"ენფილდის" ტრიბუნა სახელს იცვლის

ავტორი: johnson, 4-05-2017, 11:49, კატეგორია - სიახლეები, 650, 8


"ენფილდის" ერთ-ერთ ტრიბუნას ლეგენდარული კენი დალგლიშის სახელი დაერქმევა. ინფორმაცია ოფიციალურად გუშინ საღამოს დადასტურდა.

Centenary Stand ანუ ასწლეულის ტრიბუნა - ეს სახელი მას 1992 წელს, კლუბის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით ეწოდა. ახლა კი ის "მეფე კენის" სახელს ატარებს. გადაწყვეტილება კლუბის ხელმძღვანელობამ, პირადად ჯონ ჰენრიმ მიიღო.

შეგახსენებთ, რომ შოტლანდიელის მერსისაიდული კარიერა 1977 წელს, 40 წლის წინ დაიწყო, როცა "წითლებმა" მის სანაცვლოდ "სელტიკს" 440 000 ფუნტი გადაუხადეს. "ლივერპულის" რიგებში მან 515 მატჩი ჩაატარა და 172 გოლი გაიტანა. ამ დროში მან 8-ჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონატი, 3-ჯერ ევროპის თასი, 2-ჯერ ასოციაციის თასი, 5-ჯერ ლიგის თასი და ერთხელაც ევროპის სუპერ თასი. 

მისი კლუბისადმი ღვაწლი შეუფასებელია. ჰილსბროს ტრაგედიის დროს, დალგლიში აქტიურად უჭერდა მხარს დაღუპულთა ოჯახებს. 2005 წელს კი კენის ცოლმა დაარსა საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც მერსისაიდში სიმსივნით დაავადებულებსა და მათ ოჯახებს ეხმარება.


"ეს მოწმობს კლუბის ისტორიასა და სტატუსზე, რომ ჩვენ არ გვაკლია ისეთი დონის მოთამაშეები, რომელთა სახელებსაც თავისუფლად შეუძლიათ დაამშვენონ "ენფილდის" ტრიბუნა. 

კენი დალგლიში არის პიროვნება, რომელსაც უდიდესი წვლილი მიუღძვის კლუბის აღორძინებაში. ამიტომ, ჩვენ უნდა ვაღიაროთ ის ისე, როგორც მას შეეფერება. ის განსაკუთრებულია არამხოლოდ "ლივერპულისთვის", არამედ სრულიად ინგლისისთვის. მან დიდებულ წარმატებას მიაღწია როგორც ფეხბურთელმა და როგორც მწვრთნელმა. კენის ფასეულობები, კლუბის ფასეულობებია და ის წარმოადგენს იმას, რაც "ლივერპულში" საუკეთესოა. 

მისი სახელი "ლივერპულთან", ჩვენს სახლთან და ქალაქთან ასოცირდება." - ციტირებს ჯონ ჰენრის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.

შეგახსენებთ, რომ "ლივერპულმა" ინგლისის ჩემპიონატი უკანასკნელად სწორედ დალგლიშის თაოსნობით მოიგო. შოტლანდიელმა მერსისიადული გრანდი როი ჰოჯსონის გათავისუფლების შემდეგაც ჩაიბარა და გუნდთან ერთად 2012 წელს ლიგის თასი მოიგო - ამჟამად კლუბის უკანასკნელი ტიტული. 

დალგლიშმა უარი თქვა კომპენსაციაზე, რომელიც მას დათხოვნის დროს ეკუთვნოდა. 66 წლის სპეციალისტი დღესაც "ლივერპულში" მუშაობს. უფრო მეტი შოტლანდიელის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ლინკზე 

კომენტარები


STEVEN8
მომხმარებელი

იმსახურებს !!!

liverpool-fan
VIP Member

Udaod imsaxureb Mefeo

juja
მომხმარებელი

ციტატა: STEVEN8
იმსახურებს !!!

იასნად, ძლივს ერთი საჭირო გადაწყვეტილება არ მიიღო ამ ჩოილარმა ჰენრიმ

DIVOK ORIGI 007
VIP Member

იმსახურებს ნამდვილად მეფე

gio_chyoi
რედაქტორი

აბა რა. მეფის სახელი უნდა ეწოდოს, დრო რო გავა შეილება ჯერარდის სახელის დაარქვან რომელიმე ტრიბუნას

liverpool515
VIP Member

ძალიან კარგიააა ასე უნდა დავაფასოთ ლეგენდები

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

ლეგენდაა უდავოდ და დაიმსახურა

real liverpool
მომხმარებელი

Legendaruli

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

სამშაბათი, 22:45 სთ.


  • მარიბორი
  • VS

    17.10.2017


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    14.10.2017


  • მანჩესტერ იუნაიტედი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ფილიპე კოუტინიო

მეტოქე - მანჩესტერ იუნაიტედი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze