როჯერსი „ლივერპულის“ ფანებს მოთმინებისკენ მოუწოდებს

„ლივერპულის“ ბოსი ფანებს მიმართავს, რომ ასე მალე ძალიან ბევრს ნუ მოელიან გუნდისგან.

მიუხედავად „ქარლინგის“ თასის მოგებისა და FA-ს თასის ფინალისა, ახალი ბოსი მაინც მოთმინებას ითხოვს.

მან განაცხადა: „ყველაფერს დრო სჭირდება. ძალიან ბევრი და დიდებული სამუშაო ჩატარდა კლუბში, ახალი ფეხბურთელები მოვიძიეთ, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ჩვენ წელს საკმარისი ფინანსები არ გვქონდა.“

„მოთამაშეები ჩვენი ფინანსებიდან გამომდინარე შევიძინეთ. რამდენიმე გავუშვით და ასევე რამდენიმე დავიმატეთ.“

„იყო ასევე იმედგაცრუებებიც, მაგრამ ეს საფეხბურთო რეალობაა და ყველა უნდა შეეგუოს ამას.“

„ჩვენ ძალიან ეფექტური ფეხბურთელები გვყავს და მათ ძალებს მაქსიმალურად გამოვიყენებთ.“

„შეიძლება საკმაო ფული არ გაგვაჩნდეს, მაგრამ სამაგიეროდ ისეთ გზას ვირჩევთ, რომელიც არსებული რესურსებით წარმატების მიღწევაში დაგვეხმარება. ამიტომაც ფანებსს მოთმინებისკენ და მხარდაჭერისკენ მოვუწოდებ.

„ყველას უნდა ფული, მაგრამ ყოველთვის ის არ გექნება.“- დაასრულა როჯერსმა.

მომზადებულია ინგლისური პრესის მიხედვით

4 კომენტარი სტატიაზე - "როჯერსი „ლივერპულის“ ფანებს მოთმინებისკენ მოუწოდებს"

  1. ეს ბაზარი უკვე არ მომწონს :) რაღაც ზადნის მიცემას გავს..

       1 likes

  2. ლივერპული ბოლო 3 სეზონია საშინელ კრიზისშია, ეგ კი არა ბოლო 20 წელია პრემიერ ლიგა არ აქვს გუნდს მოგებული.. ახლა ლივეს ჭირდება ზუსტად როჯერსისნაირი მწვრთნელი რომელიც ახალ გუნდს გააკეთებს, ეს 1 და 2 თვეში არ მოხდება, წელს თU ოთხეულში ვერ შევიდა ლივე როჯერსი მაინც არ უნდა გაუშვან, ნუ თუ ახლა ბოლოზე გავიდა მთლად მაგ შემთხვევაში კი :D უნდა აცადოთ ამ კაცს, შეძლებს ლივერპულს ძველი დიდება დაუბრუნოს YNWA!!

       4 likes

  3. დავით ჯავახიშვილი

    ზადნი კი არა ძალიან მაგარი კაცია. ზადნი რა შუაშუა, ჭაობიდან უცბად ვერ ამოხტები, თუ ნელ-ნელა არ ამოხვედი:)

       1 likes

  4. ლივერი რო ვერ შევიდეს ოთხეულში ზაფხულსი სუარესი შკრტელი აგერი და კიდე ვინმე 100 % იტ წავლენ და უარესი მოხდება

       0 likes

კომენტარeების სანახავად და დასაწერად გაიარეთ ავტორიზაცია