ჰილსბროს ტრაგედია (JFT 96)


რა მხოდა ზუსტად 1989 წლის 15 აპრილს ჰილსბოროს სტადიონზე...

1989 წლის 15 აპრილს FA თასის ნახევარ-ფინალი იმართებოდა “ნოტინგემსა” და “ლივერპულს” შორის. ნახევარფინალი ჰილსბოროს სტადიონზე, შეფილდში უნდა ჩატარებულიყო.

თუმცა ეს დღე ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ უმძიმეს დღედ იქცა. სტადიონზე ჯერ კიდევ დაუდგენელი მიზეზების გამო მოხდა ჭყლეტვა და დაიღუპა 96 “ლივერპულის” ფანი.

ოფიციალური გამოძიება, რომელიც ამ ტრაგედიას იძიებდა შემდეგ რამეს ასახელებდა ჭყლეტვის მიზეზად. “ტრაგედიის მთავარი მიზეზი გახდა პოლიციის კონტროლის ჩავარდნა.”

ჰილსბოროზე მთელი 80-იანი წლების მანძილზე იმართებოდა FA თასის ნახევარ-ფინალები, მიუხედავად იმისა, რომ 80-იანების დასაწყისშივე, 1981 წლის FA თასის ნახევარ-ფინალში 38 კაცი დაშავდა ამ სტადიონზე. ის ნახევარ-ფინალი “ტოტენჰემსა” და “ვულვზს” შორის იმართებოდა. ამ შემთხვევეის შემდეგ შეფილდი FA-ს შეპირდა, რომ Leppings Lane, ერთ-ერთ ტრიბუნას სამ ნაწილად დაყოფდნენ. 1984 წელს კი როცა “შეფილდი” I დივიზიონში გადავიდა Leppings Lane ხუთად იყო დაყოფილი. სწორედ ამ სტადიონზე იმართებოდა მატჩი “ლივერპულსა” და “ნოტინგემს” შორის და სწორედ Leppings Lane-ზე მოხდა იმ დღეს ჭყლეტვა.

პოლიციამ გადაწყვიტა “ნოტინგემის” ფანები კოპზე დაესვა, რომლის ტევადობა 21 000 იყო, ხოლო “ლივერპულის” ფანები Leppings Lane-ზე მოეთავსებინა. მისი ტევადობა კი მხოლოდ 14 600 იყო. თუმცა შეფილდში ჩასული ფანებიდან ლივერპულელი მეტი იყო ვიდრე “ნოტინგემის” ფანი. აქ პოლიციამ კიდევ ერთი დიდი შეცდომა დაუშვა. “ლივერპულის” ფანებმა მოედანზე შესვლა დანიშნულ დროს ვერ მოახერხეს, ამიტომ მათი თხოვნით მატჩის დაწყების დრო გადაიწია და გადაწყდა, რომ თამაში 15:30 საათზე დაიწყებოდა. იმ დღეს რადიომაც და ტელევიზიამაც გამოაცხადა, რომ ფანები უბილეთოდ მატჩზე არ დაიშვებოდნენ. თუმცა იმ დროისთვის ინგლისურ ფეხბურთში კიდევ ერთი დიდი პრობლემა არსებობდა – ფანების ხულიგნობა.

“ლივერპულის” ფანების უმეტესობა სტადიონზე 14:30-დან 14:40-მდე მივიდა, რამაც გამოიწვია სტადიონის პატარა შესასვლელების გადაჭედვა. სწორედ ამიტომ ვერ მოახერხეს ფანებმა დანიშნულ დროზე სტადიონზე შესვლა. ორმა პატარა შესასველმა ვერ დაიტია “ლივერპულის” ფანების მიმწყდარი ნაკადი და ამიტომ ფანების ნაწილმა ახალი შესასვლელების ძებნა დაიწყო. იყო უამრავი უზუსტობა, ერთ-ერთი კარები გააღეს რადგან ერთი ადამიანი შეეშვათ, ამ ერთს კი უკან 50-მდე კაცი მიჰყვა.სტადიონზე კი ორ ტერასას შორის მანძილი სულ უფრო და უფრო ივსებოდა, დაიწყო ჭყლეტვა, მოხდა დიდი შეჯახება. როგორც წესი ამ დროს სტიუარტები და პოლიციელები ფანებს ტერასის ცენტრიდან ტერასის ფლანგებზე ანაწილებენ ხოლმე, მაგრამ იმ დღეს მათ ეს არ/ვერ გააკეთეს. ცოტა ხანში კი BBC TV-იმ თქვა, რომ პოლიციელებს მხოლოდ ორი ცხენის ჩაყენება დასჭირდებოდათ და სიტუაცია მაშინვე განიმუხტებოდა. ცენტრზე შესავლელი დაიკეტებოდა, ხალხი კი ფლანგებზე გადაიწევდა.15:06 საათზე მატჩის მთავარმა არბიტრმა რეი ლიუისმა პოლიციას ურჩია მატჩი შეეჩერებინათ, რადგან ბევრმა ფანმა ტერასიდან მოედნისკენ დაიწყო გადანაცვლება და მოედანზე შევიდნენ კიდეც. ფანებმა დამცავი ბარიერები გადალახეს – კიდევ ერთი გაუმართაობა სტადიონზე.

ფანების დიდი ნაწილი ჭყლეტვისას ტერასებზე დაიღუპა ასფიქსიით. დანარჩენებს კი მოედანზე შესვლამ უშველათ. თითქმის არაფერი გაუკეთებიათ პოლიციელებს, სტიუარტებს და სენტ ჯონის სასწრაფო დახმარების თანამშრომლებს. დაშავებულებს გადარჩენილები დაეხმარნენ და მათ გაიყვანეს მოედნიდან.

პოლიციამ ფანების მოედანზე შესვლისთანავე სამი კორდონი შექმნა კოპის წინ, სადაც ნოტინგემის ფანები ისხდნენ. იქ იყო განლაგებული სასწრაფო დახმარების დიდი ნაწილი, ამიტომ ფანებმა კორდონების გარღვევა სცადეს რათა დაშავებულებს დახმარებოდნენ, მაგრამ კორდონებთან დიდი წინააღმდეგობა შეხვდათ და ამიტომ ამ ცდამაც უშედეგოდ ჩაიარა. მოედანზე 24 სასწრაფო დახმარების მანქანა გაგზავნეს, თუმცა ისინიც პოლიციელებმა შეაჩერეს. მოკლედ ქალაქში სრული ქაოტური სიტუაცია შეიქმნა რაშიც ალბათ დიდი დანაშაული სწორედ პოლიციას მიუძღვის. 96 დაღუპულიდან მხოლოდ 14 გადაიყვანეს ჰოსპიტალში.
15 აპრილს 94 ადამიანი დაიღუპა სტადიონის, სასწრაფოს მანქანის და ჰოსპიტალის ჩათვლით. ისინი 10-დან 67 წლამდე კაცები, ქალები და ბავშვები იყვნენ. კიდევ 766 დაშავდა, საიდანაც მხოლოდ 300 იქნა ჰოსპიტალში გადაყვანილი.
ოთხი დღის შემდეგ საავადმყოფოში 14 წლის ბიჭი ლი ნიკოლი გარდაიცვალა და მსხვერპლმა 95-ს მიაღწია. ბოლო, 96-ე დაღუპული კი 1993 წლის მარტში გარდაიცვალა. 22 წლის ტონი ბლენდი 4 წლის მანძილზე კომაში იმყოფებოდა.

79 დაღუპული 30 წელზე ნაკლების იყო. გარდაცვლილებში იყვნენ ორი და და სამი წყვილი ძმა, ასევე მამა და მისი ვაჟიშვილი.


გამოძიებამ ყველაფერი “ლივერპულის” ფანებს დააბრალა, მერსიაიდელებს ადანაშაულებდა პრესაც, ცნობილი ბრიტანული ტაბლოიდის, The Sun-ის ერთ-ერთმა მიმომხილველმა კევინ მაკკენზიმ 1989 წლის 19 აპრილის ნომერში გამოაქვეყნა სტატია სათაურით “სიმართლე”, სადაც შემდეგი ფრაზები იყო გამოყენებული: “ზოგ ფანს დაღუპულთა საფულეები ეჭირა.”, “ზოგი ფანი პოლიციის ფორმით იყო მოედნაზე.”, და “ზოგმა ფანმა პოლიციელები სცემა.” საბოლოოდ ყველაფერი ჭორი აღმოჩნდა. თუმცა ამან ლივერპულში დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია. ხახლმა The Sun-ის ყიდვა შეწყვიტა და ბოიკოტი გამოუცხადა გაზეთს. საბოლოოდ ბოდიში მაკკენზიმაც და The Sun-მაც მოიხადეს, თუმცა ლივერპულელები დღესაც ბოიკოტს უცხადებენ ბრიტანულ ტაბლოიდს და არ ყიდულობენ ამ გაზეთს. ხშირად ჩანს ბანერები ასეთი მოწოდებით: “Don’t buy THE SUN”(არ იყიდოთ “სანი”).

თუმცა სიმართლე სხვა იყო და პოლიციამ თავისი გამოძიებით ამ სიმართლის დამალვა სცადა. ინგლისში ბევრი ენდო პოლიციის გამოძიებას, მაგრამ “ლივერპულში” სიმართლე ყველამ იცოდა, ყველამ იცოდა რომ მთავარი დამნაშავე პოლიცია იყო და დაიწყო ამ სიმართლის დასამტკიცებლად ბრძოლა.

წლების მანძილზე უამრავი ჯგუფი შეიქმნა რომლებიც ხელმეორე გამოძიებას ეხმარებოდნენ. “ლივერპული” 23 წელი იბრძოდა სიმართლის დასამტკიცებლად და რაც უფრო მეტი დრო გადიოდა მით უფრო ბევრი ხვდებოდა, რომ პოლიციასთან და მთავრობასთან ბრძოლა უიმედო იყო.

თუმცა 23 წლის შემდეგ საბოლოოდ “ლივერპულმა” დაამტკიცა სიმართლე. დაამტკიცა, რომ მისი ფანები უდანაშაულონი იყვნენ და მთავარი დამნაშავე პოლიცია იყო, ვინც ხალხს სიმართლე დაუმალა.

2012 წლის სექტემბერში გამართულმა სამართლომ ლივერპულელბი გაამართლა და ბრალი მაშინდელი შეფილდის პოლიციის შეფს დასდო. 2012 წლის სექტემბერში ინგლისის პრემიერ მინისტრმა და შეფილდის პოლიციის უფროსმა ბოდიში მოუხადეს “ლივერპულის” ფანებს 23 წლიანი სიცრუისათვის!

ამ ყველაფერმა ძალიან შორს წაგვიყვანა და შეიძლება უკვე სკანდალებზეც კი გადავერთეთ, მაგრამ ლივერპულელი ხალხსითვის არანაირი სკანდალი, არანაირი ბოიკოტი არ დგას ყოველი წლის 15 აპრილს ენფილდზე მისვლაზე წინ და 96 დაღუპულის გახსნებაზე. კოპზე ყოველი წლის 15 აპრილს იკრიბება ხალხი და ერთად იხსენებს ტრაგედიის დროს დაღუპულებს.


პირდაპირი ტრანსლაცია

ოთხშაბათი, 22:45 სთ.


  • ტრანმერ როვერსი
  • VS

    12.07.2017


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • სიდნეი
  • 0:3

    24.05.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჟორჟინიო ვეინალდუმი

მეტოქე - მიდლსბრო


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze