"ლივერპულმა" მაიკლ კინთან შეათანხმა?!

ავტორი: gio_chyoi, 9-05-2017, 20:34, კატეგორია - ტრანსფერები, 786, 14


როგორც უკანასკნელი ცნობები იტყობინებიან, "ლივერპულმა" მაიკლ კინთან პირადი დეტალები შეათანხმა და იგი მერსისაიდულ კლუბს ზაფხულში შეუერთდება. 

აღნიშნული ჭორი ზუსტად იმ დღეს გავრცელდა, რა დღესაც "საუთჰემპტონის" მთავარმა მწვრთნელმა კლოდ პიუელმა განაცხადა პრესკონფერენციაზე, რომ ვირჯილ ვან დეიკი მომავალი სეზონიდან ისევ "წმინდანების" რიგებში ითამაშებდა. მართალია, მიუხედავად ამისა, ჰოლანდიელი ფეხბურთელის ტრანსფერის გამორიცხვა ჯერ მიუღებელია, თუმცა როგორც ჩას, იურგენ კლოპს უკვე მოძებნილი ჰყავს შესაბამისი ალტერნატივა. 

როგორც ბრიტანული გამოცემა Mirror იტყობინება, გერმანელი თავკაცი ძალიან ახლოს არის "ბარნლის" ინგლისელი მცველის გადმობირებასთან. წყაროს მიხედვით, ფეხბურთელთან პირადი დეტალები უკვე შეთანხმებულია და "ბარნლი" ახალგაზრდა ფეხბრუთელის სანაცვლოდ 25 მილიონ ფუნტს მიიღებს, რაც ზუსტად ორჯერ ნაკლებია იმ თანხაზე, რასაც "წმინდანები" ვან დეიკში ითხოვენ - 50 მილონი ფუნტი.

აქვე შეგახსენებთ, რომ მაიკლ კინი 24 წლის ინგლისელი მცველია, რომელიც არც მეტი არც ნაკლები "მანჩესტერ იუნაიტედის" აღზრდილია. მან მიმდინარე სეზონში მხოლოდ 1 მატჩი გამოტოვა და ჯამში პრემიერ ლიგის ეგიდით 35 შეხვედრა ჩაატარა. კარგი სეზონის გამო მან ინგლისის ეროვნულ ნაკრებში გამოძახებაც დაიმსახურა და სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელის ნომინაციაზეც იყო წარდგენილი. სწორედ ამიტომ, მან "ლივერპულის გარდა" პრემიერ ლიგის სხვა გრანდების ყურადღებაც მიიპყრო.

რაც შეეხება აღნიშნული ტრანსფერის დადებით მხარეებს, აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდა მცველს ინგლისურ ფეხბურთში უკვე დიდი გამოცდილება აქვს და, გარდა ამისა, იგი ისეთი კარგად ორგანიზებული და დაცვითი გუნდის წევრი არის, როგორც შონ დაიჩის "ბარნლია".

კომენტარები


Kabula 543
მომხმარებელი

Davijero25 Milionat amaze magar mcvels ver viyidit? sad poulobs am y klasis igrokebs?ar gvagirsebs es jiuti viri normalur igrokebs ager naxavt isev vigac yurumsagebs moadzingilebs.mcveli tu unda saxoze magari viga unda tipi gizdeba liverpoolze

shota_lfc
მომხმარებელი

ეს ვინ ჩემი კ უ კ უ ა??

Jurgen Klopp
ადმინისტრატორი

Kabula 543,
დღეს 25 მილიონი რაღაა? ბოლო წლებია სატრანსფერო ბაზარზე ისეთი ფასებია, ალბათ 25იც ცოტაა ამაში... ძალიან გაფუჭდა ფებურთი

Ynwa Scousers
მომხმარებელი

წლევანდელი სეზონ მართლა საოცარი ქონდა მაგრამ სად? ან იქნება ეს სეზონი გაუვარდა? არ ვიცი რაა რა დავწერო

Daniel3-YNWA
მომხმარებელი

ვან დეიკს ამის ყიდვა ჯობია ფულის ყრაა უბრალოდ 50 მილიონი გაამართლებს თუ არა მაგასაც გააჩნია თან დიდი თანხა იკარგება ისევ ამის ყიდვა სჯობს

gio_chyoi
ჟურნალისტი

ფასი მართლა მისაღებია ხალხნო 25 მილიონი ფუნტი არაა ბევრი მარა დღეს მაინც თქვა პირსმა ვან დეიკი არი მთავარი სამიზნეო. მარა რავიცი 50 მილიონი ვან დეიკში რომელსაც ამდენი ხანია არ უთამაშია ძაან ძვირად მიმაჩნია

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

სახოსაც თუ დატოვებს და ამსაც იყიდიან მაგარი კონკურენცია შეიქმნება, თითო პოზიციაზე 2 მცველი იბრძოლებს პირველობისთვის, და იქნება მინოლე დაემართოთ და მაგრად მოუმატონ თამაშს.

liverpool-fan
VIP Member

Ra panikashi chavardit xalxo albat yidis saxos da amasac zamenistvis yidulobt erti gamocdili mcveli kide mova chemi azrit klavani da saxo wavlen

toka96
მომხმარებელი

მივესალმები ამ ტრანსფერს თუნდაც იმის გამო რომ ვან დეიკში 50 მილიონს არ გადავყრით. ამას კი სასწაული სეზონი ქონდა წელს და იმედია გამოგვადგება

liverpool515
VIP Member

ამას სახო ჯობია

gio-torres
მომხმარებელი

რავიცი მე ისევ ასეთი ტიპის მებრძოლი ინგლისელი მირჩევნია. ბოლომდე მაინც იხარჯებიან მოედანზე. გვაკლია კიუიტის, კარას, ჯერარდის ნაირი შრომისმოყვარე, მებრძოლი ფეხბურთელები

G.p
VIP Member

აჰა მაიკ კინიო :D და ზემოთ პოსტზე დავა მიდის ბეილს ვიყიდით თუ ხამესს :დდდდდ

RUSH
რედაქტორი

მართლა საკაიფო მცველია, იგივე გარი კეჰილი ეგრე იყიდა ჩელსიმ, ბოლტონში გამორჩეული სეზონი ჩაატარა და წკაპ ხელი დაავლეს, კი არის ერთი 5-6 წელია ერთ-ერთი საუკეთესო ეპლში

gio_chyoi
ჟურნალისტი

RUSH,
აი ზუტად რა. როგორ მომწონდა გარი კეჰილი ბოლტონში და ჩვენც გვიკავშირებდნენ მგონი მარა როგორც ყოველთვის ვინც კაი იყო ყველა აგვახიეს. რო იძახიან ბარნლიში თამაშობს და ვინაა და რაღაც ეგრე არაა რა, ყველას გვინდა სახელები მარა ის სახელიც ოდესღაც არ იყო სახელი მერე გახდა

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

ოთხშაბათი, 22:45 სთ.


  • ლივერპული
  • VS

    23.08.2017


  • ჰოფენჰაიმი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:0

    20.08.2017


  • კრისტალ პალასი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი

მატჩის საუკეთესო

ენდი რობერტსონი

მეტოქე - კრისტალ პალასი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze