"ლივერპული" : "მიდლსბრო" (მატჩის განხილვა)

ავტორი: johnson, 21-05-2017, 19:46, კატეგორია - სიახლეები, 1 131, 19


რამდენიმე წუთის წინ დასრულდა პრემიერ ლიგის ბოლო ტურის მატჩი "ლივერპულსა" და "მიდლსბროს" შორის. მერსისაიდელებმა მეტოქე 3:0 გაანადგურეს და სეზონი 76 ქულით, მეოთხე პოზიციაზე დაასრულეს

აღსანიშნავია, რომ წინა მატჩის მსგავსად, იურგენ კლოპმა ამჯერადაც 4-4-2 ტაქტიკით თამაში გადაწყვიტა. შეხვედრა მასპინძელთა სრული უპირატესობით დაიწყო, თუმცა იურგენ კლოპის შეგირდებს ხან მიზანმა უმტყუნა, ხანაც გუზანმა აჯობა. საბოლოოდ ანგარიშის გახსნა "წითლებმა" 46-ე წუთზე, ჟორჟინიო ვეინალდუმის გოლით შეძლეს და პირველი ნახევარი მინიმალური ანგარიშით მოიგეს.

მეორე ტაიმში "პირველ ნომრად" კვლავ მერსისაიდელები თამაშობდნენ. "ლივერპულმა" 5 წუთიან მონაკვეთში ორჯერ შეძლო მეტოქის კარის აღება : 51-ე წუთზე ფილიპე კოუტინიომ საჯარიმო დარტყმის შემდეგ შეარხია გუზანის კარის ბადე, 56-ე წუთზე კი ადამ ლალანამ შეხვედრაში საბოლოო წერტილი დასვა. აღსანიშნავია, რომ "წითლები" უპირატესობას ამის შემდეგაც ფლობდნენ და სხვაობის გაზრდის კარგი შანსებიც ჰქონდათ, თუმცა მომენტების გამოყენება ვერ მოახერხეს.

საბოლოოდ, "ლივერპულმა" დამსახურებულად მოიგო და ჩემპიონთა ლიგაზე მოხვედრის შანსი შეინარჩუნა. ევროპის ყველაზე პრესტიჟული საკლუბო ტურნირის ჯგუფური ეტაპისგან კლოპის შეგირდებს ახლა მხოლოდ 1 ნაბიჯი, პლეი-ოფი აშორებთ.

 
"ლივერპული"
: მინიოლე - კლაინი - მატიპი - ლოვრენი - მილნერი(მორენო 86') - ჩანი - ვეინალდუმი - ლალანა - კოუტინიო - ფირმინო(ლეივა 79') - სტარიჯი(ორიჯი 83').

"მიდლსბრო" : გუზანი - ფრენდი - ჩემბერსი - გიბსონი - ფაბიო(აიალა 73') - კლეიტონი - ფორშოუ - ლედბიტერი - დაუნინგი - ბემფორდი - ჟესტედი(ნეგრედო 73')

 

 

კომენტარები


liverpool515
VIP Member

დააა ვინ შეგვხვდება ნეტა

Proud წითელი
ჟურნალისტი

გილოცავთ როგორც იქნა! ეხლა ტრანსფერებით უნდა გავიხაროთ

DIMAX777
მომხმარებელი

გილოცავთ ყველას სგ ლივერპულ მომენატრა ჩემი გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე მრავალი 2008 წლების მსგავსი თამაშები მინდა

Sami Hyypiä
მომხმარებელი

კაროჩე ეს სასტავი უნდა დარჩეს ჩემი აზრით; მინოლე,კარიუსი,კლაინი,ლოვრენი,მატიფი, სახო, ჩანი,ჰენდერსონი, ვაინალდუმი,მილნერი,ლალანა,ფირმინიო,კოუტინიო,მანე,სტარიჯი((ორიჯი,გრუიჩი)).... ამას კიდე ტრანსფერები ერთი 5 კაცი და ეგაა საკაიფო გუნდია თავის სკამიანად, დანარჩEნები კი გაშაშვებია

liverpool777
მომხმარებელი

გილოცავთ ყველას ოთხეულში შესვლას! მთავარი ეხლა იწყება ვინ შეგვხვდება და როგორი მომზადებულები შევხვდებით, ანუ როგორ ვიმუშავებთ სატრანსფერო ბაზარზე. 1 8 4

beini
მომხმარებელი

გილოცავთ სკაუზერებოოოო. როგორც იქნა ლიგაზე დავბრუნდით. დღეს მაგრად გამახარეს ბიჭებმა.ამაღლებული შეგრძნებაა როცა ლიგაზე უნდა ვუყუროთ ჩვენ გუნდს. კარგი ტრანსფერები და ლიგაზეც გავატრაკებთ

Mr.archil
მომხმარებელი

ფული აქვთ ლიგაზეც გავიდნენ - ყველაფერია იმისთვის რომ ვისაც დაადებენ ხელს მოიყვანონ

gio_chyoi
VIP Member

მოკლედ ძაან მომწონს ეს 4-4-2 რომბი წყობა რა. ოთხეული კაია მარა ეხლა ვნახოთ ვინ შეგვხვდება ნაპოლის გარდა ყველა იოლია ასე თუ ისე.ნაპოლი არ შეგვხვდეს ოღონდ

chipe888
მომხმარებელი

ეხლა გამოჩნდება ვისი მომყვანები არიან. აქამდე მიზეზი ქონდატ ლიგაზე არ ვართ და არავინ მოდისო.
გილოცავთ რა თქმა უნდა და კაი ტრანსფერები მომელოცოს მომავალში

johnson
ადმინისტრატორი

განთესილებში ვიქნებით ისევე როგორც სევილია, ნაპოლი ან რომა, აიაქსი... ასე რომ ამ გუნდებს ვერ შევხვდებით გამორიცხულია

Kabula 543
მომხმარებელი

Aaaaaaaaaaaaaaaaaa miyvarxart yvelaaaaaaaa!!!!

elpistolero
მომხმარებელი

კენჭისყრა როდის არის ლიგის საკვალიფიკაციოზე ხოარ იცით ბიჭებო

captainfantastic
მომხმარებელი

elpistolero,
სავარაუდოდ აგვისტოში. ჯერ შესარჩევებია და პლეი-ოფში გასული გუნდებიც უნდა გაირკვეს.

liverpool-fan
VIP Member

კოუმ რა შედო 90 მილიონი ცოტააო ვესტჰემთან და ბოროსთან გაილაღა 100 მდე აწია ფასი მარა არანირ თანხად არ იყიდება

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

ჩვენი დრო დგება ჩვენი..გილოცავთ

gio_chyoi
VIP Member

ციტატა: johnson
განთესილებში ვიქნებით ისევე როგორც სევილია, ნაპოლი ან რომა, აიაქსი... ასე რომ ამ გუნდებს ვერ შევხვდებით გამორიცხულია

აუ გუგა კაი ინფორმაცია მოგვაწოდე ძაან. დავმშვიდდი

G.p
VIP Member

კოუ რო გამიყიდოთ ჰენრი და კლოპ პროსტა დედისგინებას არ დავასრულებ თქვენსას...

Liverpool333
მომხმარებელი

gio_chyoi,
რა კაი სევილიას მინდა რომ შეხვდეს და ჭკუა ასწავლოს

STEVEN8
მომხმარებელი

დინამო თბილისს შევხვდეთ მაგას ვნატრობ :დ

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

ოთხშაბათი, 22:45 სთ.


  • ტრანმერ როვერსი
  • VS

    12.07.2017


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • სიდნეი
  • 0:3

    24.05.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჟორჟინიო ვეინალდუმი

მეტოქე - მიდლსბრო


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze