პოტენციური 80 მილიონი ფუნტი

ავტორი: johnson, 13-04-2017, 12:04, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 1 372, 9


2016 წლის ზაფხულში "ლივერპულმა" ფეხბურთელების გაყიდვით თითქმის 80 მილიონი ფუნტი მიიღო. ეს მაშინ, როცა შემადგენლობის გაძლიერებისთვის მერსისაიდელებს 70 მილიონიც კი არ დაუხარჯავთ. "წითლებს" ზამთრის სატრანსფერო ბაზარზე არავინ გაუფორმებიათ. საბოლოოდ, მოკლე სათადარიგოთა სკამმა და საკადრო პრობლემებმა გუნდს არაერთი მნიშვნელოვანი ქულა დააკარგინეს.

ზაფხულის მოახლოებასთან ერთად, პრესაში უფრო და უფრო მატულობს სატრანსფერო ჭორების რაოდენობა. "წითლების" თავკაცმა, იურგენ კლოპმა უკვე ღიად განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს გუნდს კვლავ დატოვებენ მოთამაშეები. 

ThisIsAnfield-თან ერთად გადავხედოთ იმ ფეხბურთელების სიას, რომლებიც ყველაზე ახლოს არიან "ენფილდიდან" წასვლასთან :

მამადუ სახო - 20 მილიონი ფუნტი
გასულ წელს მომხდარი უთანხმოების შემდეგ, ფრანგმა მცველმა კლოპისგან მეორე შანსი აღარ მიიღო. ზამთარში ის "კრისტალ პალასში" გაანათხოვრეს. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ლონდონური კლუბის რიგებში სახო საკმაოდ დამაჯერებლად თამაშობს და გუნდისთვის დიდი სარგებელიც მოაქვს.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "წითლები" მას 30 მილიონ ფუნტად აფასებენ, თუმცა მარტივი საქმე არ იქნება მამადუს ასე სარფიანად გაყიდვა. 

დანიელ სტარიჯი - 15 მილიონი ფუნტი
ხშირმა ტრავმებმა ინგლისელს სეზონის მაღალ დონეზე ჩატარებაში ხელი წელსაც შეუშალა. ფაქტია, რომ კლოპი უფრო მეტად დივოკ ორიჯისა და რობერტო ფირმინოს ენდობა. 27 წლის თავდამსხმელმა პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში მხოლოდ 2 გოლის გატანა შეძლო.

ბევრი თვლის, რომ სტარიჯის "ენფილდური" კარიერა რამდენიმე თვეში დასრულდება. ბრიტანული მედია დანის რამდენიმე ინგლისურ კლუბს უკავშირებს, თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ინგლისელი დროის უმეტეს ნაწილს ლაზარეთში ატარებს, გაჭირდება მის სანაცვლოდ დიდი თანხის მიღება.

ალბერტო მორენო - 12 მილიონი ფუნტი
ერთადერთი მოთამაშე, რომელმაც მიმდინარე სეზონში პირველ გუნდში მასზე ცოტა ითამაშა, კევინ სტიუარტია. გასულ სეზონში ესპანელი დაცვაში საკმაოდ სუსტად გამოიყურებოდა, რის გამოც კლოპმა მის პოზიციაზე ჯეიმს მილნერი განამწესა.

გერმანელი სპეციალისტი მორენოს თავის გამოჩენის საშუალებას მხოლოდ სათასო მატჩებში აძლევდა. ალბერტოს ადგილი არც  3-4-3 და 3-5-2 სქემებში მოიძებნა. ევროპულ მედიას თუ დავუჯერებთ, მორენოს შეძენით მილანური გუნდები და მადრიდის "ატლეტიკოა" დაინტერესებული. როგორც ჩანს, მორენოსა და "ლივერპულის" გზები სულ მალე გაიყრება.

ლაზარ მარკოვიჩი - 10 მილიონი ფუნტი
სერბი ვინგერი გაცემულ ავასებს კვლავ ვერ ამართლებს. როგორც იცით, მის სანაცვლოდ "წითლებმა" 2014 წელს 20 მილიონი ფუნტი გადაიხადეს, 1 წლის შემდეგ კი ის "ფენერბახჩეში" გაანათხოვრეს. გასულ ზაფხულს ლაზარი იჯარით ამჯერად "სპორტინგმა" აიყვანა, თუმცა ლისაბონურმა კლუბმა ზამთარში სერბი კვლავ მელვუდში დააბრუნა.

იანვარში მარკოვიჩი "ჰალ სიტიში" გაანათხოვრეს. მას "ვეფხვების" შემადგენლობაში რეგულარული სათამაშო პრაქტიკა აქვს. დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს ლაზარი მერსისაიდს საბოლოდ დატოვებს.

შეი ოჯო - 8 მილიონი ფუნტი
2015/16 წლების სეზონში ახალგაზრდა შემტევმა "ლივერპულის" პირველ გუნდში სადებიუტო გოლიც გაიტანა და 4 საგოლე გადაცემაც გააკეთა. კლოპმა მას შანსი პრე-სეზონზეც მისცა და უნდა აღინიშნოს, რომ ოჯომ სამუშაოს თავი კარგად გაართვა.

მიმდინარე სეზონში თავის წარმოჩენაში ოჯოს ხელი ტრავმებმა შეუშალა. ნოემბერში ის სარეზერვო გუნდში დაბრუნდა. იანვარში კი ორი შეხვედრა ჩაატარა "პლიმუთ არგაილის" წინააღმდეგ. აღსანიშნავია, რომ მერსისაიდელთა დამრიგებელმა სათადარიგოთა სკამზე ოჯოს ნაცვლად ბენ ვუდბარნი და ჰარი უილსონი დასვა. როგორც ჩანს, 19 წლის ინგლისელს გაუჭირდება გერმანელი სპეციალისტისგან კიდევ ერთი შანსის მიღება. 

კევინ სტიუარტი - 6 მილიონი ფუნტი
პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონში სტიუარტმა მოედანზე მხოლოდ 16 წუთი გაატარა. 23 წლის ნახევარმცველი რეზერვებში ძალიან კარგ თამაშს აჩვენებს, თუმცა პირველ გუნდში ადგილის დამკვიდრების შანსი მას პრაქტიკულად არ აქვს - მის პოზიციაზე ხომ კლოპს ემრე ჩანი, ლუკას ლეივა და ჯორდან ჰენდერსონი ჰყავს.

მიუხედავად იმისა, რომ სტიუარტმა ნოემბერში კლუბთან ახალი, 4 წლიანი კონტრაქტი გააფორმა, დიდია იმის ალბათობა, რომ ზაფხულში მან "ენფილდი" დატოვოს.
 
ანდრე უისდომი - 4 მილიონი ფუნტი
სტიუარტისგან განსხავავებით, "ლივერპულის" პირველ გუნდში თამაშის საშუალება გაცილებით ადრე მიეცა ანდრე უისდომს. ბრენდან როჯერსმა ის რამდენიმე პოზიციაზე ათამაშა. უნივერსალი მცველი მერსისაიდულ გრანდს 2008 წელს, 14 წლის ასაკში შეუერთდა.

ინგლისელი სხვადასხვა დროს "დერბიში", "ვესტ ბრომსა" და "ნორვიჩში" იყო განათხოვრებული. ამჟამად ის "რედ ბულ ზალსბურგის" ღირსებას იცავს. შეიძლება ითქვას, რომ ის დააკმაყოფილებს პრემიერ ლიგის ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი გუნდებისა და ჩემპიონშიპის კლუბების დონეს, თუმცა "ლივერპულის" მის პოზიციაზე გაცილებით უფრო კარგი მოთამაშეები სჭირდება.

ჯონ ფლანაგანი - 2 მილიონი ფუნტი
2013/14 წლების სეზონში ფლანაგანმა "ლივერპულის" პირველ გუნდში არაერთი მატჩი ჩაატარა და სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ ახალგაზრდა მცველმა მაშინ დაკისრებულ მოვალეობებს თავი ბრწყინვალედ გაართვა. შემდეგ კი იყო უმძიმესი ტრავმა, რომლის გამოც ინგლისელს მთელი სეზონი გაუცდა.

გასულ ზაფხულს მერსისაიდელებმა ის "ბარნლიში" გაანათხოვრეს, სადაც ამ დროისთვის მას მხოლოდ 10 მატჩი აქვს ჩატარებული. ყველამ იცის თუ ფლანაგანის მონდომებისა და კლუბისადმი სიყვარულის ამბავი, თუმცა საეჭვოა ეს საკმარისი იყოს "ენფილდზე" დასარჩენად.

კონორ რენდალი - 1 მილიონი ფუნტი
ფლანაგანის მსგავსად, პირველ გუნდში თამაშის მიზერული შანსები აქვს რენდალსაც. დაცვის მარჯვენა ფლანგზე ნათან კლაინი შესანიშნავად გამოიყურება. ალექსანდრ-არნოლდ ტრენტმა კი უკვე მოიპოვა კლოპის მხარდაჭერა და კონორი უკან მოიტოვა. 

21 წლის მცველს რეგულარულად ეძლევა თამაშის საშუალება სარეზერვო გუნდში. ამის მიუხედავად, მელვუდში იმედი აქვთ, რომ ზაფხულში რენდალის სანაცვლოდ 7 ციფრიან თანხას მიიღებენ. იანვარში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ინგლისელის გაფორმება "პრესტონს" სურდა.

კემერონ ბრანაგანი - 1 მილიონი ფუნტი
გასულ სეზონში ბრანაგანი სარეზერვო გუნდის კაპიტანი იყო. იურგენ კლოპის მოსვლის შემდეგ პირველ გუნდში ახალგაზრდა ნახევარმცველმა რამდენიმე მატჩი ჩაატარა და კარგი შთაბეჭდილებაც დატოვა. გერმანელმა სპეციალისტმა მას თავის გამოჩენის შანსი პრე-სეზონზეც მისცა.

როგორც ცნობილია, ზაფხულში "უიგანი" მზად იყო ბრანაგანი 1 მილიონ ფუნტად გაეფორმებინა, თუმცა მერსისაიდიდან უარი მიიღო. თუმცა წელს სიტუაცია შეიცვალა. დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს "ფლიტვუდიდან" დაბრუნებული კემერონი საბოლოოდ დატოვებს "ენფილდზე".

ადამ ბოგდანი - 1 მილიონი ფუნტი
გასულ ზაფხულს უნგრელი კიპერი "უიგანში" გაანათხოვრეს, სადაც ის გუნდის პირველი მეკარე იყო. მოგვიანებით კი მან მძიმე ტრავმა მიიღო, რის გამოც მელვუდში დაბრუნება ნაადრევად მოუხდა.

თუ გავითვალისწინებთ, რომ ამჟამად "ლივერპულის" კარს სიმონ მინიოლე და ლორის კარიუსი იცავენ, არ დავივიწყებთ დენი უორდს, რომელიც "ჰადერსფილდში" ძალიან კარგად გამოიყურება, უნდა ვივარაუდოთ, რომ ბოგდანისთვის მერსისაიდული კარიერა პრაქტიკულად დასრულებულია.

ეს ყველაფერი არ არის....
არ არის გამორიცხული. ზემოთჩამოთვლილი ფეხბურთელების გარდა, ზაფხულში "ლივერპული" კიდევ რამდენიმე მოთამაშემ დატოვოს. სიაში პირველ ალბათ სიმონ მინიოლეა. იურგენ კლოპი მას მუდმივად იცავს და გულშემატკივრებს ბელგიელის მხარდაჭერისკენ მოუწოდებს, თუმცა აშკარაა, რომ გუნდს უფრო მაღალი დონის, სტაბილური კარის დარაჯი სჭირდება. სხვადასხვა ცნობებით, მისი შეძენით "მარსელია" დაინტერესებული. "წითლებს" იმედი აქვთ, რომ მინიოლეს სანაცვლოდ 15 მილიონ ფუნტს მიიღებენ.

ბუნდოვანია ლუკას ლეივას მომავალიც. ბრაზილიელი ნახევარმცველის შესაძლო წასვლაზე ჭორები გასულ ზაფხულსაც ვრცელდებოდა. ის ახლოს იყო კარიერის თურქეთის ჩემპიონატში გაგრძელებასთან, თუმცა საბოლოოდ მაინც "ენფილდზე" დარჩა.

კიდევ ერთი მოთამაშე, რომლის მერსისაიდული კარიერაც საფრთხეშია, დენი ინგსია. ინგლისელმა შემტევმა გასული სეზონი ტრავმის გამო გამოტოვა. მან დაზიანება წელსაც მიიღო და გუნდს უკვე რამდენიმე თვეა ვერ ეხმარება, თუმცა კლოპი ფეხბურთელსა და გულშემატკივრებს დაჰპირდა, რომ ის ინგსს კიდევ მისცემს ერთ შანსს.

საბოლოო ჯამში, ჩვენ ვიღებთ საკმაოდ სოლიდურ თანხას, რომელიც "ლივერპულმა" ფეხბურთელების გაყიდვით შეუძლია მიიღოს. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები ზაფხულში.

კომენტარები


liverpool-fan
VIP Member

es tanxebi rac weria savaraudot minimaluria stari 20-22 mainc unda gaiyidos da saxo 23-25 karoche chemi azrit gayiduli fexburtelebisgan 100 limoni iqneba jeri klopzea 100 milioni fsg gamoartvas da moyaros manolasi erti kai marcxena mcveli xamesi da kavani moiyvanos mara ratomgac mgonia ro insinies siurprizad gvimzadebs wavikitxe amas winebze aha 40 milioni da insinie momgvareto tviton tu wamova me mivesalmebi

STEVEN8
მომხმარებელი

ოჯო არ გაიყიდება იმედია და მარკოვიჩიც დატოვოს .წეწიერად თამაშI არ ეღირსა კლოპის ხელში.

მგონია რომ 100 მილიონს მაინც ავიღებთ გაყიდული ფეხბურთელებით

DIVOK ORIGI 007
მომხმარებელი

მარკოვიჩი დატოვოს

STEVEN8
მომხმარებელი

liverpool-fan,
კავანის დრო წავიდა. მაზილაა არ მიყვარს კავანი თან უკვე ასაკშია რესინგს ვერ ითამაშებს მითუმეტეს ინგლისში.აი მორატა მინდა მე სასწაულად

gio-torres
მომხმარებელი

რაღაც ვერ ვეთანხმები ამ სტატიას და ძაან არარეალური მეჩვენება.
პირველი ის რომ წამსვლელთა სიაში პირველი არ უნდა მოიაზრებოდეს მინოლე და დარწმუნებული ვარ დარჩება. მეორე ის რომ წამსვლელთა სიაში პირველი ლუკას ლეივა უნდა იყოს და მესამე სტარიჯს ასე იაფად არ გაყიდიან და მეოთხეც ოჯოში 8 მილიონს არავინ არ გადაიხდის :D
პ.ს ძალიან მინდა რო სახო დაბრუნდეს და იმედია ასეც მოხდება. უმაღლესი დონის მცველია და არ უნდა გავუშვათ ასე ადვილად

liverpool515
VIP Member

ოჯო არაა გასაშვები

Plungera
მომხმარებელი

ყველა გასაშვებია, ერთი შეიძლება ოჯოს დატოვება პრე სეზონს ეგებ რამე გამოუვიდეს

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

სტარიჯი 15 მილიონად ძაან ცოტაა რა..სახო დავტოვოთ და ეგ იქნება

gio_chyoi
VIP Member

ფასები უფრო დიდი იქნება სტარიჯის სახოს სა მარკოვიჩის შემთხვევაში და პლიუს მაგას უორდი არ წერია აქ მეკარე ეგეც კარგად გაიყიდება. ასე რომ მინიმუმ 80 მილიონ ფუნტს აიღებენ

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

ოთხშაბათი, 22:45 სთ.


  • ტრანმერ როვერსი
  • VS

    12.07.2017


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • სიდნეი
  • 0:3

    24.05.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჟორჟინიო ვეინალდუმი

მეტოქე - მიდლსბრო


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze