კლოპის ვერდიქტი "ვესტ ჰემთან"

ავტორი: akaki, 15-05-2017, 21:45, კატეგორია - სიახლეები, 647, 9


იურგენ კლოპმა 'ვესტ-ჰემთან' მოპოვებულ გამარჯვებაზე ისაუბრა.

"მე ვიყურები უკან და ვხედავ იმ მომენტებს, რომლებიც არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ ასევე ვხედავ შესანშნავად ჩატარებულ მატჩს. ჩვენ მოვიგეთ ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი დამაჯერებლად. შეხვედრის სტარტი არ იყო იმდენად შთამბეჭდავი, მალე კი ვესტ-ჰემმა პირველი მომენტი შექმნა. ლივერპულმა თამაშის მიმდინარეობა შეცვალა და დომინირებაც მოვიპოვეთ. ეს დომინირება გოლში აისახა, ასევე შევქმენით მომენტი, როდესაც მატიპი თავური დარტყმით ახლოს იყო გოლთან. პირველი ტაიმის ბოლოს კი შეიქმნა ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი ჩემს კარიერაში. მეტოქემ ძალიან რეალური საგოლე შანსი მიიღო და ჩვენ ამ მომენტში არ ვიყავით კარგი, მაგრამ იღბალი დაგვეხმარა და პირველ ტაიმში ანგარიში შევინარჩუნეთ.

"მეორე ტაიმი გუნდმა იდეალურად დაიწყო, რაც იმის დამსახურებაა, რომ პირველი ტაიმიდან სწორი ინფორმაცია მოვიპოვეთ. ეს შესვენებაზე გაკეთებული რამდენიმე გადაადგილების დამსახურებაა, რამაც მეტოქეც დააბნია. პასების და დრიბლინგის ხარისხიც ბევრად გამოვასწორეთ, რისი შედეგიც გატანილი გოლები იყო. შეგვეძლო უფრო მეტი გოლის გატანა, მაგრამ ამის გარეშეც ყველაფერი კარგად დასრულდა. შესანშნავი დღე იყო."

"ზუსტად არ მახსოვს როდის ვთქვი, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რომ ფილი ამ პოზიციაზე ბრწყინვალედ ითამაშებდა, ამაში ეჭვი ალბათ არავის ეპარებოდა, რადგან მაშინაც კი როდესაც ის ვინგერის პოზიციაზე დგას, მაინც ცენტრში ატარებს უმეტეს დროს, რადგან მისი პოზიცია ვინგერობა არ არის, ის ფლეიმეიქერია. როცა ფეხბურთელი საჭირო დროს საჭრო პოზიციაზე დგას, სწორედ ეს არის მთავარი და  ნაკლები მნიშვნელობა ენიჭება იმას თუ რა პოზიციაზე თამაშობს ის სქემაში. ფილი არის არაჩვეულებრივი, როდესაც ის ცენტრში თამაშობს და სივრცეები აქვს, ასევე დასარტყმელად სასურველ პოზიციაზე იმყოფება. დღეს მას ყველა ეს გარემოება ჰქონდა და შედეგიც ნახეთ. მოკლედ, ის დღეს ბრწყინვალე იყო და მატჩიც ასევე ბრწყინვალე გამოვიდა"

"შაბათ საღამოს არსენალის მოგება კარგი ნიშანი იყო ჩვენთვის. წნეხის საკუთარ ხელებში მოქცევა ცხოვრების ნაწილია. უარყოფითი წნეხი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თუმცა აუცილებელია წნეხის უარყოფითი მხარე დადებითად აქციო. ჩვენ სწორედ ასე მოვიქეცით. გასულ ტურში ჩვენ შეხვედრა ფრედ დავასრულეთ, გოლი ვერ შევქმენით და პენალტიც ვერ გამოვიყენეთ. ყველა იძახდა, რომ ეს წნეხის ბრალი იყო, მაგრამ ამის ნიშანი მხოლოდ პენალტის შესრულება იყო."

"დღეისათვის გუნდი 73 ქულას აგროვებს. 73 ქულის აღება კი ნამდვილად არ არის და ეს ბიჭების შრომის ნაყოფია. ისინი მთელი სეზონის განმავლობაში ბოლომდე იხარჯებოდნენ, რომ ამ შედეგისთვის მიეღწიათ, 'ვესტ-ჰემთან' შეხვედრაც ამ შრომის შედეგი იყო. როდესაც შეხვედრა დასრულდა, პირველი რამ რაც ბიჭებმა გასახდელში თქვეს იყო 'კიდევ ერთხელ, კიდევ ერთი თამაში ასე', ისინი შემდეგი თამაშისთვის 100% კონცენტრირებული არიან და ეჭვიც არ მეპარება, რომ არცერთი ფეხბურთელი გუნდში მიდლსბროს ძალებს უნდაც ერთი პროცენტით ნაკლებად აფასებს. მათ რთული სეზონი ჰქონდათ და არ მისცემიათ შანსი, რომ ფეხბურთით სიამოვნება მიეღოთ, მათ ამის შანსი ენფილდზე მიეცემათ და ეცდებიან კარგი ფეხბურთით ცხოვრება გაგვირთულონ."

"ჩვენ მიდლსბროს თავიანთი სურვილის გატანის საშუალება არ უნდა მივცეთ და ასეც იქნება თუ ისევე კარგად ვითამაშებთ და ისევე ზუსტად გავაკეთებთ ყველაფერს, როგორც ვესტ-ჰემთან. იმედი გვაქვს, გუნდს რობერტო დაუბრუნდება და ახალ შესაძლებლობებს მოგვცემს. ამ შეხვედრაში კი ლივერპულს უკეთესი რამის გაკეთება არ შეეძლო."

"დანიელ სტარიჯი ნამდვილად კარგი ფეხბურთელია. სამწუხაროდ, ის ყოველთვის არ არის ხელმისაწვდომი, მაგრამ ახლა ყველაფერი კარგადაა. დრომ ხელი შეგვიწყო, რადგან დანიელ სტარიჯმა მაშინ მოახერხა ფორმაში ყოფნა, როდესაც ფირმინო დაგვაკლდა. მას შესანიშნავი კვირა ჰქონდა ვარჯიშებზე და ყველაფრის ნაწილიც სწორედ ის იყო. ამ თამაშში ის ნამდვილად ფანტასტიკური იყო".

კომენტარები


liverpool-fan
VIP Member

კოუ მიდი ერთი დუბლიც და ლივერის საუკეთესო ბომბარდირი გახდები მანე მოთამაშე შენ ბომბარდირი

Capitan
მომხმარებელი

ორიჯის არ პატიობს იმ მომენტს ეტყობა :D კოუტინიო მართლაც ძალიან კაი იყო 73 ქულა ამ სასტავით მოდი ვაღიაროთ რო ცოტა არააა და 3 პოზიცია ძალიან კაი იქნებოდა... ბევრმა რამემ შეგვიშალა ხელი შედეგი სეზონი ბევრად ძლიერი გუნდი ბევრად გამოცდილი ფეხბურთელები გვეყოლება არც თუ ისე ცუდი სეზონი მაგრამ ეს საკმარისი არაა)) სტარიჯს მადლობა და ნახვამდის <3

gio_chyoi
VIP Member

მოკლედ კოუს სახით მგონი მაგარი გამთამაშებელი გვეყოლება ცენტრში მომავალი სეზონიდან

liverpool515
VIP Member

მიდიიიი კლოპოოო დაგვაბრუნე ლიგაზე ოღონდ ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით

Ynwa Scousers
მომხმარებელი

აი ვინც სტარიჯის გაშვებას ითხოვთ და ორიჯის დარჩენაზე არაფერს ამბობთ ნეტა თქვენს თავებში ჩამახედა :D

johnson
ადმინისტრატორი

ორიჯის დარჩენაზე არაფერი ვთქვი უბრალოდ სტარიჯზე პროდუქტიული არის ამ ეტაპზე მაინც და პრესინგს მაინც თამაშობს და ფლანგებზე მოძრაობს. კი ბატონო არაა ჩვენი დონე მაგრამ ორიჯის გაყიდვით ვერც მიიღებ იმ თანხას რამდენიც შეიძლება სტარიჯმა მოიტანოს. თან დავწერე რო ერთი წესიერი თავდამსხმელი მაინც უნდა ვიყიდოთო ანუ ის არ მიგულისხმია რო ორიჯის და ინგსის იმედზე უნდა დავრჩეთ. კაცი რო სეზონში 600 წუთზე მეტს ვერ თამაშობს და 2-3 გოლზე მეტს ვერ იტანს მაგარი თავდამსხმელია კი როგორ არა მაგარი სარგებელი მოაქვს გუნდისთვის

Ynwa Scousers
მომხმარებელი

ციტატა: johnson
ორიჯის დარჩენაზე არაფერი ვთქვი უბრალოდ სტარიჯზე პროდუქტიული არის ამ ეტაპზე მაინც და პრესინგს მაინც თამაშობს და ფლანგებზე მოძრაობს. კი ბატონო არაა ჩვენი დონე მაგრამ ორიჯის გაყიდვით ვერც მიიღებ იმ თანხას რამდენიც შეიძლება სტარიჯმა მოიტანოს. თან დავწერე რო ერთი წესიერი თავდამსხმელი მაინც უნდა ვიყიდოთო ანუ ის არ მიგულისხმია რო ორიჯის და ინგსის იმედზე უნდა დავრჩეთ. კაცი რო სეზონში 600 წუთზე მეტს ვერ თამაშობს და 2-3 გოლზე მეტს ვერ იტანს მაგარი თავდამსხმელია კი როგორ არა მაგარი სარგებელი მოაქვს გუნდისთვის

მაგისმა გოლმა იმდენჯერ გადაგვარჩინა რაც გააქვსს ყველა უმნიშვნელოვანესია

gio_chyoi
VIP Member

johnson,
კი გუგა მარა ორივე გასაყიდია რა. არაფერი არ გამოვა მაგ ორიჯისგან მაგას ჯობია ვინმე გადაბერებული მოიყვანო და გამოცდილი სკამზე. ორიჯი არი მარსელის დონე

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

ვესთ ჰემის ახალი სტადიონი კარგად დავტესტეთ.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

ოთხშაბათი, 14:00 სთ.


  • სიდნეი
  • VS

    24.05.2017


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 3:0

    21.05.2017


  • მიდლსბრო
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჟორჟინიო ვეინალდუმი

მეტოქე - მიდლსბრო


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze