კლოპოს ვერდიქტი

ავტორი: RUSH, 2-05-2017, 13:37, კატეგორია - სიახლეები, 1 127, 11


გერმანელი სპეციალისტი დადებითად შეხვდა გუშინდელი მატჩის შედეგს და აღნიშნა, რომ მათ ჯერ კიდევ ბევრი აქვთ გასაკეთებელი, რათა უზრუნველყონ ტოპ-ოთხში დაბრუნება.

როგორც მოგეხსენებათ, "ლივერპულმა" უმნიშვნელოვანესი სამი ქულა წამოიღო "ვიკარეიჯ როუდიდან", დაამარცხა რა "უოტფორდი" მინიმალური სხვაობით, 0-1.

გთავაზობთ იურგენ კლოპის მატჩისშემდგომ ინტერვიუს:

მის ზოგად რეაქციაზე ჩანის გოლსა და საერთო შედეგზე:

სინამდვილეში, ძალიან მინდა კიდევ ერთხელ ვნახო - ყველა ლაპარაკობს ამის შესახებ. მე მხოლოდ ერთხელ ვნახე და დიდებულად გამოიყურებოდა. ცოტა ხნით გაბრუნებული ვიყავი საწვრთნელი შტაბისკენ, როდესაც მოვტრიალდი, ბურთი ბადეში გახვეული დამხვდა. როგორც ყველამ ნახეთ, ეს იყო რთული თამაში. მათი დაცვითი ზღუდეები დიდი წინაღობაა ოპონენტებისათვის. ჩვენ ბევრი მომენტი გავუშვით ხელიდან, შანსის შანსზე შექმნა კი შეუძლებელია თანამედროვე ფეხბურთში. ვფიქრობ, გასული კვირიდან ბევრი რამ ვისწავლეთ, დავხვეწეთ რიგი ასპექტები და უკეთაც გამოვიყურებოდით, რაღათქმაუნდა ემრეს "ბაისიქლ" დარტყმა არ დაგვიმუშავებია. მაგრამ განსაკუთრებით ეს პასი, რომელიც ლუკმა შეასრულა იყო დიდებული, ასეთი რამეების ნახვა დიდი სიამოვნებაა. ეს მართლაც კარგი იყო, რადგან ჩვენ უკვე წარმოგვედგინა თუ როგორ დაიცავდნენ ისინი თავს. გავიტანეთ ფანტასტიური გოლი და ამის შემდეგ შენ უკვე შეგიძლია თამაშში დარჩენა. ბევრი ნიუანსების ინვესტირება განვახორციელეთ, განსაკუთრებით შეტევეთის, ამიტომ თამაშის ბოლო წუთებზე ენერგიაც დაიკარგა. ადრეული ცვლილებისა და ადამის ფორმის გამო, რაღაც გართულებები შეინიშნებოდა, თუმცა მაინც შევქმენით საკმარისი შანსები. უკანასკნელ წუთზე დანიელ სტარიჯის მიმართ დაჯარიმდნენ, მაგრამ თუ მოახერხებდა იგი უფრო რელევანტურ მოქმედებას, გოლი გარდაუვალი იქნებოდა.

იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, რომ "ლივერპულის" ხელშია ლიგის საგზური:

ეს არ არის მნიშვნელოვანი... ჩვენ ახლა გვჭირდება, რომ მაქსიმალურად მოვახდინოთ ფოკუსირება და დავრჩეთ კონცენტრირებულნი. ჩვენ გვაქვს ზეწოლა, დიახ - მაგრამ ზეწოლა სეზონის ბოლოს კარგის მანიშნებელია, ესე იგი რაღაცისთვის ვბრძოლობთ. ეს დადებითი ზეწოლაა, ასე რომ გვინდა მისი შენარჩუნება - გვინდა დეტალებს ყურადღება მივაქციოთ, ვიმუშაოთ და ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ. თუ დღეს ვინმე ფიქრობს, რომ გარანტირებული სამი ქულა გვაქვს "საუთჰემპტონთან", ძალიან ცდება, როგორც ჩანს მათ არ უნახავთ ამ სეზონში წმინდანები. დღევანდელ საღამოს ვერავინ მოახერხებს ქულის წართმევას, ასე რომ ახლა მთავარია ეფექტურად მოვემზადოთ "სოტონთან" დაპირისპირებისთვის.

ემრე ჩანზე: 

თუ დადებითად არ დაიმუხტე ასეთი გამარჯვების, გოლის შემდეგ, ესე იგი რაღაც ვერ არის ჯანსაღად. დიახ, ის კარგი ბიჭია, ის გვეხმარება. მას ჰქონდა წვივის პრობლემა [სეზონის დასაწყისში], მაგრამ ჩვენ არ გვქონდა უფლება, რომ ის მარტო დაგვეტოვებინა. ამის შესახებ დიდი კონსილიუმი გვქონდა და ყველამ დაინახა მისი "სპექტაკლები", შემდეგ კითხვა გაჩნდა - ნამდვილად ცუდად გრძნობს თავს ?! ვფიქრობდით, რომ მას მალე უნდა აეღო სასურველი ფორმა, ის კი გვპასუხობდა: OK, მე მზად ვარ. ზოგჯერ სრულიად ინერტული გვევლინებოდა, თუმცა საბოლოო ჯამში გამონახა რესურსი და ახლა ისევ აგრძელებს საუცხოო ასპარეზობას. მისი ფიზიკა შესანიშნავია, ასევე თქვენ ნახეთ თუ როგორი ტექნიკურია მომენტებშიც.



მოგონებაზე, როდესაც პრიოდლმა ხარიხა შეაზანზარა:

მე ვუთხარი ბიჭებს თამაშის შემდეგ: "თუ ჩემი მოკვლა გსურთ, ეს კარგი გზაა!" ეს სიგიჟეა, სიგიჟე [ამ ყველაფერმა 500 მილიონი ჭაღარა თმა გამიჩინა!] ყველაფერი გავაკეთეთ მთელი 97 წუთი, რათა მოგვეგო, მაგრამ ერთ შეცდომას შეეძლო ამის ანულირება. არ გვითამაშია საუკეთესო ფეხბურთი, უბრალოდ უნდა მივიღოთ ეს ისე, როგორც არის ახლა. რაც შეეხება ბიჭებს, მათ ყველაფერი საუკეთესო დაიმსახურეს.

კომენტარები


gio_chyoi
ჟურნალისტი

:))) მაგარი კაცია. მარტო ამას კი არა 22 წლის ბიჭსაც ჭაღარა გამიჩინა მარტო პრიოდლის ხარიხამ კი არა მთლიანად ლივერპულმა

STEVEN8
მომხმარებელი

ბოლოს ხარიხას რომ მოხვდა გული გამიჩერდა :დ კარიგა ასე კლასის ხარჯზე მოგებული თამაშები გვაკლია ზუსტად. იმედია დარჩენილ თამაშებიდან მინიმუმ 2 მაინც მოვიგებთ და გავინაღდებთ 4ეულს

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

სოტონთან რომ გავსკდეთ შუაზე სამი ქულა წამოსაღებია..ესენი მართლა გაუხეთქავენ კლოპს გულს :)

558473999
მომხმარებელი

ყოჩაღ,დადებითის და მადლობის გარდა ვერაფერს ვიტყვით წუხანდელისთვის...ცოტაც დაგვრჩა

lashafss
მომხმარებელი

ცოტაც ბიჭებო ცოტაც გაიჭირვეთ და სანატრელი საგზური ჩვენია :X მერე იქნება ტრანსფერები , საჭირო დროს ყველა დაისვენებს და არავინ გადაიღლება... ლიგაზე მინდა ამბიციებით გავიდეთ :X

qisho
მომხმარებელი

http://www.palitral.ge/konkursantebi.html?view=author&authorId=151&lang=ka-GE დამილაიქეთ

Gerrard1
მომხმარებელი

Ise mertensi kargi iqneba klopma ROM iyidos magrad mevaseba lives stilia

liverpool515
VIP Member

ჭაგარები მეც მიჩნდება უკვე:D

liverpool-fan
VIP Member

Davai bichebi 3 mogeba da mesame adgili chvenia

real liverpool
მომხმარებელი

Axali var var realis fani magram visac inglisshi vbaleshikob aris liverpuli did pativs vcem am gunds yvelaze istoriuli da titulovani klubia inglisshi) liverpuls da reals yoveltvis kargi urtiertoba qondat gagvixardeba tu ligaze iqneba liveri momaval wels, mogvenatra liverpuli milani ligaze) tan gaxarebuli var atleticos gadavuaret gushin

lasha77
VIP Member

კარგია რომ მოიგეს . მთავარია სამი ქულა სხვა დანარჩენი კი ლიგაზე გასვლით მოგვარდება

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

ოთხშაბათი, 22:45 სთ.


  • ლივერპული
  • VS

    23.08.2017


  • ჰოფენჰაიმი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:0

    20.08.2017


  • კრისტალ პალასი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი

მატჩის საუკეთესო

ენდი რობერტსონი

მეტოქე - კრისტალ პალასი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze