კლოპი : ახლა ის უფრო სტაბილურად თამაშობს

ავტორი: johnson, 5-05-2017, 19:26, კატეგორია - სიახლეები, 591, 23


ჯორდან ჰენდერსონს უკვე 2 თვეზე მეტია არ უთამაშია. მერსისაიდელთა კაპიტნის არყოფნის ფონზე ძირითად შემადგენლობაში მისი ადგილი ემრე ჩანმა დაიკავა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ გერმანელი დაკისრებულ მოვალეობებს თავს არც თუ ურიგოდ ართმევს.

"უოტფორდის" კარში გატანილი ფანტასტიური გოლის შემდეგ გერმანელი კვლავ მოექცა ყურადღების ცენტრში. ყველასთვის ცნობილია, რომ კლუბი ვერ ახერხებს მასთან შეთანხმების მიღწევას ახალი კონტრაქტის გაფორმების თაობაზე - მიზეზად ფული და სამომავლო პერსპექტივა სახელდება.

სულ ცოტა ხნის წინ, "ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში სწორედ ჩანზე ისაუბრა და გერმანელის მიმართ საქებარი სიტყვები არ დაიშურა :

"ჩვენ გვყავს მოთამაშე, რომელმაც "მაკრატელა" გაიტანა და ჩვენ მასზე ერთი კვირის შემდეგაც კი ვსაუბრობთ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი და დამსახურებული გოლი იყო.

ემრე ძალიან ბევრს შრომობს, სხვაგვარად არასდროს ყოფილა. გეგმა კი მდგომარეობს შემდეგში - გვსურს უფრო მარტივი გოლებიც გავიტანოთ. "კრისტალ პალასთან" მას ნამდვილად კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა... 

დიახ, ახლა ჩანი უფრო სტაბილურად თამაშობს. იმედია, მან საბოლოოდ მოიშორა წვივთან დაკავშირებული პრობლემები. ახლა ის გართულებების გარეშე ვარჯიშობს. ეს ყველა მოთამაშეს ეხმარება.


გასულ კვირას ჩვენ დეიან ლოვრენზე ვისაუბრეთ - არის მატჩი, რომლის შემდეგაც ყველა სურს გუნდში მისი ყოფნა, ზოგჯერ კი ყველა მის გაშვებას მოითხოვს ან რაიმე მსგავსს. ემრეს გოლის შემდეგ, შესაძლოა მისი დატოვება სურთ და დარწმუნებული ვარ მცირედით არადამაკმაყოფილებელი თამაშის შემდეგ გაჩნდება კითხვა : "რატომ არის ის კვლავ აქ ?". 

საიდუმლო არავისთვისაა თუ როგორ მიყვარს მე ჩანი. მას ეს კლუბი მოსწონს და სრულიად ნორმალურია, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ჩვენ შეგვიძლია შევინარჩუნოთ კარგი მოთამაშეები. განვითარებისთვის ამას ნამდვილად აქვს მნიშვნელობა. ემრე კი სწორედ ასეთია."

კომენტარები


johnson
ადმინისტრატორი

მე მაინც მგონია რომ მხოლოდ ფულში არაა საქმე. 100 000 სადაც ლოვრენს მისცეს, იქ ემრესაც არ ეტყვიან უარს, უბრალოდ გაჟღერრდა და მეც ვეთანხმები - სათამაშო პრაქტიკა უნდა ჩანს. უკვე ისეთ ასაკშია და ისეთ თამაშს აჩვენებს როცა ფორმაშია, რომ არ უნდა სათადარიგოთა სკამზე იჯდეს. ჰენდერსონის ტრავმის "იმედზე' ვერ იქნება. ლიგაზე თუ გავედით მგონია რომ აუცილებლად გაახანგრძლივებს რადგან უფრო მეტი დრო ექნება აშკარად

Mekoka_Scouser
მომხმარებელი

და რომელ გუნდში ექნება მეტი სათამაშო პრაქტიკა? იუვეზე იწერებოდა. გასაგებია სად დღევანდელი იუვე და ლივერპული. ტურინში თამაში ვის არ მოუნდება. მაგრამ არანაირად არ ექნება ძირითადი გამზადებული. იუვენტუსი კიარა, სადაც არ უნდა გადავიდეს ყველგან მეორეხარისხოვანი კადრი იქნება.
ხოდა დაეტიოს გუნდში. ისევ მისთვის იქნება უკეთესი. კლოპზე უკეთ ვერავინ გამოზრდის, მითუმეტეს ლიგაზე გასვლის შემთხვევაში საწუწუნო აღარაფერი რჩება. არ დარჩება და ეგეც არ იქნება ჩვენთვის პრობლემა, დაილია პერსპექტიული ახალგაზრდობა თუ რა))

liverpool-fan
VIP Member

Dgevandeli liverpoolis gadmosaxedin sul vigacas aqvs tramva xan hendo miigebs xan lalana xan kou mane da a.s. Tu ramea jinis win awevs da centrshi hendo jani dadgeba da karoche gasayidi araa sachiro fexburtelia mebrzoli da kidev moumatebs momavali vice kapitania

gio_chyoi
VIP Member

მეც მარტო თანხაში არ მგონია საქმე მარა მაინც რატო არ აფორმებენ ჯერ ვერ ვხვდები. ალბათ იმას ელოდება ლიგაზე გავალთ თუ ვერა თუ გავედით გააფორმებს

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

liverpool-fan,
აი ვიცე კაპიტნობის რა გითხრა. ჯანი არც ლიდერია, არც თამაშის ხედვა აქვს და არც ინტელექტი უწყობს ხელს მაგისთვს. მე პირადად მებრძოლ ხასიათს და გამძლეობას არ ვთვლი კაპიტნობის ან ვიცე კაპიტნობის ყველაზე მნიშვნელოვან კრიტერიუმებად.

bati_gol
მომხმარებელი

Tqven bidzia gadamrevt?veinaldumi da hendersoni girchevniat chans?vice kapitani ki ara liverpulis momavali legendaa tu sheinatchunes...arc magis makratela minda da arafri vinc win daudgeba aravis acarebs da tu moatyueben mshieri pitbuĺivit misdevs meti ra gindat am kacisgan?cota dasaxvecia magram top igokis kochebi aqvs.da tu sadme gadava chavtvalot rom momavali top chamshleli davkarget.,.me vtvli yvelaze tavdadebul motamashed chans romelic gundis gulistvis ised epizodebshi shedis sadac travmis sashishroeba 99%ia.ar uyurebt fexburts?gerchivnot calfexa henfersoni uperspeqtivo sworcazovani romelic meti vegar ganvitsrdeba.

Datomadrid
მომხმარებელი

ციტატა: bati_gol
Tqven bidzia gadamrevt?veinaldumi da hendersoni girchevniat chans?vice kapitani ki ara liverpulis momavali legendaa tu sheinatchunes...arc magis makratela minda da arafri vinc win daudgeba aravis acarebs da tu moatyueben mshieri pitbuĺivit misdevs meti ra gindat am kacisgan?cota dasaxvecia magram top igokis kochebi aqvs.da tu sadme gadava chavtvalot rom momavali top chamshleli davkarget.,.me vtvli yvelaze tavdadebul motamashed chans romelic gundis gulistvis ised epizodebshi shedis sadac travmis sashishroeba 99%ia.ar uyurebt fexburts?gerchivnot calfexa henfersoni uperspeqtivo sworcazovani romelic meti vegar ganvitsrdeba.

Shen gagimarjos gmertma.shemovedi da gavocdi xalxis nawerit!!!zustadac ziritadi ekutvnis tavisi shromit am bichs da ert erti sauketesoa tavis poziciaze.ara gyavdet hendersoni da iyavit mis imedze rodis moifiqrebs rames,darbiso daugalavado Aq wavikitxe adre,tyuila sirbils azri araq!!!emre sheinarchunon ilocet,juveshi vin aramashebso ro ambobt zustadac itamashebs sadac xedira dgas sastavshi mis magivrad,ukve mirchevnia tavisi tamashit da shemartebit,asakit plus!!!ki vagiareb sezoni ro daiwyo amovardnili iyo magram ramdeni tamashia ukve rac sauketesoa moedanze?sakmaod bevri!!!me mapatiet tu tavi mogawyinet magram am bichis gashveba da hendersonis imedad yofna dagupavs liverpools.asea Es!!!!

STEVEN8
მომხმარებელი

იმედია ორიჯიზეც ასე იტყვით ოდესმე :დ

liverpool515
VIP Member

ემრე არაა გასაშვები ძაან მრავალმხრივად შეილება მისი გამოყენება

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

ემრე არაა გასაშვები და თუ გაუსვებენ ინანებენ,რა გინდათ ჰენდერსონი საკაიფოდ შეცვალა..

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

გასაშვებიაო ან კარგი ფეხბურთელი არ არისო არ იძახის არავინ. თქვენი ნაწერების მიხედვითაც ემრეს მთავარი თვისებები ბრძოლისუნარიანობა და გამძლეობაა. კაპიტნობისთვის კიდევ მარტო ფიზიკური მონაცემები არ კმარა, ინნტელექტი უფრო მნიშვნელოვანია. ერთ მშვენიერ დღეს ემრე შეიძლება იუვენტუსის ძირითადშიც დადგეს, მაგრამ კოუს, ჯერარდის ან ალონსოს ნაირი ჩაწოდებების ან გრძელი პასების გაძვრენას ვერასდროს დაიწყებს.
და კიდევ, ბოდიშით, მაგრამ ცენტრალურ ნახევარდაცვაში თამაში რაარის საერთოდ მოდებაში არ ხართ მემგონი. ჰენდერსონზე რო იტყვი ტყუილა დარბისო ან უაზრო პასებს აკეთებსო, სხვანაირად მაგას ვერ დავაკომენტარებ. სწორხაზოვნებას რაც შეეხება, ეგ მარტო ჯანს ახასიათებს ცენტრალური ოთხეულიდან, ალბათ არც იცით სიტყვის მნიშვნელობა. და კიდევ, ჯანი შეიძლება ტოპ ნახევარმცველი დადგეს, მაგრამ ტოპ ჩამშლელი ვერასდროს დადგება. პირიქით, მაგ პოზიციაზე ვინც დააყენებს, სასიკვდილო განაჩენს გამოუტანს იმიტომ, რომ არ აქვს ამ კაცს მოედნის ხედვა და თუ გინდა შეე*ით.

კიდევ არც ბურთის სწრაფად გადატანა იცის და არც ჩაწოდება ან გრძელი პასი უვარგა, რომლებიც კლოპის სტილისთვის და ზოგადად ლივერპულისთვის აუცილებლობაა. გაგიკვირდებათ და ჰენდერსონს აღმოაჩნდა ეს მონაცემები ჩამშლელის ფუნქციის კარგად შეთავსებასთან ერთად. საერთოდაც ჰენდო ბევრად უფრო ინტელექტუალური და არანაკლებ თავდადებული მოთამაშეა, რაც პიდბულის სტილის თამაშით არ ფასდება. :)

fromanfield
მომხმარებელი

bati_gol,
მეც მაგას ვიძახი ძმაო ამდენი ხანია და ვერ გაიგო ამ ხალხმა

Papuashvili
მომხმარებელი

წითელი ნიუტონა,
შენ პირს შაქარი 10 10 10 10 10 10 10 10 10 10

Datomadrid
მომხმარებელი

ციტატა: წითელი ნიუტონა
გასაშვებიაო ან კარგი ფეხბურთელი არ არისო არ იძახის არავინ. თქვენი ნაწერების მიხედვითაც ემრეს მთავარი თვისებები ბრძოლისუნარიანობა და გამძლეობაა. კაპიტნობისთვის კიდევ მარტო ფიზიკური მონაცემები არ კმარა, ინნტელექტი უფრო მნიშვნელოვანია. ერთ მშვენიერ დღეს ემრე შეიძლება იუვენტუსის ძირითადშიც დადგეს, მაგრამ კოუს, ჯერარდის ან ალონსოს ნაირი ჩაწოდებების ან გრძელი პასების გაძვრენას ვერასდროს დაიწყებს.
და კიდევ, ბოდიშით, მაგრამ ცენტრალურ ნახევარდაცვაში თამაში რაარის საერთოდ მოდებაში არ ხართ მემგონი. ჰენდერსონზე რო იტყვი ტყუილა დარბისო ან უაზრო პასებს აკეთებსო, სხვანაირად მაგას ვერ დავაკომენტარებ. სწორხაზოვნებას რაც შეეხება, ეგ მარტო ჯანს ახასიათებს ცენტრალური ოთხეულიდან, ალბათ არც იცით სიტყვის მნიშვნელობა. და კიდევ, ჯანი შეიძლება ტოპ ნახევარმცველი დადგეს, მაგრამ ტოპ ჩამშლელი ვერასდროს დადგება. პირიქით, მაგ პოზიციაზე ვინც დააყენებს, სასიკვდილო განაჩენს გამოუტანს იმიტომ, რომ არ აქვს ამ კაცს მოედნის ხედვა და თუ გინდა შეე*ით.

კიდევ არც ბურთის სწრაფად გადატანა იცის და არც ჩაწოდება ან გრძელი პასი უვარგა, რომლებიც კლოპის სტილისთვის და ზოგადად ლივერპულისთვის აუცილებლობაა. გაგიკვირდებათ და ჰენდერსონს აღმოაჩნდა ეს მონაცემები ჩამშლელის ფუნქციის კარგად შეთავსებასთან ერთად. საერთოდაც ჰენდო ბევრად უფრო ინტელექტუალური და არანაკლებ თავდადებული მოთამაშეა, რაც პიდბულის სტილის თამაშით არ ფასდება. :)
jer erti daviwyot iqedan ro Aq dawerils gavusvi xazi rom hendo bevrs darbiso da ese shemdeg araetrtxel dawerila,kargi fexburtis modebashi me aravar anu eg ro vtqvi?kargi ara cudad ar gaigo megobaro ar mwyenia liverpoolis tamashi pirvelad vuyure jer kidev alaves ro mougo finali welic ki agar maxsovs romeli iyo,araushavs aranair pasuxs ar gagcev zma ubralod zalian dazaraldeba live mag kacis ar dafasebit,meore aris bevri chamshleli zalian warmatebuli iseti visac ar aqvs eg grzeli pasebi magram zalian magaria!!!yvela Alonso ver iqneba is erti iyo da davelodot momaval mis nairs,kitxva maqvs didi xania hendo atamashda?bolo 2sezoni maximum asakic ar dagaviwydes hendosi...chemi azria eseti tavze ar gaxvevt magram sul sotonis done iqneba eg hendo erti weli tamashit ravi ra,didi xania am saitze hendos agar asxavt?ki batono roca ar imsaxurebs arc unda daasxa magram Es bichi emreze maq tavis saqmes 5ze asrulebs ra evaleba hendos ar shevadareb imitom rom liverpools win ar uchirs ashkaraa shemtevebi zalian kargi yavs da chirdeba tipiuri chamshleli pitbilooli rasac emre 5ze asrulebs.tqveni saqme tqven icit rogorc ifiqrebt aranairi ufleba ar maq raime shegewinaagmdego magram "hendersonit"ver gafrindebit tore chemi sityva daimaxsovret ligaze ro iqnebit da zlier gundebs shexvdebit sadac marto inglisuri chawodeba fexburts ar tamashoben da burts akataveben mere gamixaene!!!

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

ჯერ ერთი ტყუილა სირბილი და ბევრი სირბილი სხვა და სხვა რამეა და შეურაცხყოფის მიყენება არც მიცდია, უბრალოდ ძალიან არაადეკვატურად მომეჩვენა ტყუილა მორბენალის დარქმევა იმ ფეხბურთელისთვის, რომელსაც ამ სეზონში არცერთი თამაში არ ჩაუგდია ჩამშლელის პოზიციაზე.
მეორე კიდევ, ჰენდო დალგლიშის დროს იყო სოტონის დონის ფეხბურთელი და რაც როჯერსი მოვიდა ძალიან მოუმატა. მეორე სეზონშივე ვიცე კაპიტანი გახდა და საუკეთესო იყო სუარესის და სტარიჯის მერე. ალბათ გახსოვს მაგის 13/14 სეზონი, მიყოლებით 5-დან ოთხ თამაშში მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს და ა.შ. მას შემდეგ ერთი სეზონი ტრამვის გამო ჩავარდნა ჰქონდა და აგერ ამ სეზონში მაგის ცუდად ნათამაშები არ მახსოვს.
ემრეს რაც შეეხება, ჩემი შეხედულებით ეგ არის მინოლე დვა. ერთი თამაში აუდგება და ყველას გადატ*ნავს, მეორე თამაშში კიდე ერთ ზუსტ პასს ვერ აკეთებს. ყველა სეზონში მასე სჭირს, ამ წელს, რომ თავი დავანებოთ, შარშან ჩამშლელად, რომ გვყავდა საშინლად ითამაშა ევროპა ლიგის ფინალში, 2 გოლი მაგის შეცდომებს მოყვა. შარშანწინ კიდევ არაფერი დამავიწყებს ჯერარდის "გაცილებას" 1-6 რო ჩაისვარეს, რაც ემრეს დამსახურება იყო დიდწილად.
ჩაწოდება და გრძელი პასი ნამდვილად არ არის საჭირო, მაგრამ მოედნის ხედვა და ინტელექტი ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ცენტრალური ნახევარმცველისთვის. შეიძლება გონებაჩლუნგი არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი, და ნარკუშას ჰქვია ფეხბურთის ღმერთი, მაგრამ ერთი წამით დაფიქრდი და თქვი რა უფრო მეტად აერთიანებთ ტოპ ცენტრ. ნახევარმჩველებს - ჯერარდს, ლამპარდს, ინიესტას, პირლოს, ალონსოს, ზიდანს? თავდადებულობა თუ ინტელექტი? პიტბულის გამძლეობა თუ მოედნის ხედვა?
მოკლედ, სწორედ ამ ასპექტში აღემატება ჰენდო ჯანს. შეიძლება ჯანმა იტალიურ ტოპ კლუბში ან ჩელსის, ატლეტიკოს და მანჩესტერის სტილის გუნდში ტოპი იყოს, მაგრამ შემტევი და გახსნილი სტილის გუნდებისთვის ჰენდო ბევრად ჯობია იმიტომ, რომ როცა გუნდი გახსნილია, მაშინ ფეხბურთელს ბევრად უფრო მეტი მწვრთნელისგან დამოუკიდებელი გადაწყვეტილების მიღება უწევს. კრიტიკული სიტუაციაც უფრო მეტია, რადგან ავტობუსის თბილი სკამის მაგივრად ჩამშლელი სკვაზნიაკში ზის. :) ასეთ სიტუაციებში ემრე ბევრად მეტ არაზუსტ პასს აკეთებს ხოლმე და ზონებიც ღია სჩება თუნდაც ამ სეზონში. იმედია მეთანხმები.
ასაკს რაც შეეხება, მაგაზე ჯეიმი ვარდის კითხე. :) სერიოზულად, რომ ვთქვათ ჰენდო ახლა იმ ასაკშია, როცა სუარესმა მოხოდვა დაიწყო ბრენდანას დროს, და მის საუკეთესო 13/14 სეზონში კი 24 წლის იყო. ანუ ჯანისთვის მომავალი სეზონი გამოდის ეგ. ხოდა აჩვენოს ჰენდოს ნაირი თამაში გაისად და ბაზარი არაა, ვაღიარებ, რომ ტოპია და ინტელექტიც არ აკლია.

ჯანს ერთი თვისება აქვს კიდევ ცუდი - არ არის ნამდვილი ლიდერი სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. თუ გუნდს თამაში მისდის ყველაზე აქტიურია, მაგრამ თუ გუნდი წვალობს, მაშინ ყველაზე მეტ შეცდომას უშვებს, არასდროს არაა ისე, რომ გუნდმა წააგოს და ემრეზე თქვან კარგად ითამაშაო.

Gkey
მომხმარებელი

მე მიკვირს კაროჩე ისე ლაპარაკობენ გეგონება ძმაკაცობდეს ვინმე ემრესთან ))) ასეთიაო ისეთიაო :D ლიდერობა არ შეუძლიაო და ასე შემდეგ. არავინ არ იცის რა შეუძლია. ფაქტი არის ერთი რომ ძალიან კარგი ფეხბურთელია და თუ ტრავმა არ შეაწუხებს სტაბილურობიც იქნება ))) პროსტა ჰენდო რა თემაა იცით? ჯერარდის გვერდით თამაშობდა. ბევრი რამ ასწავლაო სტივენმაო. წავიდა სტივენი და გახდა კაპიტანი. მშრომელია ბაზარი არაა მარა ჰენდოს ვერ ექნება ვერასდროს ის კლასი რაც ამ ბიჭს ელის მომავალში. თუ რათქმაუნდა ისევ ტრავმა ან მწრთვნელმა არ გაუფუჭა კარიერა ))) ასე რომ რეალურად შეხედეთ ჰენდერსონის წელშიმოხრილ თამაშს კი მირჩევნია გაჯგიმული ჩანი მე ;) :D:D ჯერ ერთი კაცი რომ მოვიდა როცა არიყო სხვა კადრი დაცვაში იდგა. ფლანგის მცველი იყო. მთელი ერთი სეზონი. კითხეთ ერთი უნდოდა? ათასი შეცდომა დაუშვა, გააკრიტიკეს მარა გამოდიოდა და ბოლომდე თამაშობდა იმიტომ რომ გუნდს ჭირდებოდა ასე ))) ყველაზე იწერება ვარიანტები და ძმურად ჰენდერსონის რამე ტრანსფერული ჭორი არიცით ? სოფლის გაზეთში მაინც რო ეწეროს? თუ ასეთი გუნდის ლიდერი მყავს რატო არავის არუნდა მისი ყიდვა ? ;)

ყველას გვიყვარს ლივერპული და მისი თითოუელი ფეხბურთელი მარა რეალურად შეხედეთ რა ძმურად... მასე საქართველოს ნაკრები და მისი ყველა ფეხბურთელი მევასება მარა უკლასოები არიან ბრატ ((( ნუ ყველა არა რათქმაუნდა, რავქნა მევასება. მარა ვუყურებ რეალურად და ვამბობ რომ არ ვარგიან ))) ასე არის აქაც რა. ყველა ლივერპულელი მევასება მარა ვამბობ რომ დღევანდელი ლივერპულიდან მაქსიმუმ 6 კაცზე მეტს არუნდა ეცვას ლივერის ფორმა (((

Datomadrid
მომხმარებელი

Mainc ver shevtanxmdebit megobrebo bevr rameze bevr.bevr rameze dagetanxmo shemizlia magram bevr axsnas ar daviwyeb unralod zalian minda ro liverpooli ligaze gaviges da arainglisur fexburttan motamashe liverpoolistvis sasicocxlo mnishvneloba chanis dgomas eqneba egred wodebul apornat tu hendos kapitnis samklauri gaaketebs saqmes davinaxavt.chemi azri maqvs am shemtxvevashi tu ise ar moxda rogorc vfiqrob da ivarga Hendom pirveli me mogilocavt zmao!!!magram ertia kidev gerardis gverdit daixvewao dawere ai magashi ver getanxmebi.gerardi iyo iseti eg aketebda yvelafers da chanda hendos progresic!!!

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

Gkey,
რავი შენ ალბათ არ გახსოვს რამდენიმე წლის წინანდელი ჭორები. მე კი მახსოვს, რომ რეალს უნდოდა. სოფლის გაზეთში არ წამიკითხავს ოღონდ. :))) ყველაზე მეტი ჭორი კი ლუკასზე იწერება ყოველწელს, ეტყობა ეგ გვყავს საუკეთესო ნახევარმცველი.
რაც შეეხება, იმას თუ რა შეუძლია, პირადი ნაცნობობა არ არის საჭირო, რომ გაიგო კაცს რისი ტრა*ი აქვს. როცა ემრეს მეორეხარისხოვან კადრში აჩვენებენ, ან ინდაურივით :) გაჭიმული მისეირნობს ან კიდევ თამაშის წესის დარღვევაზე ჩხუბობს და იღრიჯება. მაგის ლიდერის ფუნქცია მე არსად დამინახავს, არასდროს აძლევს თანაგუნდელებს მითითებებს(რაც ალბათ არც შეუძლია, იმიტომ რომ რაც იცის, მხოლოდ ტრენერის მითითებებია) და უმეტეს შემთხვევაში ან მსაჯს ან მოწინააღმდეგეს დაჰყეფს. კაროჩე შეიძლება ლომია, მაგრამ ხეზე აძრომას არც ასწავლიან და ვერც ისწავლის თავისი ინტელექტის გათვალისწინებით.
ცნობისთვის, ჯანისგან განსხვავებით, ჰენდოს 2 სეზონი აქვს ისე ჩატარებული, რომ თამაში არ ჩაუგდია და კაპიტნობა იმიტომ არ მიუციათ, რომ ჯერარდის ქუ*ცენზურა*ბს დაჰყურებდა მოედანზე.

P.S

სიტყვა "ქუსლი" რატო დაცენზურდა? :D

Gkey
მომხმარებელი

წითელი ნიუტონა,
არგვინდა ვითომ გამართლება ბასუხები ძმურად. რეალურად შეხედე რა. უკლასოა ნახევარზე მეტი ი ვსო. სიყვარული აბრმავებს ხან და ეგ გჭირს შენ ბრატ))) აბა ჰენდერსონი და კლასი ძაან სხვადასხვა რამ არის:DD

mais
მომხმარებელი

ჩანის კლასი სად დაინახეთ , რომელ თამაშში შეამჩნიეთ მეც მაჩვენეთ და ამოვისუნთქო იქნება შვებით და აღარ ვინერვიულო რომ ვესტ ჰემის დონის ნახევარდაცვა გვყავს სანამ ჰენდერსონი დაბრუნდება.
წელს ჰენდერსონს ტრავმებმა შეუშალა თორე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე იყო. ისევ ის ჰენდერსონი გსხსოვთ ალბათ, დალგლიშის დროს რომ იყო.

Gkey
მომხმარებელი

ნუ გადამრევთ ძმურად სხვა თამასებს უყურებთ ? :D დაგლიშის დრო როდის იყო ძმურად? რეალურად ეხლა რაც ხდება იმას შევხედოთ რა. ვთქვი წინაზე რომ დინამოსავით მოგვიწევს 2005ის ხსნება თქო და მართლა მასე ნუ ვიზამთ რა. მე ყველა ფეხბურთელი მევასება ასე თუ ისე ლივერის მარა კააი რა, 2017 წელია ტო. 2011-2012-ში იყო დაგლიში კარგი რა ძმურად ;)

mais
მომხმარებელი

ვახ მეც მაგას ვამბობ. დალგლიშის დროს იყო ეგეთი ჰენდერსონი როგორც თქვენ აღწერთ ახლა. თავწაჭრილი ქათამივით დარბოდა. მაგრამ ახლა ძალიან მაგარი ფეხბურთელია . ჩანს რატომ ადარებთ საერთოდ ვერ ვხვდები

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

mais,
ალბათ მარტო ზედაპირულად უყურებენ ფეხბურთს და ოქროს სიკაშკაშით აფასებენ. სხვა ახსნას ვერ ვხედავ, ჯანი როგორ ჯობია ჰენდოს.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

ოთხშაბათი, 14:00 სთ.


  • სიდნეი
  • VS

    24.05.2017


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 3:0

    21.05.2017


  • მიდლსბრო
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჟორჟინიო ვეინალდუმი

მეტოქე - მიდლსბრო


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze