ტრიბუნალს გადაცემული კაპიტანი

ავტორი: RUSH, 15-06-2017, 20:47, კატეგორია - სიახლეები, 1 357, 19


ფეხბურთის მხარდამჭერებს წარმოუდგენლად მოკლე მოგონებები აქვთ. ეს არ არის უგუნური ქცევის წესი, ეს უბრალოდ ფაქტია. ჩვენ ყველანი დამნაშავეები ვართ.

რამდენიმე ცუდი სპექტაკლი მოთამაშისგან ან გრძელვადიანი ტრავმა და მოულოდნელად მის გარჯას ისტორია ისაკუთრებს.

ახალი სეზონის დასაწყისიდანვე, ჯორდან ჰენდერსონი კლოპოს ანიმიზმს ემსხვერპლა, მოირგო რა ჩამშლელის როლი; ფლაგმანთა გარკვეული ჯგუფის კრიტიციზმში ლავირება და ამავდროულად, პროფესიული საქმიანობის ეფექტური წარმართვა არც ისე ადვილი აღმოჩნდა "ერთი გლეხი ბიჭისთვის".

"ლივერპულელთა" კაპიტნის დოკუმენტირებულად ვერიფიცირებული ტრავმიანობის შესახებ ყველასათვის ცნობილია, აღნიშნული თემა ბევრი სქაუზერისთვის ხშირ შემთხვევაში პათეტიკის საგანიც ხდება ხოლმე.

შესაძლოა, ვიღაცისთვის გაზაფხულის ენძელა სწორედ ემრე ჩანია, რომელმაც მის არ ყოფნაში თავის მხრებზე მთლიანი თვის კამპანია ითავა, მაგრამ არ გამოდის "ლივერპულური" კანონიკა ჯორდის გარეშე - ციფრები & სტატისტიკა აქტუალურობის ხარისხს არ კარგავენ, წითლების სადებიუტო, დამანგრეველი ოთხი თვე ხომ ჰენდერსონის სტაბილურ თამაშს მოჰყვა; "არსენალთან" და "ბარნლისთან" ჩატარებული ცუდი შეხვედრების მერე, იგი ზე-შემტევი გუნდის მარეგულირებელი, მარეკომენდირებელი და სულის ჩამბერი პუნქტობრივი ერთეული გახდა.

მისი თითოეული მონოგრაფიული აქტივი არის ის, რასაც წლების განმავლობაში ვეტრფოდით, მან ხომ სტივი ჯის რეგალიები გადაიბარა... ინგლისელის რომანი საფეხბურთო ბურთთან შეიძლება არ ტოვებს ბაირონისეულ განცდებს, თუმც მისი მარგი ქმედების კოეფიციენტის უგულებელყოფა არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება - 1,042 ზუსტი პასი (საუკ. მაჩვენებელი ლიგაში, დაზიანებამდე).

ცხადია, უფრო ესთეტიური, მოდური და Luxury სტილის ფეხბურთელები ექცევიან კერპიზაციის ობიექტებად, ამით კი იმის თქმა მსურს, რომ ჯერარდის წასვლის შემდეგ ცოტა ხნით უნდა შევწყვიტოთ დომინანტიზმის პროპაგანდა.

ლაზარეთში გამგზავრებას, ვინალდუმისა და ემრე ჩანის ალტერნატიული ეპოსი გამოეცხადა; ხალხმა ჰენდერსონი დაივიწყა, მაგრამ ცხადია, მისი თაოსნობით კლუბი ეფექტური და დამპყრობელი საფეხბურთო ხასიათის შედეგად ახერხებდა გამარჯვებების მოპოვებას, როცა ჯინა-ემრეს დუეტი სრულიად დაუგეგმავ და ალოგიკურ სამ ქულიანებს იფორმებდა.

ვხედავ, დიდი თავის ტკივილია მისი პერმანენტული ტრავმიანობა, იმასაც ვხედავ, რომ "ლივერპულის" Key-რგოლი მოლიპულია - აღარ არსებობს ჩამშლელი აორტა, აღარ არსებობს ცენტრალური, ზონალური ბეტონი... კლოპო, როგორც ჩანს, დიდი მოამაგეა "მშრომელი კაცისა", მაგრამ მისი დაზიანებების ფონზე, არცაა გამორიცხული ბოლო წუთებს ითვლიდეს კაპიტნის ალტერ-ფანტასტიური კარიერა!

პროცესების დაჩქარება არასდროს ყოფილა რელევანტური, ასე, რომ მიმდინარე სეზონში არ უნდა ველოდოთ ძირეულ ცვლილებებს - ჰენდოს შემცვლელებიც ჰყავს და მაგარი "ჟილკიანი" ბიჭებიც გვერდზე.

დანიელ სტარიჯის მსგავსად, ჰენდო ნომერ პირველი არჩევანია და თუ უახლოესი 5 წელი აღარ შეაწუხებს გარეშე დაუგეგმავი კრიზისული მხარეები, დარჩება კიდეც.

მეც, როგორც შენ, მომწონს საფეხბურთო ენთუზიაზმი, მიყვარს შიშველი ერთგულება და ვაფასებ ჰენდერსონსაც, როგორც ყოველივეს ერთ მთლიანობაში მაზიარებელს, მაგრამ არსებობს ობიქტური მიზეზ-შედეგობრივი დოქტრინები, რომელსაც შეუძლია ორმხრივი კოჰაბიტაცია დაამსხვრიოს!


კომენტარები


Capitan
მომხმარებელი

უნდა ვაღიაროთ რო 1 წრე გუნდის ხერხემალი იყო და ჩანი ვერაფერს აკეთებდა საერთოდ... თითქოს მარილი აკლიაო მაგრამ როგორია სტივის მერე ლივერპულს უკაპიტნო <3 ასაკიც ისეთი აქ თითქოს ახლა უნდა ქონდეს საუკეთესო სეზონები და წარმატებები ჰენდო <3

johnson
ადმინისტრატორი

Capitan,
ქუსლის ტრავმა ჰქონდა ემრეს თავიდან და მაინც თამაშობდა როცა შანსი ჰქონდა. ამას გარდა, ბევრგან გაჟღერდა რომ ემრეს არ მოსწონს ის პოზიცია რომელზეც კლოპი ათამაშებდა - ჯინის და ლალანას მსგავსი როლი. ამობდნენ, რომ ემრე ზუსტად წინ და უკან ამდენ სირბილს აბრალებდა ტრავმებს და უნდოდა ტიპიური ჩამშლელი ყოფილიყო. და მეორე წრეში როცა შანსი მიეცი კიდეც გამოიყენა მშვენივრად.

რაც შეეხება ჰენდერსონს - კლოპმა თქვა რომ ჩამშლელს ახლა არ იყიდის და კარგია თუ ცუდი, მომავალ სეზონშიც ემრეს და ჰენდოს ყურება მოგვიწევს მცველების წინ

წითელი ნიუტონა
მომხმარებელი

johnson,
ჩამშლელის პოზიციაზე როცა იყო ზუსტად მაშინ აგინებდნენ ჯანს დედის ტრაკს. წინ რომ აიწია სეზონის ბოლოს მერე ათამაშდა. ლუკასი იდგა ჩამშლელად.

სტატიას რაც შეეხება, მთელი ცხოვრება ვერ ვისწავლი ასე წერას, რომც მოვინდომო. :D

Capitan
მომხმარებელი

johnson,
სეზონის ბოლოს ჩანი ძალიან კაი იყო მე 1ველ წრეზე დავწერე რაზეც ასეა თუ ისე შენც დამეთანხმე... ხო ჩამშლელზე ვიცი იმედია თავს გაართმევენ მე მეიმედება 2ვე

Ynwa Scousers
მომხმარებელი

ამისი დებილი დედა ვატირე მე ეს უფანტაზიო დოღის ცხენი, ამის საუკეთესო სეზონი შარშანდელი სეზონი მიმაჩნია მე დაზუსტადაც ვიცი მეტს ვერც მოუმატებს და ეს ტუ მართლა ამის უმაღლესი წერტილი იყო მაშინამის დაბლასვლისას ტრაკში ვიქნებიტ

GoGson
მომხმარებელი

ჰენდოს ვენდოთ: დ

❤️

liverpool-fan
VIP Member

ფორმაში ხარ RUSH

რაც შეეხება ჰენდოს მე პირადად მომწონს და ჩემი აზრით სულ სასტავში იქნება ნუ თუ ტრამვამ არ შეუშალა ხელი

gio_chyoi
ჟურნალისტი

სანამ ტრავმას მიიღებდა მართლა ძალიან მაგარ სეზონს ატარებდა,იმედია მომავალ სეზონშიც ეგრე კარგად ითამაშებს

liverpool515
VIP Member

ჰენდერსონი ერთადერთია დღეს მგონი გუნდში ვისაც ნამდვილ პროფესიონალად ვთვლი

reversi
მომხმარებელი

ცხენია? კი ჯორია? კი მაგრამ უნდა იცოდე ადამიანმა როგორ უნდა გამოიყენო შენი ცხენი ამ ტაქტიკაში როცა ცენტრში ლალანა და ჯინი დგანან მათ უკან ვისაც გონია რომ "კლასნი" საყრდენი და "უთე*ცენზურა*სი" მეპასე გაქაჩავს მარტივად გეტყვით არ გესმით ეს სპორტი ზუსტად ამისნაირი ვირია საჭირო არაფერს რომ არ ითაკილებს და არაადამიანურად ბევრს იმუშავებს
ამის ტრავმა რო არა უკეთეს ადგილას დავასრულებდით სეზონს მჯერა სულ მინიმუმ სიტიზე წინ
რაც შეეხება ემრეს ეგეც ამის სტილია 2ვე ერთად უკვე პრობლემაა ცალცალკე კიდე აუცილებელია რომელიმე იყოს ამიტომ ლუკასი გაუშვან და კეიტა დაიმატონ გაცილებით უფრო დაბალანსდება გუნდი საყრდენზე ემრე და ჰენდო და ცენტრზე ლალანა/ჯინი/კეიტა პლიუს კოუსაც განიხილავს უკან თან როტაცია იქნება ხან ყველას შეუძლია გამთამაშებლობა და ზოგს კიდე ვინგერობაც კი ასე რომ გაცილებით უფრო დაბალანსებული ცენტრი იქნება ეს პლიუს ყველა მიიღებს სათამაშო დროს ბოლოს და ბოლოს 4 თასია და 60მდე თამაში მოუწევთ სეზონში (იმედია მეტიც :) )

LUIS SUARES 001
მომხმარებელი

Hendersoni ityvis tavis sityvas momaval sezons..Nu gavatyavebt cocxlad 13

fromanfield
მომხმარებელი

ჩამშლელს არ მოიყვანს კლოპი იმიტომ რო ჰენდომაც იდეალურად გაართვა თავი მაგ პოზიციას და ჩანი ხო მითუმეტეს მაგ პოზიციის ფეხბურთელია და რო იძახით ჩანი მეორე წრეში გამოსწორდაო?პირველ წრეში ჯერ ხო ტრავმა ქონდა და მერე შემტევ ნახევარმცველად ატამაშებდა კლოპი,რაც არააა მაგის პოზიცია დალშე აბარონაში რამოდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში.ნუ ჰენდო რო ოპტიმალურ ფორმაში იქნება უეჭველი სასტავში უნდა იყოს,პახოდუ არ დაგავიწყდეთ მილნერი.ჯინი,ჩანი,ჰენდო,მილნერი და სიღრმიდან კოუტინიო როტაციის დიდ საშუალებას მოგვცემს.

zura164
მომხმარებელი

ეს ტრამვას იღებს იმიტომ რომ საოცრად იტვირთება ფიზიკურად ჩემი აზრით. საჭიროა რო, კლოპმა შეცვალოს ხოლმე როცა დიდი ანგარიშით ვიგებთ როგორც აკეტებს კოუტინიოს და ლალანასთვის. ყველა პრემიერ ლიგის თამაშის დაწყებაც კი არაა საჭირო ამისთვის იმ ფონზე რო ჩემპიონთა ლიგა დაგვემატა. ერთი ჩამშლელი მაგიტომ გვინდა რო შეცვალოს ხოლმე. და კიდევ, ერთხელ კლოპმა თქვა და მეც ვეთანხმები რომ ჰენდოზე ძალიან ვიყავით დამოკიდებულები და სანამ ჩანი აკრიფავს ხოლმე დიდი რაოდენობის ქულებს ვკარგავთ ხოლმე . ამიტომა საჭირო გუნში კეიტა.

liverpolel
მომხმარებელი

ხო ამის შესრულებულ საქმეს თუ ვერ ხედავთ, გადახედეთ ამასთან ნათამაშები ტაიმები და ამის გარეშე და სტატისტიკით მიხვდბეით რამდენი მოვიგეთ და რამდენი წავაგეთ ამის გარეშე, ჰენდოსთან ერთად ცენტრი ბევრად მყარია

liver.sosoia
მომხმარებელი

ჰენდერსონი არის მეომარი კაცი დაუგლელი და ძAლიან მშრომელი მისი ადგილი ჩAმშლელობაა

Liver
მომხმარებელი

ანიმიზმი - ზოგადად სულისა და სულიერების არსებობის რწმენა, ასევე უსულო საგნებისა და ბუნებრივი მოვლენებისათვის სულის არსებობის დაშვება.
ფლაგმანი - სამხედრო გემების დიდი შენაერთის (ესკადრის, დივიზიის, რაზმის) სარდალი. 2. დიდი გემი, რომელზედაც იმყოფება ესკადრის ან რაიმე სხვა შენაერთის სარდალი; აგრეთვე ყველაზე დიდი და საუკეთესო გემი რომელიმე ზღვაში, ნაოსნობაში და სხვ. ფლაგმანის (ან საფლაგმანო) გემი - იგივეა, რაც ფლაგმანი (მნიშვ. 2). 3. გადატანით იტყვიან დიდ სამგზავრო თვითმფრინავზე.
კრიტიციზმი - 1. კრიტიკული დამოკიდებულება რაიმესადმი. 2. ტერმინი, რომლითაც კანტმა დაახასიათა თავისი ფილოსოფია, რომელშიც, მისი აზრით, მოცემულია ადამიანის შემეცნებითი უნარის კრიტიკა.
ლავირება - რთულ პოლიტიკურ ვითარებაში ოსტატური მანევრირება, წინააღმდეგობების გადალახვის უნარი. ტერმინი აგრეთვე გულისხმობს პოლიტიკოსის თვისებას, თავი აარიდოს საპირისპირო პოლიტიკურ ძალასთან შეჯახებებს, კონფრონტაციულ მოქმედებებს.
დოკუმენტირებულად ვერიფიცირებული - დოკუმენტურად დამტკიცებული. არა ?
პათეტიკის საგანი - მგზნებარე კამათი (?) პათეტიკური - პათოსით აღსავსე, მგზნებარე, ამაღელვებელი
კანონიკა - საეკლესიო სამართლის ძეგლები: მოციქულთა და მსოფლიო თუ ადგილობრივ კრებათა კანონები, სასულიერო პირთა ეპისტოლენი და განმარტებანი, სამოქალაქო სამართლის სექტები ეკლესიასთან დაკავშირებით.
რეგალია - 1. მეფის ხელისუფლების მანიშნებელი საგანი (გვირგვინი, სკიპტრა, ტახტი და სხვ.).
ეპოსი - (ბერძნ. epos — სიტყვა, თხრობა) — სინამდვილის ასახვა თხრობითი გზით, ავტორი უმეტესწილად არ ფიგურირებს.

და ა.შ.

ამ სტატიის გასაგებად უცხო სიტყვათა ლექსიკონია საჭირო, მაგრამ ეგ არაფერი. იმდენად შეუსაბამო სიტყვების რახარუხია რო რავიცი. ძალით "გართულებული" ტექსტია. ავტორთან ბოდიშს მოვიხვდი არ მინდა ცუდად გამომივიდეს, მე არც ლიტერატურის კრიტიკოსი ვარ, არც ენათმეცნიერების დოქტორი და არც ღვინჯილია, მარა ჩემი აზრით ან მთვრალი წერდა ამას ან უბრალოდ კაიფობს და თავის სტიქიაშია... მადლობა მაინც სტატიისთვის მაგრამ ესეთი რაღაც პირველად ვნახე აქ. YNWA

საბოლოოდ მაინც ვერ მივხვდი რისი თქმა გსურდა, მარა ჩემი ბრალია ალბათ. თუ ესე წერა მოგწონს და ეგ ტიპი ხარ, ვინც ესე "უბერავს" თავის ტექსტებში მე რათქმაუნდა არაფერი მაქვს საწინააღდმეგო. უბრალოდ გამიკვირდა. კაროჩე დაიკიდე. შეუბერე როგორც გისწორდება. მომხრე ვარ ვისაც რა და როგორ უსწორდება ისე აკეთოს. 3

RUSH
რედაქტორი

Liver,

ჯერ რაპონტში იწვალე მაგ სიტყვების თარგმნით, მითუმეტეს ლიტერატურული განვითარება თუ ნოლი გაქვს, ეგ უფრო მტკივნეულია ჩემთვის, რო ახალგაზრდა ბიჭი ტყემალზე ზიხარ და ბლის კურკებს ისვრი... რაც შეეხება სტატიის წერის ფორმას, ესეთი სტილით იწერება მხატვრული სიახლეები, ეს არაა ინფორმაციული სიახლე, სადაც გადმოცემულია რაიმე ინფორმაცია, აქ საუბარია ერთი ფეხბურთელის ანფასზე )))) ყოველთვის იარსებებს ოპონენტი და პროპონენტი, თვით ღმერთსაც კი გააჩნია თავისი კონკურენტები, ჩემ სიახლეს ნი ტო შტო ! კი ძმაოო არ შემცდარხარ, ვჟიზნე როგორც მისწორდება სუ ისე ვუბერავ ეგეც რო იცოდე და ვინც ნაპროწივ დამიდგება გავხსნი შუაზე...

ThisIsAnfield
მომხმარებელი

RUSH !!!
ჯიგარი ხარ, ძალიან დიდი ხანია ვფიქრობ ჰენდერსონზე რამის დაწერას და აი ისიც : ))) ძალიან დაუფასებელია ეს კაცი, იქიდან მოყოლებული ჩემპიონები , რომ უნდა გავმხდარიყავით და ეს კაცი რო დაიმტვრა ... თითქოს არავინ ყურადღება არ მიაქცია,მაგრამ მაშინაც ხერხემალი იყო გუნდის და ახლაც ტრავმამდე... უდიდეს სამუშაოს ასრულებს, თუ ფიზიკურად და თუ ფსიქოლოგიურად... ბევრი ლანძღავს ამის "კაპიტნობას" მაგრამ ჩემი აზრით ზუსტადაც, რომ კაპიტნის უნარჩვევებით არის დაჯილდოვებული ეს ბიჭი, დარწმუნებული ვარ მოვა დრო და თავის სიტყვას ძალიან ხმამაღლა იტყვის ჰენდო...YNWA !!!

Liver
მომხმარებელი

RUSH,
რატომ ვიწვალე და როცა ახალ სიტყვას ვპოულობ, ან მნიშვნელობა აღარ მახსოვს კარგად, დავგუგლავ ვხოლმე, ცოტა დრო ჭირდება და თან ვიფიქრე მარტო მე არ ვიქნებოდი ისეთი ვინც ზემოთ ჩამოთვლილი სიტყვებიდან რომელიმეს მნიშვნელობა ვერ გაიგოთქო, ამიტომ ვიწვალე რომ სხვებისთვის ვისაც ჩემსავით "ლიტერატურული განვითარება" 0 აქვს საქმე გამეადვილებინა. არც მიფიქრია შენთან მითუმეტეს შენ სტატიასთან ოპონირება, უბრალოდ ვიფიქრე რომ შენი სტატიის დაწერა ბევრად მარტივად შეიძლებოდათქო და მხოლოდ ამის თქმა მინდოდა. ვინც ნაპროწივ დაგიდგება და გახსნი შუაზე, ესე რო დაგეწერა სტატია უფრო ბუნებრივი იქნებოდა მემგონი :) კაი ჩემო ძმაო თუ რამე ისეთი დავწერე რამაც გაგაბრაზა მე მაპატიე. აბა ჰე და აბა ჰო. ისე შუაზე გახსნას ჯობია მოუსმინო ადამიანს თუ მართალია გაუგო, თუ ცდება შენ ასწავლო, გზაზე დააყენო... რავიცი იქნება რა უჭირს ადამიანს ?! :) რა საჭიროა აგრესია ? მითუმეტეს ესეთი განვითარებული ხარ ლიტერატურაში და უცბათ მოძველბიჭო ტიპის ამპლუას ირგებ და პირდაპირ თუ ირიბად შუაზე გახსნით მემუქრები ინტერნეტით სრულიად უცნობ ადამიანს, ვისაც ცუდი არაფერი უთქვამს შენთვის. კარგად იყავი მეგობარო სკაუზერო :)
პ.ს. ანიმიზმი მართლა პირველად გავიგე, საინტერესო იყო, გავამდიდრე ლექსიკონი.

ინფორმაცია

მომხმარებლებს, რომლებიც იმყოფებიან ჯგუფში სტუმარი, არ აქვთ აღნიშნულ სიახლეზე კომენტარის დამატების უფლება.


პირდაპირი ტრანსლაცია

ოთხშაბათი, 22:45 სთ.


  • ლივერპული
  • VS

    23.08.2017


  • ჰოფენჰაიმი

მიმოხილვა


  • ლივერპული
  • 1:0

    20.08.2017


  • კრისტალ პალასი
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet.
Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Lorem ipsum dolor sit amet, consetetur sadipscing elitr, sed diam nonumy eirmod tempor invidunt ut labore et dolore magna aliquyam erat, sed diam voluptua. At vero eos et accusam et justo duo dolores et ea rebum. Stet clita kasd gubergren, no sea takimata sanctus est Lorem ipsum dolor sit amet. Duis autem vel eum iriure dolor in hendrerit in vulputate velit esse molestie consequat, vel illum dolore eu feugiat nulla facilisis at vero eros et accumsan et iusto odio dignissim qui blandit praesent luptatum zzril delenit augue duis dolore te feugait nulla facilisi. Lorem ipsum dolor sit amet,
ონლაინ-ჩატი

მატჩის საუკეთესო

ენდი რობერტსონი

მეტოქე - კრისტალ პალასი


Liverpoolfc.Ge - 2008 ლივერპულის ქართული ფან-კლუბის ვებ-გვერდი. Designed by Vakho Gogaladze