ალანი გერმანიაში დარჩება

ავტორი: johnson, 15-05-2017, 20:59, კატეგორია - სიახლეები, 567, 7


"ინტერნასიონალიდან" 500 000 ფუნტად ნაყიდი ალან როდრიგესს დე სოუზა კვლავ ვერ ახერხებს ინგლისში სამუშაო ვიზის მიღებას, რის გამოც "ნისლიანი ალბიონის" მიღმა კიდევ ერთი სეზონის გატარება მოუწევს.

როგორც იცით, "ლივერპულმა" გასულ ზაფხულს ბრაზილიელი ნახევარმცველი "ჰერტაში" გაანათხოვრა. ბერლინურ კლუბში თავდაპირველად ყველაფერი არც თუ კარგად წარიმართა, თუმცა სეზონის დასკვნით ნაწილში მას გაცილებით მეტი დრო მიეცა. ამ სეზონში ალანმა სულ 15 მატჩი ჩაატარა, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა გერმანელებზე შთაბეჭდილების მოსახდენად.

Kicker-ისთვის მიცემულ ინტერვიუში "ჰერტას" სპორტულმა დირექტორმა განაცხადა, რომ მათ სურთ ალანი კიდევ ერთი სეზონით ინათხოვრონ. ეს ბრაზილიელს სამუშაო ვიზის მიღებაშიც დაეხმარება. ამასთანავე, ბერლინელები ახლოს არიან ევროპის ლიგის საგზურთან, რაც დამატებით მატჩებსა და შემოსავალს ნიშნავს.

Liverpool Echo-ს ინფორმაციით, მელვუდში მზად არიან სოუზა კვლავ გაანათხოვრონ "ჰერტაში", თუმცა სურთ რომ ბრაზილიელი ხშირად მოხვდეს ძირითად შემადგენლობაში და სათამაშო პრაქტიკაც მეტი ჰქონდეს.

20 წლის ნახევარმცველთან იურგენ კლოპს მხოლოდ რამდენჯერმე ჰქონდა შეხება. "წითლების" მთავარმა მწვრთნელმა ალანი არაერთხელ შეაქო.

კომენტარები


liverpool-fan
VIP Member

კარგი ბიჭია რო წამლიყვანო აზრი არ აქ რეზერვებში უაზრობა ჰეეტა კიდე ევროპაზე გადის და მეტ გამოცდილებას მიიგებს

johnson
ადმინისტრატორი

liverpool-fan,
არ აძლევენ ჯერ უფლებას ინგლისში ცხოვრების... ბრაზილიელი როა რაღაც დეტალებს უნდა აკმაყოფილებდეს- ნაკრებში და კლუბში გარკვეული რაოდენობა მატჩების და მოკლედ კიდე რამდენიმე კრიტერიუმია. თორე აუცილებლად დაიტოვებდნენ... ჰერრტაში კიდე ერთი 15 მატჩი მინიმუმ და მერე მისცემენ ინგლისშიც.

არადა ბევრს აქებდნენ მელვუდში როცა იყო და ვნახოთ ძაან ტექნიკური კი არის თან ცენტრალური ნახევარმცველია და არა ტიპიური შემტევი

STEVEN8
მომხმარებელი

აუ 20 ის ყოფილა უკვე. გრუიჩზე დიდია.

ThisIsAnfield
მომხმარებელი

ამან კიდე რით ვერ მოაგროვა ეს საკმარისი მატჩები, ყველა აქებს სადაც იყო, ყველას დატოვება და შენარჩუნება სურს, მარა არ ათამაშებენ და ვერ გავიგე ვერაფერი : )))

gio_chyoi
რედაქტორი

ძალიან მაგარი ბიჭია ამან ვერდერთან ბოლოს ძირითადში დაიწყო და ძაან კაი შეხვედრა ჩაატარა. აგერ ნახეთ ამის სახით გვეღირსება ალონსოსნაირი ჭკვიანი ტექნიკური და მრავალფეროვანი ჩამშლელი

liverpool515
VIP Member

ამას დააბერებენ და ვიზას არ მიცემენ:D:D:დ ჩვენ გაგვეხსნა უვიზო მიმოსვლა და ამას რით აღარ დაადგა საშველი

Liverpool333
მომხმარებელი

ეს ეხლა ლივერპულის სათადარიგო სკამზე რომ იჯდეს ძაან მაგარი იქნება

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

შაბათი 21:30 სთ


  • ლივერპული
  • VS

    25.11.2017


  • ჩელსი

მიმოხილვა


  • სევილია
  • 3:3

    21.11.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

რობერტო ფირმინო

მეტოქე - სევილია


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze