"ჩელსი" 10 მილიონს ითხოვს

ავტორი: Mersy, 14-06-2017, 22:30, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 932, 15


"ჩელსი" სოლანკეს სანაცვლოდ სოლიდურ კომპენსაციას ითხოვს, იუწყება EveningStandard.

სოლანკემ უკვე მოაწერა ხელშეკრულებას ხელი "ლივერპულთან", თუმცა წესის თანახმად, რომელიც კლუბის მიერ აღზრდილ 24 წლამდე ფეხბურთელებს ეხება, "ჩელსის" საშუალებას აძლევს კომპენსაცია მოითხოვოს, მიუხედავად იმისა, რომ ფეხბურთელი "წითლებს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

გუნდები თანხაზე დღემდე ვერ თანხმდებიან. "მერსესაიდელები" მზადყოფნას გამოთქვამენ 3 მილიონი ფუნტი გაიღონ, რაც "არისტოკრატებს" არ აკმაყოფილებთ. თუ აღნიშნული საკითხი თვის ბოლომდე არ გადაწყდება, მაშინ გადაწყვეტილებას სპეციალური ტრიბუნალი მიიღებს.

თავდაპირველად მოსალოდნელი იყო, რომ "ლონდონელები" 8 მილიონ ფუნტამდე მოითხოვდნენ, თუმცა ფეხბურთელის წარმატებულმა ასპარეზობამ ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე, ფსონები გაზარდა.  19 წლის თავდამსხმელმა ტურნირზე 4 გოლი გაიტანა და ბომბარდირთა შორის მეორე აღმოჩნდა, ხოლო ინგლისის ნაკრებმა პირველად 1966 წლის შემდეგ იზეიმა ჩემპიონობა(ყველა ასაკობრივი ნაკრების გათვალისწინებით).

აღსანისნავია, რომ მუნდიალის დასრულების შემდეგ სოლანკე ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა და "ოქროს ბურთი" გადაეცა. წარსულსი აღნიშნული ჯილდო მიღებული აქვთ ლეო მესის, მარადონას, ლუიშ ფიგუს. სწორედ ფეხბურთელის პოტენციურ მომავალს ითვალისწინებს ტრიბუნალი კომპენსაციის თანხის განსაზღვრისას. გარდა ამისა "ჩელსის" წარმომადგენლები აუცილებლად გაამახვილებენ ყურადღებას იმაზე, რომ სოლანკე 8 წლიდან გუნდში იზრდება, ორჯერ მოგებული აქვს ინგლისის ახალგაზრდული თასი და ახალგაზრდული ევროპა ლიგა. ასევე აღნიშნული იქნება ის ფაქტი, რომ ანალოგიურ სიტუაციაში 2010 წელს ტრიბუნალის გადაწყვეტილების შემდეგ "ლონდონელებმა" 6.5 მილიონი ფუნტი გადაუხადეს "სიტის" დანიელ სტარიჯის გაფორმების შემდეგ, რომელიც "ჩელსიმ" ოფიციალურად 2009 წელს გაიფორმა. 2013 წელს კი, როდესაც სტარიჯი 12 მილიონის სანაცვლოდ "ლივერპულში" გადავიდა "არისტოკრატებს" კიდევ 2 მილიონის გადახდა მოუწიათ, ვინაიდან ტრიბუნალის მიერ დადგენილი იქნა, რომ მომავალი ტრანსფერის 15%–ს ფეხბურთელის ყოფილი კლუბი მიიღებდა. თუმცაღა აღსანიშნავია, რომ სტარიჯმა "სიტის" რიგებში 32 მატჩი ჩაატარა, როცა სოლანკემ "ჩელსის" რიგებში მხოლოდ 1 (გასული სეზონი ვიტესში გაატარა და 25 მატჩი ჩაატარა).

"მერსესაიდელებს" მოუწევთ დაამტკიცონ, რომ სოლანკემ გაცილებით დიდ წარმატებას მიაღწია, ვიადრე 2010 წლისთვის სტარიჯმა. ასევე გასათვალისწინებელია ისიც, რომ სოლანკე კარიერის დასაწყისიდანვე "ჩელსიში" ირიცხება, ხოლო სტარიჯი მხოლოდ 13 წლის ასაკიდან შეუერთდა "სიტის" და მანამდე 2 სხვადასხვა აკადემია გამოიცვალა. 


კომენტარები


DIVOK ORIGI 007
VIP Member

მოგი*ცენზურა* აბრამოვიჩ ოჯახი

Capitan
მომხმარებელი

იყიდონ ბიჭო არ იყოს ახლა აქაც ლაპარაკი რამე სასწაულზე თანხაზე ღირს ეს ბიჭი ეს ფასი

RUSH
რედაქტორი

თქვენი არისტოკრატი დედას გავთხარე ;)

caracara
მომხმარებელი

ამათმა თუ გვიჩივლეს უკვე მოერე საჩივარი დაგვეკისრება რაღაცა *ცენზურა*ობა იყიდონ ბიჭო

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

აბრამოვიჩი საცერით შედის უკვე საჭირო ოთახში.. 13

GoGson
მომხმარებელი

ყველა ჩვენთან ბლატაობს იმენააა რაუნდათ

phoenixx
მომხმარებელი

Yvela liverpoolze rogor midis sasamartloshi micen is 10 milioni dgevandeli fasebit 10 IC girs da 30 IC prosta amatac ragac eqnebat miqaruli da sasamartlos isev +7 milioni micen jobia 7 milioni advokatshi daexarjebat :D :D

gerrarda_8
მომხმარებელი

prochi aewvat sauketeso fexburteli ro gaxda ukve ukankalebt erti adgili da ikneb
fuls mainc gamovrcheto ))))

Ynwa Scousers
მომხმარებელი

ესეც სამ მილიონად დათრეული ტალანტი :D

reversi
მომხმარებელი

აუ რატო პანიკიორობთ ხოლმე რა? ეს ინგსი რო მოიყვანეს როგორ დადგინდა მაგის ფასი? სტანდარტული პროცედურაა დასადგენია მარტო ფასი და არ გკიდიათ ეგ ფასი? მოყვანილია ფეხბურთელი მოყვანილი დასადგენია რამდენს გადაუხდიან იმ *ლეთა შობილებს მაგათი გუნდი რო მოვტ*ან მე

gio_chyoi
რედაქტორი

რა სისულელეა ზუსტსა ამ მსოფლიოს მერე რო გახდა საუკეთესო ეგ დაიწერა ზუსტად რო ეს ფასზე არ მოახდენს გავლენასო. 10 არა 50 კიდე მაშინ რაღანაირი თავისუფალი აგენტია სისულელე. ჩელსი ითხოვს მასე არა ეგ გაყიდვა გამოდის მაშინ, ტრიბუნალი იმისთვისაა რო მაგათმა უნდა დაადგინონ ფასი და ვერ გავიგე ეს წესი იმიტო მოქმედებს 23 წლამდე თავისუფალ აგენტებზე რო ცოტა გადაიხადო რაღა მიზერული თანხა და 10 მილიონი თუ გადაიხადე რაღა აზრი აქვს მაშინ ფეხბურთელს გაუვა თუ არა კონტრაქტის ვადა

ThisIsAnfield
მომხმარებელი

ზუსტად ინგსის შემთხვევაა რა... ეცდება ეხლა ჩელსი ისეთი არგუმენტები დადოს, რომ ტრიბუნალმა ცოტა წაამატოს თანხა და ეგ არი...

caracara
მომხმარებელი

gio_chyoi,
თავისუფალი აგენტი არ არის კონტრაქტი 2 თვე კიდე დარჩენილი აქვს

gio_chyoi
რედაქტორი

caracara,
მერე რა მნიშვნელობა აქვს ეხლა კი არ ვყიდულობდით ისედაც შეთანხმება იყო რო ორო დაუსრულდებოდა კინტრაქიტი მერე გადავიდოდა უფასოდ

youngboy
მომხმარებელი

ჩემი აზრით ლივერპულმა მტკიცედ უნდა გასაზღვროს რა უნდა ვაფშე რა, არარის დრო ახალგაზრდა ტალანტების ყიდვის ეს ტალანტები ტუმაინდამაინც ეძიონ აკადემიაში და თუ ყიდვაა ბარემ კონტიგენტი შეავსონ გამოცდილი პროფესიონალებით, ახალი არარის რო გუნდს თავდამსხმელი უნდა მარა ეს? კიბატონო თუ ყველაფერთან ერთად და სრულ პაკეთთან ერთად ამასაც იყიდია კაი ამრა აუცილებელია სუფთა 9 იანი ოღონდ შემდგარი პროფესიონალი პირობითად კავანი ავიღოთ ძაან მაგარი გამთამაშებელი ესეც გამოცდილი და მაღალი კალის მქონე და აუცილებელია ცენტრალური 1 კარგი მცველი ასებვე მაღალი პოტენციალის მქონე ახალგაზრდა ოღონდ ვინც სასტავშივე დაიწყებს და განავითარებენ დიდი ნაბიჯებით და მარცხენა მცველი ასევე იყოს ახალგაზრდა ტალანტი 22-23 წლის ნაკლების არა რო ქონდეს უკვე რაიმე გამოცდილება და პოტენციალი ესარის მინიმუმი ტუ გვინდა რო რამე ქნას გუნდმა რა. ხოლო რაიქნება მომავალი გვიჩვენებს.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

სამშაბათი, 22:45 სთ.


  • მარიბორი
  • VS

    17.10.2017


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    14.10.2017


  • მანჩესტერ იუნაიტედი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ფილიპე კოუტინიო

მეტოქე - მანჩესტერ იუნაიტედი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze