolfc.com-ის მიხედვით.
6 კომენტარი სტატიაზე - "ასაიდი: “ჩემთვის ოცნებაა ასეთ დიდ ფეხბურთელებთან თამაში”"
კომენტარeების სანახავად და დასაწერად გაიარეთ ავტორიზაცია




აგვისტო 17, 2012 - 7:35 pm
YNWA Oussuama !!
აგვისტო 17, 2012 - 7:36 pm
11 ნომერი დიდი ნდობას ნიშნავს ბრენდოს მხრიდან
აგვისტო 17, 2012 - 8:25 pm
აბა შენ იცი აიღე მარცხენა ფლანგი თავის ენრიკეანად
აგვისტო 17, 2012 - 8:28 pm
მაქსი კიუტი და ბელერი ღირსეულად შეგვიცვალე! ისე ერთ-ერთი რომ დარჩენილიყო კარგი იქნებოდა ძირითადზე პრეტენზია რომელს უნდა ქონოდა, ეხლა ახალი რომ ვიყიდოთ ზამენაზე დავსვათ?
აგვისტო 17, 2012 - 9:56 pm
პრემიერლიგის ცხრილი საიდანაც იყო დაკოპირებული იმ საიტის მისამართი მიტხარიტ რა
აგვისტო 17, 2012 - 10:06 pm
11 ნომერი კარგია ვნახოთ მგონია რო მაგრად გაამრთლებს