ბასკომბი: "ლივერპული" მალე რეკორდს გააუმჯობესებს

ავტორი: gio_chyoi, 15-06-2017, 20:37, კატეგორია - სიახლეები / ტრანსფერები, 878, 9


"ლივერპული" სულ მალე მოჰამედ სალაჰს გაიფორმებს, რითაც ისინი თავიანთ სატრანსფერო რეკორდს მოხსნიან, რომელიც 2011 წელს დაამყარეს ენდი ქეროლი შეძენისას.

აღნიშნულის შესახებ The Telegraph-ის ჟურნალისტი კრის ბასკომბი იტყობინება, რომელიც აცხადებს, რომ შეთანხმება თითქმის მიღწეულია და მერსისაიდელები მზად არიან რომაელთა მიერ დაწესებული თანხა გადაიხადონ. როგორც ჩანს, თავდაპირველად იტალიური კლუბი 40 მილიონ ფუნტს ითხოვდა, თუმცა საბოლოო ჯამში მხარეები 35 მილიონ ფუნტზე შეთანხმდნენ მცირე ბონუსებით.

როგორც გახსოვთ, "რომას" სპორტულმა დირექტორმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები ნამდვილად მიმდინარეობდა. ამასთან, წყარეობის მიხედვით, თავად ფეხბურთელს დიდი სურვილი აქვს აღნიშნული ტრანსფერი განხორციელდეს და პირადი დეტალებიც კი შეათანხმა "ლივეპრულთან".

გარდა სალაჰის ტრანსფერისა, როგორც კრის ბასკომბი იტყობინება, მომდევნო კვირეების განმავლობაში "ლივერპულის" გულშემატკივარი ახალ სახეებს იხილავს გუნდში.

"მიუხედავად ცუდად დასრულებული ვან დეიკის ტრანსფერისა, "ლივერპული" მომავალ თვეებში ერთ-ერთი ყველაზე აქტირუი ფიგურა იქნება სატრანსფერო ფანაჯრაზე" - განაცხადა ჟურნალისტმა.

კომენტარები


youngboy
მომხმარებელი

მთავარია ვის მოიყვანენ და რახარისხი მოვა თორე რათ მინდა 10 კაცი თუ იქედან რეალურად 2 ზე მეტი არ გამოგვადგება. მირჩევნია იყოს 3-4 და ხარიხიანი, ამაზე ბევრი იქნება დამოკიდებული და ზოგადა ტრანსფერებით მივხვდებით ყველა რა პრეტენზიები ექნება გუნდს მომავალ სეზონში.

Capitan
მომხმარებელი

ვიმედოვნებ მანეზე ნაკლებად არ გაამართლებს სალაჰი კლოპი ფულს თუ იხდის ესეიგი გადასახდელია ფლანგები აღებული გვაქ იტოკში... ვანდეიკი მინდა რა იცის პრემიერ ლიგა რაცაა და მატიპთან ერთად გაუალ კედელს შექმნის 2 ვე ამსიმაღლე სწრაფი და თავით კარგად თამაშობენ ტრანსფერები ახლა დაიწყო და ყველაფერი წინაა დაიხარჯება ის 200 მილიონი დარწმუნებული ვარ თან ძალიან საჭირო ხალხში

johnson
ადმინისტრატორი

სალაჰზე რომ ამდენი პრობლემაა უფრო მაღალი დონის მOთამაშეზე რას იზამენ ესენი. პრინციპში ვერც ყიდულობენ

gio_chyoi
რედაქტორი

ციტატა: johnson
სალაჰზე რომ ამდენი პრობლემაა უფრო მაღალი დონის მOთამაშეზე რას იზამენ ესენი. პრინციპში ვერც ყიდულობენ

ხო მარა გუგა შეილება ის მაღალი დონის ფეხბურთელი უცებ გაუშვას გუნმა მთლად მასეც არაა დაშეილება იმ ძაან მაგარში უფრო არ ენანებოდეთ გადახდა ფულის

liverpool515
VIP Member

ზაან უცნაური სიჩუმეა ხოო დააა საეჭვოა ეგ

reversi
მომხმარებელი

15 ივნისია სატრანსფერო ფანჯრის გახსსნამდე 15 დღეა დარჩენილი

liverpool-fan
VIP Member

კაროჩე მცველი გვინდა უეჭველი ვანდეიკი იყიდეთ რა როგორც შარშან ქენი კლოპ ეგრე მიაყარე 4 ტრანფერი მენდი ვანდეიკი ლაკაზეტი და სალაჰი

lashafss
მომხმარებელი

დარწმუნებული ვარ რომ როგორც კი გაიხსნება ტრანსფერები სერიოზულ ამბავს ატეხს ლივერპული აი დამიჯერეთ : ) მალე გაგიკვირდებათ კიდეც ალბათ

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

Ra gaxda salahi rit ver davimatet.Kargi ambebis molodinshi var.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

სამშაბათი, 22:45 სთ.


  • მარიბორი
  • VS

    17.10.2017


  • ლივერპული

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 0:0

    14.10.2017


  • მანჩესტერ იუნაიტედი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი
მატჩის საუკეთესო

ფილიპე კოუტინიო

მეტოქე - მანჩესტერ იუნაიტედი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze