ვინ დატოვებს ლივერპულს ?

ავტორი: GoGson, 15-06-2017, 13:08, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 710, 17


და აი დასრულდა 2016-17 წლების სეზონი. მართალია 50 წელი არა, მაგრამ ვფიქრობ ერთი ან ორი თვე მაინც მოგვიწევს განვლილ სეზონზე საუბარი, სანამ განახლებული და გაძლიერებული ლეგიონით არ ჩავებმებით მომავალ პრემიერლიგურ ბატალიებში. ცხელი ზაფხულის დადგომასთან ერთად სულ უფრო ცხელ-ცხელ სატრანსფერო ჭორებს ვიგებთ, თუმცა დამეთანხმებით პოტენციურ შენაძენებთან ერთად, წამსვლელთა სახელებიც არანაკლებ გვაინტერესებს. მოდი ერთად განვიხილოთ ყველა ის სავარაუდო ფეხბურთელი, ვინც ამ ზაფხულს ლივერპულს დიდი ალბათობით დატოვებს.

1.ლუკას ლეივა


ლუკასს მოქმედი კონტრაქტი 2018 წლის ივნისამდე აკავშირებს გუნდთან. ბრაზილიელი ბრედ პიტი ყველაზე „სტაჟიანი“ "ლივერპულელია", იგი უკვე 10 წელია "წითლების" ერთგული ჯარისკაცია, თუმცა ნაკლებ სავარაუდოა ეს რიცხვი 11 მდე გაიზარდოს. მიუხედავად იმისა , რომ ლუკასი არასდროს მიიჩნეოდა ტოპ კლასის ნახევარმცველად იგი მაინც მნიშვნელოვანი ფიგურა იყო გუნდში, როგორც მოედნის შიგნით ისე მის გარეთ. ცოტამ თუ იცის რომ 2010-11 წლების სეზონში იგი ლივერპულის საუკეთესო ფეხბურთელადაც კი დასახელდა, ასევე 2010 დან 2016 წლამდე 5 სეზონის განმავლობაში საუკეთესო იყო პრემიერლიგაში ართმევების რაოდენობით საშუალოდ მატჩში. გარდა ამისა, მის აქტივში შედის 2012 წელს მოგებული ლიგის თასი და რა თქმაუნდა უმთავრესი “ტიტული“ - სქაუზერების დამსახურებული სიყვარული. კლოპი სატრანსფერო ბაზარზე აქტიურად ეძებს ცენტრალურ მცველს და ნახევარმცველს , რაც ლუკასის დარჩენის შანსებს მნიშვნელოვნად ამცირებს. გავრცელებული ინფორმაციით მისით რეალურადაა დაინტერესებული მშობლიური კლუბი - „გრემიო“. საუბარია ასევე "სელტიკზე", "ნიუკასლზე" და რამოდენიმე თურქულ კლუბზე. ფაქტი ერთია - რაოდენ სამწუხაროც არ უნდა იყოს ლუკასის ადგილი „მომავლის“ "ლივერპულში" აღარ არის.

2.ალბერტ მორენო


მიუხედავად იმისა, რომ განვლილ სეზონში მორენო ერთადერთი ნომინალური მარცხენა მცველი იყო გუნდში, იგი სულ რაღაც 8-ჯერ მოხვდა "ლივერპულის" სასტარტო თერთმეტეულში. მას კლოპისგან საკმარისზე მეტი შანსი, საკმარისზე მეტი დრო მიეცა თავის წარმოსაჩენად, მაგრამ ამაოდ. იგი პოზიციით მარჯვენა ნახევარმცველმა - ჯეიმს მილნერმა ჩაანაცვლა. გადამეტებული ნათქვამი არ გამომივა თუ ვიტყვი რომ ერთ დროს იმედისმომცემ ფეხბურთელს იმედის გარდა არანაირი სარგებელი არ მიუცია "ლივერპულისთვის". მას თითქოს არ აკლია სისწრაფე, ტექნიკა, მონდომება.. მაგრამ აკლია მთავარი რამ - კლასი და საფეხბურთო აზროვნება. გუნდის გეგმებში ახალი მარცხენა მცველის დამატებაც შედის, ერთი რამ ნათელია - რა რანგის მარცხენა მცველიც არ უნდა მოვიდეს გუნდში მისი როლი ყველა შემთხვევაში მორენოზე უფრო მნიშვნელოვანი იქნება. დიდი ალბათობით ალბერტ მორენო ამ ზაფხულს პრიმერას რომელიმე კლუბს მიაშურებს.


3. მამადუ სახო

სახო ბევრი სქაუზერის აზრით ლივერპულის ძირითად შემადგენლობაში იმსახურებს ადგილს, მითუმეტეს წლევანდელი სუსტი დაცვის ფონზე. ზოგიერთი მას ლოვრენზე და უფასოდ შეძენილ მატიპზე უკეთეს მცველადაც მოიაზრებს. გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ აი დისციპლინის დარღვევაზე კი ნამდვილად იდავებს ბატონი იურგენი. არა, - უფრო სწორად გუნდიდან მოგკვეთს. გავრცელებული ინფორმაციით სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ სახომ სეზონის ნაწილი დუბლებში, ნაწილი კი იჯარით "კრისტალ პალასში" გაატარა. "პალასში" მან შესანიშნავი მატჩები ჩაატარა, პარადოქსია მაგრამ ამან სახო არათუ დაახლოვა - კიდევ უფრო დააშორა "ლივერპულს", რადგან მსურველთა რაოდენობა გაიზარდა და მისი გაყიდვითაც უფრო მეტი მატერიალური სარგებლის მიღება გახდა შესაძლებელი. დისციპლინური დარღვევის გარდა იყო თუ არა სხვა მიზეზი, ან გადამეტებული იყო თუ არა სახოს „სასჯელი“ , ეს უკვე ნაკლებად განსახილველია რადგან ფაქტია რომ კლოპი არ შეიცვლის გადაწყვეტილებას და სახო გუნდს იძულებით დატოვებს. "ტოტენჰემი", "საუთჰემპტონი", "მარსელი" .. ეს მცირე ჩამონათვალია იმ გუნდებისა , რომლის მაისურშიც შეიძლება რომ ვიხილოთ ფრანგი მცველი.

4. ლაზარ მარკოვიჩი

მარკოვიჩის მოღვაწეობას "ენფილდზე არაოფიციალურად წერტილი დაესვა 2017 წლის იანვარში, როდესაც "ლივერპულს" ფაქტიურად არ ყავდა ვინგერი, მაგრამ მიუხედავად ამისა ლისაბონში „დაწუნებული“ სპრინტერი სახლში აღარ მიიღო და "ჰალში" გაუშვა იჯარით. 2014 წელს "ლივერპულმა" მასში 20 მილიონი ფუნტი გადაიხადა. ლაზარმა სულ რაღაც 34 თამაში ჩაატარა წითელი მაისურით. რან თქმა უნდა გამორიცხულია ამავე თანხად სერბის გაყიდვა ევროპის რომელიმე კლუბში, ამასთანავე მასზე მოთხოვნა არც თუ ისე დიდია. ESPN.COM - ზე დაყრდნობით , მარკოვიჩით "ჰალი", "ვესტ ჰემი" და რამოდენიმე თურქული კლუბი ინტესდება.. არ არის გამორიცხული მისი სამშობლოში დაბრუნებაც .

გარდა ზემოთჩამოთვლილი ფეხბურთელებისა, რომელთა ბედიც ფაქტიურად გადაწყვეტილია, www.thisisanfield.com გვთავაზობს იმ ახალგაზრდების ფართო სიას რომლებიც ამ ზაფხულს დიდი ალბათობით იჯარის გარეშე გამოიცვლიან ნავსაყუდელს: კევინ სტიუარტი, ჯონ ფლანაგანი , ანდრე უისდომი, კონორ რენდალი, ჯორდან უილიამსი, ადამ ბოგდანი , კამერონ ბრანაგანი და ჯეკ დანი.


ჯერჯერობით ბურუსითაა მოცული რაგნარ კლავანისა და დივოკ ორიჯის ბედიც, ამ უკანასკნელს იტალური გამოცემები ""ლაციოს უკავშირებენ, სახელდება "ლიონის", ასევე ლიგა 1-ის სხვა ვარიანტებიც. ბევრი ხედავს რომ მისი ამბიცია და კლასი აშკარად არაპროპორციულად იზრდება, ხოლო კლავანის შემთხვევაში ეს ორივე ფაქტორი ზედმეტად დაბალ დონეზე აღმოჩნდა. ასე რომ, თუ გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ მიმდინარე ზაფხულს "ლივერპული" აუცილებლად დაიმატებს მინიმუმ 1 მცველს და 1 შემტევს, ამ ორი ფეხბურთელის "ყოფნა არ ყოფნა" ნამდვილად "საკითხავი" ხდება მერსისაიდში..

კომენტარები


Carroll_9
მომხმარებელი

+ სტარიჯი ორიჯი იგნსი სამიავე გასაყიდია საასწრაფოდ (ორიჯის თუ მპაპეს ტრანსფერში გამიყენებენ ხო საასწაული იქნება და ისე გაყიდვის წინააღმდეგიც არ ვარ)

gio_chyoi
VIP Member

აქედან ყველა გასაყიდია ლუკასის გარდა. ლუკასს თუ გაყიდი მაშინ ჩამშლელი უნდა იყიდო აუციელბლად დაუფრო ძვირიც დაგიჯდება ბევრად და ამიტომ ჯობია კიდე ერთი წელი დარჩეს.
რაც შეეხება ფორვარდებს კიდე. ინგსი არენდაზე უეჭველი ორიჯი გაყიდონ და სტარიჯი დაიტოვონ, ერთი მაგარი ფორვარდი იყიდონ ობამა ყველაზე მაგარი და ეგ სტარიჯი და სოლანკე იქნებიან და მერე არენდა რო დაუმთავრდება ინგსსაც გაყიდიან და მერე უკვე სტარიჯსაც გაყიდი

GoGson
მომხმარებელი

ჩემი პირველი სტატიააა მკაცრად ნუ განმსჯით: დდ

DIVOK ORIGI 007
მომხმარებელი

GoGson,
გილოცავ წარმატებები რაც შეეხება ამ სტატიის შინაარს ლუკაის უნდა დარჩენს თუ საყრდენს არ ვიყიდით

GoGson
მომხმარებელი

ჩანზე, ინგსზე და სტარიჯზეც შეიძლებოდა ერთი ორი სიტყვის თქმა.. ჰო ლუკასი დარჩეს ბატონო მაგრამ მეეჭვება... კი აჭიანურებენ მაგრამ იყიდიან მაინც ნგონია ვინმეს

STEVEN8
მომხმარებელი

GoGson,
უაა არ ვიცოდი გილოცავ კიდევ ბევრი დაგეწეროს!!!

GoGson
მომხმარებელი

STEVEN8,
გაიხარე ძმაო

gio_chyoi
VIP Member

ლუკასზე დაიწერა დღეს რაფას უნდაო 4 მილიონ ფუნტად შეფასდა ტრანსფერი და ეგ თუ გაყიდეს მაშინ მოივა ალბათ ის რუბენ ნევეში

liverpool-fan
VIP Member

ციტატა: GoGson
ჩანზე, ინგსზე და სტარიჯზეც შეიძლებოდა ერთი ორი სიტყვის თქმა.. ჰო ლუკასი დარჩეს ბატონო მაგრამ მეეჭვება... კი აჭიანურებენ მაგრამ იყიდიან მაინც ნგონია ვინმეს

გილოცავ ძმაკაც მე პირადად მომეწონა კიდე ბევრი დაგეწეროს *

gerrarda_8
მომხმარებელი

rato gaidzaxit ro lukasi unda darches chamshleli emre gvkavs da emres gakidvas lukasis gkidva jobs ashkarad, erti chamshleli kvela variantshi mosakvania isedac gundshi marto emre ver ikneba amxela sezonia win da keita an msgavsi vinme mova da lukasis didi pativiscemis miuxedavad droa dagvtovos

liverpool515
VIP Member

ჯერ მოიყვანონ ვინმე და მერე გაწმინდონ გუნდი

ThisIsAnfield
მომხმარებელი

GoGson,
გილოცავ...
გასაყიდ ხალხს რაც შეეხება, კიბატონო გასაყიდია ეს ჩამონათვალი, უბრალოდ მე ლუკასს გამოვაკლებდი ამ სიას...

GoGson
მომხმარებელი

gaixaret

ლუკასს მეც გამოვაკლებდი თუ კეიტა ან ნევეში არ ვიყიდეთ

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

gerrarda_8,
საქმეც მაგაშია, რომ არც ემრე და არც კეიტაა სუფთა ჩამშლელი. მარტო ეს გვყავს ზამენაზე ვისაც თამაშის დაწყნარება შეუძლია და მაგიტომ არ უნდა გაყიდონ თუ ვინმე მასკერანო არ მოდის.

giginio
VIP Member

ლოვრენი რატო რჩება გუნდში ეგ ვერ გავიგეე პროსტაა

GoGson
მომხმარებელი

ციტატა: giginio
ლოვრენი რატო რჩება გუნდში ეგ ვერ გავიგეე პროსტაა

იმიტო რო ზამენაზე ლოვრენზე კარგ მცველს ვერ აიყვანს ლივეპული... 1მცველი ვერ უყიდიათ და 2ს მოიყვანენ?

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

Wmenda daiwyo da es kargia,lukasi wava gvinda Es chven tu ara,saxoze maunc cfiqrib unda mieca klops shansi..

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

ოთხშაბათი, 22:45 სთ.


  • ტრანმერ როვერსი
  • VS

    12.07.2017


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • სიდნეი
  • 0:3

    24.05.2017


  • ლივერპული
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ჟორჟინიო ვეინალდუმი

მეტოქე - მიდლსბრო


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze