კლოპი: არ დავნებდებით!

ავტორი: გიორგი ყუშიტაშვილი, 24-04-2017, 17:30, კატეგორია - სიახლეები, 827, 15


"ლივერპულის" შვიდმატჩიანი წაუგებელი სერია გუშინ კრისტალ პალასის ბელგიელი თავდამსხმელის, კრისტიან ბენტეკეს, მიერ ენფილდზე გატანილმა ორმა გოლმა შეწყვიტა.

"წითლები" სეზონის ბოლოს პრემიერ ლიგის ოთხ საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრას ცდილობენ და თითოეული ქულის მოსაპოვებლად თავდაუზოგავად იბრძვიან, თუმცა ფელიპე კოუტინიოს ჯარიმიდან გატანილი ლამაზი გოლი გუშინდელი თამაშის მოსაგებად საკმარისი არ აღმოჩნდა.

კლოპმა თამაშის მერე აღიარა, რომ ეს მარცხი მთლიანად მის და მისი გუნდის კისერზეა, თუმცა აღნიშნა, რომ ახლა გაჩერების დრო არაა და რომ ბიჭებმა დარჩენილ ოთხ თამაშში გააფთრებით უნდა იბრძოლონ სანუკვარი მიზნის მისაღწევად.

რას ფიქრობს თამაშზე...

თამაშამდეც ვთქვი და კარგადაც ვიცოდით, რომ "კრისტალ პალასი" დასამარცხებლად მარტივი გუნდი არ იყო. სამი რამ განსაკუთრებით კარგად გამოსდით. ჰენესის გრძელი პასები უნაკლო იყო. თუ თავდსხმელებმა ამ გადაცემის მიღება მოახერხა, უკვე დიდი საფრთხე იქმნება კართან. თუ გრძელ გადაცემას არ აკეთებენ, მაშინ ბურთს ფლანგზე ათამაშებენ, საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს კი კრისტიან ბენტეკე ელოდება. თანაც გუნდი ძალიან კარგად თამაშობს კონტრშეტევაზე. ეს ყველაფერი ვიცოდით, ამიტომ ბურთს თავიდანვე ჩვენ ვაკონტროლებდით და სახიფათოდაც ვუტევდით. ვიცოდით, რომ ყოველი დაკარგული ბურთი მეტოქის კონტრშეტევასა და მეტოქის გრძელ პასს უდრიდა. ვიცოდით, რომ საჯარიმოში ბენტეკესთან თამაში მარტივი არ იქნებოდა, ამიტომ მაქსიმალური ყურადღებით იყო თამაში საჭირო. და ვფიქრობ, თავი კარგად გავართვით, თუმცა ისიც ვიცი, რომ იდეალურად არ გვითამაშია.

მესმის, საყურებლად კარგი თამაში არ ყოფილა, მაგრამ უნდა ვისწავლოთ, რომ შეიძლება ასეთი თამაშები სანახაობრივი არ გამოვიდეს, მაგრამ მათი მოგება მაინც შევძლოთ. როცა 1–0–ს იგებ და შეგიძლია მეორეც გაიტანო, უნდა გაიტანო, იმიტომ რომ მერე მეტოქე თამაშის სტილს შეცვლის, რაც იმ სივრცეებს მოგცემს სათამაშოდ, რომლებსაც მანამდე მოწინააღმდეგე არ თმობდა. ჩვენ კი პირიქით, არაფრიდან გოლი გავატანინეთ. ერთი გრძელი გადაცემა, ერთი ჩაწოდება და ბენტეკე მარტო დარჩა საჯარიმოში. არაფერი მაქვს სათქმელი, ასე თამაში არ შეიძლებოდა. გოლი გაგვიტანეს და უფრო თავდაჯერებულად დაიწყეს თამაში. თუმცა ჩვენ კიდევ არაერთი შესაძლებლობა მოგვეცა. ჯინი და ფილი ძალიან კარგად ათამაშებდნენ ბურთს, იქვე იყო რობერტოც, ეს შანსები უკეთ უნდა გამოგვეყენებინა. გვინდოდა დივოკი მეტად ჩაგვერთო შეტევებში, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. ბევრ მომენტში ერთი პასი აკლდა და მხოლოდ წესების დარღვევით თუ აართმევდნენ ბურთს. ესეც ბრწყინვალე შანსებს მოგვცემდა, მანამდე თავად ნახეთ როგორ ურტყამს კოუტინიო ჯარიმებს.

მაგრამ მერე ისევ არაფრიდან კუთხური ვაჩუქეთ "პალასს". უამრავჯერ გვისაუბრია სტანდარტულებზე, მაგრამ ჩამოწოდებული ბურთი თავის დროზე ვერ გამოვიტანეთ საჯარიმოდან და მეორე გოლიც გავუშვით. ამან თამაში კიდევ უფრო გაგვირთულა. ამიტომ ტაქტიკა შევცვალეთ. ტრენტი და ალბერტო შემოვიყვანეთ ფლანგებზე სათამაშოდ. გვყავდა მარკო გრუიჩიც მაღალი ბურთებისთვის. გვინდოდა რობერტოს უფრო მწვავედ ეთამაშა საჯარიმოში, ჯინის და ფილს საჯარიმოს მისადგომებთან უფრო ეაქტიურათ, მაგრამ როგორც ნახეთ, ნერვებმა გვიმტყუნა, დამატებით დროში განსაკუთრებით. შეკურლად ვეღარ ვთამაშობდით, ძალიან ბევრ ბურთს ვკარგავდით.

ამიტომ ბოლო ხუთ წუთში მომენტები აღარ გქვონია, მაგრამ მანამდე რობერტო იბრძოდა საჯარიმოში, ფილი იბრძოდა. თავად მითხარით, იყო თუ არა იქ პენალტი. ყველამ მითხრა, რომ იყოო. რომ დაცემულიყო, აუცილებლად პენალტი დაინიშნებოდა. არ დაეცა და არ დანიშნულა. საბოლოო ჯამში, ძალიან ვეცადეთ. შეიძლება ჩვენი ძალები ბოლომდე ვერ ვაჩვენეთ, მაგრამ ჩვენ ვეცადეთ. ბიჭები ცდილობდნენ. თუმცა რაც გვინოდოდა და როგორც გვინდოდა ისე არ გამოვიდა. ძალიან იმედგაცრუებულები ვართ ყველანი და გული გვწყდება გაშვებულ გოლებზე.

რა გველის წინ...

ცხოვრებაში თუ რამე მართლა ვიცი და გამომიცდია, ეს დაცემის მერე ფეხზე წამოდგომაა. დღემდე არაერთხელ დავცემულვარ, მაგრამ ეს არაფერია. თამაშის მერე ბიჭებს ველაპარაკე და ვუთხარი, რომ ყველანი ძალიან გულდაწყვეტილები ვართ, შეცდომები საკმარისად დავუშვით და ასეთი მარცხის მერე სწორედაც რომ ასე ცუდად უნდა ვგრძნობდეთ თავს. უმიზეზოდ არაფერი ხდება და ახლა ზუსტად დღევდანდელი მარცხის მიზეზებზე უნდა ვფიქრობდეთ.

მაგრამ ხვალ დილით უკვე ვარჯიში გვაქვს. ხვალინდელი დღე და ერთი თვე. ერთი დიდებული თვე და ოთხი თამაში. ამიტომ არ ვნებდებით. ერთი რამ უნდა ვისწავლოთ: დღეიდან ფეხბურთი მხოლოდ სიამოვნებისთვის აღარ უნდა ვითამაშოთ. დღეს ვატყობდი ბიჭებს, როგორ უნდოდათ გუშინდელი თამაშისგან სიამოვნების მიღება, მაგრამ არ გამოუვიდათ. ამიერიდან საქმე სერიოზულადაა. თითოეულ ჩვენგანს თავის საქმე აკისრია და რაც არ უნდა მხოდეს ამ საქმეს შესრულება უნდა.

ვიცნობ ისეთ ხალხს, ვინც უკვე იძახის: "ო, არა! ჩემპიონთა ლიგა ისევ ხელიდან გვეცლება". არა! ხელიდან გამოგვეცლება, მხოლოდ მაშინ როცა მას ხელს გავუშვებთ. ჩვენ კი აუცილებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ რათა ბოლომდე გამოვწუროთ ამ სეზონს ყველაფერი, ყველაფერი რისი გამოწურვაც შეიძლება. ცხადია მარტივი არ იქნება, მაგრამ ეს ჩვენთვის ახალი ამბავი არაა.

სავარაუდოდ მომდევნო თამაშში ადამ ლალანა დაგვიბრუნდება, რაც ბევრ რამეს ცვლის. ხუთი–ექვსი დღე გვაქვს მოსამზადებლად და მერე უკვე პირველი თამაში იმ დიდებული ერთი თვისა. ვიცით, "უოტფორდთან" თამაში მარტივი არაა, მაგრამ ისიც ვიცით, რომ შეგვიძლია მოგება და ჩვენთვის ეს სრულიად საკმარისია.

დაცვაში დაშვებულ შეცდომებზე...

კრისტიან ბენტეკე გასაოცარი თავდამსხმელია და ამაში ეჭვი არავის ეპარება, მაგრამ ისე თამაშის საშუალებას თუ მისცემ, როგორც პირველი გოლის დროს ჩვენ მას მივეცით, არა მგონია გოლის გასატანად რაიმე განსაკუთრებული ნიჭი და თვისება დასჭირვებოდა. შეიძლება ბევრ სხვა თავდამსხმელს იმ მომენტში გოლი ვერ გაეტანა, მაგრამ ჩვენი შეცდომები მაინც აშკარაა. ორივე გოლი ჩვენსავე კისერზეა და ამას ვერ გავექცევით.

კომენტარები


Xabii
მომხმარებელი

რა უნდა თქვას ახალი, მერამდენე წელია პრემიერ ლიგის რობინ ჰუდის სტილში ვართ და არაფერი არ იცვლება და არ შეიცვლება, სანამ სატრანსფერო პოლიტიკა არ გამოსწორდება.

lalana20
მომხმარებელი

ციტატა: Xabii
რა უნდა თქვას ახალი, მერამდენე წელია პრემიერ ლიგის რობინ ჰუდის სტილში ვართ და არაფერი არ იცვლება და არ შეიცვლება, სანამ სატრანსფერო პოლიტიკა არ გამოსწორდება.

GoGson
მომხმარებელი

ise penali martla iyoo.... xo sheidzleba ertxel chvens sasargeblod daushvas msajma shecdoma...ddshvc

Kabula 543
მომხმარებელი

Sheni tavi ar gezizgeba bliad???2

L-F-C
მომხმარებელი

მერამდენე ასეთი მატჩი უკვე ამ სეზონში, 50 წელი საუბარი კიარა დროზე გავიდეს ეს სეზონიი და გუნდი გაძლიერდეს დიდი მიზნების მისაღწევად, დროა უკვე

zuzu1989
მომხმარებელი

ძალიან, ძალიან დამწყდება გული ლიგის მიღმა , რომ დავრჩეთ, თუმცა ამავდროულად არ მექნება უამრავი არგუმენტი იმის დასამტკიცებლად თუ რაოდენ ვიმსახურებდით ჩვენ ამას...მიუხედავად ყველაფრისა იმედს არ ვკარგავ და მჯერა , მომავალ წელს სწორედ ლივერპული დაიკავებს მეოთხე ადგილს.

LUIS SUARES 001
VIP Member

დედა ტერეზა..ითამაშეთ თქვე დედა მო*ცენზურა*ულებო წესიერად და აღარ მოიხდით ბოდიშებს.

liverpool-fan
VIP Member

fizikurad ar iyo gundi mzad mosagebat dznelia amdeni tanagundeli tramvirebuli gyavdes da yvela matchi kargad chaataro klopis da gudis brali roa wageba es yvelam vicit aba me ra davashave? ubralod sachiroa gundi ligaze gavides ro ver gavidet eg 200 milioni oxrad dagvrcheba arcerti varskvlavi ar gadmova

liverpool515
VIP Member

ვესტ ჰემთან გაგვიჭირდება ყველაზე მეტად ეგეთ ვირ გუნდებთან ვერ ვთამაშობთ

Capitan
მომხმარებელი

არაფრისგანო კლოპი რო ამბობს მეცინება... სეზონის დასაწყისში კარგად იცოდა მცველების ამბავი ნახევარი სეზონის მერე ხო მაინც იცოდა სახო ნახევარი სეზონის მერე მაინც ეთამაშებინა თან თქვა მეორე შანს მივცემო იმიტომაც ამბობს ჩემი ბრალიაო ადვილად შეხედა პრემიერ ლიგას... ახლა 4ეული ჩვენზე არა დამოკიდებული უბრალოდ ასეთ სიტვაციაში ჩვენით ჩავიგდეთ თავი იმედია დარჩენილ შეხვედრებს მოიგებენ

phoenixx
მომხმარებელი

ატრაკებს კლოპი მაგრად რაც ხდება ყველაფერი კლოპის ბრალია წოტფორდმაც კი 100 მილიონი დახარჯა ზაფხულში და კლოპმა რა გააკეთა ან ზამთარსი რატო არ გააკეთა არცერთი ტრანსფერი პაიე მაინც ეყიდა მარა არ ჯდებოდა ეტყობა მის სქემაში ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვა კლოპმა. ბენტეკე გაუშვა შკრტელი გაუშვა სახო გაუშვა ალენი გაუშვა( ლეივა დატოვა) . არავინ იყიდა აგერ კანტე ეყიდა პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი არც ჩელსი იყო ლიგაზე მარა იყიდა ყველამ აჯობა კლოპს ტრანსფერებში ლივერპული უკვე ჭ კლასის გუნდს გავს და ეს კლოპის ბალია არსენალთან მატჩის მერე 4-3 თქვა რო ეს გუნდი ჩემი გუნდია და შედეგი მომთხოვეთო ჰოდა ლიგაზე თუ ვერ გავიდა უნდა გააჯმევინონ.

lashafss
მომხმარებელი

phoenixx,
უამრავ რამეში არ გეთანხმები, თითქმის არაფერში , გარდა იმისა რომ ზამთარში უნდა დაემატებინა შემტევი... სადიო მანე და ვეინალდუმი, ამაზე უკეთ ვინ ითამაშა ამ სეზონში ახალ გუნდში ?

seyter.1
მომხმარებელი

მოდი იდი ნა .უი რაა, ფარჩაკი მწვრთნელი, ამ ზაფხულს კიდევ ერთხელ გავძლიერდებით პერსპექტიული სასტავით და იმედია მაშინ მაინც მიხვდება ყველა რომ მაგარი უტრაკოა ეს ჩემისა

STEVEN8
მომხმარებელი

ეს კლოპის პირველი სრულფასოვანი სეზონია და კიდევ 5 სეზონი უნდ დარჩეს მინუმუმ. მე კლოპის მჯერა, მემგონი უკვე გაიგო ეპლ რა ხილია, გაიგო რომ 14 ფეხბურთელით ფონს ვერ გახვალ, მოიყვანს ზაფხულში ხალხს და ვნახავთ უფრო კარგ გუნდს დარწმუნებული ვარ.

Phil Coutinho
მომხმარებელი

მე მჯერა კლოპიშესი

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

კვირა, 20:30 სთ


  • ბორნმუთი
  • VS

    17.12.2017


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    13.12.2017


  • ვესტ ბრომვიჩი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ევერტონი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze