უ-მანე-ობა და კლაინის ძირითადი როლი

ავტორი: akaki, 18-04-2017, 22:47, კატეგორია - სიახლეები, 718, 10


სადიო მანეს არყოფნა გუნდის თამაშზე მკვეთრად აისახა. კლოპი შედეგებს ებრძვის.

როდესაც გავიგეთ, რომ სენეგალელი ფეხბურთელისთვის სეზონი დასრულებული იყო, ყველამ ვიცოდით, რომ კლოპს რაიმე განსაკუთრებული უნდა მოეფიქრებინა.


კლაინის ახალი როლი

ყველამ კარგად ვიცით, რომ როდესაც ერთი ფეხბურთელი ინდივიდუალურად ძლიერია, ეს სხვა ფეხბურთელებზეც დადებითად მოქმედებს. გავიხსენოთ 2013-2014 წლების სეზონი. მცველების ყურადღება დიდწილად ლუის სუარესზე იყო გადატანილი, რის გამოც დანიელ სტარიჯს სივრცეები უფრო ეხსნებოდა და არაჩვეულებრივი გოლებით გვანებივრებდა, სუარესის წასვლის შემდეგ კი მცველების მთავარი სამიზნე სწორედ დანიელ სტარიჯი გახდა. მისთვის ყველაფერი გართულდა. ჩემი აზრით დანიელ სტარიჯის რეგრესის მიზეზი არამხოლოდ ტრავმები, არამედ სუარესის წასვლაც გახდა, ის მარტო დარჩა სახლში და ამან ყველაფერი ორმაგად გაართულა.


ეს მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ მარჯვენა ფლანგზე ნათანიელ კლაინს, მანეს არყოფნამ ისევე გაურთულა საქმე, როგორც სტარიჯს სუარესის წასვლამ. თუ კარგად დააკვირდით, მანეს მთელი სეზონის განმავლობაში სამი ფეხბურთელი აწუხებდა. მარცხენა მცველი, რომელის წინ ეღობებოდა, მარცხენა ვინგერი, რომელიც ბურთის დამუშავებაში ხელს უშლიდა და ცენტრალური მცველი, რომელიც აზღვევდა. ამგვარი დაცვა იმიტომ იყო, რომ მანეს ნებისმიერი პოზიციიდან მალევე შეეძლო კართან ახლოს აღმოჩენილიყო და არამარტო საგოლე შეტევა დაეწყო, არამედ დაესრულებინა კიდეც.

განსხვავებული ვითარებაა რობერტო ფირმინოს ფლანგზე ყოფნის დროს. რობერტო ფირმინო ადგილზე თამაშისას ბევრად უფრო სახიფათოა, ვიდრე მანე. ბრაზილელს სამი ფეხბურთელის გარშემო ყოფნა იმის ნახევარ დისკომფორტსაც არ უქმნის, რამდენსაც სენეგალელს, რადგან თავისი ტექნიკით მარტივად შეუძლია ფეხბურთელი მარტივად ჩამოიცილოს და ასეთ შემთხვევაში ხალხმრავლობა დამცველებს უფრო დააბნევს და ხელს შეუშლის, თუმცა ეს უნარი კართან ახლოს ბევრად სასაგებლოა, ვიდრე ფლანგზე კარიდან 40 მეტრის მოშორებით. თუ მანეს შეუძლია 40 მეტრიდან საგოლე შეტევა თავად დაიწყოს და დაასრულოს, ფირმინოს მხოლოდ საგოლე შეტევის დაწყება ან გამწვავება შეუძლია, რისთვისაც მარცხენა და დამზღვევი მცველი სავსებით საკმარისია და ვინგერის დამატება, მხოლოდ პრობლემებს შექმნის, ფირმინოსთვის სივრცეების შეზღუდვა დიდს არაფერს მოიტანს, განსხვევბით მანესგან, რომლისთვისაც სივრცეების მიცემა, კარიდან რა მოშორებითაც არ უნდა იყოს, პოტენციური გოლია, ხოლო როცა სივრცეები ეზღუდება, განსაკუთრებულს ვერაფერს გვთავაზობს. ეს მეტოქე გუნდის მწვრთნელებმაც კარგად იციან, ამიტომ ვინგერს უკან ჩამოსასვლელად არ აწუხებენ. დავალებას აძლევენ წინ დადგნენ და კონტრ-შეტევას დაელოდონ, რაც იშივიათად ნამდვილად არაა, რადგან ფირმინო ზემოთხსენებული შესანიშნავი ტექნიკის დემონსტრირების დროს, ხშირად კარგავს ბურთს და კონტრ-შეტევაც იწყება. ფირმინოსგან განსხვევბით, მანე ბურთს იშვიათად კარგავს და თუ კარგავს თავისი ძალიან დიდი სისწრაფის ხარჯზე იმ წამსვე ახერხებს მეტოქეს დაეწიოს, რაც შეტევას ანელებს და სწორედ ამ დაკარგულ დროს ახერხებს ნათან კლაინი დაცვაში დაბრუნდეს და დაცვაც მწყობრად მოეწყოს.

რა ხდება დაცვაში, რობერტო ფირმინოს დაკარგული ბურთის დროს...ფირმინო თავისი პოზიციის ფეხბურთელებთან შედარებით, ართმევაზე ძალიან ძლიერია და ეს ფაქტორი ამ ფეხბურთელის მიმართ დამატებით სიმპათიებს იწვევს, თუმცა ბრაზილიელს მეტოქისთვის ბურთის ასართმევად ბევრად დიდი დრო სჭირდება, ვიდრე მანეს შეტევის შესანელებლად, სწორედ ამიტომ თუ მცველი შემტევისთვის ბურთის გადაცემას მოასწრებს, როგორც ფირმინო, ასევე შეტევაში წასული კლაინი უმოქმედოდ დარჩებიან, ლივერპულის ფლანგი კი მხოლოდ იმის იმედზე რჩება, რომ ცენტრალური მცველი დააზვევს ან ჩამშლელი წინ არ იქნება წასული.

სწორედ აღნიშნული მიზეზის გამო კლაინს შეტევაში წასვლა მნიშვნელოვნად ეზღუდება და უფრო დაცვითი ფუნქციებით არის დაკავებული, რაც შესაბამისად შეტევაში მის ეფექტურობას ამცირებს. ამას ემატება ისიც, რომ თუ მანე პასით ფლანგზე ხშირად შლიდა თამაშს და კლაინი თავისუფლად ახერხებდა ჩაწოდებას (რომელიც ხშირად იყო უმისამართო), ფირმინო უფრო ცენტრში ეძებს ადრესატს (უმეტესად კოუტინიოს).



ის ფაქტი, რომ მანეს არყოფნა კლაინის შემტევ პოტენციალს მნიშვნელოვნად ზღუდავს, კლოპმაც კარგად იცის. ის ამ პრობლემის მოგვარებას ნომინალური ჩამშლელით, ლუკას ლეივას მოედანზე ყოფნით ცდილობს, ჩანს კი სიღრმიდან ათამაშებს, რაც წინა თამაშში მეტ-ნაკლებად კარგად აისახა გუნდის თამაშზე, თუმცა კლაინი შეტევაში ისევე ღიად წასვლას ვერ ბედავს, როგორც მანეს დროს. ის ასე ვთქვათ, შუალედურ პოზიციას იკავებს. არც აშკარად უკან რჩება და არც შეტევაში აშკარად წინ წასვლით იჩენს თავს. უმეტესად ფირმინოსთან ან ფლანგზე მოხვედრილ სხვა ფეხბურთელთან ახლოს არის, რათა ის ფუნქციები შეასრულოს, რასაც მანე ასრულებდა, ანუ კონტრ-შეტევა შეანელოს, მარჯვნივ გადასვლას კი მაშინათვე ლუკასი ახერხებს, ჩანი მეტოქის ვინგერს კეტავს, დაბნეული მეტოქე გუნდის ფეხბურთელი კი ასეთ დროს ბურთს წინ ვერ გზავნის და მის უკან მდგომ მცველს ან სულაც მეკარეს უბრუნებს, თუ ამ პროცესს დააყოვნებს, მაშინვე ფირმინო გაჩნდება და შედეგი უარესი იქნება.

ვნახოთ, შემდეგ თამაშებში როგორ იმოქმედებს ეს სქემა ან თუ გამოაცხობს ნოვაციურ შემტევ ტაქტიკას კლოპო...

კომენტარები


RUSH
რედაქტორი

საღოლ აკა ძმა, მაგარი გამართულად გეწერა, ცოტა ჰქონდა ხელი შესავლები... კაი კაცი ხარ რო არ გვაწვალებ 4

YNWAPhoenix
VIP Member

Eh ra dro iyo danieli dafrinavda! Eget formashi myofi rom yofiliyo wels veravin ver gamogvlijavda 1 adgila

gio_chyoi
რედაქტორი

რაღაცნაკრო კაცია ეს კლაინი რა არც რამე განსაკუთრებულია და არც რამეს აშავებს. კაი ფეხბურთელია ჯამში რა.

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

საღო ძმა მაგარი სტატიაა..

liverpool-fan
VIP Member

sagol avtors kargad axsna titkmis 4-5 fexburtelis pozicia da saqme

OUTLAW
მომხმარებელი

"მელიები" ჩემპიონთა ლიგას დაემშვიდობნენ , ეს იმას ნიშნავს , რომ პრემიერლიგაში მეოთხე ადგილზე გასული გუნდი , ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებს. ეს სიმარტლეა? აღარ მოგვიწევს გადათამაშება?

akaki
ადმინისტრატორი

RUSH,
ვაბშემ ეგ სტატიის მონახაზე იყო და გამოსაქვეყნებლად მზად არ იყო..სქემებიც უნდა ჩამემატებინა უფრო კარგი ილუსტრაციისთვის, მაგრამ არაუშავს ასეც წავა 2

თან სათაურიც მომეწონა

ThisIsAnfield
მომხმარებელი

OUTLAW,
კი მეოთხე ადგილზე გასულს ყველა ვარიანტში უწევს საკვალიფიკაციო, უბრალოდ ლესტერს, რომ ჩემპიონთა ლიგა მოეგო და მანჩესტერს ევროპა ლიგა, მეოთხე ადგილზე გასული გუნდი საკვალიფიკაციოზე ვერ მოხვდებოდა. ახლა გარანტირებული აქვს მეოთხეადგილოსანს პლეიოფი, მანჩესტერმა ევროპა ლიგა როც მოიგოს.

liverpool515
VIP Member

კლაინი ხანდახან რაზმაძეს მაგონებს არაფერს რო არ აკეთებს და არაფერს რო არ აფუჭებს სტადიონზე

STEVEN8
მომხმარებელი

შეტევაში მოსამატებელი აქვს კლაინს. ისე ბრომუთთან რომ გასროლა ხარიხას რომ მოხვდა აი ეგრე დაარტყას ხოლმე ხშირად და გაიტანს ოდესმე და დაამუღამებს. დაცვაში ამაზე სტაბილური არავინ გვყავს და ეგ კარგია. ნუ კარგი ისაა რომ სტაბილურია და ცუდი ისაა რომ კლაინზე სტაბილური არავინ გყვავს :დ

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი,20:30 სთ.


  • ლესტერი
  • VS

    23.09.17


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლესტერი
  • 2:0

    19.09.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი

მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ლესტერი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze