მოთმინება - წარმატების გასაღები

ავტორი: RUSH, 27-04-2017, 16:49, კატეგორია - სიახლეები, 880, 11


ჩვენ ვცხოვრობთ სწრაფად - ბევრი რამ დღეს მომენტალურად ხდება. ადამიანებმა პრაქტიკაში შემოიღეს რაიმე დიდი სურათის უგულებელყოფა და ვიწრო მოვლენებზე რეაგირება. საფეხბურთო სამყაროში ყოველ ჯერზე გუნდი ვერ გაიმარჯვებს, ეს კატასტროფაა - ცუდი თვეა და მოდით გავათავისუფლოთ მენეჯერი, ყველაზე მაღალი კომპეტენციის მქონე პირი. თუ 22 წლის ფეხბურთელი არ შეესაბამება დამაკმაყოფილებელ დონეს და დაუგროვდება მატჩების საკმაო რაოდენობა, ხალხი იტყვის, რომ ყმაწვილი სივცრის ნარჩენია (!) - უბრალოდ ვკითხოთ დივოკ ორიჯის ან ემრე ჩანს. "ლივერპულის" მხარდაჭერებს ეტყობა დავიწყებული აქვთ "ლივერპულის გზა". წარმატება არის ნიჭი, დისციპლინა, შრომა და უწყვეტობის კომბინაცია. ბოლო დროს რაფა ბენიტესს ნამდვილად ჰქონდა შანსი მოეგო პრემიერ-ლიგა ან გაეზარდა მათემატიკური პროგრესიით ტიტულთა ნუსხა. მოდით, გადავეშვათ წარსულის ოკეანეში და კიდევ ერთხელ ვიმოგზაუროთ, ხოლო შემდეგ ამაყად გავაკეთოთ დასკვნები კლოპის გუნდზე.

მემკვიდრეობა

ბენომ გადაიბარა გუნდი, რომელმაც წინა სეზონში დაიკავა მეოთხე პოზიცია, 15 ქულით ჩამორჩა მესამე ადგილოსან "მანჩესტერს", ხოლო ჩემპიონ "არსენალთან" 30 ქულას შეადგენდა ჰანდიკაპი. კლუბმა მხოლოდ 37 გოლი (ბოლო 20 წლის განმავლობაში საუკეთესო შედეგი) გაუშვა, რადგან ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო დაცვის წყვილი ჰყავდა - ჰიიპია და კარაგერი, მათ გარდა დიტი ჰამანს ეჭირა ცენტრი. გასაუმჯობესებელი მხოლოდ შეტევა გახლდათ, 55 გოლი, დამერწმუნებით, ძალიან ცოტაა. ლიგაში არსებულ ეტაპზე მხოლოდ 5 გუნდი დაიკვეხნიდა "შრომისუნარიანობით" - "ნიუკასლი", "არსენალი", "მანჩესტერი", "ლივერპული" და "ლიდს იუნაიტედი". ეს უკანასკნელი კი სწორედ იმ სეზონში დაქვეითდა ჩემპიონშიპში.

დასაწყისი

რაფა ბენიტესს ჰქონდა საკმარისი საზაფხულო სარგებელი, პირველი შენაძენი ხაბი ალონსო გახლდათ, შემდეგ "ოსერში" მფრინავი ჯიბრილ სისე და ლუის გარსია. კლუბი მხოლოდ ოთხმა ფეხბურთელმა დატოვა. "ლივერპული" დაჭრილი მგელივით იბრძოდა ესპანელის მესვეურობით, საბოლოო ჯამში 14 მარცხი იწვნია და მეხუთე ადგილს "ჩაეხუტა" (58 ქულა), თუმცა ეს ნაკლებად აინტერესებდა სქაუზერულ პუბლიკას, იმ წელსვე რაფამ ჩემპიონთა ლიგა მოიგო ყველა დროის საუკეთესო ფინალში. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ არა საფეხბურთო მეხსიერებისთვის, "ესპანიოლამ" დიდი განძი დატოვა, რომელზეც დრო მუდმივად ისაუბრებს. 




ფონდის ჩამოყალიბება

თავის მეორე სეზონში, ესპანელმა საიქიო გაწმინდა - 8 კაცი გაუყენა "ორღობეს"! მოვიდნენ ახალი სახეები: დირკ კიუიტი, პეპე რეინა, მომო სისოკო და პიტერ კრაუჩი. მისი მუშაობა უფრო და უფრო ინტენსიური გახდა, საბოლოო ჯამში 82 ქულას მოუყარა თავი და მესამე ადგილს დასჯერდა (მხოლოდ 25 გოლი გაუშვა), ასევე მოიგო ფა თასი, სადაც სტივი ჯიმ იფრინა...

2006 წლის ზაფხული უფრო დაკავებული იყო. ხელმძღვანელობა ეძებდა თავდასხმით პარამეტრებს: კრეიგ ბელამიმ და ჟერმეინ პენანტმა სერიოზული სისწრაფე შესძინა გუნდს. არბელოასა და მასკერანოს ტრანსფერებიც იმ სეზონს უკავშირდება, მხოლოდ ზამთრის სატრანფერო ფანჯარაზე. ისევ მესამე ადგილი და ამჯერად 68 ქულა ამშვენებდა რაფას სტატისტიკას.

არსებულ ნიშნულზე რომ შევჯერდეთ - ბენიტესმა საშინელი გუნდი სამ სეზონში "მოაფერიანა". მისი ხელწერა ყოველთვის უძლიერეს დაცვას ესაბამებოდა, მისი ფორმაციის "ლივერპულის" თავდაცვითი ატრიბუტიკა გადაულახავ ზღვრად რჩებოდა ნებისმიერი ევროპული გრანდისთვის. რაც შეეხება შეტევას, აქ დიდი ღრმულები შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანდა, წლების განმავლობაში გუნდის ბომბარდირი სტივენ ჯერარდი ხდებოდა, რომლის ფუნქციაც სავსებით არ წარმოადგენდა გოლების N რაოდენობით ყრას. რაფამ ასევე ერთი ლიგის ფინალიც ითამაშა და ორი ინგლისური თასი მოიგო.

ყურძენივით ტკბილი კლუბი

2007 წელს ტიტულზე პრენტენდირებისთვის, ხელმძღვანელობამ ფინალური რეპეტიცია გამართა. ფერნანდო ტორესი, რაიან ბაბელი და იოსი ბენაიუნი იმ დროისთვის კოსმიური თანხების სანაცვლოდ ჩამოვიდნენ მელვუდში, ხოლო შკრტელმა და ლუკას ლეივამ კრიტიკული პოზიციების უზრუნველსაყოფად "ლივერპულის" რიგები შეავსეს. ის იყო, ყველამ დაიჯერა "ლივერპულის" ჩემპიონობა, როდესაც კლუბი კიდევ ერთხელ ჩაფლავდა, მხოლოდ მეოთხე ადგილი!

შემდეგ 2008/09 წლების სეზონმა დააკაკუნა, ალბათ ყველაზე გულდასაწყვეტმა უკანასკნელი წლების განმავლობაში. უამრავი ფრე დაკარგულ ტიტულად დაგვიჯდა, მოპოვებული 86 ქულა კი სარეკორდო გახლდათ.

გამარჯვებულის მანტია მალევე მოისხა რაფამ, ჩემპიონთა ლიგის მოგებამ რაც არუნდა კომიკურად ჟღერდეს, ნეგატიური გავლენა იქონია საერთო საქმეზე. მას არც ფინანსები აკლდა, არც სქაუზერთა მხარდაჭერა, მაგრამ მაინც ვერ მოახერხა პრემიერ-ლიგის "დადება".

ეს გრაფა ნათლად წარმოგვიჩენს მის მოღვაწეობას 


კლოპთან შედარება

როდესაც იურგენ კლოპი დაინიშნა მენეჯერის თანამდებობაზე, "ლივერპული" მეათე ადგილზე მყარად "იჯდა" და სულს ღაფავდა ევროპა ლიგაზე. არა სრულ სეზონში გერმანელმა თასებზე მოახდინა კონცენტრაცია და ორი ფინალიც გამოიმუშავა, მაგრამ ორივეში დამარცხდა! ეს არის დიდი განსხვავება მას და რაფა ბენიტესს შორის, კლოპმა ვერ შეძლო საწყის ორ სეზონში მედლების მოპოვება, ფანების არსებული ულტიმატუმიც და კრიტიკაც ამ ფაქტს უკავშირდება. რაც შეეხება ბენიტესს, მან ნდობა დაუბრუნა ფეხბურთელებს და მაქსიმალური ავტომატიზირება გაუკეთა თავდაცვით იარაღს. ფაქტია, რომ ესპანელი ბევრად პრაგმატულ ჩარჩოებს ხაზავდა, მიუხედავად იმისა, რომ კლოპო გრანდებისგან ფერფლს არ ტოვებს.

ყველაფერი რაც შენ გჭირდება - მოთმინებაა

ჰერ იურგენმა პატიოსნად მიმართა ნაფიც მსაჯულებს (სქაუზერებს), რომ გაანალიზა ყველა პრობლემა და მზადაა ტიტულები მოუტანოს მერსისპირეთს. ყოველთვის ადვილია ნაფიც მსაჯულად და მაკრიტიკებელ უწყებად ყოფნა, თუმცა აუცილებლად დასანახია პროგრესი. იმედია გერმანელის მოგზაურობა იქნება ის მოგზაურობა, რომელიც მიგვიყვანს "დაპირებების კუნძულზე".


კომენტარები


Phil Coutinho
მომხმარებელი

მე მჯერა კლოპიშეს. ის აუცილებლად დადებს ტიტულებს 16 4

STEVEN8
მომხმარებელი

კარგი სტატიაა რაშ ასე გააგრძელე. კლოპის მეჯრა მეც, კიდევ 4 წელი ჩვენთან უნდა იყოს და დარწმუნებული ვარ მოვიგებთ ეპლს. შეტევა კარგი გვყავს, დაცვა დალაგდება ახალი ფეხბურთელები მოვლენ და გრანდს დავემსგავსებით.

GoGson
მომხმარებელი

am kacis da zogadad liverpoolis problema travmebi da skamis aryolaa... vajas leksi roa dachril arwivze aii eg ponti iyoo is avadsaxsenebeli 2 tve... pataraa yvavebma dagvkortnes roca davicherit , imis mere kide ertad vegar movuyaret tavi birtvs da fsikologiurma faktormac tavi ichina.umtavresad esaa mizeziii ratoc ar vart dges pirvelzee... da ara is ro sua, grizmani an msgavsi varskvlavi ar gvyavda. manamdee yvela gunds trusebi usveldeboda tamashis win ogond 1:0 mainc waegot datanxmdebodnen....mteli epli chvenze laparakobdaa... da eshmakebs bogmisgan rkebi ufro gaezardat , aristomratebs gipebi... . mitxarit tu vacharbeb. me mjera roufro dzlierebi davbrundebit

Capitan
მომხმარებელი

2007 წლის კამანდა მართლა სასწაული იყო ნეტა კიდე მოგვეგო მილანისთვის :((( რაფა <3 კლოპს რაც შეეხება არასდროს ყოლია ისეთი გუნდი რო ცოტას უშვებდა დურმუნდიშიც ასე იყო ბევრი გაქონდა ძალიან მაგრამ სულ უშვებდა... დაცვის საკითხზე უნდა იმუშაოს კლოპმა ამ სატრასნფერო ბაზარზე და მოდი ვაგიაროთ ამ სასტავით რას უნდა მიახწიოს კლოპმა ამაზე მეტი თან დაემტვრა სასტავი... ამ ზაფხულს ბევრი დაიხარჯება ისეთ სასტავს წერენ რო რავიცი მეიმედება კლოპი 19 წლისებზე იმდენად არ იწერება უკვე გამოცდილ ხალხზე მიდის ლაპარაკი წარმატებები კლოპს <3 სტივი მოიხოდება კლოპის წასვლის მერე.......

matiane qartlisai
მომხმარებელი

უკვე 7 წელია ვითმენთ და კიდე 15 წელი ვითმინოთ ბარემ რაგაცას მოვიგებთ! 8

liverpool-fan
VIP Member

1 da 57 kushi gvaq gasvlaze dzalian dabalia da eseti kushi ar tydeba xolme,mjeravs rom uotfordsac movugebt sotonsac da ligazec gavalt prosta gamoricxulia arsenalma da manchen qulebi ar dakargon dges manchesteri dakargavs kviras totenhemi- arsenalia da imedia mamlebi exla ar gamosterdebian da shans daitoveb eplistvis karoche 10 qulit ligaze vart 98 procenti

PRINCE
ტოპ კომენტატორი

წარსულთან შედარებას აღარ დავიწყებ, ისედაც პრობენიტესობას მწამებენ ხოლმე :D. ერთი ფაქტია, რომ ბოლო 25 წლის ყველაზე წარმატებული მწვრთელია ლივერპულის ისტორიაში და ამას ვერავინ შეცვლის. მეტის გაკეთებაც შეეძლო ბაზარი არაა, მაგრამ მისი მემკვიდრეები ახლოსაც არ ყოფილან მის მიღწევებთან. ინძაგის ხელით გატანილი გოლი რომ არა 2007 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ვინ იცის, იქნებ ათენიდანაც ლივერპულში ჩამოსულიყო ტიტული. 2008-2009 წლების სეზონში, ტორესის ტრავმა რომ არა, დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ჩემპიონობას ლივერპული იზეიმებდა. ნუ რაც იყო, იყო. იმედი ვიქონიოთ, რომ კლოპის წასვლის შემდეგ, გერმანელის მოღვაწეობიდან უფრო მეტი პოზიტიური მოვლენა გვექნება გასახსენებელი, რაფას ეპოქასთან შედარებით. ოღონდ ერთი რამე არ მესმის ხოლმე, ხშირად წამიკითხავს კომენტარებში კლოპს სამუდამო კონტრაქტი დაუდონო და ა.შ. აი რატომ წერთ ხოლმე ასეთ რაღაცეებს? საიდან ამხელა ნდობა? დორტმუნდში რომ წარმატებით იმიშუვა მაგითი ლივერპულს რა? ლივერპულში კლოპს ჯერ არაფერი დაუმტკიცებია და უამრავი კითხვის ნიშნები არსებობს. კლოპის მოყვანის ძირითადი ამოცანა იყო ის, რომ გუნდი სტაბილური გამხდარიყო, თორემ გრანდებთან ლივერპულს არასდროს შეურცხვენია თავი, არც როჯერსის ეპოქაში და არც დალგლიშის ბოლო სეზონში. ჩელსის, სიტის, არსენალს, მანჩესტერს, ყოველთვის ვჯობნიდით ბოლო წლებში ურთიერთშეხვედრებში. ტოტენჰემი კიდევ ლივერპულის ოფიციალური ძუკნა იყო, სადაც ვიჭერდით არაფერს ვტოვებდით მამლებისგან. გუნდი სტაბილური გახდა? ვერა. თვისობრივად რა შეიცვალა შარშანდელი სეზონის შემდეგ? ერთი ის, რომ მანეს დამატებით შეტევა უფრო სახიფათო გახდა, მეტი ვერაფერი. სეზონის ბოლოსკენ არადამაკმაყოფილებელი შედეგები ჯანდაბას ტრავმებს და გადაღლას დავაბრალოთ, მაგრამ მაშინ სეზონის დასაწყისში ბარნლისთან 2:0 წაგება რითი ავხსნათ? პირველ ტურში, არსენალთან 1:4 რომ მიგვყავდა ანგარიში, 2 გოლი რომ გავატანინეთ ბოლო ათ წუთში და გამარჯვება კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენეთ. ეგ ნორმალური იყო? ბორნმუთთან გასვლით მატჩს აღარ შევეხები. ლივერპულში კონცენტრაციის ნაკლებობა ყოველთვის იყო ბოლო წლებში და ახლაც არის, ამ მხრივ არაფერი გამოსწორებულა. კლოპის მუშაობას ჯერ-ჯერობით 10 ბალიანი სისტემით 7_ზე მეტით ვერ შევაფასებდი და ეს რიცხვი 5 გაუთანაბრდება თუ ოთხეულს მიღმა დავრჩებით. მინდა რომ ლივერპულის ფანები უფრო მეტად ცივი გონებით აზროვნებდნენ და ისე აფასებდნენ გუნდის მდგომარეობას. მეც მევასება კლოპის გოლის აღნიშვნების ყურება, მომწონს კოლორიტული პიროვნება რომაა, მომწონს მისი დამოკიდებულება ფეხბურთელებთან მიმართებაში, მაგრამ ამ ყველაფერმა ის არ უნდა დაგვავიწყოს ლივერპულში მისი მოყვანის მთავარი არსი რა იყო.

gio_chyoi
რედაქტორი

PRINCE,
მართალი ხარ და მოკლედ შემდეგი წელი კლოპისთვის გადამწყვეტი უნდა იყოს ან გვაჩვნებს ბოლო-ბოლო რამე თუ შეუძლია თუ არადა უნდა გაუშვან

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

ყველაფერს დრო ჭირდება და დადგება დრო როცა ჩვენც მოვიგებთ მალე..

giginio
VIP Member

კლოპი-ბენიტესი ნივა-რეინჯ როვერი

ბენიტესს ფული არ ქონდა და გუნ ს კრავდა ამას ფულაიქ და სირობეს, ხო ხედავთ ბენიტესის დროს 3-4 ფეხბურთელი მოდიდოა და ყველა ამართლებდა ეხლა მოდიან 10 აქეან 1 ამართლებს 2 საგინებელია 7 არენდაზე მიდის

chipe888
მომხმარებელი

რაც არ უნდა გასაკვირი იყოს კლოპი ჩემპიონობას ვერ მოგვიტანს და მართლა მინდა ვცდებოდე. მე ველოდები იმ ლივერპულს როცა ჯერარდი ჩაიბარებს და აკადემიის ბიჭებს მიაქცევს ყურადღებას თავსით მოვა ეპლიცც. არ მჯერა კატებიდან გამოქცეული ჰენდერსონის და სიტიდან გამოგდებული მილნერის. ჩემთვის ლივერპული ასოცირდება ჯერარდტან და კარაგერთან იმიტო რო ისინი აკადემიიდან იყვნენ და მთელ გულს დებდნენ თამაშში. დღეს არ მაქვს იმედი რო ვინმე გაისვრის და გამარჯვებას მოუტანს გუნდს. არ დამავიწყდება 2009 წელი 1 თამაში ასტონ ვილასთან 1-1 ბოლო წუთებზე ჯერარდამა ჯარიმა ისეთი გაიტანა რო რავიცი. კლოპი კაი მწვრთნელია მარა არა სულით და გულით ლივერპულელი. დაგლიშმა მოგვიტანა ბოლო ჩემპიონობა და ამას ველოდები ანუ როცა მოვა ჯერარდი. თუ ჩემი აზრი გაინტერესებს კლოპი თუ ბენიტესი RUSH ბენიტესი რაღა თქმა უნდა. ჯერ ტრანსფერეით და მერე შედეგით. ბენიტეს ერთი შეცდომა დაუშვა აკვილანით აპირაბირებდა ალონსოს ჩანაცვლებას. თამაშს იგებს ცენტრი მე ესე მესმის ყოველ შემთხვევაში. ბარსას შედეგი მესი და ვილა და ანრი არ იყო. ქრეატიული ცენტრი აკლია დღეს ლივეს და ლალანა არაა ის ვინც ქრეატიულია და რამეს იზავს თუნდაც ჩლიგაზე. იმედია სტივი ჯ მალე მოვა და ეპლიც მალე მოვა და 4 ტიტული სეზონში. მანამ იმედები 4ეულისკენ და ისევ თუ არ ჩ....... გავალთ. y.n.w.a

LUIS SUARES 001,
კარგი მენეჯერი აქამდე დალაგებდა მარა არა. კოსტაზე რთული ტიპია დავიჯერო სახო რო არ პატიოპს, კონტე პატიოპს კლუბისთვის. სახო გიჟია იმენა სკაუზერია და კიდეც ვნახეთ თუ როგორ ჩ...... კლოპოს მაგან და ბენტეკემ

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

სამშაბათი, 22:45 სთ.


  • მარიბორი
  • VS

    17.10.2017


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    14.10.2017


  • მანჩესტერ იუნაიტედი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ფილიპე კოუტინიო

მეტოქე - მანჩესტერ იუნაიტედი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze