"წმინდანებს" არც კლოპი ეშვება

ავტორი: johnson, 4-05-2017, 12:03, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 869, 15


"ლივერპულის" ყოფილმა მწვრთნელმა, ბრენდან როჯერსმა "საუთჰემპტონიდან" 4 მოთამაშე გადაიბირა - ადამ ლალანა, დეიან ლოვრენი, ნათან კლაინი და რიკი ლამბერტი. "სენტ მერიდან" ფეხბურთელების წამოყვანაზე უარი არც მისმა მემკვიდრემ, იურგენ კლოპმა თქვა. გასულ ზაფხულს მერსისაიდელებმა სადიო მანეც შეიძინეს.

ბრიტანულ მედიას თუ დავუჯერებთ, გერმანელი სპეციალისტი "წმინდანების" რიგებიდან ფეხბურთელთა გადაბირებას მომავალ ზაფხულსაც აპირებს. თითქმის გარდაუვალია, რომ სეზონის ბოლოს გუნდს ვირჯილ ვან დეიკი დატოვებს. მისი შეძენის ერთ-ერთ კანდიდატად კი სწორედ "ლივერპული" სახელდება.

Daily Mirror-ის ინფორმაციით, ჰოლანდიელი მცველის გარდა კლოპის სამიზნე "საუთჰემპტონის" მარცხენა მცველი - რაიან ბერტრანიცაა. 27 წლის ინგლისელი "ნისლიან ალბიონზე" თავის პოზიციაზე ერთ-ერთი საუკეთესოა. მერსისაიდელებს კი დაცვის მარცხენა ფლანგზე სერიოზული პრობლემა აქვთ და ზაფხულში სწორედ მის მოგვარებას ეცდებიან.

წყაროს მტკიცებით, "წითლების" გარდა ბერტრანით დაინტერესებული მისი ყოფილი კლუბი, ლონდონის "ჩელსიცაა". გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ანტონიო კონტეს ფლანგის მოთამაშეების დამატება სურს და რაიანი მისი ერთ-ერთი სამიზნეა. 


აქვე გეტყვით, რომ Liverpool Echo-მ პრესაში სულ ცოტა ხნის წინ გავრცელებული ჭორები უარყო, რომელთა მიხედვითაც "ლივერპულის" სამიზნე სესკ ფაბრეგასი იყო. წყაროს მტკიცებით, კლოპი მართლაც აპირებს ნახევარდაცვის ხაზის გაძლიერებას, თუმცა არა ფაბრეგასით. კლოპის პრიორიტეტი ახლა ნაბი კეიტას გადაბირებაა.

გსურთ ბერტრანის ხილვა "ლივერპულში" ?

კომენტარები


mishatopuria
მომხმარებელი

თავის დროზე უნდა გვეყიდა ბერტრანი, ახლა გვიანია უკვე.

STEVEN8
მომხმარებელი

ვაინდეიკს კულიბალი ჯობია

liverpool-fan
VIP Member

Ravi cudi arcerti araa tu movlen mivesalmebi magram kulibali manolasi am oridan erterti minda keita uechveli mosayvania meore Kante ichiteba mgoni

Gkey
მომხმარებელი

ლიჩნად მე არ მსურს და არც მესურვება არასდროს. საშუალო დონის ფეხბურთელებით მივაღწევთ რხოლოდ საშუალო შედეგს. ჰოდა აი ჩვენთვის (ანუ გამწარებული გულშემატკივრისთვის) ნაღდად არააქვს გვარებს ამ წუთას მნიშვნელობა. იყოს ტოპ "იგროკი", ტოპ კლუბიდან და პატივს სცემდეს ჩვენი კლუბის ტრადიციას, ისტორიას და გულშემატკივარს !

პ.ს.
თუ ფებურთელს კარიერა უნდა და წარმატების მიღწევა თავის კლუბთან და გულშემატკივრებთან ერთად, მაშინ მოდი რა ძმაო და მარტო ფულს ნუ უყურებ. მარტივია რა. ფული თუ გინდა წადი ჩინეთში ან შტატებში. თუ წარმატება და კარგი შედეგი გინდა მაშინ ცოტა შენც უნდა გადადგა ნაბიჯი მისკენ და ამას არუნდა გიწყვიტავდეს 5 მილიონით მეტი იქნება თუ ნაკლები. (საუბარი მაქვს უკვე წარმატებულ ტოპ ფეხბურთელებზე რათქმაუნდა)

juja
მომხმარებელი

რედმონდი მევასება საუთჰემპტონიდან, სიამოვნებით ვიხილავდი ლივერპულში

ზ.ებანოიძე
მომხმარებელი

მილნერს კი აჯობებს მარა, სხვა ვარიანტი არგვაქვს ვითომ?

bati_gol
მომხმარებელი

Chemi azrit eseti motamasheebi isedac bevri gvyavs ganatxovrebuli da tavidan dzlivs vishorebt,fexburtelis dones vgulisxmob..magalitad deshilio rudigeri kulibali rousi eseti donis igrokebi unda moiyvanon amaze na*ცენზურა*bi chvens miznebs ver migvagwevinebs

Jurgen Klopp
ადმინისტრატორი

Gkey,
ზუსტად მაგიტომ მოჰყავთ პერსპექტიული ახალგაზრდები, რომ აქ გახდნენ ვარსკვლავები. შემდგარი და ტოპ კლასის ფეხბურთელი, ლონდონში, მადრიდში, ბარსელონაში და მიუნხენში გარბის...

gio_chyoi
ჟურნალისტი

ზოგადად მშვენიერი მცველია ბერტრანი მარა თეო ერნანდესი ჯობია მოიყვანონ. და სესენიონი კიდე, აი ეგ ორი მარცხენა მცველი უნდა ვიყიდოთ

liverpool515
VIP Member

კაი იქნება ორივე

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

ბერტრანის მაგივრად მოვიყვანეთ მორენო. სატირალია თუ სასაცილო? :D

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

ნუ *ცენზურა*თ ამ სოტონს რა :)

lasha77
VIP Member

არ მესმის რას უწუნებთ . მაგაზე კარგს ჯერ ვეროვიყვანთ და ვინც გვყავს იმას ცალი ფეხით აჯობებს

toni2211
მომხმარებელი

ki gamogvadgeba van deiki mara amdeni sauthemptonis motamashe ar momwons

Gkey
მომხმარებელი

Jurgen Klopp,
ბევრი ძალიან კარგი თუ ტოპ კლასის ფეხბურთელი დაგვიკარგავს კლუბის პოლიტიკის გამო და საქმე მარტო მაგაში არარის სად გარბიან.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

ოთხშაბათი, 22:45 სთ.


  • ლივერპული
  • VS

    23.08.2017


  • ჰოფენჰაიმი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:0

    20.08.2017


  • კრისტალ პალასი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი

მატჩის საუკეთესო

ენდი რობერტსონი

მეტოქე - კრისტალ პალასი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze