სტივენ ჯერარდი U18-ს ჩაიბარებს

ავტორი: RUSH, 28-04-2017, 12:00, კატეგორია - სიახლეები, 376, 5


საფეხბურთო კლუბმა "ლივერპულმა" ოფიციალურად დაადასტურა, რომ სტივენ ჯერარდი 2017-2018 სეზონის წინ U18-ის მენეჯერად დაინიშნება.

36 წლის სტივი ჯი ზაფხულიდან ახალ როლს მოირგებს, აღნიშნული ინფორმაცია ჯერ კიდევ თებერვალში გაჟღერდა.

პოსტის სავარაუდო გადაბარების შემდეგ, ნილ კრიჩლი U23-ს ჩაიბარებს, ხოლო მის ძველ ფუნქციონალურობას ფანტასტიკა შეითავსებს.

მიმდინარე U23-ის მთავარი მწვრთნელი მაიკ გარიტი მოღვაწეობას სხვა კუთხით განაგრძობს, იგი კრიჩლის გუნდის ნაწილი გახდება.

ჯერარდმა განაცხადა: "ჯერჯერობით აკადემია ძალიან მომწონს და ვგრძნობ, რომ ბევრი მაქვს სასწავლი ადგილობრივი სტაფისგან. მათთან საუბრის შემდეგ მივხვდი, რომ დროა ნაბიჯები გადავდგა სამწვრთნელო კუთხით."

"ნილმა ფანტასტიური სამუშაო გასწია თვრამეტ წლამდელებთან, ასე, რომ ვიმედოვნებ მეც კარგ შედეგებს მივაღწევ. ახლა იგი რეზერვებს ჩაუდგება სათავეში და ეცდება პროფესიონალი კადრებით მოამარაგოს კლოპი."

ეს ნაბიჯი, 17 წლის მიწურულს, ჯერარდის ლივერპულური ისტორიის ბოლო მონაკვეთს წარმოადგენს.

სათამაშო კარიერის შემდეგ (სადაც 710 მატჩი გამართა, გაიტანა 186 გოლი და მოიგო 10 სხვადასხვა სინჯის მედალი თუ თასი), აკადემია ახალი გამოწვევაა.

ბოლო სამი თვის განმავლობაში ჯერარდი მუშაობდა ახალგაზრდულ კომპლექსში, სადაც ცდილობდა გადაედგა ნაბიჯები იუნიორების პროფესიულ განვითარებისკენ.

აკადემიის დირექტორმა ალექს ინგლტორპმა არსებულ ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება: "სტივენმა ჩვენთვის მნიშვნელოვანი გამოცდილება და ცოდნა მოგვცა აკადემიაში გაწევრიანების შემდეგ, ის საუცხოო ადამიანია და ყველანი ვგრძნობთ, რომ დროა სწორედ მას ვანდოთ ახალბედების თავი."

"U18-ის ფეხბურთელებს უდავოდ ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ სტივისგან, ეჭვგარეშეა რომ იგი უდიდეს წარმატებებს მოგვიტანს."

ნილ კრიჩლის აღმოჩენები არიან: ბენ ვუდბერნი, ალექსანდერ-არნოლდი და ოვი ეჯარია. კლუბში იმედოვნებენ, რომ უფრო გაიზრდება ტალანტთა რაოდენობა.

"ეს, ასევე შესანიშნავი შესაძლებლობაა ნილ კრიჩლისთვის, დაამტკიცოს თავისი უმაღლესი კომპეტენცია. ახლა მისი როლი უფრო სერიოზულ ფარგლებში მოექცა." - დასძინა ბოლოს ინგლტორპმა.

კომენტარები


liverpool-fan
VIP Member

nelnela ixodeba stivi dzaan kargi 2-3 welshi liveric unda chaibaros erti imas momaswros emfildze koum manchesters tenos da stivi iyos mwvrtneli rogor agnishnavs ra

gio_chyoi
ჟურნალისტი

იქნება და ზიდანის გზას დაადგეს ესეც. ერთ წელიწადში 23 წლამდელების ტრენერად გადაიყვანონ და მერე პირველი გუნდის :)

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

ნულიდან იწყება სა ნელ ნელა მიუახლოვდება მთავარი გუნდის თავკაცობასაც..წარმატებები სტივის

juja
მომხმარებელი

კაია ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყვება საფეხურებს რომლის ბოლოსაც ლივერპულის მთავარი მწვრთნელობა ელოდება. ამ საქციელზეც ეტყობა რო უმაღლესი პროფესიონალი და უფრო დიდი ადამიანია, ხო შეეძლო ეგრევე მთავარი მწვრთნელობა მოეთხოვა(როგორც სირ გაალის გაშვების მერე გიგზი რო ტ ყ ნ ა ვ დ ა ტვინს) მხარდაჭერაც ექნებოდა გინდა კლუბში გინდა ბალეშჩიკებში თან უეჭველი ვიცი ერთ-ერთი ოცნება და მიზანიც ეგა აქვს, მაგრამ ყველაფერს ნოლიდან იწყებს, ჯერ უნდა ყველაფერი ნახოს, დაამუღამოს, ისწავლოს. ტიპს ისე მაგრად უყვარს ლივერპული არ უნდა თავისი ეგოისტური გადაწყვეტილებით კლუბი დაზარალდეს.
ყოველ საქციელზე გვანახებს რო დიდი კაპიტანი და დიდი ადამიანია სულით ხორცამდე ჭეშმარიტი ლივერპულელი, YNWA სტივიჯი...

liverpool515
VIP Member

კარგია ამზადებენ სტივის ნელ ნელააა

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

ოთხშაბათი, 22:45 სთ.


  • ლივერპული
  • VS

    23.08.2017


  • ჰოფენჰაიმი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:0

    20.08.2017


  • კრისტალ პალასი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი

მატჩის საუკეთესო

ენდი რობერტსონი

მეტოქე - კრისტალ პალასი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze