ცხელი ზაფხულის მოლოდინში

ავტორი: mikasha, 18-04-2017, 13:48, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 663, 13


ყოველ წელს აპრილის თვიდან იწყება აქტიური სატრანსფერო ცხოვრება, იგზავნება უამრავი სკაუტი, საქმეში ერთვებიან აგენტები, მოლაპარაკების მაგიდას უსხდებიან კლუბები, რათა სწორად დაგეგმონ ცხელი 90 დღე, მაგრამ ''ლივერპულის'' ქომაგებისთვის ალბათ 16/17 წლების სეზონის დასრულების შემდეგ, ყველაზე დაძაბული ზაფხული იქნება. მიზეზი? ჩემპიონთა ლიგა. ალბათ ხმამაღალ ნათქვამად მოეჩვენება ''სქაუზერთა'' ნაწილს ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე დაანონსებული საგზური, მაგრამ მათემატიკური ალბათობის პრინციპით და არაერთი ექსპერტის ვარაუდით ''ლივერპულის'' მიერ მოპოვებულმა ექვსმა ქულამ გასვლით მატჩებში ნათელი მოჰფინა სატურნირო ცხრილის ზედა ნაწილს.

სიმონ მინოლეს თავდადებული თამაშის მიუხედავად ბოლო მატჩებში, აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ გუნდს უფრო მაღალი დონის კიპერი სჭირდება, რადგან არაერთგზის გვახსოვს სიმონის საოცარი ''სეივი'', თუმცა მეორე მატჩში ბავშური შეცდომა. სტაბილურობა - სწორედ ეს აკლია დღეს "ლივერპულს" და ამის მისაღწევად საჭიროა უმაღლესი დონის მოთამაშეები. პირველი და ყველაზე შესაძლო ვარიანტი ჯო ჰარტის გამერსისაიდელებაა. ალბათ, ყველას სურს ინგლისელის ხილვა ჩვენი კლუბის მაისურით, რადგან ჰარტს აქვს საერთაშორისო დონეზე თამაშის უდიდესი გამოცდილება + არაერთი კეპი ჩემპიონთა ლიგაზე. ინგლისელს გული აქვს აცრუებული გვარდიოლაზე დაღვინებულ ასაკში განათხოვრების გამო.

დაუცხრომელ პრობლემად რჩება დაცვის ხაზი. ერთი შეხედვით ყველა ასრულებს თავის საქმეს, მაგრამ საკმარისია მცირე უზუსტობა და გუნდის დაცვა დომინოს ქვებივით ეცემა მიჯრით, რასაც ჩვენი ბადის შერხევა სდევს თან. ჩემი სუბიექტური აზრით, დღეს მარცხენა მცველის პრობლემა ყველაზე მკაფიოა, რადგან ჯეიმს მილნერი არ არის მცველი და უჭირს მხცოვან ფეხბურთელს კარიერის გვიანდელ პერიოდში ახალ მისიებთან გამკლავება. ალბათ ყველა ქომაგის სურვილია ვიხილოთ რიკარდო როდრიგესი ან ჯეტრო ვილემსი, მაგრამ საინტერესოა რას ფიქრობს თავად კლოპი. ერთი კი სათქმელია, რომ გერმანელი ამ პოზიციის გაძლიერებას აპრიორად მიიჩნევს. დღითიდღე მატულობს ჭორების რაოდენობა ვირგილ ვან დაიკთან დაკავშირებით, რომლის ფასიც საკმაოდ მსუყეა და არც მეტი არც ნაკლები 50 მილიონ ფუნტს შეადგენს. ექსპერტთა აზრით, სწორედ ჰოლანდიელი გახდება კლოპოს პირველი შენაძენი.


ნახევარდცვის ხაზში პრობლემები ბევრი არ არის, მაგრამ მოხშირებული ჭორები ნაბი კეიტასთან დაკავშირებით იმედისმომცემად ჩანს. 22 წლის გვინეელი ფეხბურთელის სავარაუდო ფასი 30 მილიონი ფუნტია, მაგრამ ჩვენი მთავარი კონკურენტი გერმანული ფეხბურთის ფლაგმანია. ფული კი ჯოჯოხეთსაც ანათებს.

ფირმინო, მანე, კოუტინიო - მეტი რა უნდა ინატროს მწვრთნელმა წინა ხაზში, მაგრამ ჯადოქრის არასტაბილური ხასიათი და ფირმინოს შეცვლილი პოზიცია ავალდებულებს კლოპს 9 ნომრის ძებნას, რადგან ერთ დროს კაშკაშა შუშის ვარსკვლავმაც დაკარგა ფორმა და მისგამ მხოლოდ სახელიღაა დარჩენილი, რის გამოც ის ზაფხულში გუნდს დატოვებს(ალბათ ყველა ხვდებით ვისზეც მაქ საუბარი). დივოკ ორიჯი კი უნიჭიერესი ბელგიელი ბიჭუნაა, რომელსაც გვერდზე მაგალითის მიმცემი 9 ნომერი სჭირდება გამოცდილების დასაგროვებლად. ალექსანდრე ლაკაზეტი, ანდრეა ბელოტი, პიერ-ემერიკ ობამეიანგი - ეს იმ ფეხბურთელთა სიაა, რომლებიც ''სქაუზერებს'' ხშირად ესიზმრებათ წითელი მაისურით, მაგრამ 65 მილიონზე ნაკლები არცერთი ღირს. კლოპს კი არ უყვარს ამხელა თანხების გადახდა. ამის მიუხედავად, დაველოდოთ მოთმინებით 31 აგვისტოს ღამის 12 საათს და ყველაფერს მოეფინება ნათელი.

ამ ფორმაციის "ლივერპულის" კიდევ ერთი პრობლემა - ვინგერების ნაკლებობა გუნდში აშკარაა. მარკოვიჩის ტრანსფერმა ვერ გაამართლა და ის გუნდს აუცილებლად დატოვებს ზაფხულში, სადიო მანეს უდროო ტრავმამ კი კლოპი აიძულა ორიჯის ძირითად შემადგენლობაში დაყენება და ფირმინოსთვის სხვა ამპლუის მოძებნა, რამაც ნაწილობრივ გაამართლა, თუმცა ამით თავს ვერ დავიმშვიდებთ, რადგან ''ლივერპულის'' დარი გრანდი ერთი ფეხბურთელის გამო კალეიდოსკოპურად არ უნდა იცვლებოდეს. ალექს ოქსლეიდ ჩემბერლენი და იულიან ბრანდტი კლოპის სამიზნეთა ზედა პედესტალს ამშვენებენ, რაც ჩემპიონთა ლიგისთვის მშვენიერი დანამატი იქნება, თუმც მაღალი ფასები აქაც დამაფიქრებელია. ოქსლეიდს მეთოფეები 35 მილიონ ფუნტად აფასებენ, დაახლოებით ამდენადვე ფასობს უნიჭიერესი გერმანელიც.

ასეა თუ ისე, გუნდი გასაძლიერებელია. წასასვლელთა სიაც არ არის მცირე და ბოსებმა დადეს პირობა, რომ კლოპს რეკორდულ თანხას გამოუყოფენ. გაყიდული ფეხბურთელებიდან აღებული თანხის დამატებით კი გერმანელს 200 მილიონი ფუნტით ექნება ლავირების საშუალება, რაც მცირე რესურსი ნამდვილად არ არის და ყველა ერთა ველით მსოფლიო ფეხბურთის ფლაგმანის მეტამორფოზას, რათა შესაფერის ადგილს დავუბრუნდეთ.

კომენტარები


STEVEN8
მომხმარებელი

1 ივნისს იხსნება სატრანსფერო ფანჯარა?

gio_chyoi
VIP Member

STEVEN8,
1 ივლისს ოფიციალურად.
რაც შეეხება ტრანსფერებს. 1. მეკარე არ მოვა არანაირად და თუ მოვა კიდე ჰარტი არც მინდა და არც მოვა. აგერ ეხლა ტორინოს დირექტორმა გააკრიტიკა თვითონ შეცდომებისთვის.
2. დაცვას რაც შეეხება ცენტრალურ მცველად ვან დეიკი კარგია მარა მაქსიმუმ 35 მილიონი ღირს ეგ კაცი, 50 მილიონად დაჭმუჭნონ კარგად და გაიკეთონ ერთ ადგილას. 35 მილიონი ფუნტი 40 მილიონ ევროზე მეტია და მაგს ფასად კულიბალის იყიდი, დაიწერა კიდევაც უკვე. ვან დეიკი კიდე ერთი 4 თვეა უკვე აღარ თამაშობს და თან ეხლა ზაფხული მოდის და ნახევარი წლის უთამაშებელი როგორ ათამაშდება კაცმა არ იცის. კულიბალი არი კაი ვარიანტი, კედელია ნამდვილი.
3. მარცხენა მცველად რაც შეეხება, ჩემი აზრით აქ ორი კაცი გვჭირდება, მორენო წავა 100% და ისევ მილნერი არ მინდა რა, ეს სესენიონი გიჟია, ეგ მოიყვანონ და თეო ერნანდესი, ეგეც ძაან მაგარია. 30 მილიონი ფუნტის თემაა რა.
4. ნახევარდაცვას რაც შეეხება, ერთი ნაბი კეიტა და ეგაა მორჩა მანდ, ჩამშლელი არაა საჭირო ჰენდერსონი-ჯანი არიან და პლიუს ლუკასი იქნება თუ დატოვეს. თან ის ალანიც ბრუნდება, რომელიც კლოპს ძაან მოეწონა.
5. ვინგერები გვჭირდება ძაან, ჩემი აზრია რო სახო უნდა გაუცვალონ პალასს ზაჰაში. ძალიან მაგრად ათამაშდა ზაჰა. ეგ და მეორე პულისიჩი მოიყვანონ ეგ ბიჭი ვარსვკლავი იზრდება. და მოგვარდება ამ პოზიციაზეც პრობლემა რა.
6. და ფორვარდს რაც შეეხება, აქ ცოტა უცნაურადაა საქმე, ყველა პოზიციის ფეხბურთელზე იწერება ფორვარდის გარდა, არავის არ გვიკავშირებენ, არადა მოიყვანს ვინმეს უეჭველი. ნუ სტარიჯი გაიყიდება და ბელოტი კაი ვარიანტია, რავი მე დოლბერგის თამაშები ვნახე და სასაწაულია, აი ძაან მაგარი იზრდება ეგ ბიჭი. კიედ რავი მბაპე გვევასება ყველას მარა ... :). ორიჯის ბედიც არ ვიცი როგორ იქნება. თუ გაუშვეს ეგეც ორი ფორვარდი დაგვჭირდება. მბაპე-დოლბერგი დაასწორებდა :D

liverpool515
VIP Member

დოლბერგი მინდა თავდასმხაში...დაცვაში ვან დეიკი ...ნახევარდაცვას არ ვთვლი რო ჭირდება გაძლიერება და ვინგერი პერიშიჩი მომწონს ძალიან

RUSH
რედაქტორი

კარგად გამოხშირული სტატიაა, მომეწონა! )) რაც შეეხება უშუალოდ თემას, ჩემი აზრით, პირველ რიგში კლუბმა ცენტრალურ და მარცხენა მცველზე უნდა გააკეთოს აქცენტირება - მანოლასი და არაზ დურმისი *ბეტისი* იდეალური ვარიანტი იქნებოდა. ნაბი კეიტა ძალიან მაგრად გვჭირდება ცენტრში, ნუ მაგ კაცს კარგი ალტერნატივაც ჰყავს თუ მოინდომა ხელმძღვანელობამ - იგივე ბაკაიოკო. კი, კი ერთი ვინგერი როგორც პროგრამა მინიმუმი ასევე აუცილებელია, ვინაიდან და რადგანაც, ვხედავთ რო ნომინალური ვინგერი მარტო მანე გვყავს კლუბში, ამ პრობლემის გადამჭრელად ვიტოლო მევლინება. ფორვარდის პოზიციაზე კი ჩემი ფავორიტი ანდრე სილვაა, ვინც პორტოს თამაშებს უყურებთ, მიხვდებით რა კალიბრის გენიაზე და ტალანტზე მიწევს ყურადღების გამახვილება 3

STEVEN8
მომხმარებელი

gio_chyoi,
საკმაოდ რეალური შანსებია ნუ მბაპეს გარდა ალბათ. სტარიჯს გაყიდიან ორიჯის დაიტოვებენ უეჭველი. ცენტრშიც კეიტა ეყოფა ჩანი ვეინალდუმი ჰენდო და ლალანა მიხედავენ საქმეს + ლუკასიც არ გაიყიდება დიდიიმედიამ ქვს როტაციისთვის გმაოგვადგება სეზონში 10 თამაში რომ ჩაატაროს.

ThisIsAnfield
მომხმარებელი

ცენტრალური მცველი - ვან დაიკი
მარცხენა მცველი - სესენიონი, ტეო ერნანდესი
ნახევარმცველი - ნაბი კეიტა
ვინგერი - ჩემბერლენი , ინიაკი უილიამსი
ეს ის ხალხია ვისზეც მეტ-ნაკლებად აქტიურად იწერება და ლოგიკასთანაც ახლოა. თავდამსხმელზე აქტიურად არავიზე იწერება, იყო აქაიქ ჭორები მაგრამ ძალიან ცოტა.

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

დაიკი ,კულიბალი ,კეიტა..რავი მინიოლე დარცება და კარიუსი ალბათდაიწყებს ნელ ნელა დასტაბილურებას,აბა როდემდე ვიქნებიტ ასე

Capitan
მომხმარებელი

ავტორს მადლობა კარგი სიახლეა... კულიბალი ტ.ერნანდესი ნ.კეიტა ხ.როდრიგესი ბელოტი იფ იფ იფ

adamlallana20
მომხმარებელი

ვანდეიკი(მანოლასი),კეიტა,ბრანდტი,ლაკაზეტი,და თეო ერნანდესი.კოლაშინაციშ შეილება თავისუფალი აგენტია თან სულ 19წლის ერნანდესის იმედზე როარდავრჩეთ

აუ ეს ძირითადათ ახალგაზრდები, მარა ერთი ვარსკლვავიც მოიყვანონ მაგალითად ხამესი ან როისი ან ვინმე :დ

liverpool-fan
მომხმარებელი

ციტატა: STEVEN8
gio_chyoi,
საკმაოდ რეალური შანსებია ნუ მბაპეს გარდა ალბათ. სტარიჯს გაყიდიან ორიჯის დაიტოვებენ უეჭველი. ცენტრშიც კეიტა ეყოფა ჩანი ვეინალდუმი ჰენდო და ლალანა მიხედავენ საქმეს + ლუკასიც არ გაიყიდება დიდიიმედიამ ქვს როტაციისთვის გმაოგვადგება სეზონში 10 თამაში რომ ჩაატაროს.

sworet tqvi chemo dzmao 1 ivnis ixsneba satransfero fanjara da ara 1 ivlis gio chyoidze 31 agvistos ixureba sul 3 tvea

ThisIsAnfield
მომხმარებელი

liverpool-fan,
ოფიციალურად 1 ივლისს იხსნება სატრანსფერო ფანჯარა და 31 აგვისტომდე გრძელდება.

GoGson
მომხმარებელი

isee vin mova kaiii..sadgac 10- 15 fexburtelshi vtrialebt yvelaaa..eg gasagebia magram..vin midis ? ai egaa sakitxavi..magis mixedvitac gaxdeba sachiro tema momsvlelta raodenoba...imedia guls ar gagvixetkaven am zafxuls da ar gaushveben sachiro xalxs

liverpool-fan
მომხმარებელი

ციტატა: ThisIsAnfield
liverpool-fan,
ოფიციალურად 1 ივლისს იხსნება სატრანსფერო ფანჯარა და 31 აგვისტომდე გრძელდება.

ara brat vin gitxra ro ivlishi ixsneba 3 tviani satransferoa da 1 ivlisidan 31 agvistomde 2 tve gamodis me egre vici ro pirvel ivnis ixsneba

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

ორშაბათი, 23:00


  • უოტფორდი
  • VS

    01.05.2017


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:2

    24.04.2017


  • კრისტალ პალასი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ფილიპე კოუტინიო

მეტოქე - კრისტალ პალასი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze