ფრანკფურტიდან "ენფილდამდე" - ნაწილი I

ავტორი: johnson, 22-04-2017, 17:54, კატეგორია - სიახლეები, 466, 7


2014 წლის ზაფხულში "ლივერპულმა" ემრე ჩანი გაიფორმა. პირველივე მატჩებში, ახალგაზრდა გერმანელი საკმაოდ იმედისმომცემად გამოიყურებოდა. ის მალე გახდა გუნდის ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე და მნიშვნელობა არც კლოპის "ენფილდზე" მოსვლის შემდეგ დაუკარგავს.

ერთ-ერთი პირველი, რაც ჩანის სახელის ხსენებისას თავში მოგვდის ეს უნივერსალურობაა. როჯერსმა ის საყრდენ ნახევარმცველად, მარჯვენა მცველად და ცენტრ. მცველად ათამაშა. კლოპმა კი მიმდინარე სეზონში მას box-to-box ნახევარმცველის როლი მოარგო.

ალბათ ბევრმა არც იცოდით, რომ ემრე 6 წლის ასაკში ფრანკფურტის ერთ-ერთ კლუბში შემტევი ნახევარმცველი იყო. მოგვიანებით "აინტრახტის" მაისური მოირგო, სადაც საყრდენის ფუნქციები შეითავსა, ამის შემდეგ კი უკვე "რეკორდმაისტერში" ჩაირიცხა.

"მიუნხენის "ბაიერნში" 15 წლის ასაკში მივედი და პირველი წელი ცენტრალური მცველის პოზიციაზე ვითამაშე. ბევრ პოზიციაზე მითამაშია და გულახდილად გეტყვით, მირჩევნია ნახევარდაცვაში ვიყო. აქ მუდამ რაღაც უნდა აკეთო - აკონტროლო თამაში, გააკეთო გრძელი გადაცემები, დაარტყა, შეუტიო და დაიცვა. სწორედ ამიტომ მომწონს ეს ზონა. ჩემი მთავარი მიზანი ყოველთვის თანაგუნდელთა დახმარებაა. ნახევარდაცვაში კი ეს ყველაზე მეტად შეიძლება."


"მე ყოველთვის ძალიან თავდაჯერებული ვიყავი. პროფესიონალად ნახევარდაცვაში ჩამოვყალიბდი, თუმცა შევძელი ასევე კარგად მეთამაშა დაცვაში. ეს მწვრთნელის გადასაწყვეტია. ასე მოხდა "ლივერპულშიც". მშობლები მეუბნებიან, რომ ყოველთვის მსურდა ფეხბურთის თამაში - დამეძინა ბურთთან ერთად და ყველაფერი მასთან ერთად მეკეთებინა.

ფეხბურთელობაზე ვოცნბებობდი. ეს იყო ჩემი მიზანი, მახსოვს დედა მიყვებოდა თუ როგორ ვთამაშობდი ქუჩაში დღეში 8-9 საათის განმავლობაში. ყოველთვის ვთამაშობდი ბიჭებთან, რომლებიც ჩემზე ორი, სამი და ოთხი წლით უფროსები იყვნენ. მშობლები მუდამ ჩემს უკან იდგნენ და ახლაც ასეა. მათ ჰქონდათ ფული, თუმცა არა ძალიან ბევრი. ვიცოდი მათთვის ეს რთული იყო. საბოლოოდ, მე პროფესიონალი ფეხბურთელი ვარ და მინდა მათ ეს ამაგი გადავუხადო."


"ის აქ ვერ ითამაშებს, ის ძალიან კარგია ჩვენთვის" - სწორედ ეს უთხრა ემრეს მშობლებს პირველმა მწვრთნელმა, რომელმაც ჩანის თამაში იხილა. "აინტრახტმა" დაინახა ეს პოტენციალი, გაიფორმა ის და 3 წლის შემდეგ გერმანული ფეხბურთის ფლაგმანს მიჰყიდა.

"ამის შემდეგ, 6 წლის განმავლობაში, მე ყოველთვის 1 წლით დიდებთან ერთად ვმუშაობდი. ჩემთვის ყველაზე რთული "ბაიერნის" ახალგაზრდული გუნდიდან მეორე გუნდში გადასვლა გამოდგა. ეს იყო ბავშვთა ფეხბურთიდან გადადმული დიდი ნაბიჯი კაცების ფეხბურთისკენ.

ბავშვობაში ვახერხებდი 4-5 მოწინააღმდეგესთან გამკლავებას, ახლა კი სხვაგვარად იყო. უფრო მეტი პასი უნდა გამეკეთებინა, ჭკვიანური ფეხბურთი მეთამაშა და ბევრი რამ მესწავლა. ერთი წლის შემდეგ ყველაფერი გამომდიოდა. იმ წელს დიდი ნაბიჯი გადავდგი წინ. ვფიქრობ, საქმეს თავი კარგად გავართვი."

 
2015/16 წლების სეზონის საუკეთესო მატჩი უდავოდ "ლივერპულისა" და "ბორუსიას" დაპირისპირება იყო, რომელიც მასპინძელთა გამარჯვებით 4:3 დასრულდა. აღნიშნულ შეხვედრაში ჩანმა კოჭის ტრავმა მიიღო და მოედნის ნაადრევად დატოვება მოუხდა. დაზიანების გამო ის თამაშს რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ ახერხებდა.

ევრო 2016-ის გამო ემრე "წითლებს" პრე სეზონის დასკვნით ეტაპზე შეუერთდა. ცხადი იყო, სეზონის სტარტზე ის ძირითად შემადგენლობაში ვერ მოხვდებოდა. საბოლოოდ კი ისე გამოვიდა, რომ იურგენ კლოპის ახალ ტაქტიკაში საყრდენი ნახევარმცველის როლი ჯორდან ჰენდერსონმა მოირგო, მის წინ კი ადამ ლალანა და ჟორჟინიო ვეინალდუმი განლაგდნენ.

"ჩემს კარიერაში იყო მომენტები, როცა 3-4 თვის განმავლობაში ვერ ვთამაშობდი კარგად. ეს ადვილი არ იყო, რადგან ამ დროს ზეწოლის ქვეშ ხარ და შეცდომების გეშინია. ეს პერიოდი ყველამ უნდა გაიაროს. ახლა თავს უკეთ ვგრძნობ. უნდა ვიფიქრო, რომ ჩემს საუკეთესო ფორმას ვუბრუნდები. ვფიქრობ, ამას თქვენ მოედანზეც ხედავთ.

ფეხბურთში ყველაფერი ჩვენს გონებაში ხდება, ვარჯიშებზე, თამაშისას... მენტალურად ძალიან ძლიერი უნდა იყო. ასეთია ფეხბურთი. ვფიქრობ, ფეხბურთს ჯერ შენი თავით თამაშობ და შემდეგ ფეხებით. ყოველ ვარჯიშზე რაღაც ახალს სწავლობ. ინგლისში ვისწავლე, რომ უფრო სწრაფად უნდა ვითამაშო და უფრო მეტი უნდა ვირბინო. აქ ფეხბურთი გერმანულისგან განსხვავებულია. პრემიერ ლიგაში შენ 100%-ით ფორმაში უნდა იყო." 

კომენტარები


LUIS SUARES 001
მომხმარებელი

ეგ მაგარი მებრძოლო კაცი გვყავს რა..

STEVEN8
მომხმარებელი

ეს კიდევ მოუმატებს უძლიერესია

fromanfield
მომხმარებელი

ეს არის ლივერპულის მომავალი კაპიტანი

johnson
ადმინისტრატორი

ჰენდერსონის "ზამენობა" არ უნდა უფრო ეგააა მიზეზი კონტრაქტის არ გაფორმების ჩემი აზრით

gio_chyoi
VIP Member

დატოვებენ ამას მომავალ წელს იმდენ თასზე მოგვიწევს თამაში ფართო შემადგენლობა დაგვჭირდება. ამას და ჰენდერსონს დიდი კონკურენცია ექნებათ შემდეგი წლიდან

Capitan
მომხმარებელი

ემრემ მოუმატა ბოლო ტურებია ძალიან კარგია 1ველი წრე საშინელი ქონდა ახლაგაზრდაა ჯერ მოუმატოს და დარჩეს არა პრობლემა

GoGson
მომხმარებელი

ena rato ar momtydeba dzirshiii amis gashvebas ro vitxovdi :ddddddd

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

ოთხშაბათი, 14:00 სთ.


  • სიდნეი
  • VS

    24.05.2017


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 3:0

    21.05.2017


  • მიდლსბრო
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჟორჟინიო ვეინალდუმი

მეტოქე - მიდლსბრო


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze