21 ფაქტი მერსისაიდელთა 21 ნომერზე

ავტორი: johnson, 11-05-2017, 23:37, კატეგორია - სიახლეები, 395, 13


ზუსტად 10 წლის წინ "ლივერპულმა" ლუკას ლეივა გაიფორმა. კლუბის ოფიციალური საიტი გთავაზობთ 21 საინტერესო ფაქტს მერსისაიდელთა 21 ნომერზე :

* პრემიერ ლიგის გარდა, ბრაზილიელმა "წითლების" რიგებში 99 მატჩი ჩაატარა - 18 ინგლისის თასზე, 24 ლიგის თასზე და 57 ევროტურნირებზე.

* ყველაზე მეტჯერ ლეივამ "ჩელსის" წინააღმდეგ ითამაშა(19-ჯერ).

* 10 წლის განმავლობაში ლუკასმა სულ 7 გოლის გატანა შეძლო - 3 ევროტურნირებზე, 2 ინგლისის თასზე, ხოლო 1-1 პრემიერ ლიგასა და ლიგის თასზე.

* პრემიერ ლიგაში მან თავისი ერთადერთი გოლი(ამჟამად) "ნიუკასლის" კარში, 2009 წლის 3 მაისს, შეხვედრის 87-ე წუთზე გაიტანა. ის თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და მეტოქის კარის ასაღებად 8 წუთი დასჭირდა.


* იანვარში, "პლიმუთთან" გატანილი გოლით ლეივამ 200 მატჩიანი უგოლო სერია დაასრულა.

* სადებიუტო გოლი ლუკასმა 2008 წლის იანვარში, ინგლისის თასზე გაიტანა.

* ბრაზილიელმა "ლივერპულს" სულ 14-ჯერ უკაპიტნა - მიმდინარე სეზონში ის გუნდს მოედანზე 5-ჯერ გაუძღვა.

* 10 წლის განმავლობაში, ლუკასი მოედანზე "ლივერპულის" 120 სხვადასხვა მოთამაშესთან ერთად გავიდა.

* საუკეთესო სეზონი ლუკასისთვის 2009/10 წლების სეზონი იყო, როცა მან 50 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა - 46-ჯერ ის ძირითად შემადგენლობაში იყო.

* ყველაზე მეტი, 3 გოლი ერთ სეზონში ლუკასმა 2008/09 წლებში გაიტანა.


* ამ წუთისთვის, ლუკასს მოედანზე 17 323 წუთი აქვს გატარებული - პრემიერ ლიგის ერაში მასზე მეტი მხოლოდ 10-მა ფეხბურთელმა ითამაშა.

* 7 გოლიდან 2 ლეივამ ცვლილებაზე შესვლის შემდეგ გაიტანა.

* ბრაზილიელი მოედნიდან 2-ჯერ იქნა გაძევებული - 2009 წელს, ინგლისის თასზე "ევერტონთან" მატჩში; 2010 წელს "სტოკთან" პრემიერ ლიგის მატჩში.

* ლუკასმა "ლივერპულში" 5 სხვადასხვა მწვრთნელთან ერთად იმუშავა. ამ მხრივ ის მხოლოდ ჯეიმი კარაგერს ჩარმოჩება.

* იყო დრო, როცა 21 ნომრიანი მაისურით ლუკასმა პრემიერ ლიგაში ზედიზედ 30 მატჩი ჩაატარა.

* ლეივა ერთ-ერთია იმ 9 მოთამაშიდან, რომელმაც ევროპის ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე 30-ზე მეტი მატჩი ჩაატარა.

* პენალტების სერიაში ლეივამ 11 მეტრიან ნიშნულთან სულ 4-ჯერ მივიდა - 3 შემთხვევაში ბურთი ბადეში აღმოჩნდა.


* "ლივერპულის" რიგებში ლუკასზე მეტი მატჩი პრემიერ ლიგაში მხოლოდ 2 უცხოელს - სემი ჰიიპიასა და პეპე რეინას აქვთ ჩატარებული.

* ლეივას დებიუტი 2007 წლის აგვისტოში შედგა - "ტულუზასთან" დაპირისპირებაში ის თამაშში სისოკოს ნაცვლად ჩაერთო.

* 2008 წელს, ლუკასმა ბრაზილიის ნაკრებთან ერთად ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიგო. აღსანიშნავია, რომ 1/2 ფინალში "სელესაო" არგენტინასთან დამარცხდა - იმ შეხვედრაში ლეივა მასკერანოს წინააღმდეგ უხეშობისთვის გააძევეს მოედანზე.

* ლეივა მეორე ბრაზილიელია ფაბიო აურელიოს შემდეგ, რომელმაც "ლივერპულის" მაისური მოირგო.

კომენტარები


Daniel3-YNWA
მომხმარებელი

ამოწურა ამანაც თავისი რესურსები დროა,რომ წავიდეს <3

gio_chyoi
VIP Member

სკამზე რო იჯდეს არაფერს გააფუჭებს თან ეს რამდენად უნდა გაყიდო მარა მაინც მგონია წავა. და მეკრე ბრაზილილეი მოვა ჩამშლელად ალანი. კლოპს ეს ძაან მოსწონს და მეც მომწონს მაგრად. ვნახოთ რა დადგება მაგისგან

liverpool-fan
VIP Member

Mgonia ro wava madloba yvelafristvis udaod uyvars liverpuli cota tramvebmac sheushala xeli cudi fexburteli araa ubralod xandaxan cud shecdomebs ushvebs

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

ცუდი კი არა ეს მასკერანოს დონის იყო ერთ დროს. თანაც მთელი სეზონი. ტრამვამ დაღუპა.

თვითონ თუ არ მოინდომა არ უნდა გაუშვან. იყოს, თუ არ ათამაშებს მაინც სასარგებლო იქნება თავისი გამოცდილებით. ჩემი აზრით ეს მაგარი მვრთნელი დადგება თუ მოინდომა.

chipe888
მომხმარებელი

რატო უნდა წავიდეს ვის რას უშლის:))) ეგღა დარჩა ე.წ. ძველი კადრი და თუ თვითონ არ მოისურვა არ გაუშვებენ

didi albatobit wava tan rogorc vici tvitonac unda wasvla, albat an turqetshi an chinetshi dagazavs exla cota mayuts gaaketebs da mere wava braziliis sanapiroebisken :DD

liverpool515
VIP Member

ლეივაა ძაან ერთგულია და უყვარს გუნდი და ესეთი გამოცდილი ხალხი არ უნდა გავუშვათ ..ბევრჯერ დაგვჭირდა წელსაც

fromanfield
მომხმარებელი

მთავარ სურათად რა კაი სურათია,ფინალში გაფუჭებული პენალტი :D

STEVEN8
მომხმარებელი

fromanfield,
ხოო :დდ რაღა ეგ აარჩიეს :დ

cotne_suarez
მომხმარებელი

aqamde rom gbyavda eseti sleebi imitom ver mivagwiet verapers. marto igimebian fu bliad gaushvit droze da miayolet egeti xalxic romelci marto igimeba da atashsi ertxel gaaqvt goli

gio_chyoi
VIP Member

cotne_suarez,
გოლის გატანა რა შუაშია მასე მასკერანოს ამაზე ცოტა გოლი აქვს მგონია მარა რა ცუდია?

giginio
VIP Member

ამან ჩელსისთან მატცის დროს მუხლის ტრანვა რო მიიღო მაგან დაღუპა ტორე უძლეირესი ჩამშლელი იყოო

cotne_suarez,
ჩამშლელმა რატომ უნდა გაიტანოსს გოლები აბა მითხარიი? ეგრე პირლოს აკრიერის მანძილზე სულლ 60 ბურთიაქ გატანილიი და არ ვარგოდა?

johnson
ადმინისტრატორი

საერთოდ პლეიმეიკერად იყო ნაყიდი წინ იდგა ტრავმის მერე მოუწია უკან ჩამოსვლა :დ

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

ოთხშაბათი, 14:00 სთ.


  • სიდნეი
  • VS

    24.05.2017


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 3:0

    21.05.2017


  • მიდლსბრო
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჟორჟინიო ვეინალდუმი

მეტოქე - მიდლსბრო


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze