კლოპი : შემდეგი გამოწვევის დროა

ავტორი: johnson, 21-04-2017, 21:38, კატეგორია - სიახლეები, 1 437, 14


კვირას "ლივერპული" საკუთარ მოედანზე "კრისტალ პალასს" მიიღებს. აღნიშნულ მატჩამდე იურგენ კლოპმა მელვუდში ტრადიციული პრესკონფერენცია გამართა.

გერმანელი სპეციალისტი ამტკიცებს, რომ მთელი ყურადღების კრისტიან ბენტეკეზე გადატანა გამართლებული არ იქნება :

"როდესაც ბურთი ჰაერშია, ის წარმოადგენს ჩვენთვის მთავარ და დიდ საფრთხეს - ეს ბევრჯერ ვიგრძენით როცა ერთად ვვარჯიშობდით. მან ახალ გუნდში უკვე 13 თუ 14 გოლი გაიტანა. როდესაც ისეთი თავდამსხმელების წინააღმდეგ თამაშობ, როგორიც ზლატან იბრაჰიმოვიჩია, შენ უნდა აირიდო კროსები და გადაცემები შენს საჯარიმოში. თუ მეტოქეს 50-ჯერ ჩაწოდების უფლებას მივცემთ, ისინი საფრთხეს შეგვიქმნიან. რა თქმა უნდა, ეს არ არის ბენის ერთადერთი სიძლიერე, თუმცა მთავარი ძალაა.

თუ მხოლოდ ბენტეკეზე იქნები კონცენტრირებული, მაშინ ზაჰა და თაუნსენდი იქნებიან შენს გარშემო. ეს ერთ-ერთი ყველაზე შემტევი ხაზია პრემიერ ლიგაში. ჩვენე ვიცით როგორ ვითამაშოთ მათ წინააღმდეგ და ეს უნდა ვაჩვენოთ კიდეც."

ჟურნალისტებთან საუბრისას კლოპმა განვლილი მატჩებიც გაიხსენა : სეზონის სტარტზე ჩვენ საინტერესო გუნდი ვიყავით - თავისუფალი, ყველგან მორბენალი, თითქოს გეგმა არ გვქონდა, თუმცა ამ დროს გვქონდა გეგმა, რომელიც ყველა დაცვით ხაზს უქმნიდა პრობლემებს, თუმცა როცა ასეთ ხასიათზე არ ვიყავით, ვერ ვაღწევდით სასურველ შედეგს. "ვესტ ბრომვიჩი" და "სტოკი" კი რთული მეტოქეებია.

ამის მიუხედავად, თქვენ ვერ შეადარებთ ამ ორ მატჩს. ასეთი თამაშები ვერ იქნება შენთვის სეზონის საუკეთესო მატჩი - მეტოქის სტილისა და დონის გამო, თუმცა "ვესტ ბრომვიჩთან" თამაში ყოველთვის რთულია ეს შეხვედრის შემდეგაც იგრძნობოდა - გასახდელში ნამდვილად კარგი ატმოსფერო იყო. ბიჭები ბედნიერები იყვნენ და ეს დამსახურებული იყო. ეს რამდენიმე დღის წინ იყო. ახლა კი შემდეგი გამოწვევაა - ეს "კრისტალ პალასია". 


როგორ იცით, "ლივერპულმა" იანვარში მამადუ სახო "კრისტალ პალასში" გაანათხოვრა. წესების თანახმად, ფრანგს ამჟამად მერსისაიდელთა წინააღმდეგ თამაშის უფლება არ აქვს. ეს კი ლონდონელთათვის დიდი დანაკლისია.

"სახო ძალიან კარგი მცველია, განსაკუთრებით მაშინ, როცა თავს ღრმად იცავ. ის კარგი ბიჭია, კარგი ვარდნებითა და ბლოკებით. მისი არყოფნა კი "პალასისთვის" კარგი ამბავი ნამდვილად არ არის." - ციტირებს კლოპის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.

კომენტარები


DIMAX777
მომხმარებელი

ეს თამაში მინდა 4 :2 მოვიგოთ და სახომ და ბენტეკემ მაგარი თამაში ითამაშონ კლოპოს ჯინაზე

აღარ მახსოვდა სახოს არ აქ უფლება ჩვენ წინააღმდეგ ითამაშონ

fromanfield
მომხმარებელი

DIMAX777,
სახო ვერანაირად ვერ ითამაშებს ჩვენს წინააღმდეგ იმიტომ რო იჯარითაა და ჩვენ გვეკუთვნის.არსენალის ანალიზს და გარჩევას ვინც უყურა 3 ივე გოლში ბენტეკი იგებს თავით ბურთი მისდის ზაჰას ან თაუნსენდს და იტანენ.ბენტეკე საერთოდ უნდა გავთიშოთ თამაშიდან.

gio_chyoi
რედაქტორი

სახო დიდი დანაკლისი ექნებათ და უნდა გავუტანოთ ბევრი რა. სახლში კრისტალ პალასს როგორ ვერ უნდა მოვუგოთ. თან ამას თუ მოიგებენ ოთხეულში არიან ფაქტობრივად რა

reversi
მომხმარებელი

ლოვრენს შეუძლია ბენტეკესნაირი ფორვარდების წინააღმდეგ იდეალურად თამაში მაგალითისთვის აგერ ლუკაკუა ერთი ბურთიც კი ვერ მოუგო მეორე სართულზე დერბიში მთავარია კონცენტრაცია არ დაკარგონ როგორც ჩვევიათ ხოლმე თორე მანჩოს აგერ იბრა დაემტვრა დარჩნენ ამ მაზილა რაშფორდის და *ლეობიძია პოგბას იმედად ;დ

პლიუს არსენალი უკვე ჩამოწერილი მგონია ასე რომ სიტია ერთი კონკურენტი მესამეზე უნდა გავიდეთ წელს

johnson
ადმინისტრატორი

დიდი ხანია პალასს არ წაუგია თან და დრო მოვიდა გვჭირდება ეს მოგება ძალიან 1

3100 14

liverpool-fan
VIP Member

gilocav guga 3101 gaxda )) meti da meti dzmao

saxoze dzaan ragacnairad achikchikda iqneb daabrunos

Capitan
მომხმარებელი

სახო არ ყავთ ანუ დაცვაში პრობლემები დიდია იტოკში ვფიქრობ გოლები ბევრი გავა 2ვეს დაცვაში გვიჭირს... არაფერი იწერება მატიპზე? ლუკასზე მაინც? გრუჩი მინდა ძირითადში :@

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

ბენტეკე სუფთაა მაზილაა,კლოპი გააჩერებს მაგას..ნუ უეჭველი მსაგებია კრისტალტან და მოვიგებთ კიდეც

GoGson
მომხმარებელი

yvelas gisurvebt bichebo iset liverpools...rogorzec aseti tamashis win msgavsi garchevebi da nerviuloba ar iarsebebda, ubralod chveni golebis raodenobas, ricxvebshi chamovwerdit 3dan zevit ❤

liver.sosoia
მომხმარებელი

გავარღვიოთ შუაზე კრისტალ პალასი კლოპ ჩაუდე ხახაში მაგ თავსირებს

ეს 3 ქულა ჰაერივით გვჭირდება კლოპ მოუგე მაგ ჩათლახებს

DIVOK ORIGI 007
VIP Member

დაბრუნეთ სახო გავყიდოთ კლავანი და +1 ცენტრ მცველი

STEVEN8
მომხმარებელი

ამ თამაშში შეტევა მოიგებს.

liverpool515
VIP Member

მემგონი დააბრუნებს სახოს ზაფხულში

lashafss
მომხმარებელი

მე მგონია სანახაობრივი თამაში იქნება ძალიან თან : ) იქნება გოლები და იმედი მაქვს ლივერპული გაიტანს უფრო მეტს ვიდრე გაუშვებს : )

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

სამშაბათი, 22:45 სთ.


  • მარიბორი
  • VS

    17.10.2017


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    14.10.2017


  • მანჩესტერ იუნაიტედი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ფილიპე კოუტინიო

მეტოქე - მანჩესტერ იუნაიტედი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze