კლოპი : განსხვავება ნამდვილად იგრძნობა

ავტორი: johnson, 19-05-2017, 18:33, კატეგორია - სიახლეები, 882, 11


რამდენიმე დღეში "ლივერპულისთვის" სეზონი დასრულდება. სეზონი, რომელსაც გულშემატკივრები დიდი მოლოდინითა და იმედით შეხვდნენ, თუმცა ის კვლავ ტიტულის გარეშე დასრულდა.

ახლა კლოპის შეგირდებს შანსი აქვთ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვონ. ყველაფერი კვირას, "მიდლსბროსთან" მატჩში გადაწყდება. მერსისაიდელთა თავკაცი მიიჩნევს, რომ გასულ წელთან შედარებით, ცვლილებები ნამდვილად შესამჩნევია :

"საინტერესო პროექტი ვართ. ყველას შეუძლია ამის დანახვა. ხასიათი და ხალხი შეიცვალა, თუმცა საფუძველი კვლავ იგივეა - კლუბის ძალა, ზომა და პერსპექტივა. ეს ნამდვილად შეიცვალა და ეს მოლაპარაკებებშიც იგრძნობა.

ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას მანამ, სანამ მოლაპარაკებებს დავიწყებთ. ცვლილებები კი სატრანსფერო სამიზნეებმაც უნდა დაინახონ, შეიგრძნონ და მიიღონ გადაწყვეტილება. გასულ წელთან შედარებით, ყველაფერი ნამდვილად შეცვლილია. ახლა მათ ჩვენი თამაში და გზა დაინახეს. ეს კი კარგია.

თუ ფეხბურთელი მხოლოდ იმიტომ მოდის, რომ ჩვენ ჩემპიონთა ლიგაზე ვართ, ამას მნიშვნელობა არ აქვს არც ჩვენთვის და არც მისთვის. ერთი წლის წინ, მოთამაშეებმა არჩიეს გადასულიყვნენ კლუბში, რომელიც მთელი ისტორიის განმავლობაში პირველად მოხვდა ჩემპ. ლიგაზე. ეს ყოველთვის მნიშვნელოვანია, რადგან მათ სურთ იქ თამაში."


"კლუბის განვითარება და პერსპექტივა ფეხბურთელისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანია. მომავალში ჩვენ წარმატებას მივაღწევთ, ამისთვის კი კარგი მოთამაშეები გვჭირდება - ახლა ძალიან კარგი ფეხბურთელები გვყავს, მალე კი კიდევ რამდენიმე შემოგვიერთდება.

ჩემპიონთა ლიგაზე თამაში რამდენიმე მიზეზის გამოა მნიშვნელოვანი - ეს შესანიშნავი, გამორჩეული ტურნირია. ის უყვართ ფანებს, ფეხბურთელებსა და მწვრთნელებს. ამავე დროს, იქ შენ ფულს გამოიმუშავებ. ჩვენ იქ უკვე 2 წელია არ ვყოფილვართ. ამის მიუხედავად, ვართ კლუბი, რომელსაც არ აქვს ფინანსური პრობლემები და აქვს ფული, რომელიც შეუძლია დახარჯოს.

ჩვენი მუშაობა მხოლოდ მოედნით არ შემოიფარგლება. როდესაც ვთქვი, რომ მინდა გუნდი უკეთესი გახდეს, ვიგულისხმე, რომ ეს მიზანი ყოველწლიურად უნდა გვამოძრავებდეს." - ციტირებს კლოპის სიტყვებს კლუბის ოფიციალური საიტი.

კომენტარები


gio_chyoi
რედაქტორი

შედეგის მხრივ ნამდვილად არაფერი შეცვლილა. ერთადერთი კარგი ისაა რო ჭკუას ისწავლიდა კლოპი. ჩვენ რაღა დაგვრჩენია, უნდა დავუცადოთ ჯერ ტრანსფერებს და მერე ახალ სეზონს

BASA25
მომხმარებელი

Ro moxdes sascauli da finali vitamashot ligis. Tuarvcdebi kievshia da yvelas gisurvebt ertad cavsuliyavit. Ra grdznoba iqneba axueet mojna :)

LUIS SUARES 001
VIP Member

ახალ სეონს იმედებით ვხვდები რა ვიცი მენგონი მოვალთ აზრზე

gio_chyoi
რედაქტორი

ციტატა: BASA25
Ro moxdes sascauli da finali vitamashot ligis. Tuarvcdebi kievshia da yvelas gisurvebt ertad cavsuliyavit. Ra grdznoba iqneba axueet mojna :)

დიდი სიამოვნებით. ეგ მოხდს მართლა და კიევში გაფრენას რა უნდა უეჭველი წავალთ

G.p
VIP Member

არ ვიცი ამ მბაპეზე მართალია თუ რაარის მარა რამდენიც უნდა გადაუხდიათ მაგრად მკიდია 100 მილიონი მიცენ თუ გინდა და იყიდონ ,აბა ძმაო დღეს თუ არ იხდი ფეხბურთში ვერაფერს მიაღწევ.მაგარი ახალგაზრდაა თან მაგ პოზიციაზე გვიჭირს გუნდი გუნდათ ჩამოაყალიბონ ამ ჩემისებმა მართლა თOრე ყელშია უკვე ,ყოველწელს ვიღაცას ყიდიან ეს დედანაკრავები და იმ ფასად მერე 10 და 15 *ცენზურა* მოყავთ.

liverpool515
VIP Member

შედეგი არის სანახევროდ ლიგაზე ვართ შარშანდელთან სედარებით უკეთესობა ნამდვილად არის

lashafss
მომხმარებელი

G.p,
სად წაიკითხეთ მბაპეზე?

liverpool-fan
VIP Member

წარმატებულ სეზონს ვერ დაარქმევთ მარა მომავალ წელს ტიტულს ველოდები ეშლი მინდაააააა

STEVEN8
მომხმარებელი

პროგრამა მინიმუმი შესრულდება მიდლსბროსთან მოგებით. ეგ კი არა კვალიფიკაციაზე თუ გავედით და დინამო თბილისი სეგვხვდა მერე ნახეთ:დ

TE mo
მომხმარებელი

STEVEN8,
აი მაგაზე ვოცნებობ უკვე რამდენი ხანია :D მაგრა გაასწორებდა ლივერპულის თამაშის ყურება აქ, თბილისში

STEVEN8
მომხმარებელი

TE mo,
ძაან მაგარი იქნება. გაიხსენებენ მერე დინამოს და ლივერპულის შეხვედრას :დ

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

კვირა, 20:30 სთ


  • ბორნმუთი
  • VS

    17.12.2017


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    13.12.2017


  • ვესტ ბრომვიჩი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჯო გომესი

მეტოქე - ევერტონი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze