Klopp VS Mourinho : განსხვავებული გზები გამარჯვებისკენ

ავტორი: RUSH, 20-04-2017, 17:00, კატეგორია - სიახლეები, 1 062, 8


სად იყავი შე ეშმაკო, სამკერდე ნიშანს რომ კოცნიდი? კითხვა ადეკვატურია - მე ჩავიძირე ზიზღისა და კრიტიციზმის ჭაობში, როდესაც ვნახე თუ როგორ ეამბორა "მანჩესტერის" ლოგოს Special One. პროფესიონალმა სუბიექტმა ახალგაზრდა სტუდენტი გოგო განასახიერა, Instagram-ზე რომ პოზირებს ხოლმე, გერბზე კოცნა და კამერებში ფიგურირება სწორედ ასეთი ხასიათის ქცევად აღვიქვი. ჟოზე მოურინიოსთვის სრულიად უცხოა დაფასების კონცეფცია, მისთვის რომან აბრამოვიჩის სახელი, ერთ დამქირავებელ მენეჯერად მოიაზრება, რომ აღარ განვზოგადდე ზოგადად "ჩელსის" საკითხზე. ეს იყო უაღრესად იუმორისტული აქტივი კომერციალიზებულ საფეხბურთო სამყაროში, არისტოკრატთა მტვრიანი, მაგრამ მშობლიური გზაჯვარედინი დატოვო და ეშმაკს სული მიჰყიდო, იმ იმედით რომ გლეიზერები საყოველთაო დაზღვევაში მოგაქცევენ, კატეგორიულები რომ არ ვიყოთ - სირცხვილია!

ალბათ, რომ შეაფასო მისი საქციელი რამ განაპირობა, უნდა დასვა პრიმიტიული კითხვა: რამდენად გულწრფელი იყო იგი ?! სრული ჭეშმარიტებაა, რომ მოურინიოს გრძნობები პირდაპირ პროპორციულია ფულთან და პიართან, ვინ იცის ხვალ რომ მოუწიოს, ჯერარდსაც დაუკოცნოს "გამაშები"... როდესაც გარი ნევილი ავარდა მანკებთან ტრიბუნაზე, "ლივერპულის" დამარცხების შემდეგ და ირიბად დაამცირა სქაუზერული პუბლიკა, გავღიზიანდით, შესაძლოა მისი მოკვლაც იდგა დღის წესრიგში, თუმცა ყოველივე ბუნებრივი და მისაღები გახლდათ. კუჭის წვენზე მჟავე გაქვს სახე ჟოზე, როდესაც ბრაზდები კი ყველაფერი უფრო ნათელი ხდება, მოკლედ არ უხდები არისტოკრატიულ, თავადურ ინგლისს.


 
იმ დღეს, როდესაც იურგენ კლოპი იძულებული გახდა მწვავე კითხვებისთვის ეპასუხა, აეხსნა რა საშინელი სერიის გამომწვევი მიზეზი, მან მარტივად ყველაფერი თავის თავზე აიღო, დირექტორის კაბინეტშიც თვითონ შეაბიჯა და შერცხვენილი შვილების რეპუტაციაც დაიცვა. საპირისპიროდ, პორტუგალიელი სპეციალისტი, მოსვლის დღიდან, გარკვეულ ხარკს ადებს მანჩესტერულ საფეხბურთო სისტემას, ხან ფანები გამოლანძღა ინერტულობის და გამო, ხან ფეხბურთელების კომპეტენცია დააყენა კითხვის ნიშნის ქვეშ...

როგორც მოგეხსენებათ, გასულ კვირას ჰერ იურგენმა ანტი-რეკორდი დაამხო და გასვლაზე დაამარცხა ტონი პულისის გუნდი. მატჩის შემდგომ ტრადიციული ინტერვიუც მისცა Sky Sport-ს, აღნიშნულ ვერდიქტზე კი ბევრი იხითხითა გარი ნევილმა. საქმე ეხებოდა იურგენ კლოპის გულახდილობას და სიყვარულს, მან არც კი იცოდა, რომ საშინელ სერიას დაუსვა წერტილი, ჩვეულებრივ სამ ქულად მონათლა "ჰაუთორნზე" სტუმრობა და დატოვა დისლოკაციის ადგილი. რამხელა თვისობრივი განსხვავება გამოიკვეთა არსებული "ქეისების" შემდეგ, ხვდებით მეგობრებო?! გერმანელი კაცი ბავშვივით ალალია, ხან დრო იქეთ პრინციპულიც, თუმცა არასოდეს არ აპელირებს ვიღაცის დაკნინებისკენ, მას მარტივად შეეძლო ერთი თვე თავის მიღწევაზე ესაუბრა, მოურინიოს მსგავსად.

ამას გარდა, მორენოც დაიცვა და მას მაღალი დონის მოთამაშე უწოდა, მიუხედავად იმისა, რომ ცარიელ კარებში ააცილა ბურთი, დიახ, დღემდე ასეა და პერმანენტულად გრძელდება ურღვევი ციკლი - კლოპი "ბავშვების" დამცველია!

მე ვამბობ, როგორც საუკეთესო ან ყველაზე ცუდი "ლივერპულის" ფლაგმანი, რომ გერმანელი აუცილებლად მიაღწევს მწვერვალებს, არც ის დროა შორს, როდესაც კომბინირებული თასთა კოლექცია განთავსდება კოპის მუზეუმში, კლოპის ხელწერით. იგი მაგონებს ენფილდზე დაკარგულ სულს, რომელიც ამ ქალაქის ცხოვრებით ცხოვრობდა მთელი თავისი შეგნებული ყოფა. ეს ყველაფერი, როგორია იცით, აი ვერ აგიღწერთ... სტოკჰოლმის სინდრომი შეგვყარა ყველას და დაგვაინფიცირა!



ზაფხულიდან ახალი სუპერმარკეტები გაიხსნება, არავინ იცის ვის რა სისქის საფულე შეხვდება. ჩემპიონთა ლიგაზე კვალიფიცირებულს რომ უფრო დიდი შეხვდება ეს ცხადია, კლოპი იქნება თუ მოურინიო Cash-ით, ამას სეზონის ბოლოს გავიგებთ. თითოეულ მათგანს განსხვავებული ხედვა აქვს, განსხვავებული "ალტერ-ეგო" და განსხვავებული ინტერესები. დუელი კვლავ გაგრძელდება, კლოპი ისევ გაიქაჩება მოურინიოსკენ, სქაუზერები კვლავ დაანთებენ ბინძურ პიროს, ფეხბურთელები ისევ იქნებიან ზე-მოტივირებულნი.

პირველი სრულფასოვანი სეზონია, დასკვნებსაც ნუ ვიჩქარებთ, ვნახოთ ვისი გალესილი კეპი მოიტანს დივიდენდებს, ამ სტატიით კი მკაფიო ილუსტრირება მოვახდინე ორი სპეციალისტისა, ვისთვის მეფის და ვისთვის ვეზირისა...

კომენტარები


gio_chyoi
VIP Member

კაი უჟმური ტიპია ეს მოურინიო მარა მაგარია ნაღდად. ნუ კლოპი ურთიერთშეხვედრებში მაინც ჯობნის :) და ისე, ზოგადად აი შემდეგ წელს უკვე უნდა დაამტკიცოს კლოპმა რა შეუძლია რა. ეს ერთი წელი გაკვეთილი იყო მაგისთვის და დარწმუნებული ვარ შესაფერის ტრანსფერებსაც გააკეთებს და დიდ ტიტულს მოვიგებთ მომავალ წელს

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

ჟოზე და კლოპი ერთმანეთისგან როგორც ცა და დედამიწა ისე განსხვავდებიან ,კლოპ ჩვენი გმირი ხარ შე გადარეულო..

DIVOK ORIGI 007
მომხმარებელი

მომავალს სეზონშ ეპლი და ჩ.ლიგა <3

liverpool515
VIP Member

მაგარ სტატიებს წერ ბრატ თან ხელწერა გაქ საკუთარი მალადეც

Capitan
მომხმარებელი

კლოპი მაგარი კაცია ))) აი ნახეთ რა შედეგი დადოს ლივერპულში თან კარირეას ალბათ აქ დავასრულებო ვენაცვალე <3

Kabula 543
მომხმარებელი

Klopo guli da suliA Maurinio *ცენზურა* da yverebia

vakuna
მომხმარებელი

ავტორს მადლობა, კარგი ხელწერა გაქვს, სასიამოვნოდ იკითხება. არაფერი მწვრთნელი არარი მოურინიო, ამ სასტავით რასაც კლოპი აღწევს ამის ნახევარსაც ვერ მიაღწევდა... სუფთა ცენზურაა, გააკეთებს სასწაულ ტრანსფერებს და შედეგი 0, მაიკების გასაყიდად თუ გამოდგება + ფეხბურთელებს მაგრად აფუჭებს

liverpool-fan
მომხმარებელი

Maurinio kacobashi da adamianobashi arc unda sheadaro klops es igivea rogorc teri da jerardi sheadaro

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

ორშაბათი, 23:00


  • უოტფორდი
  • VS

    01.05.2017


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:2

    24.04.2017


  • კრისტალ პალასი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ფილიპე კოუტინიო

მეტოქე - კრისტალ პალასი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze