მე-4 ადგილისთვის ბრძოლაში არსენალიც ჩაერთო
ცოტა ხნის წინ ლონდონის არსენალმა საუთჰემპტონი 0:2 დაამარცხა და ოთხეულისთვის ბრძოლაში ლივერპულის მთავარი კონკურენტი გახდა.
საუთჰემპტონმა ენფილდზე შეხვედრისგან განსხვავებით მეტოქეს ღია, გახსნილი ფეხბურთი შესთავაზა. მომენტები ორივე გუნდს ჰქონდა, მაგრამ ყველაფერი არსენალის ფორვარდების კლასმა გადაწონა. სანჩესის და ჟირუს გოლებმა არსენალი ოთხეულისთვის ბრძოლაში ჩააბა.
ამჟამად არსენალს სამი შეხვედრა დარჩა ჩასატარებელი. გასვლა სტოკ სიტისთან და საკუთარ მოედანზე სანდერლენდთან და ევერტონთან. 'მეთოფეებს' სამივე შეხვედრის მოგების რეალური შანსი აქვთ, თუმც მათთვის ყველაფერს აზრი დაეკარგება თუ ლივერპულმა დარჩენილი ორივე შეხვედრის მოგება მოახერხა.