"ლივერპული" : "კრისტალ პალასი" (პრევიუ)

ავტორი: johnson, 22-04-2017, 15:52, კატეგორია - სიახლეები, 898, 14


პრემიერ ლიგის 34-ე ტურში "ლივერპული" საკუთარ მოედანზე "კრისტალ პალასს" მიიღებს. შეხვედრა თბილისის დროით 19:30 წუთზე დაიწყება.

მომავალ მატჩს გუნდები შემდეგნაირი მდგომარეობით ხვდებიან :

* "არწივებთან" გუნდს კვლავ ვერ დაეხმარებიან ჯორდან ჰენდერსონი და ადამ ლალანა.

* ჯერ უცნობია მზად არიან თუ არა სათამაშოდ ჟოელ მატიპი, ლუკას ლეივა და რაგნარ კლავანი. როგორც ცნობილია, მათ ტრავმების გამო ვარჯიშის გამოტოვებდა მოუხდათ.

* ხვალ სტუმრები მამადუ სახოს გამოყენებას ვერ შეძლებენ, რადგანაც ის "ლივერპულმა" იჯარით გაუშვა "პალასში".

* დიდი ალბათობით, ლონდონელებს ვერც ლოიკ რემი, ჯეიმს ტომკინსი და ჯეიმს მაკარტური დაეხმარებიან.


სტატისტიკა & ფაქტები
* ამ გუნდების უკანასკნელი 4 დაპირისპირებიდან 2 "წითლებმა" მოიგეს, ორი კი "არწივებმა". აღსანიშნავია, რომ "ლივერპულმა" საკუთარ კედლებში "პალასთან" ბოლო ორი მატჩი წააგო.

* შეგახსენებთ, რომ იურგენ კლოპმა მერსისაიდელთა თავკაცის როლში პირველი მატჩი სწორედ ლონდონელებთან წააგო.

"ლივერპული"
* უკანასკნელი 7 მატჩიდან "წითლებმა" 5 მოიგეს, 2 კი ფრედ დასრულდა.

* კლოპის შეგირდების ანგარიშზე უკვე 66 ქულაა. განვლილი სეზონის ბოლოს მათ 60 ქულა ჰქონდათ მოპოვებული.

* "ენფილდზე" ჩატარებული ბოლო 24 მატჩიდან "ლივერპულმა" მხოლოდ 1 წააგო - 15 მოგება და 8 ფრე.

* აღსანიშნავია, რომ 5 შეხვედრა "წითლებმა" ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფ გუნდებთან დათმეს.

* კლოპის მოსვლის შემდეგ, "ენფილდზე" კარის მშრალად შენახვა მხოლოდ "მანჩესტერ იუნაიტედმა" შეძლო.


"კრისტალ პალასი"
* მერსისაიდელთა მსგავსად, ბოლო 7 მატჩიდან "არწივებმა" 5-ის მოგება შეძლეს - 1 ფრე და 1 მარცხი.

* უილფრიდ ზაჰას ანგარიშზე 9 საგოლე გადაცემაა. ამ მაჩვენებლით პრემიერ ლიგაში ის მხოლოდ კევინ დე ბრუინს ჩამორჩება(10).

* "ლივერპულის" წინააღმდეგ "ენფილდზე" ჩატარებულ ბოლო 2 შეხვედრაში კრისტიან ბენტეკემ 3 გოლი გაიტანა.

* ჯეისონ პანჩონმა მეტოქის კარისკენ 38-ჯერ დაარტყა, თუმცა 1 გოლის გატანაც კი ვერ შეძლო.

მთავარი მსაჯი - ანდრე მარინერი

ექსპერტის პროგნოზი - 3:2

პირდაპირი ტრანსლაცია - Sky Sports 1 HD, Silk სპორტი HD1, Liverpoolfc.ge, МАТЧ! Футбол 1

კომენტარები


DIVOK ORIGI 007
VIP Member

კაია რომ სახო არიქნება ჰალს როცა შევხვდებით არც მარკოვიჩს მიეცემა ხო თამაშის უფლება?

სქაუზერი123
მომხმარებელი

უნდა მოვიგოთ რა თუ გვინდა 4 -ეულში შესვლა თუ მოვიგებთ ალბათ 70 % ით შევალთ ოთხეულში

DIVOK ORIGI 007,
მარკოვიჩი ჰალიშია

gio_chyoi
ჟურნალისტი

უნდა მოიგონ როგორმე და დიასვენებენ რა. მერე ჩვენი გამსწრები აღარ იქნება აღარავინ

liverpool-fan
VIP Member

ციტატა: DIVOK ORIGI 007
კაია რომ სახო არიქნება ჰალს როცა შევხვდებით არც მარკოვიჩს მიეცემა ხო თამაშის უფლება?

Haltan satamasho agar gvaq wels

liverpool515
VIP Member

მარინელი არაა ცუდი მსაჯიიი და პროგნოზსაც ვეთანხმები ბრძოლა იქნება

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

gio_chyoi,
მერე უკვე თავი ქუდში გვექნება და ეგ იქნება..ექსპერტის პროგნოზი მომწონს ძალიან :) სახო მაგრა დაალდება პალასს ..ეგ განათხოვრებულების წესი ზაან საკაიფოა...

STEVEN8
მომხმარებელი

ამათ და უოტფორდს უნდა მოვუგოთ ნუ მიდლზბროსაც რათქმაუნდა

liver.sosoia
მომხმარებელი

დედის პირი უბდა გაუხიოთ ამ *ცენზურა*ებს

Capitan
მომხმარებელი

კარგი თამაში გველოდება და მომკალი და მგონია რო გოლს არ გავუშვებთ :D

GoGson
მომხმარებელი

ise es matipic dzaaan starijoobas awvebaa

STEVEN8
მომხმარებელი

GoGson,
კი ტრამვიანია ეგეც :/

Daniel3-YNWA
მომხმარებელი

პროგნოზს ვეთანხმები მოვიგებთ დიდი ალბათობით კარს მშრალად ისევ ვერ შევინახავთ სავარაუდოდ

luka1
მომხმარებელი

უნდა მოვიგოთ

skylark
მომხმარებელი

მოკლედ შანსი არ გვაქვს, ვერ მოვხვდებით ოთხეულში...
გუნდი ერთზე მეტ ზუსტ დარტყმას რომ ვერ განახორციელებს ე.ი. ტრაკშია საქმე და დარხეულია...

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი, 20:00 სთ.


  • ჰერტა
  • VS

    29.07.2017


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლესტერი
  • 1:2

    22.07.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი

მატჩის საუკეთესო

ფილიპე კოუტინიო

მეტოქე - ლესტერი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze