კლოპი : ჰარტი ფანტასტიური მეკარეა

ავტორი: johnson, 21-04-2017, 22:14, კატეგორია - სიახლეები, 681, 12


"ლივერპულს" რომ მეკარის პოზიციაზე პრობლემები აქვს, ეს გულშემატკივრებისთვის ახალი ამბავი სულაც არაა. სიმონ მინიოლეს არასტაბილური თამაში გუნდს არაერთხელ დაუჯდა დაკარგულ ქულებად. გასულ ზაფხულს გაფორმებული ლორის კარიუსის სადებიუტი სეზონი "ენფილდზე" კი არც თუ წარმატებული გამოდგა.

ამ ყველაფრის ფონზე, ბრიტანულმა მედიამ მერსისაიდულ გრანდს კიდევ ერთი კიპერი - ჯო ჰარტი დაუკავშირა. როგორც იცით, ინგლისელი ამჟამად "ტორინოშია" განათხოვრებული. დიდი ალბათობით, ის ზაფხულში კლუბს შეიცვლის.

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი კი აცხადებს, რომ გუნდი მეკარის პოზიციაზე გაძლიერებას არ გეგმავს :

"ყოველთვის ვფიქრობთ გუნდზე და განსაკუთრებით მეკარეებზე. თქვენ ჯო ჰარტზე მეკითხებით ? როგორც წესი, მე არ ვაკეთებ კომენტარს სატრანსფერო ჭორებზე, თუმცა ამ შემთხვევაში შემიძლია გიპასუხოთ. ჰარტი ფანტასტიური მეკარეა და მის კვალიფიკაციაში ეჭვი არ მეპარება, თუმცა ჩვენ გვყავს მაღალი დონის მეკარეები.

ამჟამად გუნდში ორი ძალიან ძლიერი კიპერია. გარდა ამისა, დენი უორდი "ჰადერსფილდში" ბრწყინვალე სეზონს ატარებს. ის ჩვენი ფეხბურთელია, მომდევნო სეზონიდან აქ იქნება და დანარჩენებს სერიოზულ კონკურენციას გაუწევს.

იზრდებიან შესანიშნავი ახალგაზრდები, რომლებაც წელს წინ დიდი ნაბიჯები გადადგეს - კამილ გრაბარა და კევინ კელეჰერი. ასე რომ, მეკარეებთან დაკავშირებით ყველაფერი რიგზეა." 

კომენტარები


johnson
ადმინისტრატორი

მაგარი ჯიუტია დარჩენილ მატჩებში რო ყველა დარტყმული გაუშვას მინიოლემ ეს მაინც არავის დაიმატებს. მე მაინც ვფიქრობ რო ტურნედან მოყოლებული კარიუსი იქნება პირველი მეკარე

gio_chyoi
რედაქტორი

johnson,
მეც ეგრე ვფიქრობ. ეს დიდი გაკვეთილი იყო კარიუსისთვის და ეხლა ბოლო ერთ-ორ თამაშში ალბათ დააყენებს და მერე უკვე ტურნეებიდან მოყოლებული კარიუსი იდგება მომავალი წლები და მინოლე შეილება მომავალ წელს წავიდეს

liverpool-fan
VIP Member

ციტატა: johnson
მაგარი ჯიუტია დარჩენილ მატჩებში რო ყველა დარტყმული გაუშვას მინიოლემ ეს მაინც არავის დაიმატებს. მე მაინც ვფიქრობ რო ტურნედან მოყოლებული კარიუსი იქნება პირველი მეკარე

mec egre mgonia ro karius daayenebs da minoles tasebze da ligaze daayenebs

LUIS SUARES 001
VIP Member

ვნახოთ რა იქნება მომავალ სეზონს.კარიუსი თუ მილი

Capitan
მომხმარებელი

კარიუსი იქნება ეპლში მინოლე ლიგაზე უორდი თასებზე

bati_gol
მომხმარებელი

Mინოლე ცუდი მეკარე არაა მტავრია დასტაბილურდს

GoGson
მომხმარებელი

es britaneli jurnalistebi ra plastinkebs atrialeben bliad.. xan modiso hartio, xan arao, xan shetavazes tanxa ukveooo..karoche ra :d

ise minolec da karic mecodeba zamenistvis da gavyidot minole... da *ცენზურა*gu davitriot.. darchenili tanxa uket gamoviyenot mere

si.rigu

gio_chyoi
რედაქტორი

სიმართლე რო ვთქვა ის უორდიც არაა ცუდი მეკარე და მაგის თასებზე გაფუჭება არ შეიძლება გაყიდონ ჯობია ერთი 5 მილიონი კი უნდა აიღონ და ჯობია გაყიდონ

DIVOK ORIGI 007
VIP Member

მე მინოლეს ჩ.ლიგაზეც ვერ ვენდობი

STEVEN8
მომხმარებელი

აუ დავიღალე ამ თემით რა. არ მოვა ეს მეკარ და რაღას წერთ :დ

liverpool515
VIP Member

მეც ვთვლი რო მეკარის დამატება არაა საჭირო

Joker
მომხმარებელი

მინოლეს სტაბილურობას რამდენიმე წელია ველოდებით და არც მაქ იმედი რო დასტაბილურდება, ასე რო ჯობია ჰარტი დავიმატოთ.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

კვირა, 20:30 სთ


  • ბორნმუთი
  • VS

    17.12.2017


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    13.12.2017


  • ვესტ ბრომვიჩი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ევერტონი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze