ლეგენდები – პანიკის დრო არაა

როჯერსმა ამ სეზონში ძალიან ცუდად დაიწყო – სამი ტურის შემდეგ გუნდმა მხოლოდ ერთი ქულა მოიპოვა. ფანები ამას ძირითადად სატრანსფერო პოლიტიკასა და გუნდში 9 ნომრის არ ყოფნას აბრალებენ.

თუმცა “ლივერპულის” დიდი ოჯახი წევრები ფანებს მოუწოდებენ, რომ მოითმინონ, რადგან როჯერსს დრო სჭირდება.

გუშინ მარინა დალგლიშმა Formby Golf Club-ში “ლივერპულის” 70-80-იანი წლების ვარსკვლავები შეკრიბა და მათ დღევანდელ “ლივერპულზე” ესაუბრა.

ყოფილი თავდამსხმელი, 1977 წლის “სენტ ეტიენთან” მატჩის გმირი, დევიდ ფერკლოუ: “როცა პრემიერლიგის კალენდარი გაირკვა ალბათ ყველა მიხვდა თუ რა რთული საშიანო მატჩები ელოდათ ბიჭებს. ამას თავდაც მიხვდნენ და ეს მათთვის ძალიან დიდი ზეწოლა იყო. ალბათ შედეგიც საპატიოა მათ ფორმას თუ გავითვალისწინებთ ყოველივე ამის გამო.”

“მათ “ვესტ ბრომვიჩთან”, სადებიუტო მატჩში ცოტა არ გაუმართლათ, თუმცა მეორე მატჩში, “მანჩესტერ სიტისთან” ბიჭებმა საბოლოო ჯამში კარგად ითამაშეს და ორი შეცდომა რომ არა ისინი თამაშს მოიგებდნენ.”

“”არსენალთან” ნაჩვენები თამაში ნამდვილად გაუმჯობესებას საჭიროებს და მესმის, რომ ყველა ძალიან იმედგაცრუებულია, თუმცა მომთმენები უნდა ვიყოთ.”

ყოფილი კაპიტანი და მენეჯერი გრემ სუონესი: “შეიძლება მათ პირველ მატჩებში კარგად ვერ ითამაშეს და ცუდი სტარტი გამოუვიდათ, თუმცა მე მაინც ვთვლი, რომ მათ ძალიან კარგი ფეხბურთელები ყავთ შეკრებილი.”

“ახლა მათ უბრალოდ რამდენიმე თამაშის მოგება და მეტი გამბედაობა სჭირდებათ, მერე უკვე ენფილდზე თამაში აღარავისთვის აღარ იქნება ადვილი.”

“ვიმედოვნებ ისევე როგორც ყველა “ლივერპულის” ფანი, რომ შედეგი ნელ-ნელა უკეთესი გახდება.”

ყოფილი მწვრთნელი, როი ევანსი: “მათთვის ძალიან რთული სტარტი იყო. ეს იქამდეც ჩანდა სანამ ისინი დაიწყებდნენ. ჩვენ “სიტისთან” მოგების დიდი იმედი გვქონდა, თუმცა “ვესტ ბრომვიჩთან” და “არსენალთან” ასე არ ყოფილა.”

“ზეწოლა ყოველთვის დიდია, რთულია იყო “ლივერპულის” მენეჯერი. მოლოდინი ძალიან დიდი იყო. ბრენდან როჯერსმა ბევრი სწორი რამ თქვა, თუმცა როგორც ყველა მენეჯერი, მასზეც ყველა უდიდეს ემედს ამყარებდა, თუმცა იმედი მაქვს ყველაფერი სულ მალე უკეთესობისკენ შეიცვლება.”

ყოფილი მცველი და BBC TV-ს ექპერტი, ალან ჰანსენი: “სტარტი ყოველთვის რთულია, თუმცა როცა 70-80-იანებში “ლივერპულში” ვთამაშობდი ცუდი სტარტის შემდეგ ფანების მხრიდან მესიჯი მუდამ ასეთი იყო: “არ იდარდო, მალე გამოსწორდება ყველაფერი”.”

გერი გილასპი: “იმედგამაცრუებელი იყო. ყოველი სეზონის წინ მოლოდინი უდიდესია, თუმცა როცა გუნდში ახალი მენეჯერი მოდის დრო სჭირდება.”

“ახლა ყველამ უნდა მოიცადოს, უდიდესი არსებითი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ბრენდან როჯერსს დრო მივცეთ. ჩემი აზრით არასწორეა მენეჯერების ყოველ წელს ცვლა. ეს უფრო ამძიმებს სიტუაციას.”

“ფანებისთვის უკეთესია ახალგაზრდა ფეხბურთელებს შეხედონ. აკადემიიდან ძალიან კარგი ფეხბურთელები მოდიან და იქ ჩემი აზრით ფრენკ მაკპერლენდი ძალიან დიდ სამუშაოს ასრულებს.”

“ჯო ალენთან და რაჰიმ სტერლინგთან ერთად, ვფიქრობ ამ სეზონში კიდევ ძალიან ბევრი ახალგაზრდა გამოჩნდება ვინც პირველ გუნდში გადმოსვლას და დიდი შთაბეჭდილების მოხდენას შეძლებს.”

მომზადებულია Liverpool Echo-ს მიხედვით. 

3 კომენტარი სტატიაზე - "ლეგენდები – პანიკის დრო არაა"

  1. Always wait for next seazon. სამწუხაროდ ჩვენზეა… მე5 წელია უკვე

       2 likes

  2. http://www.2dan1.com/?fun=2&ref=15245 << ქარტული საიტია და ფულს იგებთ დარეგისტრირდიტ რა გთხოვთ

       0 likes

  3. nickgeoo,

    ამათ არ უთქვამთ ძმა რო მომავალ სეზოსნ ელიან და ჩემი აზრით არაა სწორი როცა 3 ტურის მერე უვკე ახალ სეზონზე ვიწყებთ ფიქორს.ჩვენ ხო საქართველოს ნაკრები არ ვართ.ეხლა წარმოიდგინე კიდევ რო შეიცვალოს ტრენერი რამხელ კატასტროფა იქნება.უნდა მიეცეს ამ კაცს შანსიი აუცილებლად ახალაგზრდა მწვრთნელია და თავისი ხედავა ქვს

       2 likes

კომენტარeების სანახავად და დასაწერად გაიარეთ ავტორიზაცია