"ენფილდის" შექმნის ისტორია

ავტორი: Admin, 24-08-2013, 10:56, კატეგორია - ბიოგრაფიები, 20 872, 276


ენფილდი არის საფეხბურთო სტადიონი ინგლისის ქალაქ ლივერპულში, რომელსაც 45,276 დასაჯდომი ადგილი აქვს. ის “ლივერპულის” საშინაო არენა გახდა 1892 წლიდან, ანუ მას შემდეგ რაც გუნდი დაარსდა, მანამდე კი სტადიონი 1894–1892 წლებში “ევერტონს” ეკუთვნოდა სანამ ისინი გუდისონ პარკზე გადავიდოდნენ.

სტადიონი მდებარეობს სადგურიდან 2 მილში(3კმ). სტადიონზე “ლივერპულის” თამაშებთან ერთად ტარდება ახალგაზრდული გუნდების თამაშები და ტარდებოდა ეროვნული ნაკრებების ოფიციალური მატჩებიც.სტადიონს რესტავრაცია რამოდენიმეჯერ ჩაუტარდა, ერთ–ერთი რესტავრაციის დროს კი მას “ენფილდ–როუდი” ეწოდა.სტადიონზე დასწრების პიკმა 1952 წელს მიაღწია, როდესაც ფა თასის მეხუთე რაუნდზე “ლივერპულმა” “ვულჰემპტონს” უმასპინძლა. ამ დღეს ენფილდზე 61 905 ადამიანი მივიდა. ენფილდში მდებარეობს კლუბის მუზეუმი, სადაც სტადიონზე მომხდარი წარმატებული მატჩების ფოტოებია აღბეჭდილი, ეზოში კი “ლივერპულის” ორი უდიდესი მწვრთნელის ბობ პაისელის და ბილ შენკლის ქანდაკებებია.

2002 წლიდან დაიგეგმა, რომ “ენფილდზე” დასაჯდომი ადგილების ოდენობა გაზრდილიყო. 2005 ეს გეგმა რეალობაში მოხვდა და ადგილის არჩევა დაიწყეს. 20009 წელს კი ახალმა მფლობელებმა სტადიონის მშენებლობა საბოლოოდ დაიწყეს. სტადიონის მშენებლობა 2011 წლის ბოლოს უნდა დამთავრდეს, მაგრამ ენფილდი კიდევ საკმაო ხანი იქნება “ლივერპულის” სტადიონი, რადგან სტენლი პარკის ტევადობა ჯერ 55 000 იყო, შემდეგ 60 000 ახლა კი გეგმავენ 73 000–მდე გაზარდონ რასაც დრო დასჭირდება.

გაიხსნა 1884 წელს მრ. ორელის მიერ, რომელიც იყო “ევერტონის” პრეზიდენტის, ჯონ ჰოლდინგის მეგობარი. “ევერტონი”, რომელიც თამაშობდა პრირორი როუდზე ბურთაობა ახალ სტადიონზე დაიწყო და ენფილდი “ევერტონის” საშინაო არენა გახდა. ორელმა სტადიონის მიწა გაცვალა ადგილობრივ საავადმყოფოში.პირველი მატჩი სტადიონზე ჩატარდა 1884 წლის 28 სექტემბერს. “ევერტონმა” “ეარელსტონი” მიიღო და 5:0 დაამარცხა. სტადიონის ტევადობა იყო 8 000 კაცი, თუმცა მატჩებს ესწრებოდა დაახლოებით 20 000 კაცი. სტადიონზე დაიწყო ინტერნაციონალური მატჩების ჩატარება ირლანდიასა და ინგლისს შორის. “ენფილდმა” პირველი ლიგის მატჩს პირველად 1889 წელს უმასპინძლა, როდესაც “ევერტონმა” “აკირენგტონი” მიიღო. “ევერტონმა” ბოლო სეზონი სტადიონზე 1990-1991 წლებში ჩაატარა.

1991 წელს ჰოლდინგს პრობლემები მოუვიდა “ევერტონის” ხელმძღვანელობასთან, ამიტომ “ევერტონი” ახალ სტადიონზე, გუდისონ პარკზე გადავიდა, ჰოლდინგს კი დარჩა ცარიელი სტადიონი. სტადიონი რომ მხოლოდ კრივის და სხვა და სხვა ტურნირების ჩასატარებლად არ გამოდგებოდა ეს ცხადი იყო ამიტომ ჰოლდინგმა გადაწყვიტა მაკენას დახმარებით შეექმნა კლუბი, რომელიც ენფილდზე ითამაშებდა. ასე დაარსდა გუნდი, რომელსაც Liverpool F.C and Athletic Grounds Ltd ეწოდა. ამ გუნდმა ყველაფერი ცარიელი ფურცლიდან დაიწყო.

“ლივერპულის” პირველი მატჩი ენფილდზე იო ლინკოლნ სიტის წინააღმდეგ. “ლივერპულმა” ეს მატჩი 5 000 მაყურებლის წინაშე გამართა და 4:0 გაიმარჯვა. 1895 წელს სტადიონს რეკონსტრუქცია ჩაუტარდა და დასაჯდომი ადგილები 3000–ით გაიზარდა. ამ დროს ენფილდი წააგავდა “ნიუკასლის” სტადიონს. სტადიონზე ყველაზე ფართო რეკონსტრუქცია განხორციელდა 1906 წელს, როდესაც გუნდი პირველ ლიგაში გადავიდა. სტადიონზე ხის მასალა შეიცვალა რკინით. ადგილობრივმა ჟურნალისტმა, რომელიც მუშაობდა “დეილი ლივერპულში” და “ეჩოში” სტადიონის უდიდეს ნაწილს სპიონ კოპი უწოდა. სპიონი კოპი ერქვა ბორცვს სამხრეთ აფრიკაში, სადაც შეტაკება მოხდა და 300 ლივერპულელი დაიღუპა. 1903 წელს ჰოლდინგი გარდაიცვალა, მაგრამ ეს არც “ლივერპულს” და არც ენფილდს არ დატყობია, რადგან ის ლივერპულის ტვინად წოდებულმა მაკენამ ჩაიბარა.

1928 წელს მოხდა ბალახის ხელმეორედ გამოცვლა და ტრიბუნების გაზრდა. ამ დროისათვის კოპი 30 000 კაცს იტევდა. ენფილდის კოპი ყველაზე დიდი იყო ინგლისში და შესაბამისად სტადიონი უფრო პოპულარული გახდა. ამ დროს ინგლისის ნაკრების საშინაო არენა უემბლი იყო, მაგრამ უემბლის რეკონსტრუქციის დროს ინგლისმა ენფილდზე ითამაშა. ისინი აქ ამხანაგურ მატჩებსაც ატარებდნენ. ენფილდს როგორც სხვა სტადიონებს მძიმე დღეები ედგა მეორე მსოფლიო ომის დროს, თუმცა სტადიონს ისეთი ზარალი არ ქონდა, რომ რეკონსტრუქცია დასჭირვებოდა.

1957 წელს “ლივერპული” ევერტონს დაუპირისპირდა. სრულიად სავსე სტადიონმა კი ყველაზე დიდი მოგება მოუტანა გუნდს. ამ დროს ბევრი “ევერტონის” ფანი ამბობდა, რომ ენფილდი მათ ეკუთვნოდა, მაგრამ ეს სიტყვა ყოველგვარ აზრს მოკლებული იყო. 1963 წელს სტადიონს მორიგის რეკონსტრუქცია ჩაუტარდა, რომელიც £350,000 დაჯდა, სამაგიეროდ ტრიბუნას კიდევ 6 700 კაცის დატევა შეეძლო. ამის შემდეგ სტადიონზე დამონტაჟდა ახალი განათება, რის საშუალებითაც ენფილდი 24 საათი მუშაობდა. ამ დროს შენკლის თხოვნიტ სტადიონის ჭიშკარი და ტრიბუნები მოიხატა წარწერით “you’ll never walk alone”, რაც შემდგომ გულშემატკივრების დევიზად იქცა. 80–იან წლებში დაარსდა “ლივერპულის” გალერია, სადაც გუნდის ისტორიის ყველაზე მნიშვნელოვანი დროის ატრუბუტები და ფოტოები იყო შენახული.

ჰილსბროს ტრაგედიამ უდიდესი გავლენა იქონია ენფილდზე. 1889 წელს სტადიონს დაემატა პოლიციის ოთახი და მედ პუნქტი. აგრეთვე გაუქმდა ყველა დასადგომი და სახიფათო ადგილები, რამაც სტადიონის ტევადობა შეამცირა. სტადიონზე საოცრად გამკაცრდა უსაფრთხოების წესები. 1992 წელს კი ფიფამ და უეფამ ენფილდის უსაფრთხოება აღიარეს და ენფილდს კვლავ შეეძლო ისეთი ტურნირისათვის ემასპინძლა როგორებიც მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატია. ამ დროს კოპის ცენტრში დაიდგა ბილ შენკლის 2.4 მეტრი სიგრძის ქანდაკება. დღემდე ენფილდზე მისული ყველა სტუმარი ხედავს შენკლის მზერას. 90–იან წლებში რეკონსტრუქცია ჩაუტარდა სტადიონის ავტოსადგომს, რამაც ხელი შეუწყო ენფილდის მიმართულებით ავტობუსების მარშუტის გაზრდას. ბოლო სამუშაოები სტადიონზე 2002 წელს ჩაატარეს, რადგან სწორედ ამ წელს გადაწყდა, რომ “ლივერპული” ასპარეზობას სტენლი პარკზე გააგღძელებდა, რომელიც ენფილდიდან 300 იარდის მოშორებით მდებარეობს.

Outline of Anfield

ენფილდეს ტევადობა ზუსტად არის 45 276 კაცი, რომელიც მოიცავს ა, ბ სექტორებს და კოპს. სტადიონი სრულიად არის ტეხნიკურად აღჭურვილი. აქ მოქმედებს “REFM” და სხვადასხვა უსაფრთხოების სისტემა, რომელიც რადიოკავშირით მტელ სტადიონს უკავშირდება. სტადიონზე აგრეთვე არის სრული ვიდეოკონტროლი. 1964 წლიდან სტადიონი აკმაყოფილებს პირდაპირი რეპორტაჟის გასაკეთებელად საჭირო ყველა პირობას.

კოპი არის სტადიონის საუკეთესო ნაწილი საიდანაც 32 000 “ლივერპულის” ფანი ადევნებს თვალყურს შეხვედრას. კოპის სახლი კი ყველაზე საპატიო ადგილია სტადიონზე, აქ არის “ლივერპულის” მუზეუმი, საპრესკონფერენციო ოთახი და “ლივერპულის” ოფიციალური მაღაზია, სადაც პირველად მსოფლიოში მზადდება და იყიდება “ლივერპულის” ორიგინალური და ახალი ფორმები. კოპის სახლში მდებარეობს ვიდეოსაცავი, სადაც ენფილდის ყველა კადრი იწერება და ინახება.

ენფილდზე ჩატარებულია უამრავი სანაკრებო მატჩი. სტადიონი მასპინძლობდა 1996 წელს გამართულ ევროპის ჩემპიონატს. ენფილდზე ჩატარდა ევროპის ცემპიონატის მეოთხედფინალი. ენფილდზე პირველი ინტერნაციონალური მატჩი გაიმართა 1889 წელს ინგლისსა და ირლანდიას შორის. ინგლისმა ეს მატცი 6:1 მოიგო. ინგლისმა უმასპინძლა უელსს 1905, 1922 და 1931ელებში. ყველა ეს მატცი ინგლისელების გამარჯვებით დასრულდა. ბოლოს ინგლისის ნაკრებმა ენფილდზე 2006 წელს ითამაშა, სადაც მათ 2:1 იმარჯვეს. ინგლისს “ლივერპულთან” ენფილდზე ნათამაშები აქვს ორი გამოსამშვიდობებელი მატჩი. პირველი 1983 წელს ფილ ტომპსონის გამოსამშვიდოებებელ მატჩზე. 1988 წელს კი ალან ჰანსენის საპატივცემულოდ გააგორეს ბურთი. უელსის ნაკრებს გამართული აქვს სამი მატჩი ენფილდზე შოტლანდიასთან 1977 წელს, იტალიასთან 1998 წელს და დანიასთან 1999 წელს.

ენფილდი არ არის მხოლოდ საფეხბურთო არენა. მსოფლიო ომის დროს ენფილდზე ხშირად კრივის მატცები ტარდებოდა, აქვე ჩატარდა კრივში ინგლისის ჩემპიონატი.1934 წლის 12 ივლისს ნელსონ ტარლენტონი მსოფლიო ჩემპიონატის მატჩში ფრედი მილერს დაუპირისპირდა. აქვე თამაშობდნენ პროფესიონალი ჩონგბბურთელები, მაგალითად ბილ ტენდენი, რომელმაც ამერიკის ღია პირველობა და უიმბლდონი პირველ ადგილზე დაასრულა. ფრედი პერი აქ თამაშობდა ამხანაგურ მატჩებს. ერთი პერიოდი ენფილდი იყო ადგილ, სადაც მარათონის გამარჯვებულები პირველად შედიოდნენ. 1958 წელს ენფილდზე ჩატარდა საკალათბურთო მატჩიც. 1991 წელს ენფილდი მასპინძლობდა რაგბის მსოფლიო ჩემპიონატს კლუბებში, რომელიც ავსტრალიური გუნდის გამარჯვებით დასრულდა. ამ დროს სტადიონზე20,152 ადამიანი მივიდა. სტადიონზე ტარდება სხვადასხვა კულტურული ღონისძიებები. ზუტონის, კაისერ ჩიფსის და პოლ მაკარტნის კონცერტზე 36 000-ზე მეტი ადამიანი მივიდა. ენფილდი უმასპინძლებს 2015 წელს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატს რაგბში.

ყველაზე მეტი ოდენობის მაყურებელი ენფილდზე 61,905 1952 წლის 2 თებერვალს მივიდა, როდესაც ერთმანეთს ფა თასის მეხუთე ეტაპზე “ლივერპული” და “ვულჰემპტონი” დაუპირისპირდნენ. ხოლო თანამედროვე სტადიონის რეკორდი არის 44,983 მაყურებელი, რომლებიც “ტოტენჰემთან” მატჩში 2006 წლის 14 იანვარს მივიდნენ. მაყურებელთა ოდენობის ანტი-რეკორდი კი მერსისაიდელებმა “ლოუგბოროჰის” წინააღმდეგ on 1895 წლის 7 დეკემბერს დაამყარეს, ამ დღეს ენფილდზე მხოლოდ 1000 კაცი მივიდა. ყველაზე ხალხმრავალი სეზონი “ლივერპულისთვის 1972-1973 იყო, როდესაც მაყურებელთა ოდენობა საშუალოდ იყო 48,127 კაცი. ყველაზე დაბალმაყურებლიანი სეზონი 1960–61 იყო, როდესაც გუნდი ბ ლიგაში გავარდა, ამ წელს მაყურებელთა საშუალო ოდენობა 29 608 კაცი იყო. 2001 წელს კი ენფილდი 1,328,482-მა გულშემატკივარმა მოინახულა.

“ლივერპულს” არ წაუგია ენფილდზე 1893–94, 1970–71, 1976–77, 1978–79, 1979–80, 1987–88, and 2008–09 სეზონებში. მათ მოიგეს ყველა საშინაო შეხვედრა 1893–94 სეზონებში. ლივერპულს ერთი თამაშიც არ წაუგია 1978 წლის იანვრიდან 1981 წლის იანვრამდე, რაც 85 მატჩს მოიცავს, ამ მატჩებში “ლივერპულმა 212 ბურთი გაიტანა და 45 გაუშვა, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი საშინაო სერიაა მსოფლიოში. ფეხბურთელები, რომლებიც თამაშობენ ენფილდზე(მნიშვნელობა არა აქვს მასპინძლები თუ სტუმრები) აღიარებენ სტადიონზე არსებულ საოცარ ატმოსფეროს.

სტადიონი მდებარეობს ლიმ სთრითის სადგურიდან 2 მილის(3კმ) მოშორებით. ლიმ სთრითის სადგური ყველაზე დიდია დასავლეთში და დასავლეთ სანაპიროებით უკავშირდება ლონდონს. კირკდელის სადგური მდებარეობს ენფილდიდან 1.6 კილომეტრის დაშორებით და არის ენფილდთან მდებარე ყველაზე ახლო სადგური. ამ სადგურებში ჩამოდიან მატარებლით გულშემატკივრები, რომლებიც ენფილდზე ან გუდისონ პარკზე მიდიან. ახლა იჭრება გზა, რომელიც ენფილდამდე გზას შეამცირებს და ახლა ენფილდთან მდებარე ყველაზე ახლო სადგური მხოლოდ ერთი კილომეტრით იქნება დაშორებული.

2002 წელს დაიწყეს ახალ პროექტზე მუშაობა. ეს პროექტი თავიდან ენფილდის რეკონსტრუქციას ისახავდა მიზნად შემდეგ კი გადაწყდა, რომ ენფილდიდან 3 იარდის მოშორებით აშენდება სტადიონი, რომელსაც სტენლი პარკი ერქმევა. ჯერ მის გახსნას 2005 წელს გეგმავდნენ და ტევადობა 55 000 კაცი უნდა ყოფილიყო, შემდეგ ახალმა მფლობელებმა 2009 წელს გადაწყვიტეს სტენლი პარკის ტევადობა 60 000 კაცამდე გაეზარდათ, ამ სტადიონის დასრულება 2011 წლამდე იგეგმებოდა, მაგრამ საბოლოოდ გადაწყდა, რომ სტადიონი 2014 წელს გაიხსნება და 73 000 მაყურბელს დაიტევს. სტადიონი ინგლისში ყველაზე დიდი უნდა იყოს უემბლის შემდეგ. ჯერ-ჯერობიტ უცნობია რა ბედი ეწევა ენფილდს სტენლი პარკის გახსნის შემდეგ, თუმცა ეს სტადიონი სამუდამოდ დარჩება “ლივერპულის” გულშემატკივრების საყვარელ ადგილად. აქ ხომ “ლივერპულმა” უამრავი მატჩი მოიგო.

კომენტარები


olenosgoua1973Jen
მომხმარებელი

It is a pity, that now I can not express - there is no free time. I will be released - I will necessarily express the opinion on this question.

---

manyprog find duplicate files crack, zebrum cms crack: or http://accessorieswindowsnk0.cf/instrukciya-po-pozharnoj-bezopasnosti-dlya-sant
ehnika-608.html
http://programfoundationm3d.ga/hitachi-computer-drivers.htmlhttp://meggawinningjq.cf/all-game-home-free-download-pc.htmlhttp://programmedicalwzk.ga/free-safety-game-downloads-for-macbook-pro.html

tiretpercga1971Mn
მომხმარებელი

Willingly I accept. The theme is interesting, I will take part in discussion. I know, that together we can come to a right answer.

---

crack maya 6 - none, updated: none, fl studio cracked mac or http://summerinvasionsdw.cf/limewire-free-download-dansk-2012.htmlhttp://foxiconcover.cf/ms-6390-audio-driver.htmlhttp://invasioncyberci.tk/download-gangstar-miami-vindication-apk-data.htmlhttp://bravovegas0g.ga/pokemon-ranger-guardian-signs-download-missions.html

hombterwatchcol1980sr
მომხმარებელი

I apologise, but, in my opinion, you commit an error. Let's discuss. Write to me in PM, we will talk.

---

skymonk crack cocaine, crack advanced office password recovery 2.40: and http://enginvasion5v.tk/flac-codecs-for-wmp-download-free.htmlhttp://yesfilezone.tk/advanced-monitoring-agent-gp-download.htmlhttp://termintodsunppy.cf/gay-pirate-song-download.htmlhttp://discoveryloadzoneqp.gq/windvd-ver-8-download-free.html

trifalnesto1980pt
მომხმარებელი
specunuapde1971Box
მომხმარებელი

eqigGops
მომხმარებელი

Я считаю, что Вы допускаете ошибку. Пишите мне в PM, пообщаемся.

---

Лінія Світла [url=]здесь[/url]

callireob
მომხმარებელი

Вот это махина )

---

Интернет магазин экстремального снаряжения здесь

eqigGops
მომხმარებელი

Совершенно верно! Это отличная идея. Готов Вас поддержать.

---

Лінія Світла тут

wagciref
მომხმარებელი

Давно меня тут не было.

---

Знакомства с номером телефона [url=]тут[/url]

siosorpSt
მომხმარებელი

Какие слова... супер, блестящая фраза

---

nod32 crack download, download steam crack и holypost.gq

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

ოთხშაბათი, 22:45 სთ.


  • ლივერპული
  • VS

    23.08.2017


  • ჰოფენჰაიმი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:0

    20.08.2017


  • კრისტალ პალასი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი

მატჩის საუკეთესო

ენდი რობერტსონი

მეტოქე - კრისტალ პალასი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze