დუგლას კოშტა - კლოპოს მთავარი სამიზნე ?!

ავტორი: RUSH, 28-04-2017, 11:21, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 946, 19


ამ კვირაში დუგლას კოშტამ "ლივერპულის" მხარდაჭერების ინტერესი გამოიწვია, როდესაც მან მოიწონა სქაუზერის "Tweet", სადაც საუბარი მის შესაძლო ტრანსფერზე მიდიოდა.

"ბაიერნის" ვინგერმა თავისი თამაშის წყალობით ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული შემტევის რეპუტაცია შეიქმნა, მის დინამიურ სიჩქარეებზე განვითარებულ პერფორმანსს დღემდე ბევრი ხოტბის შემსხმელი ჰყავს.

თუმცა, მიმდინარე სეზონში, კარლო ანჩელოტისგან ათვალწუნებულმა ბრაზილიელმა მხოლოდ 18 შეხვედრის გამართვა მოახერხა, ეს გარემოება კი აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ის ზაფხულში გერმანიას დაშორდება.


"ლივერპულის" სახელი სავარაუდოდ "Twitter"-ზე დაწერილმა პოსტმა კიდევ უფრო ამოატივტივა, მოგეხსნებათ, რომ ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე მოსწავლე ოზანი ნეტომ მერსისაიდული "დრიმ თიმი" შეადგინა, სადაც კოშტაც შეიყვანა, ბრაზილიელმა კი "ლაიქით" უპასუხა.

აგრეთვე, ლუკას კრუელმა, რომელიც დუგლასის ბავშვობის მეგობარია, ამას წინებზე ღიად ისაუბრა ბრაზილიელის შესაძლო გადასვლაზე კოპში.


მოგვიანებით, ლუკას კრუელმა განაცხადა, რომ დუგლასი "ბაიერნის" ნაწილია და მოცემულ ეტაპზე არ აპირებს კლუბის გამოცვლას.

თავად ფეხბურთელმა დუმილი არჩია...

ვინ იცის, რამ განაპირობა ლუკასის კატეგორიული ტონი?! შესაძლოა საქმე ეთიკასთან გვაქვს, ფაქტი ფაქტად რჩება - კლოპი გაშმაგებული ეძებს ვინგერებს და კულუარული ინფორმაციის საფუძველზე, დუგლას კოშტა მისი მთავარი საზაფხულო სამიზნეა!

კომენტარები


ReDFieLD.
მომხმარებელი

ეს თუ მოიყვანეს და თამამად შეიძლება ითქვას, რომ საუკეთესო შემტევი ხაზი გვეყოლება საერთოდ, მაგრამ რავიცი რამდენად გამოვა ეს საქმე

Ynwa Scousers
მომხმარებელი

საოცნებო ტრანსფერი იქნება იმის წარმოდგენაც კი მზარავს რას უზავენ ეს კოუ მანე და ფირმინიო მეტოქის დაცვას

Papuashvili
მომხმარებელი

ნახევარ დაცვაში დიდი პრობლემა გვექნება მაშინ, ეს ფირმინო და მანე იქნება შემტები, კოუ ნახევარდაცვიდან და ასევე ლალანაც. გამოდის რო ერთი ჩამშლელი უნდა იყიდოს ძალიან მაგარი რო დაცვას დაეხმაროს, ჩანი ვეინალდუმი და ჰენდო სკამზე დაჯდება? რაღაც არამგონია :დდ

Luis_Garcia
მომხმარებელი

კოუ ვეინალდუმი ლალანა ფირმო მანე კოშტა ჰენდო ჩანი - ჩათვალე აქედან მინიმუმ 3 კაცი დამტვრეულია, ხოდა არც არავის მოუწევს უაზროთ სკამზე ჯდომა:)

RUSH
რედაქტორი

Papuashvili,
ჯერ ეს ერთი უამრავ ფრონტზე მოგვიწევს ბრძოლა და აუცილებელია როტაცია, მერე კლოპის სათამაშო სტილი სუ სირბილს და პრესინგს მოიცავს, რაც თვისობრივად ზრდის ტრამვათა რაოდენობას. რეალს რო უზის ზამენაზე ხამესი, მორატა, ასენსიო და კოვაჩიჩი სულელები გგონია ეგენი?! ვინც უკეთეს ფორმაში იქნება ის ითამაშებს და როგორი ფორმაციაც ყველაზე კარგი იქნება ის ტაქტიკა ითამაშებს, ეგ გაზრდის როგორც კონკურენციას, ასევე მოტივაციას.

liverpool-fan
VIP Member

vaa es ro wamovides ra braziliuri kamanda iqneba kou firmo kosta anu kfk raa

gio_chyoi
ჟურნალისტი

ხალხნო რით ვერ გაიგეთ რო ვისაც იყიდი არაა საჭირო ყველა ძირითადში იდგეს. აგერ გუშინ იუნაიტედ რამდნეი კაცი აკლდა და მაინც რა მაგარი გუნდით იყო გასული ვერ ნახეთ? ესაა გრანდობა ბევრი მაგარი ფეხბურთელი უნდა გყავდეს. სკამე 4-5 კაცი უნდა გეჯდეს ვინც სერიოზული დონის იქნება და არა კლავანისნაირი

STEVEN8
მომხმარებელი

აუუუ ეს მოიყვანონ რაააააა :დ გეხვეწებიით რამდენი უნდა დაჯდეს? 40?50? წინ იქნებიან ფირმინო დუგლასა მანე უკან კოუ ჰენდო ვეინალდუმი. ჩანი ჰენდოს შეცვლის და ლალანა კოუს. 4 ტურნირზე ვიქნებით მომდევნო სეზონიდან და ფეხბურთელები გვჭირდება. ძალიან ამგარი ქინება ეს მოიყვანონ და ფაქტობრიბვად თავდასხმა დალაგდება ასე თუ ისე. ისედაც ცუდი არ ვართ შეტევაში.

juja
მომხმარებელი

მაგარი ტრანსფერი იქნება თუ მართალია და მორიგი ჭორი არ არის

Capitan
მომხმარებელი

25 მილიონია ფასი თუ არ ვცდები კლოპის ხელში ძალიან მაგარი იქნება ერთი 9ნიც კლოპ და ვსიო ანუ გამოდის ბარლიდან კეინი ვანდეიკი სესინიონი ნ.კეიტა კოშტა ბრანდათი ლაკაზატე? :O ლაიქ ზის ხო მართლა სესინიომ ვუდბერნის თვითერზე დაკომენტარა და ლივერპულში დაპატიჯეს ხო კიდე შალკეს ტრიოზე იწერება კოლშანიცი მაიერი გროტესკა

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

ეს თუ მოვიყვანეთ შეტევა გვეყოლება ვაფშე მაგარი..

gio_chyoi
ჟურნალისტი

რაის 40 და 50 30 მილიონი ფუტი დაჯდება წესით დაახლოებით და ძაან მაგარი ტრანსფერი იქნება მომწონს ეს ფებხურთელი ეს წლებია და იქნება მოიყვანონ ძაან ბევრს დარბის და კლოპის სტილში ჩაჯდება

STEVEN8
მომხმარებელი

gio_chyoi,
რავი სხვას თუ არავის უნდა... ერე დაჯდება ალბათ. ვინც ამაში 30 არ გადაიხადოს შეგიენბა :დ რამდენისაა?

pentakill10
მომხმარებელი

ეგეთი ძლიერიც არ არის ძაან ბევრს მოითხოვენ

PRINCE
ტოპ კომენტატორი

არადა იმენა ზედგამოჭრილია ლივერპულისთვის, ჩამკვდარ მარცხენა ფლანგს გამოაცოცხლებდა ეგრევე. მარჯვნიდან მანე, მარცხნიდან დუგლას კოშტა, ამათ წინ პიერ-ემენიკეც დაუმატე და ისიამოვნე სანახაობით )).

liverpool515
VIP Member

აუ მართლა კაი ფლანგები გვეყოლებააა

giginio
VIP Member

ეს მოვიდეს და კლოპს თუ კდიე შევაგინო მე ვიყო ფერგიუსონი

lasha77
VIP Member

ვინც ახლა ძირითადში გვყავს იქიდან 6 ფეხბურთელი სკამზე დასასმელიც არ არის და ასეთების ადგილი კი ლივერპულის ძირითად შემადგენლობაში სულ იქნება . აქ ბევრს გაუკვირდა ეს თუ მოვა ვინ უნდა დაჯდეს სკამზეო.

adamlallana20
მომხმარებელი

ისე რალურია ეს.წელს ამოვარდა სასტავიდან

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

ოთხშაბათი, 22:45 სთ.


  • ლივერპული
  • VS

    23.08.2017


  • ჰოფენჰაიმი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:0

    20.08.2017


  • კრისტალ პალასი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი

მატჩის საუკეთესო

ენდი რობერტსონი

მეტოქე - კრისტალ პალასი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze