სტარიჯი : დიდებული გრძნობაა

ავტორი: johnson, 15-05-2017, 21:29, კატეგორია - სიახლეები, 614, 8


პრემიერ ლიგის 37-ე ტურში "ვესტ ჰემმა" საკუთარ მოედანზე "ლივერპული" მიიღო. მერსისაიდელებმა მეტოქეს 4 უპასუხო ბურთი გაუტანეს და საჭირო 3 ქულა ჩაიწერეს აქტივში.

აღსანიშნავია, რომ ხანგრძლივი დროის შემდეგ, სტუმართა ძირითად შემადგენლობაში მოხვდა დანიელ სტარიჯი. ინგლისელმა თავმსხმელმა დაბრუნება გატანილი გოლით აღნიშნა. 

მოგვიანებით მან კლუბის ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში განვლილი შეხვედრა შეაფასა :

"დიდებული გრძნობაა. ჩვენთვის მნიშვნელოვანი მატჩი იყო. ჩვენ ვიცოდით როგორ უნდა გვემოქმედა და  გავიმარჯვეთ კიდეც.

ბოლო კვირეების განმავლობაში კარგ თამაშს ვაჩვენებდით, თუმცა შესაძლოა ზოგჯერ უფრო მეტი ქულის აღება გვმართებდა. დღეს ბევრი ვიშრომეთ, ბურთი დავიჭირეთ და გავაკეთეთ ყველაფერი, რასაც მწვრთნელი ჩვენგან ითხოვდა."


კითხვაზე იყო თუ არა ის თავდაჯერებული მაშინ, როცა მეკარის მოტყუება გადაწყვიტა, სტარიჯმა შემდეგნაირად უპასუხა :
 "რა თქმა უნდა. არის რაღაცეები, რის გაკეთებაზეც ბევრს არ ვარჯიშობ, თუმცა როცა მეკარის პირისპირ რჩები, ბევრი დრო არ გაქვს. მოხარული ვარ რომ ძირითადში დავიწყე. ეს დიდებული გამარჯვება იყო."

კომენტარები


Capitan
მომხმარებელი

ნახვამდის დანიელ <3 წადი საფრანგეთში სადაც ამდენი ვარჯიში და ფეხების მტვრევა არაა ან ისიამოვნე ფეხბურთით :**

johnson
ადმინისტრატორი

კლასი კლასი მაგრად გასაყიდია რა.. ბოლო 2 სეზონში ჯამში 10 გოლი აქვს. თვითონ კლუბი არ გააჩერებს ასეთს კვირში 150 000 უხდის და მკურნალობა კიდევ უფრო მეტი უჯდება. ხან სად გაუშვეს დახან სად უმკურნალეს. 25 მილიონად მაინც გაყიდონ(მინიმუმ) და ვინმე წესიერი იყიდონ.

liverpool-fan
VIP Member

ბევრს არ გვინდა ამის გაყიდვა ყველამ ვიცით რო როგორიც შეგვაყვარა თავი ისეთი ვერასდროს ვეღარ იქნება უბრალოდ თვითონაც ძაან უყვარს ლივერპული და არც უნდა წასვლა

STEVEN8
მომხმარებელი

აუ რა მაგარი კაცია ეეს :/ მომენატრება ამის თამაში...

gio_chyoi
VIP Member

ეს გასაყიდია მხოლოდ იმიტო რო ტრავმები აქვს და ვერ თამაშობს და ორიჯი იმიტო რო უნიჭოა. ორივეში ერთად ერთი 45 მილიონი ფუნტი აიღონ, დაამატონ და ორი კაი ფორვარდი მოიყვანონ

liverpool515
VIP Member

იქნება აღარ დაიმტვრე შეჩემა

LFC_TSA
მომხმარებელი

დანი :)

Liverpool333
მომხმარებელი

მანეს დამტვრევის შემდეგ მაინც ყოფილიყო ფორმაში და ეგებ არ გაეყიდათ მაგრად მენანება კაი გუნდში მაინც გადავიდეს სადმე

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

ოთხშაბათი, 22:45 სთ.


  • ტრანმერ როვერსი
  • VS

    12.07.2017


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • სიდნეი
  • 0:3

    24.05.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჟორჟინიო ვეინალდუმი

მეტოქე - მიდლსბრო


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze