კლოპი: "სტივი ჯი ჩემი მემკვიდრეა."

ავტორი: Jurgen Klopp, 19-05-2017, 13:52, კატეგორია - სიახლეები, 726, 13


მოგეხსენებათ, სტივენ ჯერარდი "ლივერპულში" დაბრუნდა და აკადემიას სათავეშიც ჩაუდგა. მეტიც, შემდეგი სეზონიდან ის 18 წლამდელების მთავარი მწვრთნელი იქნება.

როგორც ჩანს, ეს არ იქნება სტივის ბოლო საფეხური სამწვრთნელო კარიერაში. ამ გუნდში ყოფილ რვიანს სრულყოფილი დაფასება აქვს, როგორც ფეხბურთელებისგან, ასევე გუნდის მფლობელებისგან, ამ სიას კი ახლა იურგენ კლოპიც შეემატა. გერმანელმა სპეციალისტმა არ დაიშურა ქება-დიდება და სტივის შესაძლო მომავალზეც ისაუბრა.

"სტივი საოცარია, ნამდვილი ფანტასტიკა. ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი იყო. მიხარია, რომ ახლა ისიც ამ საქმეში ჩაერთო." - განუცხადა კლოპმა the Times -ს ინტერვიუში.

"მე მას ვესაუბრე და ვუთხარი, რომ არ დამაინტერესებდა ვინ იქნებოდა ჩემი შემცვლელი, როდესაც წავიდოდი, ან თუნდაც გამაგდებდნენ, უბრალოდ ძალიან მინდა ეს სტივი აღმოჩნდეს."

"ყველაფერს გავაკეთებ რომ მისთვის, ყველა ინფორმაცია და დახმარება ხელმისაწვდომი იყოს ამ სფეროში."

კომენტარები


GoGson
მომხმარებელი

კლოპი თავის ადგილს აუცილებლად დაიმკვიდრებს ლივერპულის ისტორიაში... მჯერა

liverpool-fan
VIP Member

აბა რა კლოპის მერე სტივი უნდა მოვიდეს 2-წელში იქნება თუ 4 წელში აუცილებლად მოვა სტივი

Ynwa Scousers
მომხმარებელი

არ გეწყინოს კლოპიტო მაგრამ ეგ შენც რომ არ გეთქვა დებილი უნდა იყო ადამიანი რო ვერ მიხვდე ვინ იქნება ლივერპულის მწვრთვნელი :D

PRINCE
ტოპ კომენტატორი

ყველა ხვდება მაგას, რომ ჯერარდს ლივერპულის მწვრთნელობისთვის ამზადებენ. იმიტომაა ასეთი ქვედა საფეხურიდან რომ დაიწყო მუშაობა, ეცდება ყველაფერი მაქსიმალურად კარგად აითვისოს და მომზადებული შეხვდეს ამხელა პასუხისმგებლობას. ოღონდ ყველა ჩვენთაგანის სურვილი ისაა, რომ როცა დადგება დღის წესრიგში მისი მთავარი მწვრთნელობის საკითხი, გუნდის ფუნდამეტი უკვე მყარი იყოს და აღარ მოუწიოს ახლიდან შენება ყველაფრის. ამისათვის კლოპმა უნდა ივაჟკაცოს და გამართული სისტემა გადააბაროს სტივის.

liverpool515
VIP Member

სტივი უნდა იყოს ჩვენიიი აღმშენებელი

gio_chyoi
VIP Member

PRINCE,
აი მასეთი რაღაც უნდა დამეწერა მეც ზუსტად. მასე იყო მგონი ზიდანიც და აგერ რა შედეგებს დებს ვხედავთ. ძაან მინდა რო იგივე გაიმეოროს ჯერარდმაც. და კლოპმა მაგარი ლივეპრული უნდა ჩააბაროს არა მხოლოდ ძირითადი გუნდი, არამედ აკადემიაც, რაზეც მუშაობენ კიდევაც ეხლა 50 მილიონი ფუნტი სწორედ მაგისთვის გამოიყო და დიდი იმედი მაქვს რო ძველი ლივერპული დაბრუნდება რამოდენიმე წელიწადში

Reziko
VIP Member

იმედია ისე ექნება კლოპს საქმე ლივერპულში რო 10 წელი მაინც დატოვებენ...

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

კლოპის ხანა კაი გვარიანს გასტანს ლივერპულში და მერე სტივი ჩაიბარებს ლოგიკურიც იქნება.წარმატებები ორივეს

gio_chyoi
VIP Member

3-4 წელი კიდე მაინც იქნება კლოპის წესით და ამ დროში ტიტულებსაც მოიგებს დარწმუნებული ვარ (აბა სხვანაირად არც გააჩერებენ) და აქამდე გუნდი მოიხოდება, მოვლენ ახალგაზრდა ფეხბურთელები და აკადემიაც მოიხოდება როგორც რეალში ზუსტად და მერე ჩააბარებენ წესით ჯერარდს და მერეც კარგად წავა საქმე და ასე რომ, მგონია რო ძველი ლივერპული უნდა დაბრუნდეს 8

real liverpool
მომხმარებელი

Skauzerebo ras fiqrobt ligis finalze Real vs juve 8

GoGson
მომხმარებელი

იუვე..

lashafss
მომხმარებელი

კლოპი მინდა დაახლოვებით 10 წლით ლივერპულში და თან წარმატებული, აი მერე სტივი :X დაე იყოს დიდებული ხანა

STEVEN8
მომხმარებელი

real liverpool,
იუვეს ბალეშიკიც ვარ და იასნა იუვე. რეალი მეზიზღება.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

ოთხშაბათი, 22:45 სთ.


  • ტრანმერ როვერსი
  • VS

    12.07.2017


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • სიდნეი
  • 0:3

    24.05.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჟორჟინიო ვეინალდუმი

მეტოქე - მიდლსბრო


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze